ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

Т-54/55 — საბჭოთა საშუალო ტანკი.საბჭოთა კავშირის შეიარაღებაში მიღებულ იქნა 1946 წელს,სერიულად იწარმოებოდა და მიმდინარეობს მოდერნიზაცია 1947 წლიდან.

T-55

T-55
მოდიფიკაცია
საბრძოლო წონა, ტ 37
განლაგების სქემა კლასიკური
ეკიპაჟი, კაცი 4 ადამიანი
ისტორია
გამოშვების წელი(წლები) 1955—1981
ექსპლუატაციის წელი(წლები) 1955-დღემდე
გამოშვების რაოდენობა 86,000–100,000
ზომები
სიგრძე ქვემეხით, მმ 9335
კორპუსის სიგანე, მმ 3300
სიმაღლე, მმ 2395
კლირენსი, მმ 430
ჯავშანი
კორპუსის შუბლი (ზედა), მმ/გრად. 100
კორპუსის შუბლი (შუა), მმ/გრად. 100
კორპუსის ბორტი, მმ/გრად.' 80
იარაღის ნიღაბი, მმ/გრად. 206
შეიარაღება
ქვემეხის კალიბრი და მარკა 100მმ
ქვემეხის ტიპი გლუვლულიანი
ქვემეხის საბრძოლო მარაგი 40
მიზანი ტელესკოპური ТШ2Б-41,პერისკოპული ელექტრო-ოპტიკური ღამის ხედვის ТПН-1-41-11
ტყვიამფრქვევები 1 × 7,62-მმ ПКТ, 1 × 12,7-მმ ДШКМ
მობილურობა
ძრავის ტიპი 12 ცილინდრიანი დიზელის
ძრავის სიმძლავრე, ც.ძ. 580
გადაადგილების სიჩქარე ტრასაზე, კმ/სთ 50
ტრასაზე გადაადგილების მარაგი, კმ 22—27
სპეციალური სიმძლავრე, ც.ძ. 15,7

1955 წლიდან იწარმოებოდა მისი მოდიფიკაცია Т-55,შექმნილი სპეციალურად ატომური დაბომბვის ზონაში მოქმედებისთვის,1962-1967 წლებიდან მისი წარმოება შეიცვალა T-62 - ის წარმოებით, რომელიც შექმნილი იყო Т-54/55 ბაზაზე,თუმცა მისი წარმოება გაგრძელდა ომსკის მანქანათ მშენებელ ქარხანაში(ОЗТМ) 1979 წლამდე. ტანკის წარმოება მოდერნიზაცია მიმდინარეობდა სხვადასხვა ქვეყნებში. საერთო ჯამში გამოშვებულია 100,000ზე მეტი Т-54/55 .Т-54/55 ის ექსპორტი უამრავ ქვეყანაში მიმდინარეობდა და დღემდე არის უამრავი ქვეყნის შეიარაღებაში,ტანკმა მეორე მსოფლიო ომის შემდგომ თითქმის ყველა ლოკალურ ომში მიიღო მონაწილეობა,ტანკი გახდა ცნობილი თავის საიმედოობით და უბრალოობით.

შექმნის ისტორია

რედაქტირება

მეორე მსოფლიო ომში საბჭოთა მხრიდან შეიარაღებაში,მანევრირებაში და ჯავშანში ყველაზე დაბალანსირებული ტანკი T-34 იყო,ეს ტანკი წარმოადგენდა უმნიშვნელოვანეს მანქანას საბჭოთა კავშირისთვის,იგი ადვილად ასაგები და იაფი იყო ამიტომაც თითქმის ყველა ქარხანა ამ ტანკს აწარმოებდა.ამ მიზეზის გამო ომის პერიოდში რთული იყო შექმნილიყო ახალი ტანკი რომელიც სერიულად იწარმოებოდა.

1943 წელს მოროზოვის საკონსტრუქტორო ბიურომ შექმნა ახალი ტანკი რომელიც T-34M-ის მოდერნიზაციას წარმოადგენდა,ახალ ტანკს T-44 ეწოდა.ამ ტანკს გაუმჯობესებული სავალი ნაწილი,ასევე ძრავა,ჯავშანი და შეიარაღება ჰქონდა. T-44-ის ბაზაზე დაიწყო მუშაობა მის გაუმჯობესებულ ვარიანტზე T-54-ზე 1944 წელს,პირველი საცდელი ვერსია 1945 წელს გამოვიდა,ახალი ტანკის შასი თითქმის იგივე იყო როგორიც T-44-ის,ძირითადი განსხვავება მისი ჯავშანი იყო,ასევე ახალი კოშკურა და მძღოლის ადგილი.

