თხინა
თხინა — სოფელი აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში, ოჩამჩირის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს კოდორის ქედის სამხრეთ კალთის ძირას, მდინარე მოქვის მარჯვენა ნაპირას, ზღვის დონიდან 130 მ. ოჩამჩირიდან 25 კმ.[1]
ისტორია
რედაქტირებაპირველად იხსენიება სამეგრელოს მთავრის ლევან II დადიანის შეწირულობის სიგელში ბიჭვინთის ტაძრისადმი (1628 წელი). სოფლის სახელწოდება მომდინარეობს სიტყვიდან თხილნარი, რომლის ვარიანტი თხინა დღემდე გამოიყენება მეგრულში თხილნარის მნიშვნელობით. XVII საუკუნის II ნახევარში აქ აფხაზები დამკვიდრდნენ. XIX საუკუნის 30-იან წლებში აბჟუის ოლქში კვლავ იხსენიება სოფელი თხინა (პ. ზუბოვი, ა. ნორდმანი). დატანილია სამეგრელოს 1861 წლის რუკაზე. 1886 წელს გუფის თემში შედიოდა. 1930 წელს არსებობდა თხინის სასოფლო საბჭო 3 სოფლით. სოფელში არის ღელე, რომელსაც ჰქვია ბიგვაა რკვარა (აფხ. ბიგვავების ღელე). ეს მეტყველებს, რომ აქ ბიგვავას ქართული საგვარეულო მკვიდრობდა.[2]
სქოლიო
რედაქტირება- ↑ ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 4, თბ., 2018. — გვ. 151.
- ↑ ბ. ხორავა, პ. ცხადაია, აფხაზეთის გეოგრაფიული სახელწოდებანი, თბილისი, 2016. — გვ. 118.