M41 Walker Bulldog
M41 Walker Bulldog — ამერიკული მსუბუქი ტანკი, რომელიც შეიქმნა M24 Chaffee-ს ჩასანაცვლებლად. სახელი მიენიჭა გენერალ ვალტონ ვალქერის პატივსაცემად, რომელიც ავტოკატასტროფაში დაიღუპა კორეაში.
M-41 | |
---|---|
მსუბუქი ტანკი M-41 | |
მოდიფიკაცია | |
საბრძოლო წონა, ტ | 23.5 |
განლაგების სქემა | კლასიკური |
ეკიპაჟი, კაცი | 4 ადამიანი |
ისტორია | |
ძირითადი ოპერატორები | აშშ |
ზომები | |
კორპუსის სიგანე, მმ | 3.2 მ |
სიმაღლე, მმ | 2.71 მ |
ჯავშანი | |
ჯავშნის ტიპი | 38მმ (მაქსიმუმი) |
შეიარაღება | |
ქვემეხის კალიბრი და მარკა | 1 × 76 მმ M32 ქვემეხი |
ტყვიამფრქვევები | 1 × .50 cal ტვიამფრქვევი და 1 × .30 cal. |
მობილურობა | |
ძრავის ტიპი | Continental AOS 895-3 |
ძრავის სიმძლავრე, ც.ძ. | 500 |
ძრავის სიმძლავრე, კილოვატი | 21.3 მეტრულლი ტონა |
გადაადგილების სიჩქარე ტრასაზე, კმ/სთ | 72 |
გადაადგილების მარაგი, კმ | 161 კმ |
ისტორია
რედაქტირებაM24 Chaffee — წარმატებული პროექტი გამოდგა თუმცა, ტანკს არასაკმარისი საცეცხლე ძალა ჰქონდა, რის გამოც ხშირად მხოლოდ და მხოლოდ დაზვერვისთვის ამუშავებდნენ, რაც არ მოსწონდათ სამხედროებს, ამიტომაც 1947 წელს ახალ ტანკზე T37-ზე დაიწყეს მუშაობა,ტანკს უნდა შესძლებოდა მოწინააღმდეგის ჯავშანტექნიკის განადგურება და ასევე უნდა ყოფილიყო მსუბუქი რათა თვითმფრინავს გადაეტანა,ახალ ტანკზე 76მმიანი ქვემეხი და მანძილმზომი დაყენდა. წარმოება 1951 წელს დაიწყო და სულ რაღაც 2 წელიწადში მთლიანად ჩაანაცვლა M24 Chaffee,თავდაპირველად ტანკს Little Bulldog ერქვა ხოლო შემდეგ Walker Bulldog-ი დაერქვა.
ახალ ტანკს კარგი შეიარაღება ჰქონდა თუმცა მისი ძრავა ძალიან ხმაურიანი იყო, ასევე ძრავას დიდი რაოდენობით საწვავი სჭირდებოდა, საჰაერო ტრანსპორტირებაც კი რთული იყო და ზოგადად ბევრი ტექნიკური პრობლემა ჰქონდა,რის გამოც უკვე 1951 წელს ახალ ტანკზე მუშაობა დაიწყო (T71, T92) მაგრამ მალევე მიატოვეს. ტანკი მცირე რაოდენობით გამოიყენებოდა კორეაში და მანძილ მზომის პრობლემებიც გამოიკვეთა,თუმცა ტანკი კორეაში სწორედ მისი წინაპრის ჩაფეს ჩასანაცვლებლად გაიგზავნა, რომელმაც მცირე წინააღმდეგობაც კი ვერ გაუწია საბჭოთა T-34/85-ებს,1961 წელს კი ბულდოგები ჩაანაცვლეს იაპონური Type 61-ით.
საბრძოლო ისტორია
რედაქტირებავიეტნამის ომი
რედაქტირება1964 წელს გადაწყდა სამხრეთ ვიეტნამური ჩაფები რომლებიც საფრანგეთიდან დარჩათ, ჩანაცვლებულიყო ახალი ბულდოგებით,პირველი ტანკები (M41A3) 1965 წლის იანვარში ჩაიტანეს და სამხრეთ ვიეტნამური ბატალიონები დააკომპლეკტეს და დიდი მოწონებაც დაიმსახურა რაც აკლდა ამერიკელი სამხედროებისგან,ამერიკელები მას უჩივოდნენ შიგნითა ინტერიარით რომელიც ძალიან პატარა იყო და უბრალოდ ვერ ეტეოდნენ ხოლო ვიეტნამელებმა კი ადვილად აითვისეს ის.