შეიარაღებაში 100მმიანი D-10TK ჰქონდა,ასევე ეყენა 2 7,62მმიანი ტყვიამფრქვევი,დაყენებული ჰქონდა 12 ცილინდირიანი V-54 ტიპის ძრავა რომელიც 530 ცხძლს გამოიმუშავებდა,გარდა ამისა გაიზარდა საწვავის ოდენობა 530 ლიტრამდე ხოლო მოქმედების რადიუსი კი 360 კმ გახდა, მაქსიმალური სიჩქარე კი შემცირდა.

ტანკის მოდერნიზაცია უკვე დაგეგმილი იყო მანამ სანამ ის წარმოებაში ჩაეშვებოდა.

T-54-ის შემდგომი პროტოტიპი 1945 წლის ივლისში გამოვიდა,ახალ ვერსიას ახალი 100მმიანი LB-1 ეყენა,ასევე გაუძლიერდა ქვემეხი კოშკურაზე და 200მმიანი გახდა,დაუყენდა 2 ახალი ტყვიამფრქვევი SG-43 ხოლო კოშკურაზე 12,7მმიანი საზენიტო ტყვიამფრქვევი დშკ დაუყენეს,საწვავის ოდენობა 545 ლიტრამდე გაიზარდა.

საბოლოოდ ტანკი შეიარაღებაში 1946 წლის 29 აპრილს მიიღეს და წარმოება ნიჟნი ტაგილის (1947) და ხარკოვის (1948) ქარხნებში დაიწყო.

 
ტანკის პირველი ვერსია T-54 1

T-54-ის წარმოება ნელი ტემპებით მიმდინარეობდა და სულ 1490 მსგავსი ტანკი აიწყო,ტანკის შემქნელების მთავარი აზრი იყო ის რომ ტანკი უნდა ყოფილიყო ყველა ტანკზე უკეთესი რომელიც მეორე მსოფლიო ომში იბრძოდა,ძველი T-34-ის ქვემეხისგან განსხვავებით ახალი 100მმიანი ქვემეხი ბევრად უფრო ძლიერი იყო ვიდრე მისი წინამორბედის.

ტანკის სერიული წარმოება T-54-1 პროტოტიპის სახელით დაიწყო რომელიც მის მეორე პროტოტიპისგან განსხვავებით ახალ ტანკს გაძლიერებული ჯავშანი ჰქონდა ბორტებზე (80მმ),ქვემოდან (20მმ) და ზემოდან (30მმ),თუმცა წარმოება შეწყდა ხარისხის პრობლემის გამო.ტანკი გააუმჯობესეს და ახალ ვერსიას T-54-2 დაერქვა,ახალ ვერსიას ახალი კოშკურა დაუყენდა რომელზე ზეგავლენა მძიმე ტანკის კოშკურამ IS-3-მმა იმოქმედა,ასევე მოეხსნა 2 ტყვიამფრქვევი და გაიზარდა მუხლუხების ზომა ხოლო ტრანსმისიამ კი მოდერნიზაცია განიცდა.T-54-2 სერიულ წარმოებაში 1949 წელს ჩაეშვა ურალის ქარხანაში.მესამე ვერსია T-54-3 1951 წელს გამოვიდა,შეეცვალა კოშკურა და ასევე დაუყენეს ახალი პერისკოპი TSh-2-22 მსროლელისთვის.

1950 წლისთვის ურალის სატანკო ქარხანამ მნიშვნელოვანი ცვლილებები განიცადა,მთავარი კონსტრუქტორი მოროზოვი შეცვლილი იქნა კოლესნიკოვის მიერ რომელიც მალევე შეიცვალა და მის მაგივრად კარცევი დაინიშნა 1953 წელს.

მთავარი კონსტურქტორების ცვლილებებმა შედეგი ტანკზეც იქონია,100მმიან ქვემეხზე ვერტიკალური სტაბილიზატორი STP-1 ჰორიზონტი დაუყენდა,გარდა ამისა მძღოლს დაემატა ღამის ხედვის ხელსაწყო,ასევე შეიცვალა პერისკოპი,რადიო,გაუძლიერდა ძრავა ასევე დაუმონტაჯდა ავტომატური ცეცხლ ჩამქრობი და ა.შ.

ტანკები შეიარაღებაში 1954 წელს მიიღეს,მალევე გამოვიდა სამეთაურო ტანკი T-54AK.ახალ ვერსიას დაუმონტაჟდა R-112 რადიო და ახალი სანავიგაციო სისტემა.

