გიორგი მთაწმინდელის ცხოვრება Q-49

გიორგი მთაწმინდელის ცხოვრება Q-49 - საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის Q ფონდში Q-49-ის სახელით ცნობილი დაცული ხელნაწერი.

ხელნაწერი შეიცავს 73 ფურცელს, მისი ზომებია 21,5X17,5 სმ. ქაღალდი. დაწერილია მხედრულით, დასაწყისები სინგურით, ნაჭერგადაკრული მუყაოს ყდა. გადამწერი რომანოზი. მომგებელი ანტონ დადიანოვი. ანდერძი მოგვითხრობს რომ

ვიკიციტატა
„ყოვლად ღირსსა და ღ(მრ)თივ პატივცემულსა უფალსა და მამას არქიმანდრიტსა ანტონი დადიანოვსა აფხაზთასა, ვინათგან მებრძანა თქუჱ ნ მიერ სამღრთოჲსა ამის წიგნისა გადაწერაჲ ... გევედრები, ღმრთივ პატივცემულო, მრწმუნებელსა ბრძანებათა თქუჱნთასა და მიმთვალველთა მორჩილებისათა მომიწიენით სასყიდელნი ლოცვათანი, უღირსი მონაზონი და უნდო რომანოზ, მონა თქუანი. წელსა 1838-სა მაისის 2-სა.“

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ქართულ ხელნაწერთა აღწერილობა, ახალი (Q) კოლექცია, ტ. II, შედგენილია და დასაბეჭდად დამზადებული თ. ბრეგაძის, თ. ენუქიძის, ნ. კასრაძის. ელ. მეტრეველის, ლ. ქუთათელაძისა და ქრ. შარაშიძის მიერ, ილ. აბულაძის რედაქციით. თბ., 1958, გვ. 57.