აბაახუდა[1][2] (აფხ. Абаахәда) — სოფელი საქართველოში, აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკის გუდაუთის მუნიციპალიტეტში (ანუხვის თემი). ზღვის დონიდან 150 მ, შავი ზღვიდან 4 კმ, გუდაუთიდან 24 კმ., ანუხვიდან 4 კმ.

სოფელი
აბაახუდა
აფხ. Абаахәда
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ავტონომიური რესპუბლიკა აფხაზეთის არ
მუნიციპალიტეტი გუდაუთის მუნიციპალიტეტი
თემი ანუხვა
კოორდინატები 43°06′02″ ჩ. გ. 40°48′06″ ა. გ. / 43.10056° ჩ. გ. 40.80167° ა. გ. / 43.10056; 40.80167
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
აბაახუდა — საქართველო
აბაახუდა
აბაახუდა — აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა
აბაახუდა

2008 წლის 23 ოქტომბრის ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს კანონის საფუძველზე, ტერიტორია ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესიის შედეგად და დადგენილია ამ ტერიტორიების განსაკუთრებული სამართლებრივი რეჟიმი.

1949 წლიდან მოექცა ზემო ანუხვის სასოფლო საბჭოში, მანამდე არ იხსენიება. მისი ამჟამინდელი სახელია აბაახუდა (Абаахəда//Қəчуқə Стампул). მას ასევე ქუჩუკ სტამპულსაც (თურქ. „პატარა სტამბული“) ეძახიან. საბჭოთა პერიოდში მოქმედებდა მეთამბაქოეობის მეურნეობა. ამჟამად ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის მიერ.

დემოგრაფია

რედაქტირება
აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
1989 წ. აღწერა[3] 70 -- --

ლიტერატურა

რედაქტირება