1954 წელს T-54A-ს T-54M-ის სახელით 100მმიან D-54T და D-54TS ქვემეხზე დაუმონტაჟდა მოლნია და რადუგას ტიპის სტაბილიზატორები რომელიც სამომავლოდ T-62-ს დაუმონტაჟდა,ამ ორმა ვერსიამ ვერ გაამართლა რის გამოც სერიულად არ უწარმოებია. T-54A-ის ბაზაზე შეიქმნა T-54B ვერსია,ახალ მოდიფიკაციას 100მმიანი D-10T2S ტიპის ქვემეხი ეყენა,ასევე დაუყენდა ციკლონის ტიპის ცეცხლის მართვის სისტემა.წარმოების ბოლო 2 თვეში ტანკებს დაუმონტაჯეს ლუნას ტიპის ინფრაწითელი განათება და TPN-1-22-11 ტიპის სამიზნე.

 
ერაყული T-55

გამოცდებმა ცხადყო რომ T-54-ს მხოლოდ შეეძლო გაეძლო 15 კილოტონა ატომურ ბომბის აფეთქებას 300 მეტრიდან შორს ხოლო ეკიპაჟს კი 700მ დან დაშორებით,ამიტომაც გადაწყდა დაყენებულიყო ნბს თავდაცვა რაც ყველანირი ქიმიური,ბოილოგიურ და რადიაცულ ჰაერისგან იცავს.სპეციალური თავდაცვა 0.3 წამის შემდეგ იწყებს მუშაობს მას შემდეგ რაც ის დააფიქსირებს რადიაციულ ფონს.

საბაზისო ვერსიის შექმნის შემდეგ ნათელი იყო რომ ახალი სისტემა ტანკს მხოლოდ ატომური აფეთქებისას და რადიაციისგან იცავდა,თუმცა მას არ შეეძლო ეკიპაჟი დაეცვა დასხივებისგან,ტექნოლოგია ვითარდებოდა და ტანკის გაძლიერებასაც იწყებდნენ.ახალმა ვერსიამ T-54M-ის სახელწოდება მიიღო,ახალ ვერსიას 12 ცილინდრიანი V-55 ტიპის ძრავა ეყენა რომელიც 580 ცხენის ძალას გამოიმუშავებდა,ეს ძალიან ბევრი იყო ამ ტანკისთვის,ძლიერი ძრავის მიზეზი საწვავის დიდი რაოდენობის მიღებით იყო გამოწვეული.ინჟინრებმა დააყენეს სპეციალური სათბობი ძრავის ნაწილში და ასევე დიზელ საწვავის საფილტრი მოწყობილობა,ძრავა პნევმატურად ირთვებოდა AK-150S ჩამრთველის წყალობით.გაიზარდა საწვავის მარაგი 630 ლიტრამდე რასაც მოჰყვა მოქმედების რადიუსის გაზრდა. ახალი T-55 უკვე ყველა კომპონენტში ჯობდა IS-2 ტიპის მძიმე ტანკს,მათ შორის სწრაფ სროლაში,მანევრირებაში და ა.შ.თუმცა ჯავშანში მაინც ვერ ჯობდა მძიმე ტანკებს,იმის გამო რომ T-55 ბევრად უფრო მისაღები იყო საბჭოთა არმიისთვის მძიმე ტანკების წარმოება ძალიან შემცირდა ხოლო კლასიფიკაცია მძიმე ტანკი და საშუალო ტანკი ჩანაცვლდა ძირითადი საბრძოლო ტანკით.

 
T-55 სქემატურად

1950 წლისთვის ნატოს ჯარებმა შეიარაღებაში მიიღეს ამერიკული M-48 Patton და ბრიტანული ცენტურიონი,ეს ტანკები არაფრით არ ჩამოუვარდებოდნენ საბჭოთა ტანკებს თუმცა ვერც ჯობდნენ,კერძოდ ჯავშანი T-55-ს უფრო ძლიერი ჰქონდა და ასევე უფრო მსხვილ კალიბრიან ქვემეხს იყენებდა. 1945 წელს ნაალაფარი გერმანული ჯავშანტექნიკა გადაიყვანეს აბერდინის პოლიგონზე შესასწავლად.გერმანული ტანკების წინააღმდეგ ისროდნენ M3 90მმიანი ქვემეხის T33 ჯავშანმხვრეტავ ჭურვებს,ჭურვმა 100მეტრიდან შეძლო 150მმიანი ჯავშნის გახვრეტა ხოლო T30E16 ტიპის ჭურვმა კი იგივე 100მეტრიდან 270მმიანი ჯავშნის გახვრეტა შეძლო.ეს 90მმიანი ქვემეხი დაყენებული იქნა თითქმის ყველა დასავლურ ტანკზე მათ შორის M-46, M-47, M-48.

