აბულ კასემ ფაზლულ ჰაქი

აბულ კასემ ფაზლულ ჰაქი (ბენგ. আবুল কাশেম ফজলুল হক; დ. 26 ოქტომბერი, ბარისალი, 1873, ბრიტანეთის ინდოეთი — გ.  27 აპრილი, 1962, დაკა) — ბენგალელი სახელმწიფო მოღვაწე და იურისტი, რომელიც გახდა ბენგალის პირველი პრემიერ-მინისტრი.  მოგვიანებით დაიკავა პაკისტანის შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტი. პაკისტანის მოძრაობის ერთ-ერთი მთავარი ფიგურა, რომელიც ფართოდ არის ცნობილი ლაჰორის რეზოლუციის წარდგენით. მან მნიშვნელოვანი პოლიტიკური როლი შეასრულა ბრიტანეთის ინდოეთის და მოგვიანებით პაკისტანის (აღმოსავლეთ პაკისტანის ჩათვლით, დღევანდელი ბანგლადეში) პოლიტიკურ ცხოვრებაში.[1][2][3][4]

აბულ კასემ ფაზლულ ჰაქი
აბულ კასემ ფაზლულ ჰაქი
აღმოსავლეთ პაკისტანის გუბერნატორი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
მარტი 1956 – 13 აპრილი 1958
წინამორბედიამირ უდ-დინ აჰმადი
მემკვიდრეჰამიდ ალი

პაკისტანის დროშა პაკისტანის შინაგან საქმეთა მინისტრი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
11 აგვისტო 1955 – 9 მარტი 1956
წინამორბედიისკანდერ მირზა
მემკვიდრეაბდუს სატარი

დაბადებული26 ოქტომბერი 1873
ბარისალი, ბენგალის საპრეზიდენტო
ბრიტანეთის ინდოეთი, ბრიტანეთის იმპერია
გარდაცვლილი27 აპრილი 1962 (88 წლის)
დაკა, პაკისტანი
პოლიტიკური პარტიასრულიად ინდოეთის მუსლიმთა ლიგა
განათლებაკალკუტის უნივერსიტეტი
Barisal Zilla School
რელიგიაისლამი

ბიოგრაფია რედაქტირება

ადრეული წლები. ოჯახი რედაქტირება

აბულ ქასემ ფაზლულ ჰაქი დაიბადა 1873 წლის 26 ოქტომბერს დედის, მია ბარის სახლში, სატურიაში, ჯალოკატიში, რომელიც მაშინ ბენგალის პრეზიდენტის ოლქის ბაკეგანგის ნაწილი იყო. ჰაქი ეკუთვნოდა ქადის საშუალო კლასის ბენგალელი მუსლიმების ოჯახს. მისი წინაპრები ბიჰარის ბჰაგალპურიდან დასახლდნენ ბილბილაშში მეთვრამეტე საუკუნეში.  მამა  —  კაზი მუჰამედ ვაჯიდი, ბარისალ ბარის პატივსაცემი ადვოკატი გახლდათ, ხოლო მისი ბაბუა, კაზი აკრამ ალი, ასევე მუშაობდა ბარისალში. იგი იყო მუხთარი,  არაბული და სპარსული ენების მკვლევარი. დედამისი, ბეგუმ საიედუნნესა, შეიხ აჰმად საჯენდას შთამომავალი, გახლდათ ხან ჯაჰან ალის მოწაფე.[5]

განათლება რედაქტირება

ჰაქიმ საწყისი განათლება სახლში მიიღო. მოგვიანებით შევიდა ბარისალის ოლქის სკოლაში, სადაც ჩააბარა FA გამოცდა 1890 წელს. როგორც მამა აღნიშნავდა: იგი იმდენად ბრწყინვალე გონებით გამოირჩეოდა, რომ წიგნის ფურცელის გადაშლისას  შეეძლო მთელი გვერდის დამახსოვრება. ჰაქი გადავიდა კალკუტაში უმაღლესი განათლების გასაგრძელებლად. 1894 წელს მან ჩააბარა საბაკალავრო გამოცდა, სადაც მიიღო სამი ჯილდო პრეზიდენტის კოლეჯში (ახლანდელი პრეზიდენტის უნივერსიტეტი) ქიმიაში, მათემატიკასა და ფიზიკაში. შემდეგ მიიღო მაგისტრის ხარისხი მათემატიკაში კალკუტის უნივერსიტეტში 1896 წელს, ხოლო 1897 წელს — სამართლის ბაკალავრის ხარისხი კალკუტის სამართლის უნივერსიტეტის კოლეჯში.[6]

1913 წელს იგი დაკადან პირველად აირჩიეს ბენგალის საკანონმდებლო საბჭოში, სადაც მსახურობდა 1934 წლამდე. იყო ცენტრალური საკანონმდებლო კრების წევრი 2 წლის განმავლობაში, 1934 წლიდან 1936 წლამდე. 1937 წლიდან 1947 წლამდე არჩეული იყო ბენგალის საკანონმდებლო ასამბლეის წევრად, სადაც 6 წლის განმავლობაში გახლდათ პრემიერ მინისტრი და პალატის ხელმძღვანელი. აბულ ჰაქი არ აღიარებდა ბრიტანეთის იმპერიის მთავრობის მიერ მინიჭებული ტიტულებს და რაინდის წოდებას. იგი ცნობილი იყო თავისი ინგლისური ორატორული ხელოვნებით ბენგალის საკანონმდებლო ასამბლეაში გამოსვლების დროს.

