აბააჟვახუ (თხინის თემი)

სოფელი საქართველოში
(გადამისამართდა გვერდიდან აბააჟვახუ)
არ უნდა აგვერიოს შემდეგ მნიშვნელობა(ებ)ში: აბააჟვახუ (ღვადის თემი).

აბააჟვახუ[1][2], აბააჟვ-ახუ (აფხ. Абаажә ахәы; ძვ. თილითი) — სოფელი საქართველოში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოჩამჩირის მუნიციპალიტეტში (თხინის თემი), კოდორის ქედის სამხრეთ კალთაზე, მდინარე ცხენიშწყარის მარჯვენა ნაპირზე, ზღვის დონიდან 240 მ, შავი ზღვიდან 19 კმ, ოჩამჩირიდან 25 კმ.

სოფელი
აბააჟვახუ
აფხ. Абаажә ахәы
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ავტონომიური რესპუბლიკა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა
მუნიციპალიტეტი ოჩამჩირის მუნიციპალიტეტი
თემი თხინა
კოორდინატები 42°54′32″ ჩ. გ. 41°26′15″ ა. გ. / 42.9089361° ჩ. გ. 41.437694° ა. გ. / 42.9089361; 41.437694
ადრეული სახელები თილითი
ცენტრის სიმაღლე 240
მოსახლეობა 0 კაცი (2002)
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
აბააჟვახუ (თხინის თემი) — საქართველო
აბააჟვახუ (თხინის თემი)
აბააჟვახუ (თხინის თემი) — აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა
აბააჟვახუ (თხინის თემი)

2008 წლის 23 ოქტომბრის ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს კანონის საფუძველზე, ტერიტორია ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესიის შედეგად და დადგენილია ამ ტერიტორიების განსაკუთრებული სამართლებრივი რეჟიმი.

აბააჟვახუს ძველი სახელია „თილითი“. აქ იყო აფხაზეთის კათალიკოსის სასახლე (შემორჩენილია ნანგრევები „თლუთ-აბაას“ სახელწოდებით). XVII საუკუნის 80-იან წლებში ქართული მოსახლეობა აფხაზურმა შეცვალა და სოფელს „აბააჟვახუ“ დაერქვა, რაც აფხაზურად „ძველი ციხესიმაგრის ბორცვს“ ნიშნავს.

სოფლის მოსახლეობა 1989 წლის მდგომარეობით შეადგენდა 218 კაცს. ამჟამად კონტროლდება აფხაზეთის სეპარატისტული ხელისუფლების მიერ.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ცხადაია პ., ხორავა ბ., „აფხაზეთის გეოგრაფიული სახელწოდებანი“, გვ. 52-53, თბ., 2016.