გამოცდებმა ცხადყო რომ ლოგიკურად T33 ტიპის ჭურვი საერთოდ ვერ გახვრიტავდა T-55-ს ნებისმიერი მანძილიდან ხოლო T30E16 კი მხოლოდ 700მეტრიდან თუ შეძლებდა,საბჭოთა კავშრში ყველაზე გავრცელებული იყო მეორე მსოფლიო ომის დროინდელი ქვემეხი D-10 რომელიც 1000მეტრიდან შეეძლო 135მმიანი ჯავშნის გახვრეტა.

სწორედ ამ დიდმა სხვაობამ განაპირობა ამერიკელებს შეექმნათ M-60 ტიპის ტანკი რომელსაც ახალი 105 მმიანი ქვემეხი ეყენებოდა,ამ ქვემეხს კი უკვე შეეძლო შორი მანძილიდან გაეხვრიტა T-55-ის ჯავშანი.

დადებითი და უარყოფითი მხარეები

რედაქტირება
 
ერაყული განადგურებული T-55

T-54/55 - მექანიკურად ძალიან ადვილი და ძალიან გამძლე იყო დასავლურ ტანკებთან შედარებით.T-54/55 ზომებითაც საკმაოდ მცირეა და შესაბამისად უფრო რთული არის მისი აღმოჩენა,გარდა ამისა მისი მცირე ზომა და მცირე წონა საშუალებას აძლევდა გადაეტანათ რკინიგზის მეშვეობით და გადასულიყო მსუბუქი მტვირთაომწეობის ხიდზე,ტანკი ძალიან მანევრული გამოდგა ის კარგად გადაადგილდებოდა გზებზე,ამის მიზეზი კი მისი განიერი მუხლუხები იყო,ტანკი ძრავა ადვილად ირთვებოდა ძალიან ცივ ამინდში და გარდა ამისა შეეძლო წყლისქვეშაც ემოძრავა სპეციალური სასუნთქებით.

T-54/55 მსოფლიო ყველაზე დიდი რაოდენობით ნაწარმოები ტანკია და დღემდე რჩება 50მდე ქვეყნის არმიაში,მას უმეტესად იყენებენ ჩამორჩენილი ქვეყნები ამის მიზეზი კი მისი ადვილად მოსავლელობაა.ტანკი დღემდე განიცდის მოდერნიზაციებს,უპირველეს ყოვლისა ეს ამუნიციის საწყობს ეხება ხოლო შემდეგ კი ჯავშანს. თუმცა T-54/55-ს ბევრად მეტი უარყოფითი მხარე ჰქონდა ვიდრე დადებითი.უპირველეს ყოვლისა არის მისი პატარა ინტერიერი და არაკომფორტულობა რომელიც ზოგადად ყველა საბჭოთა ტანკს ახასიათებს,გარდა ამისა ტანკის მართვა დიდ ფიზიკურ ენერგიას მოითხოვს.ებრაელმა სამხედროებმა 1967 და 1973 წლის ომების შემდეგ ერთხმად განაცხადეს რომ T-54/55-ში ისინი არ ჩაჯდებოდნენ.საბჭოთა კავშირში ტანკისტებს მისი სიმაღლისდა მიხედვით არჩევდნენ,ის უნდა ყოფილიყო საშუალო ან დაბალი სიმაღლის რომ ტანკში ჩამჯდარიყო.

 
საბჭოთა კავშირის კუთვნილი განადგურებული T-54A ავღანეთში

ტანკს ეკეთა სტაბილიზატორი თუმცა ის ვერ ახერხებდა მოძრაობისას ან მოძრავი სამიზნის განადგურებას. პრობლემა მისი ჯავშანიც იყო,ტანკს ვერ ხვრიტავდა ვერცერთი მეორე მსოფლიო ომის დროინდელი ტანკსაწინააღმდეგო რაკეტა, თუმცა ვიეტნამის ომში იმის გამო რომ T-54/55 კლასიკურად იყო შეჯავშნული,კერძოდ ფრონტალური ჯავშანი ძლიერი ჰქონდა ხოლო ბორტები კი სუსტი ის ადვილად იხვრიტებოდა LAW რაკეტებისგან, TOW რაკეტისგან და მსუბუქი ტანკის მიერაც კი M41 Walker Bulldog,გარდა ამ ყველაფრისა მისი ამუნიცია არ არის დაცული რაც ტანკში მეორე და სრულიად გამანადგურებელ აფეთქებას იწვევს,ზოგადად T-54/55 წარუმატებლად იბრძოდა მოწინააღმდეგის ტანკების წინააღმდეგ.

