აბრევი[1][2]სოფელი საქართველოში, სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ახალგორის მუნიციპალიტეტში, წინაგრის თემში, მდინარე ლეხურის მარჯვენა ნაპირზე. ზღვის დონიდან 880 მ, ახალგორიდან 55 კმ.

სოფელი
აბრევი
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
სპეციალური ერთეული სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული
მუნიციპალიტეტი ახალგორის მუნიციპალიტეტი
თემი წინაგარი
კოორდინატები 42°03′21″ ჩ. გ. 44°21′24″ ა. გ. / 42.056056° ჩ. გ. 44.356694° ა. გ. / 42.056056; 44.356694
ცენტრის სიმაღლე 880
მოსახლეობა 116 (2015)
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
აბრევი — საქართველო
აბრევი
აბრევი — სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული
აბრევი
აბრევი — ახალგორის მუნიციპალიტეტი
აბრევი

2008 წლის 23 ოქტომბრის ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს კანონის საფუძველზე, ტერიტორია ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესიის შედეგად და დადგენილია ამ ტერიტორიების განსაკუთრებული სამართლებრივი რეჟიმი.

ადრინდელ ფეოდალურ ხანაში აბრევი შედიოდა ქსნის ხევში, XV საუკუნიდან კი — საამილახვროში. ვახუშტის რუკაზე აღნიშნული აქვს, როგორც ქართული სოფელი. ძველი აბრევი თანამედროვე სოფლის ჩრდილოეთით 2 კმ-ზე იყო გაშენებული გორაკზე. შემორჩენილია ფეოდალური ხანის დარბაზული ტიპის წმინდა თევდორეს ეკლესია („თუთრი“). მის მახლობლად აღმოჩნდა ფეოდალური ხანის ქვევრები და საწნახელი, რაც მოწმობს , რომ ამ ადგილებში ძველთაგანვე მევენახეობა ყოფილა განვითარებული. 1865 წელს სოფელი შედიოდა გორის მაზრის საკორინთლოს სასოფლო თემში და მასში ცხოვრობდა 9 კომლი.

ლიტერატურა

რედაქტირება