აგარა (ამბროლაურის მუნიციპალიტეტი)
სოფელი საქართველოში, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარეში
აგარა[2] — სოფელი საქართველოში, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარის ამბროლაურის მუნიციპალიტეტში, ჭელიაღელის თემში. მდებარეობს მდინარე ხოტეურას სათავეში. ტყიბული-ამბროლაურის გზატკეცილზე, ზღვის დონიდან 1040 მეტრზე. ამბროლაურიდან დაშორებულია 10 კილომეტრით, ჭელიაღელიდან 1 კმ. სოფელში ორი ეკლესიაა — აგარის წმინდა გიორგის, აგრეთვე ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიები.
სოფელი | |
---|---|
აგარა | |
ეკლესია აგარის ცენტრში | |
ქვეყანა | საქართველო |
მხარე | რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარე |
მუნიციპალიტეტი | ამბროლაურის მუნიციპალიტეტი |
თემი | ჭელიაღელე |
კოორდინატები | 42°27′15″ ჩ. გ. 43°07′00″ ა. გ. / 42.45417° ჩ. გ. 43.11667° ა. გ. |
ცენტრის სიმაღლე | 1040 მ |
მოსახლეობა | 101[1] კაცი (2014) |
ეროვნული შემადგენლობა | ქართველები 99,0 % |
სასაათო სარტყელი | UTC+4 |
აგარაში ძირითადად შემდეგი გვარის წარმომადგენლებები სახლობენ აბუთიძეები, ბიბილაშვილები, მესხები, მომცელიძეები, ტურძილაძეები.
დემოგრაფია
რედაქტირება2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 101 ადამიანი.
აღწერის წელი | მოსახლეობა | კაცი | ქალი |
---|---|---|---|
2002[3] | 164 | 73 | 91 |
2014[1] | 101 | 47 | 54 |
ლიტერატურა
რედაქტირება- ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 1, თბ., 1997. — გვ. 41.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 მოსახლეობის 2014 წლის აღწერა (არქივირებული). საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 30 დეკემბერი 2019.
- ↑ საქართველოს სსრ გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, თბ., 1987. — გვ. 14.
- ↑ მოსახლეობის 2002 წლის აღწერა. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (2002 წელი). ციტირების თარიღი: 30 დეკემბერი 2019.