წარმოების ისტორია

რედაქტირება

საბჭოთა კავშირი

მისი პირველი მოდელი T-54 1 გამოვიდა 1946 წელს,მისი წარმოება მიდიოდა ძალიან ნელა სულ გამოშვებული იქნა 3 T-54 1 (1946 წელს).1948 წელს კი გამოვიდა 285 T-54 1 ურალის სატანკო ქარხანაში ნომერ 183-ში, რომელმაც მთლიანად ჩაანაცვლა T-44 მალევე კი T-54 1 - ის გამოშვებაც შეწყვიტეს. 1950 წელს გამოვიდა მისი ახალი მოდიფიკაცია T-54 2 ურალის სატანკო ქარხანაში ნომერ 183-ში. სულ გამოშვებული იქნა 428 ტანკი 1951 წელს კი გამოუშვეს 800 ასეთი ტანკი და იწარმოებოდა 1952 წლამდე, ამის შემდეგ გამოვიდა T-54A რომელიც იწარმოებოდა 1955-1957 წლამდე.T-55B იწარმოებოდა 1957-59 წლებში,1962 წელს გამოვიდა T-54-ის სამეთაურო ვერიანტი რომელიც იწარმოებდა 1959 წლამდე.

სულ გამოშვებული იქნა 35,000 T-54-1, T-54-2, T-54 (T-54-3), T-54A, T-54B, T-54AK1, T-54AK2, T-54BK1 და T-54BK2 ეს ტანკები გამოდიოდა 1946 წლიდან 1957 წლამდე,ასევე გამოშვებული იქნა 27,500 T-55, T-55A, T-55K1, T-55K2, T-55K3, T-55AK1, T-55AK2 და T-55AK3, ეს ტანკები კი იწარმოებოდა 1955-დან 1981 წლამდე.

პოლონეთი

პოლონეთმა გამოუშვა 3,000 T-54, T-54A, T-54AD and T-54AM რომელიც იწარმოებოდა 1956-დან 1964 და 5,000 T-55 (იწარმოებოდა 1958დან 1964), T-55L, T-55AD-1 and T-55AD-2 (1964დან 1979).

ჩეხეთი

ჩეხეთმა გამოუშვა 2,700 T-54A, T-54AM, T-54AK, T-54AMK 1957დან 1966 და 8,300 T-55 and T-55A 1958 - დან 1983 - მდე ამ ტანკების უმეტესობა ექსპორტზე გადიოდა.

საბრძოლო ისტორია

რედაქტირება

Т-54/55 იმის გამო რომ ძალიან დიდი რაოდენობით იქნა წარმოებული თითქმის ყველა საბრძოლო კონფლიქტში აქვს მიღებული მონაწილეობა.

ვიეტნამის ომი

რედაქტირება

ვიეტნამის ომში Т-54/55 შედიოდა ჩრდილო ვიეტნამის არმიაში.

პირველად სამხრეთ და ჩრდილო ვიეტნამის ტანკები ერთმანეთს ოპერაცია ლამ სონში დაუპირისპირდნენ 1971 წლის თებერვალში,ამ ბრძოლაში 17 მსუბუქმა M-41 გაანადგურა 22 ჩრდილო ვიეტნამური ტანკი,მათ შორის 6 T-54 და 16 PT-76 ხოლო თვითონ არც ერთი არ დაკარგეს, თუმცა სხვა ბატალიონმა დაკარგა 5 M41 და 22 ჯავშანტექნიკა.

1972 წლის 2 აპრილს ამერიკულმა ძალებმა მიიღეს შეტყობინება რომ ჩრდილო ვიეტნამური დიდი კოლონა მიიწევდა ქალაქ დონგ ჰისკენ,ეს ქალაქი ყველაზე დიდი იყო საზღვართან,შესაბამისად გააგზავნეს 57 M48A3 Patton,ამერიკულმა ტანკებმა თავისი 90მმიანი ქვემეხებიდან ცეცხლი 2500-3000 მეტრიდან გახსნეს და გაანადგურეს 9 PT-76 და 2 Т-54,მოწინააღმდეგეს კი საერთოდ არ დაუნახავს თუ საიდან გაიხსნა ცეცხლი შესაბამისად მათ უკან დაიხიეს.