1971 წელს ტანკი პირველად მოუწია დაპირისპირება მოწინააღმდეგის ტანკებთან,ოპერაცია ლამ სონში რა დროსაც გაიგზავნენ სატრანსპორტო გზების დასაცავად,ტანკი ირიცხებოდა პირველ სატანკო ბატალიონში რომელსაც დახმარებას უწევდა მედესანტეთა ბატალიონი.საბოლოოდ ბრძოლაში იბრძოდა 17 M41 და ბევრი ჯავშანტრანსპორტიორი რა დროსაც განადგურდა 5 M41 და 25 ჯავშანტრანსპორტიორი, ხოლო მოწინააღმდეგის მხარე 22 ტანკი გამოვიდა მწყობრიდან მათ შორის 6 T-54 და 16 PT-76. 1973 წლისთვის ვიეტნამში 200 M41 - იყო, ევროპაში კი M41-ები M-48 Patton - ებმა ჩაანაცვლეს.
დამსახურება
რედაქტირება1969 წლისთვის აშშ-ს არმიამ დაიწყო ბულდოგების ჩანაცვება ახალი M551 Sheridan - ის ტიპის ტანკით, რომელიც უფრო სადაზვერო/სადესანტო მანქანა იყო ვიდრე მსუბუქი ტანკი,ბულდოგისგან განსხვავებით ახალ ტანკს შეეძლო ბევრად უკეთ ბრძოლა ახალი 152მმიანი ქვემეხით, რომელიც რაკეტებს ისროდა დიდი სიზუსტით,გარდა ამისა ახალს ტანკს შეეძლო ცურვა და საჰაერო დესანტირება. ბულდოგის შასზე შეიქმნა საზენიტო დანადგარი M42 Duster რომელიც 2 40მმიანი ქვემეხით იყო შეიარაღებული,გარდა ამისა შეიქმნა M75 ტიპის ჯავშანტრანსპორტიორი რომელიც წააგავდა ფართოდ გავრცელებულ M113 - ს,ასევე გამოვიდა 152მმ საარტილერიო დანადგარი M44/M52.
ვარიანტები
რედაქტირება- M41 (1953).
- M41A1 (1954): კოშკურის ტრიალი ხდებოდა როგორც ჰიდრავლიკურად ასევე ელექტროობით.გარდა ამის გაიზარდა ამუნიციის რაოდენობა
- M41A2 (1956): ძველი კარბურატორიანი ძრავა, ჩანაცვლდა ახალი შიდაწვის AOS 895-3 6-cylinder - ით
- M41A3: M41A1 მოდიფიკაციას დაუყენდა ახალი ბენზინის შიდაწვის ძრავა
- M41 DK-1: დანიური მოდერნიზაცია. ახალი ძრავა, თერმული სამიზნეები, NBC დაცვა და დაუყენდა დამატებითი ეკრანები გვერდებზე.
- Type 64 (ექსპერიმენტული): ტაივანური მოდერნიზაცია,შეეცვალა ცეცხლის მართვის სისტემა, ასევე 520 ცხძლიანი ძრავა დაუყენდა, ახალი ტყვიამფრქვევი T57 7.62მმ GPMG,ასევე დამატებითი ჯავშანი კუშკურაზე და ბორტებზე.არ ჩაშვებულა სერიულ წარმოებაში.
- M41D: ჩინური მოდერნიზაცია. დაუყენდა ადგილობრივი წარმოების ქვემეხი, ახალი დამიზნების სისტემა,დიზელის ძრავა 8V-71T და რეაქტიული ჯავშანი
- M42 Duster (1952): ჰაერსაწინააღმდეგო ვერსია შეიარაღებული 2 ბოფორსის 40მმ ქვემეხით.
ოპერატორები
რედაქტირება- ავსტრია: 42 M41 (1960–79).
- ბელგია: 135 M41 (1958–74).
- ბრაზილია: 300 M41B და M41C ,ჩამოიწერა.
- ჩილე: 60 M41 Retired
- დანია: 53 M41DKs (1953–98).
- გვატემალა: 12 M41DK.
- იაპონია: 147 M41 (1961–81).
- იორდანია: ჩამოიწერა
- ლიბანი: 20 M41A3
- ახალი ზელანდია: 10 ჩამოიწერა
- ფილიპინები: 7 M41
- სომალი
- ესპანეთი
- ტაივანი: 675 M41 და M41D (ჩინეთის რესპუბლიკასთან ერთად)
- ტაილანდი: 200 M41 ჩამოიწერა
- ტუნისი
- ურუგვაი: 22 M41UR
- აშშ: ჩამოიწერა
- ვიეტნამი: 30 M41
- გერმანია: ჩამოიწერა
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებარესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- AFV Database
- Gary's Combat Vehicle Reference Guide
- Globalsecurity.org
- M41 Photos at Olive-Drab
- New Tank Goes Faster, Hits Harder by W.W. Morris 1951 Popular Science article on the T-41 the early evaluation version of the M-41. Rare photos.