მისი ამომრჩევლები  ბენგალის და სოფლის თემების საშუალო კლასის წარმომადგენლები იყვნენ. აბულ ჰაკი მიწის რეფორმის გატარებისა და ზამინდართა გავლენის შეზღუდვისკენ მოუწოდებდა.

1929 წელს მან დააარსა საყოველთაო ბენგალელი მოიჯარეების ასოციაცია, რომელიც გახდა პოლიტიკური პლატფორმა, მათ შორის, როგორც გაერთიანებული ფრონტის ნაწილი ბრიტანეთის ინდოეთის გაყოფის შემდეგ. აბულ კასემ ფაზლულ ჰაქის  ეკავა მნიშვნელოვანი პოლიტიკური თანამდებობები სუბკონტინენტზე, მათ შორის, იგი გახლდათ სრულიად ინდოეთის მუსლიმთა ლიგის თავმჯდომარე (1916-1921), ინდოეთის ეროვნული კონგრესის გენერალური მდივანი (1916-1918), ბენგალის განათლების მინისტრი (1924), კალკუტის მერი ( 1935), ბენგალის პრემიერ მინისტრი (19371943), აღმოსავლეთ ბენგალის გენერალური პროკურორი (1947-1952), აღმოსავლეთ ბენგალის მთავარი მინისტრი (1954), პაკისტანის შინაგან საქმეთა მინისტრი (1955-1956) და აღმოსავლეთ პაკისტანის გუბერნატორი (1956-1958 წწ.). იგი თავისუფლად ფლობდა ბენგალურ და ინგლისურ ენებს, ურდუს, ასევე ესმოდა არაბული და სპარსული. 1962 წლის 27 აპრილს გარდაიცვალა დაკაში, აღმოსავლეთ პაკისტანში. დაკრძალულია სამი ლიდერის მავზოლეუმი.[7][8]

პირადი ცხოვრება რედაქტირება

ჰაქი სამჯერ იყო დაქორწინებული. მისი პირველი ცოლი გახლდათ ხურშიდ ტალატ ბეგუმი, ნავაბ აბდულ ლატიფის შვილიშვილი, რომელთანაც მას ორი ქალიშვილი შეეძინა. ხურშიდმა ის მიატოვა და სასამართლოს მეშვეობით შემწეობა მიიღო. მისი მეორე ცოლი იყო  მუსამათ ჯანათუნისა ბეგუმი, ჰუგლის იბნ აჰმედის ქალიშვილი. მუსამათს შვილი არ ჰყოლია, ისე  გარდაიცვალა. 1943 წელს ჰაქი დაქორწინდა ხადიჯა ბეგუმზე. წყვილს შეეძინა  ერთი ვაჟი, ფაეზულ ჰაკი რომელმაც აქტიური როლი ითამაშა ბანგლადეშის პოლიტიკაში.[9]

გალერეა რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. "Sher-e-Bangla in Search of a National Soul". The Daily Star. 26 October 2020.
  2. Gandhi, Rajmohan (1986). Eight Lives. SUNY Press. pp. 189–190. ISBN 0-88706-196-6.
  3. "A. K. Fazlul Huq's English Prose". The Daily Star. 1 May 2021.
  4. "Text of the 1940 Lahore Resolution of the All-India Muslim League by Brian McMorrow". PBase.
  5. "Huq, AK Fazlul". Banglapedia. Retrieved 5 August 2017.
  6. Rachel Fell McDermott; Leonard A. Gordon; Ainslie T. Embree (2014). Sources of Indian Traditions: Modern India, Pakistan, and Bangladesh. Columbia University Press. p. 836. ISBN 978-0-231-51092-9.
  7. "The Tiger of Bengal". The Daily Star. 25 April 2014.
  8. Banyopadhyaya, Sekhara (2004). From Plassey to Partition: A History of Modern India. Orient Longman. pp. 445–446. ISBN 978-81-250-2596-2. Both Huq and Khan were censored in July 1941 when they agreed to join—without Jinnah's approval—the Viceroy's National Defence Council, which in terms of its membership structure did not recognise the Muslim claim of parity.
  9. Gandhi, Rajmohan (1986). Eight Lives: A Study of the Hindu-Muslim Encounter. State University of New York Press. p. 209. ISBN 978-0-88706-196-7.