ამავე წლის 9 აპრილს ამერიკულმა პატონებმა 2800 მეტრიდან გახსნეს ცეცხლი,ჩრდილო ვიეტნამელები დაიბნენ და საბოლოოდ 20 Т-54 და 1 Type 59 დაკარგეს. ამავე თვეს ჩრდილო ვიეტნამურმა T-54 ნომრით 3 377 გაანადგურა 7 ამერიკულ M41 ხოლო თვითონ კი M72 LAW -ით განადგურდა.

1970 წლის 30 აპრილს Type 59 ნორმით 390 შეანგრია სამხრეთ ვიეტნამური საპრეზიდენტო სასახლის ჭიშკარი რის შემდეგადაც ომი დამთავრდა.

 
არაბული განადგურებული T-55

ისრაელ არაბების ომები

რედაქტირება

ისრაელთან ომისას არაბული მხარე Т-54/55-ს ექვსდღიან ომშიც იყენებდა თუმცა პირველივე დღეებში ჰაერის დაკარგვამ ომზე დიდი ზეგავლენა იქონია და ტანკების უმრავლესობა ჰაერიდან განადგურდა.

ექვს დღიან ომში დამარცხების შემდეგ ეგვიპტის არმია დიდი რაოდნეობით შეივსო 1260 ტანკი,მათ შორის 450 Т-62-ით ხოლო დანარჩენი კი Т-54/55-ით,გარდა ამისა გადაეცა იმ დროისთვის უახლესი ბმპ-1.

ეგვიპტის არმიის სატანკო პარკი 2000 მდე ტანკს და საარტილერიო დანადგარს ითვლიდა,უმეტესობა კი საბჭოთა Т-54/55 და Т-62 იყო. თუმცა საბჭოთა ტანკები ისრაელის მხარესაც იყვნენ,არაბებისგან განსხვავებით ისრაელმა ტანკებს მოდერნიზაცია ჩაუტარა, 100მმიანი ქვემეხის ნაცვლად დასავლური 105მმიანი დაუყენდა,ახალ ტანკებს სახელად Tiran 4 და 5 მიენიჭა,იმ დროისთვის ისრაელის არმიაში შედიოდა : 1000+ Centurion,500+ M-60/M-48,350 Sherman M50/M-51,154 T-54/55 და მცირე რაოდენობით Amx-13 და PT-76.

იომ ქიფურის ომის განმავლობაში ყველაზე დიდი სატანკო ბრძოლა გოლანის მაღლობებზე მოხდა.სირიის სარდლობა აქცენტს ტანკების რაოდენობაზე აკეთებდა მაგრამ გოლანის მაღლობი ვულკანური წარმოშობის პლატო იყო, მასზე იყო გაცივებული ლავის პლასტებით კლდეების ნამსხვრევები და ერთი შეხედვიდ გაუვალ გარემოს ქმნიდა.სიმააღლეები ისრაელს ჰქონდა დაკავებული, ტანკ საშიშ ადგილებზე განიერი თხრილები და ნაღმდები იყო. გოლანის მაღლობზე პოზიციების დაცვა 105 ტანკი ახორციელებდა, მათ შორის 77 შერმანი იყო, თუმცა ომის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე მაღლობებზე ელიტური სატანკო ნაწილი თავისი 105 ტანკი დაემატა. შეტევა სამი მიმართულებით დაიწყო,ელ კუნტრეიტას სამხრეთითა და ჩრდილოეთით,ტანკებს წინ საინჟინრო მანქანები

 
სირიის კუთვნილი შეჩერებული Т-55 გოლანის მაღლობზე

მიიწევდნენ.Т-54/55-ებს დიდი წინააღმდეგობა შეხვდათ, ამიტომაც შეტევა ფლაგებიდან განვითარდა.დიდი დანაკარგის მიუხედავად სირიის ძალებმა თავდაცვითი ხაზის ჩრდილო მონაკვეთის გარღვევა შეძლეს 5-6 და ზოგირთ ადგილას 18-20 კილომეტრით. ბრძოლები ღამითაც მიმდინარეობდა,სირიელს ეს ეადვილებოდათ რადგან საბჭოთა ტანკებს ღამის ხედვა ეყენა თუმცა მათი ცუდი მომზადების გამო მოწინააღმდეგის ტანკებს ქვეითები Rpg-7 ბით უფრო ეფექტურად ებრძოდნენ, ამ დროს ებრაული ტანკები მანათობელი ჭურვების ხარჯზე ისროდნენ.7-ში დილას ებრაელბმა დაიხმარეს 200 ტანკი რის შემდეგადაც შეტევა შეაჩერეს თუმცა დროებით რადგან სირიელებმა დამატებით 460 Т-55 და Т-62 გაგზავნეს და ახალი შეტევა წამოიწყეს, სატანკო ბრძოლები გრძელდებოდა, ებრაელები პატარა ჯგუფებად იყოფოდნენ და ესე ბევრად დიდ ზიანს აყენებდნენ, გარდა ამისა ებრაელებმა შეტევაში ავიაციაც ჩართეს. ებრაელები სისტემატიურად აწვდიდნენ ტანკებს მაშინ როცა სირიელებს საერთო აღარ ჰყავდათ დამატებითი ძალები. 6-7 ოქტომბერს სირიელთა დანაკარგი 600-650 ტანკი იყო. 8 ოქტომბერს ისრაელი კონტრშეტევაზე გადავიდა და სირია უმძიმეს ვითარებაში ჩავარდა ამიტომაც მათ მეზობელი არაბული ქვეყნები დაეხმარნენ, 2 დღეში ებრაელებმა დაიბრუნეს დაკარგული ტერიტორიები და 10-20 კილომეტრით შეჭრაც კი მოახერხა.

12 ოქტომბერს ერაყის 310 Т-54 მიეშველა სერიულ ძალებს,ისინი ცენტურიონების და შერმანების პირისპირ აღმოჩდნენ და 80მდე Т-54 დაკარგეს,ისრაელის არმია დამასკოდან 30 კილომეტრში იყო როდესაც ომი დამთავრდა.ომში არაბულმა მხარემ 1775 ჯავშნატექნიკა დაკარგა ხოლო ისრაელმა 819 საიდანა 500 ტანკი იყო.

ავღანეთის ომი

რედაქტირება

ავღანეთის ომში Т-54/55/Т-62 პირველი დღიდან ძირითად ტანკს წარმოადგენთა საბჭოთა არმიისთვის თუმცა იმის გამო რომ მოწინააღმდეგე ტანკი საერთოდ არ გააჩნდა და რელიეფი მთიანი იყო ტანკებს ძალიან არაფექტურად იყენებდნენ,ამიტომაც საბჭოთა არმიას დიდი დანაკარგი აქვს,ტანკების უმრავლესობა ტანკსაწინააღმდეგო ნაღმებზე და ხელისტანკსაწინააღმდეგო რაკეტებზე მოდის,ომის პერიოდში ნელ ნელა ხდებოდა უფრო და უფრო გაძლიერებულ ჯავშნიანი მოდიფიკაციების შეყვანა თუმცა მისი აფეთქება მაინც ძალიან ადვილი იყო.

აფხაზეთის ომი

რედაქტირება
 
T-55AM2,T-55AM მოდიფიკაციის გაგრძელება რომელსაც საქართველო იყენებდა აფხაზეთის ომში

აფხაზეთის ომში Т-54/55 წარმოადგენდა ძირითად ტანკ ორივე მხრიდან,ტანკების დიდი ნაწილი იყო მოდიფიკაცია Т-55AM,საბაზისო ვერსიისგან განსხვავებით კოშკურაზე ლულის მარჯვნიდან და მარხნიდან ჯავშნის დამატებითი ორი ბლოკი აქვს, რომელშიც 5მმიანი ლითონის ფურცლებია ჩალაგებული,გარდა ამისა გაძლიერებული აქვს ფსკერი და შუბლი ხოლო ბორტებზე რეზინის ეკრანები აქვს დაყენებული.

სიტუაციის დაძაბვის თანავე აფხაზეთში გაიგზავნა ჯავშანტექნიკის პირველი ეშელონი,სულ 31 Т-55 და 10 ბმპ-1.კოლონას გზადაგზა ტანკები აკლდებოდნენ,უპირველეს ყოვლისა აღსანიშნავია ფაქტი რომ ტანკების ძირითადი ნაწილი ავღანეთ გამოვლილი იყო და 2-3 ჯერ მაინც ჰქონდათ კაპიტალური რემონტი ჩატარებული,ეს კი ძალზედ ამცირებს ტანკის რესურს,გარდა ამის ტანკისტების უმეტესობამ არც იცოდა როგორ ემართა ტანკი,მაგალითად არ იცოდნენ რომ Т-55AM-ს საწვავის რამდენიმე ავზი აქ და თითოეული ცალ ცალკე უნდა გადაირთოს,ასევე იყო ძრავების გადახურება და ა.შ.სულ სოხუმამდე მხოლოდ 18 ტანკმა მიაღწია,დანარჩენები კი გზაზე მიატოვეს და შემდეგ დღეებში აღადგინეს.გარდა ამისა აფხაზეთში გაიგზავნა პირველი ქართული სამხედრო ფორმირება შინაგანი ჯარის ერთი Т-55AM და 9 ბრდმ-2,ამ დროს ახალციხეში მიიღეს 36 ტანკი საიდანაც კიდევ 20 Т-55AM გაიგზავნა აფხაზეთში,ოქტომბრის დამდეგს თბილისიდან კომისიარიატებმა რეზერვიდან 20 ტანკის ეკიპაჟი გაგზავნეს ახალციხეში,სიტუაციის დაძაბვის შემდეგ სახელდახელოდ ჩამოყალიბდა და ეროვნულ გვარდიას გადაეცა.

აგვისტო ოქტომბერში ქართულ ჯარებში რომელიც აფხაზეთში იყო ირიცხებოდა 80 მდე Т-55AM,მალევე დაიწყო ომი,მოწინააღმდეგის მხარეს 4 BMP-1,3 BTR-60 და 3 BRDM-2 იყო პირველი ტანკი კი 1992 წლის 14 აგვისტოს დაიმატეს რა დროსაც დაზიანებული და მიტოვებული ტანკი ალაფად წაიღეს (ტანკი ნომერი 150),შეაკეთეს და მწყობრში 01 ნომრით შეიყვანეს,გაგრაზე შეტევისას მოწინააღმდეგე 2-3 Т-55 გამოიყენა (და 2 BMP-1),ბრძოლების შემდეგ კი აფხაზებმა კიდევ 2 ქართული Т-55AM დარჩათ ალაფად. საქართველოს მხრიდან პირველი ტანკის დანაკარგი 1992 წლის 5 ნოემბერს სოფელ შრომასთან დაფიქსირდა რა დროსაც ქართულ ტანკს რპგ-7 ის გასროლილ რაკეტა ლულაში მოხვდა ხოლო მეორე გასროლით კი საწვავის ავზს რის გამოც ტანკი დაიწვა.შრომასთან ბრძოლაში თავი ისახელა ქართულმა ტანკმა N:193 მა (N:193 ნომრის ეკიპაჟი საუკეთესოდ ითვლებოდნენ მთელი ომის განმავლობაში) რომელმაც ერთი ქვეითთა საბრძოლო მანქანა და რამდენიმე საცეცხლე პოზიცია გაანადგურა,ტანკი ნომერი 193 ზემო კინდღთან ჩავარდნილი სატვირთოს დასახმარებლად წავიდა რა დროსაც ის ნაღმზე აფეთქდა,შასი დაზიანდა ხოლო ეკიპაჟი მსუბუქად დაიჭრა.

 
T-55AM2

1993 წლის 1 მარტს აფხაზებმა სოფელ ლაბრას შეუტიეს,ქართველებმა დასახმარებლად 2 Т-55AM გაუშვეს N:193 და N:116 ამის გამო მტერმა უკან დაიხია, თუმცა მეორე დღეს მათ ისევ შეუტიეს,ამჯერად ქართული ტანკები შეწყვილებულნი მუშაობდნენ,მათ შეამჩნიეს აფხაზური ტანკი რომელიც ძრავას ახურებდა,მათ ვერ გაიგეს ქართული ტანკების მოახლოების ხმა ხოლო ქართულმა ტანკებიდან ტყვიამფრქვევის ჯერით ტანკის ეკიპაჟი მოკლა,ამავე ბრძოლაში ამ ორმა ტანკმა კიდევ შეძლო და გაანადგურა 2 ყველაზე ცნობილი აფხაზური ტანკი,პირველი განადგურდა Т-55 საბორტო ნომრით ტიგრი 02 (აფხაზები ამტკიცებენ რომ ტანკი ალყაში მოაქციეს) ხოლო შემდეგ სოფლის ცენტრისკენ მიმავალ გზაზე გაანადგურეს აფხაზური Т-55 N:001 აპსნი,პირველი გასროლის შედეგად ჭურვი კოშკურაში ლულის ქვეშ შეაგდო ხოლო მეორე გასროლამ კი იგივე მთლიანად დალეწა,ამავე დღეს კიდევ გაანადგურეს აფხაზური BMP-2,ეს ორივე აფხაზური ტანკი თავის დროზე საქართველოს კუთვნილება იყო.

ზავზე ხელის მოწერის შემდეგ ქართულმა ჯავშანტექნიკამ სოხუმი დატოვა და ფოთში გადაიტანეს თუმცა გადატანის პერიოდში ყველა ტანკს დაუზიანეს ქვემეხი და წყობრიდან გამოიყვანეს,საბოლოოდ სოხუმს ერთადერთ ZSU-23-2 ტიპის საზენიტო დანადგარი იცავდა.

ოპერატორები

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/Т-54/55“-დან