ივანე აბაზასძე

(გადამისამართდა გვერდიდან აბასაზძე, ივანე)
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ აბაზასძე.

ივანე აბაზასძეXI საუკუნის I ნახევრის საქართველოს პოლიტიკური მოღვაწე, ქართლის ერისთავთერისთავი ბაგრატ IV-ის დროს.

ბაგრატის მცირეწლოვნობისას აღმოსავლეთ საქართველოს სხვა გამგებლებთან ერთად ილაშქრა საქართველოს სამეფოსაგან განდგომილი განძის ამირა ფადლონის დასასჯელად. 1032 წელს აბაზასძემ და ლიპარიტ ბაღვაშმა შეიპყრეს თბილისის ამირა ჯაფარი და ხელთ იგდეს ბირთვისის ციხე. საქართველოს სამეფოს კარზე არსებული უთანხმოების გამო, თბილისის შემოერთება ვერ მოხერხდა. „გიორგი მთაწმინდლის ცხოვრების“ ცნობით, აბაზასძე და მისი ოთხი ძმა იმდენად განდიდდნენ და გაძლიერდნენ, რომ შეთქმულება მოუწყვეს ბაგრატ IV-ს. მეფემ შეთქმულნი შეიპყრო. ქართლის ერისთავობა გადაეცა ლიპარიტ ბაღვაშს.

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება