BMP-1 — საბჭოთა ქვეითთა პირველი საბრძოლო მანქანა. მას ნატომ მ1967 ნომერაცია მიანიჭა.

BMP-1
Victory park (Kazan) (262-9).jpg
BMP-1
მოდიფიკაცია
საბრძოლო წონა, ტ 13
ეკიპაჟი, კაცი 3 ადამიანი
დესანტი, კაცი 8
ისტორია
გამოშვების წელი(წლები) 1966—1988
ექსპლუატაციის წელი(წლები) 1966-დღემდე
გამოშვების რაოდენობა 20000[1]
ზომები
კორპუსის სიგანე, მმ 2940
სიმაღლე, მმ 2068
კლირენსი, მმ 3660
ჯავშანი
კორპუსის შუბლი (ზედა), მმ/გრად. 7 / 80°
კორპუსის შუბლი (ქვედა), მმ/გრად. 19 / 57°
კორპუსის ბორტი (ზედა), მმ/გრად. 16 / 14°
კორპუსის ბორტი (ქვედა), მმ/გრად. 18 / 0°
კორპუსის კიჩო (ზედა), მმ/გრად 16 / 19°
კორპუსის სახურავი, მმ 6
იარაღის ნიღაბი, მმ/გრად. 26-33
შეიარაღება
ქვემეხის კალიბრი და მარკა 73მმ
ქვემეხის ტიპი გლუვლულიანი
ქვემეხის საბრძოლო მარაგი 40
ВН კუთხეები, გრად. −4…+30°
მიზანი 1ПН22М1
ტყვიამფრქვევები 1 × 7,62-მმ პკტ
სხვა შეიარაღება ტანკ-საწინააღმდეგო რაკეტა 9М14М «Малютка»
მობილურობა
ძრავის ტიპი 6 ცილინდრიანი დიზელის
ძრავის სიმძლავრე, ც.ძ. 300
გადაადგილების სიჩქარე ტრასაზე, კმ/სთ 65
ტრასაზე გადაადგილების მარაგი, კმ 550—600
სპეციალური სიმძლავრე, ც.ძ. 21,5—23,1

შექმნის ისტორიარედაქტირება

50-იან წლებში საბჭოთა არმიის მექანიზირებული ქვეითთა ბრიგადები თითქმის იდენტურნი იყვნენ მეორე მსოფლიო ომის დროინდელი წითელი არმიის მექანიზირებულ ბრიგადებთან, ამ ბრიგადებში ჯავშანტრანსპორტიორები ასრულებდნენ ერთგვარი „ბრძოლის ველის ტაქსის ფუნქციას“ ისინი ტანკებს ახლო მანძილზე მიჰყვებოდნენ თუმცა მტრის გამოჩენის თანავე ისინი თავის ქვეითებს დესანტირებას უკეთებდნენ და ბრძოლის ველს ტოვებდნენ.

თუმცა საბჭოთა ჯარს სჭირდებოდა ისეთი მანქანა რომელიც ბრძოლის ველზე ტანკებთან ერთად დარჩებოდა და შედარებით მსუბუქ სამიზნეებს გაანადგურებდა, არსებულ ჯავშანტრანსპორტიორებს ამის გაკეთება არ შეეძლოთ, რადგან მათ ამისთვის საჭირო არც შეიარაღება გააჩნდათ და მითუმეტეს ჯავშანი და დაცულობა.

ახალი საბრძოლო მანქანის შემუშავების მოთხოვნა ჯერ კიდევ 50-იანი წლების ბოლოს გაჩნდა, მოთხოვნები ახალი საბრძოლო მანქანისათვის საკმაოდ მკაცრი და იმ დროისთვის რთული შესასრულებელი იყო: ახალ საბრძოლო მანქანას საკმარისი ჯავშანი უნდა ჰქონოდა რომ გაეძლო 0.50 კალიბრიანი ტყიამფრექვევებისათვის, ან თუნდაც 20-23 მილიმეტრიანი ქვემეხის ტყვიებისათვის, მას ასევე ძლიერი შეიარაღება უნდა ჰქონოდა რათა დესანტირებული ქვეითებისათვის საცეცხლე მხარდაჭერა გაეწია, ამასთანავე ის სწრაფი და მობილური უნდა ყოფილიყო და ამ ყველაფერთან ერთად ცურვაც უნდა შესძლებოდა.

1959 და 1960 წლებს შორის უამრავი ბეემპეს პროტოტიპი იქნა შემუშავებული მრავალი ქარხნის მიერ, საბოლოო ჯამში არჩეული იქნა ობიექტი 764, საბჭოთა გენერლებს მოეწონათ მისი მობილურობა და შეიარაღება, ასევე მათ ძალიან მოეწონათ ის ფაქტი რომ დესანტი ძალიან მარტივად ტოვებდა ბეემპეს უკანა ორი კარით. ბეემპე წარმოებაში ჩაშვებული იქნა 1965 წელს და შეირაღებაში 120 მოტომსროლელთა ბრიგადამ 1966 წელს მიიღო.

კონსტრუქციის აღწერარედაქტირება

BMP-1 არის სრულიად ამფიბიური ქვეითთა საბრძოლო მანქანა, მას ძრავა წინ გააჩნია, კოშკურა შუაში ხოლო დესანტის განყოფილება უკან. ბეემპეს მძღოლს სამი TNPO-170 პერესკოპი აქვს, მისი შეცვლა TVNO-2 ღამის ხედვის ხელსაწყოთიც შეიძლება, მეთაურს TKN-3B ბინოკლი გააჩნია ასევე მის განკარგულებაში R-123M რადიო შედის.მსროლელს, რომლის პოზიცია კოშკურიდან შედარებით მარცხნივ არის, გააჩნია 1PN22M1 პერისკოპული სამიზნე, ასევე 1PN22M1 სამიზნე რომელსაც ღამის ხედვის რეჟმიში მაქსიმალური მანძილი 400 მეტრი აქვს, ხოლო ჩვეულებრივ რეჟიმშ 900 მეტრი.

ბმპ-1 ის ძირითად შეიარაღებას წარმოადგენს 73 მილიმეტრიანი 2A28 ნახევრად ავტომატური ქვემეხი. მისი საბრძოლო მარაგი 40 გასროლაა და სროლის საშუალო ტემპი 8-10 გასროლა წუთში.მის ჭურვს შეუძია გახვრიტოს 60-იანი წლების ნატოს ქვეყნების წარმოების ტანკები, მათ შორის მ48 და ლეოპარდ 1 ტანკების წინა ჯავშანი, ბეემპეს ასევე გააჩნია 7.62 მილიმეტრიანი ტყვიამფრქვევი პკტ რომლის მარაგიც 2000 ტყვიას შეადგენს.

ასევე ბეემპეს შეიარღებაში შედის 9M14 Malyutka რაკეტა, მისი საბრძოლო მარაგია 4 რაკეტა, მისი გამოყენება ღამით შეუძლებელია რადგან მას უბრალოდ არ გააჩნია ღამის სამიზნე, ასევე რაკეტის მართვა გამოუცდელი ეკიპაჟისთვის საკომაოდ რთულია და ბევრ ვარჯიშს მოითხოვს.

ბმპს დესანტს 8 ჯარისკაცი წარმოადგენს, თუმცა უნდა აღინიშნოს რომ მანქანაში დესანტისთვის დიდი ადგილა არაა, ამიტომ სრულიად ეკიპირებული ჯარისკაცისათვის ბეემპედან დესატირება არ არის მარტივი.

BMP-1ს საშუალო დონის მობილურობა ახასიათებს, მას 300 ცხენისძალიანი ძრავი გააჩნია, მაქსიმალური სიჩქარე ხმელეთზე 65 კილომეტრი საათშია ხოლო წყალში 8 კილომეტრი საათში, მას თავისუფლად შეუძია უგზოობაზე, თოვლში და წყალზე გადაადგილება. მიუხედავად იმისა რომ იდეაში ბეემპეს დანიშნულება ქვეითთა მხადაჭერაა, მისი ჯავშანი არ გამოირჩევა ამტანობით, თუმცა ჯავშანის ხარისხი დამოკიდებულია მწარმოებელ ქვეყანაზე და გამოშვების წელზე, იდეაში ბეემპეს წინა ჯავშანს უნდა გაეძლო ავტომატური ქვემეხების ტყვიებისათვის, ეს ზოგ შემთხვევაში ასეც იყო, მაგალითან 1973 წლის ოქტომბრის ომის დროს ბეემპეს წინა ჯავშანმა შესძო 12.7 მილიმეტრიანი ტყვიების შეჩერება, თუმცა უკანა და გვერდითა ჯავშანს ასეთი შესაძლებლობები არ გააჩნდათ. ასევე 1991 წლის სპარსეთის ყურის ომის დროს ამერიკული მ2 ბრედლი ქვეითთა საბრძოლო მანქანები ადვლად ანადგურებდნენ ერაყულ ბეემპე 1 ებს 25 მილიმეტრიანი ქვემეხის ტყვიებით.

საბრძოლო გამოყენებარედაქტირება

იომ-ქიფურის ომირედაქტირება

ბმპ-1 ის პირველი საბრძოლო გამოყენება იომ ქიფურის ომის დროს მოხვდა, ამ ომის დროს ქსმ-ს ეგვიპტური და სირიული მექანიზირებული შენაერთები იყენებდნენ, საბოლოო ჯამში ამ ომმა კარგად გამოაჩინა ბმპ-ს დადებითი და უარყოფითი მხარეები, ეგვიპტელი ჯარისკაცები აქებდნენ ქსმ-ს თავისი მობილურობისთვის და ძლიერი შეიარაღებისთვის, თუმცა სირიელების თქმით ქსმ-ს შიგნიდან 9M14 Malyutka რაკეტას სროლა ძალიან რთული იყო და დიდ გამოცდილებას მოითხოვდა, არაბები კიდევ ერთ პრობლემას გადააწყდნენ ამ ომის დროს, ეს იყო ბეემპეს დაბალი სიმაღლე რაც რთულს ხდიდა ქვეითების მხარდაჭერას, თუმცა მეორე მხრივ სწორედ ეს ბეემპეს შედარებით რთულ სამიზნედ ხდიდა, ბეემპემ ამ ომში საშუალო წარმატებით მიიღო მონაწილეობა, ეგვიპტელებმა 40-60 ხოლო სირიელებმა კი დაახლოებით 50 ბმპ-1 დაკარგეს ამ ომში, უნდა აღინიშნოს რომ ზოგიერთი ქსმ მარტივი მექანიკური დაზიანებეის შემდეგ მიტოვებული იქნა ეკიპაჟის მიერ რადგან მათ არ გააჩნდათ ბეემპეს შეკეთების ცოდნა და გამოცდილება.[2] სწორედ დაზიანებული ბმპ-1 ები ხელში იქნა ჩაგდებული ისრაელის არმიის მიერ და გამოკვლეული იქნა ებრაელი და ამერიკელი ექსპერტების მიერ.[3]

სამოქალაქო ომი ანგოლაშირედაქტირება

 
ნაალაფარი ანგოლის არმიის BMP-1 და BM-21 ზცრს.

სამი წლის შემდეგ ბეემპე გამოყენებული იქნა ანგოლის სამოქალაქო ომის დროს, ანგოლის და კუბის შეიარაღებული ძალების მიერ, ბეემპეს კარგი რეპუტაცია ჰქონდა ომის დროს, მას ჯარისკაცები გამძლეობის და ძლიერი შეიარაღების გამო აქებდნენ, ომის დროს ასევე გამოყენებული იქნა ჩეხური წარმოების ბმპ-1 ებიც, თუმცა ამ ომის დროსაც გამოჩნდა ბმპ-1ის სუსტი ჯავშანის პრობლემა, 1987 წლის ოქტომბერ-ნოემბერში ანგოლის ჯარმა კუიტო-კანავალეს ბრძოლების დროს 6 ბეემპე დაკარგა, ხოლო 9 ხელუხლებელ მდგომარეობაში ხელში ჩაუვრადათ სამხრეთ აფრიკელ ჯარისკაცებს.[4][5]

ავღანეთის ომირედაქტირება

 
ავღანეთის არმიის ბმპ-1-ები, 2005 წელი. ზოგიერთი მოდელი ზუ-23-2 ქვემეხითაა შეიარაღებული

ავღანეთის ომის დროს ბმპ-1 გამოიყენებოდა საბჭოთა და ავღანური სახმელეთო ძალების მიერ, ბეემპები ხშირად ნადგურდებოდა ავღანეთში, მოჯაჰედების მიერ მომზადებული ჩასაფრებების დროს, ასევე პრობლემა იყო ბმპ1-ის 73მმ იანი ქვემეხი რომელის ძირითადი ამოცანა მოწანააღმდების ჯავშანტექნიკის გადანდგურებაა და არა მაღალ მთებში ჩასაფრების მოგერიება, გარკვეული რაოდენობა ხელში იქნა ჩაგდებული ავღანელი აჯანყებულების მიერ და გამოიყენებოდა 90-იანი წლების სამოქალაქო ომის დროსაც, დღესდთეობითაც ავღანეთის სახალხო არმია იყენებს ბმპ-1-ებს, ზოგიერთ შემთხვევაში ზუ-23-2 საზენიტო ქვემეხით.[6]

სპარსეთის ყურის ომებირედაქტირება

 
განადგურებული ერაყის არმიის BMP-1, 1991 წელი.

ერაყი აქტიურად და დიდი რაოდენობით იყენებდა ბმპ-1ებს სპარსეთის ყურის ომების დროს, პირველი სპარსეთის ომის დროს ერაყის არმიას დაახლოებით 1000 ბმპ-1 და 800 ბმპ-2 ჰყავდა[6], ბეემპების დიდი რაოდენობდა განადგურებულა იქნა კოალიციის ძალების მიერ, თუმცა უნდა აღინიშნოს ერთი შემთხვევა როდესაც ერაყულმა ბეემპემ 2 გასროლით ამერიკული მ-2 "ბრედლის" განადგურება შეძლო, პირველი ჭურვი "ბრედლი" ქსმ-ს წინა ჯავშანში მოხვდა ხოლო მეორე ჭურვი TOW ტანკ-საწინააღმდეგო მართვადი რაკეტის გამშვებს მოხვდა კოშკურის მიდამოებში და ჯავშანი გააღვია. შემთხვევის დროს "ბრედლის" ეკიპაჟის 1 წევრი, მსროლელი დაიღუპა ხოლო მეთაური და მძღოლი დაიჭრნენ[7]. სპარსეთის ყურის ომის დროს ბოლო ბრძოლა რომელშიც ერაყულმა ბმპ-1-ებმა მონაწილეობა მიიღეს 1991 წლის 2 მარტს მოხდა, როდესაც ერაყის რესპუბლიკური გვარდიის "ჰამურაბის" დივიზიის ჯავშანდანაყოფებმა ამერიკული ხაზების გარღვევა სცადეს, ბრძოლის შედეგად განადგურდა 49 BMP-1, 32 T-72 ტიპის ძირითადი საბრძოლო ტანკი, 2 ZSU-23-4 და 48 სხვა ტიპის სამხედრო მანქანა. [8] ერაყის არმია ბმპ-1 ქვეითთა საბრძოლო მანქანებს 2003 წლის ერაყის ომის დროსაც იყენებდა, თუმცა ამ ომში მათი გამოყენება ბევრად მცირე და წარუმატებელი იყო. ასობით ბმპ-1 ამერიკულმა მხარემ ხელში ჩაიგდო, მათი ნაწილი ახალ ერაყის არმიას გადაეცა.

მთიანი ყარაბაღის ომირედაქტირება

შეიარაღებული კონფლიქტის დროს ორივე მხარე აქტიურად იყენებდა ბმპ-1 ტიპის ქვეითთა საბრძოლო მანქანებს, ამ კონფლიქტში კიდევ ერთხელ წარმოჩნდა ქსმ-ს სუსტი მხარეები, მთებში მათი ეფექტიანი გამოყენება ორივე მხარისთვის შედარებით რთული იყო. 1992 წლის მარტიდან 1994 წლამდე აზერბაიჯანის არმიამ დაახლოებით 38 ქსმ დაკარგა ხოლო სომხეთის არმიამ 51-53[9]. ომის დროს ხშირად ხდებოდა ბმპ-1-ის მოდიფიცირება, აზერბაიჯანელი სამხედროები ზოგ შემთხვევებში ქსმ-ზე დამატებით ჯავშანს და NSV მძიმე ტყვიამფრქვევებს აყენებდნენ (მთებში მაღალი კუთხით სროლისთვის) ხოლო სომეხი სამხედროები ბმპ-1-ის კოშკურას 9P122 ტანკებზე მონადირის კოშკურით ანაცვლებდნენ (ამ საბრძოლო მანქანის კოშკურა 6 ერთეული 9M14M „მალიუტკა“ ტიპის რაკეტითაა შეიარაღებული)[3]

საქართველორედაქტირება

ქართული შეიარაღებული დანაყოფების არსენალში ბმპ-1 ტიპის ქვეითთა საბრძოლო მანქანები უკვე 1991 წლის მიწურულიდან გამოჩნდა, მათი ნაწილი საბჭოთა არმიის დანატოვარი იყო, ნაწილი საქართველოში განლაგებული რუსული/საბჭოთა ბაზებიდან შეძენილი, გარკვეული ნაწილი კი საქართველოში განლაგებული საბჭოთა არმიის შემკეთებელი ქარხნებიდან იქნა გამოყვანილი (ბოლო შემთხვევაში ქსმ-ების დიდი ნაწილი არასაბრძოლო მდგომარეობაში იყო)[10]. ამავე პერიოდში რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ ქართულ მხარეს 6 ბმპ-1 აჩუქა იმ პირობით რომ ქართველები ამ ქსმ-ებს აფხაზეთში ან სამაჩაბლოში არ გამოიყენებდნენ[11]. მინიმუმ რამდენიმე ქსმ ქართულ დანაყოფებს ახალციხეში ერგოთ, რუსეთის მე-10 მოტომსროლელი დივიზიის გასვლის შემდეგ. ხშირად ქართულ ბმპ-1-ებს იმპროვიზირებული მოდიფიკაციები უტარდებოდათ, ხშირი იყო კოშკურის ნაცვლად ან კოშკურის თავზე უმართავი რაკეტების გამშვები ბლოკის დაყენება, ამ შემთხვევაში ბმპ-1 ერთგვარი იმპროვიზირებული ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა ხდებოდა, ყველაზე ხშირად ქართველი სამხედროები იყენებდნენ S-5 და S-8 ტიპის საავიაციო უმართავი რაკეტების გამშვებებს, თუმცა არსებობდა ვერსია შედარებით ძველი, UB-32 ტიპის გამშვები ბლოკით. მინიმუმ 1 ბმპ-1 გამოიყენებოდა თბილისის ომში.

კონფლიქტი სამაჩაბლოში (1991-1992)რედაქტირება

სამაჩობლოში ეთნიკური დაპირისპირების თავიდან აცილების და ოსი ტერორისტების განიარაღების მიზნით 1991 წლის 5 იანვარს ქართული ეროვნული გვარდია და პოლიცია ცხინვალში შევიდა, დაიწყო კონფლიქტი ოს/რუს მხარესა და ქართველებს შორის, სამაჩაბლოში კონფლიქტი ძირითადად მცირე შეტაკებებით ხასიათდებოდა შესაბამისად ჯავშანტექნიკას ქართული მხარე ძირითადად ბლოკპოსტებზე იყენებდა, ეროვნული გვარდიის შეიარაღებაში მყოფი ბმპ-1-ებიც აქტიურად იღებდნენ მონაწილეობას ამ კონფლიქტში, მინიმუმ 2 ერთეული ბმპ-1 განადგურებული იქნა ოსი ტერორისტების მიერ კონფლიქტის მიმდინარეობის დროს. თავისმხრივ ოსური მხარეც იყენებდა ბმპ-1-ებს, ამ ქსმ-ებს ოსები რუსული ბაზებიდან იღებდნენ.[3]

აფხაზეთის ომი (1992-1993)რედაქტირება
 
ქართული არმიის ბმპ-1, გორის მიდამოები

აფხაზეთში ორივე მხარე აქტიურად იყენებდა ბმპ-1 ტიპის ქვეითთა საბრძოლ მანქანებს, ომის დასაწყისში აფხაზი ტერორისტების შეიარაღებაში 6 ერთეული ბმპ-1 იმყოფებოდა[12], ომის მიმდინარეობის დროს ეს რიცხვი რამდენჯერმე გაიზარდა, ქვეითთა საბრძოლო მანქანების ძირითადი წყარო აფხაზი სეპარატისტებისთვის რუსული არსენალები იყო, თუმცა გარკვეული ნაწილი მათ ქართული შენაერთებისგან დარჩათ ალაფად. ქართული ბმპ-1-ების დაზუსტებული რიცხვის თქმა რთულია, თუმცა აშკარაა რომ აფხაზეთის ომში ქართულმა მხარემ მინიმუმ რამდენიმე ათეული ბმპ-1 გამოიყენა, მათი გარკვეული ნაწილი განადგურებული იქნა აფხაზური/რუსული მხარის მიერ. 1992 წლის 16 ნოემბერს ბათუმი-სოხუმი გზატკეცილზე განადგურდა ქართული ბმპ-1, იმავე წლის დეკემბერში აფხაზეთში ოპერაციის დროს ნაღმზე აფეთქდა კიდევ ერთი ქართული ბმპ-1. 1992 წლის ოქტომბერში, გაგრის ბრძლის დროს ქართული ბმპ-1-ების გარკვეული რაოდენობა ალაფად დარჩა აფხაზურ მხარეს, იმავე წლის 3-4 ნოემბერს მდინარე გუმისთაზე, სოფელ შრომაში გამართული ბრძლების დროს განადგურდა 2 ქართული და 5 აფხაზური ბმპ-1.[3] აფხაზური ბმპ-1-ების გარკვეული რაოდენობა ასევე განადგურდა 1993 წლის მარტის და იმავე წლის სექტმებრის ბრძლების დროს. ომის დროს აფხაზი ტერორისტებიც უკეთებდნენ ბმპ-1-ებს იმპროვიზირებულ მოდერნიზაციებს, ერთ-ერთი გავრცელებული პრაქტიკა ქმს-ს გვერდებზე დამატებითი ჯავშანის დაყენება იყო.[13]

2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომირედაქტირება
 
საოკუპაციო ძალების ჩეჩნური „ვოსტოკ“ დანაყოფის მებრძოლები ბმპ-1 ქსმ-ზე, 2008 წლის აგვისტო

2008 წლის აგვისტოში მიმდინარე ომში ბმპ-1-ების ძირითადი მომხარებელი რუსეთის არმია იყო, 58 არმიის შეიარაღებაში მრავალი სხვადასხვა მოდიფიკაციის ბმპ-1 ტიპის ქვეითთა საბრძლო მანქანა იყო, ხოლო ქართული შენართების არსენალში ბმპ-2 ტიპის ქსმ-ს მოდელები ჭარბობდა[14]. ომის მიმდინარეობისას რუსულმა არმიამ დაკარგა მინიმუმ 11 ერთეული BMP-1 ხოლო ქართულმა მხარემ 2 ერთეული ბმპ-1[14], რუსული ბმპ-1-ების პირველი ნაკადი 8 აგვისტოს, რუსი მშვიდობისმყოფელების ზემო ბანაკში განადგურდა, 3 ბმპ-1 უცნობი საბორტო ნომრებით განადგურდნენ ქართული არტილერიის და სატანკო ცეცხლის მიერ[14], განადგურებული რუსული ქსმ-ების მეორე ნაკადი კვლავ მშვიდობიმყოფელების ზემო ბანაკში იყო, 3 ბმპ-1 საბორტო ნომრებით: 610, 614 და 625 განადგურდნენ კვლავ ქართული საარტილერიო და სატანკო ცეცხლის შედეგად[14]. 4 რუსული ბმპ-1 135-ე მოტომსროლელი დანაყოფიდან განადგურდა 9 აგვისტოს ცხინვალში, შანხაის დასახლებაში, როდესაც მეორე ქვეითი ბრიგადის დაზვერვის დანაყოფი[14], რუსულ კოლონას გადააწყდა, რუსული ბმპ-1-ები T-72SIM1 ძირითადი საბრძოლო ტანკების და ყუმბარმტყორცნების ცეცხლის ქვეშ მოყვნენ და განადგურდნენ[14]. კიდევ ერთი ბმპ-1, ამჯერად მოდერნიზირებული 1პ ვერსია განადგურდა ძარის გზაზე 9 აგვისტოს[15], საარტილერიო ცეცხლის შედეგად. ქართული არმიის პირველი ბმპ-1 განადგურდა 11 აგვისტოს გორის მიდამოებში, როდესაც ქსმ-ს უცნობი მიზეზის გამო (სავარუადოდ ჭურვების დეტონაცია) ცეცხლი გაუჩნდა და დაიწვა[16], მეორე ბმპ-1 ხელში იქნა ჩაგდებული რუსული სამხედროების მიერ და განადგურდა 15 აგვისტოს, გორის მიდამოებში[17]. 15 ერთეული მოდერნიზირებული ბმპ-1უ ალაფად დარჩათ რუს სამხედროებს გორში.[18][19]

რუსეთ-უკრაინის ომირედაქტირება

 
უკრაინის არმიის ბმპ-1 დონბასში, 2014 წლის აგვისტო

2014 წლის გაზაფხულიდან მოყოლებული, უკრაინის არმია და ნაციონალური გვარდია აქტიურად იყენებს ბმპ-1 ტიპის ქვეითთა საბრძოლო მანქანებს ქვეყნის აღმოსავლეთში მიმდინარე ანტი-ტერორისტულ ოპერაციაში[20], ბმპ-1-ებს ასევე იყენებს პრო-რუსული მხარეც[21]. პრო-რუსული მხარის შეიარაღებაში მყოფი ბმპ-1-ების გარკვეული ნაწილი უკრაინის არმიისგან არის ნაალაფარი, თუმცა მნიშვნელოვანი ნაწილი ტერორისტებმა რუსული არსენალიდან მიიღეს. ბეემპე 1-ები გამოიყენებოდა 2014 წლის გაზაფხულ-ზაფხულის სლავიანსკის, დებალცევოს და სხვა ბრძოლების დროს, რუსული არმია და პრო-რუსი ტერორისტები ასევე იყენებდნენ ბმპ-1/1პ ტიპის ქვეითთა საბრძოლო მანქანებს დონეცკის აეროპორტის შტურმის დროს, მინიმუმ რამდენიმე ერთეული განადგურდა უკრაინელი სამხედროების მიერ.[22] უკრაინის არმიამ მიმდინარე კონფლიქტში დაახლოებით 100 ერთეული ბმპ-1 დაკარგა.

ვარიანტებირედაქტირება

საბჭოთა კავშირირედაქტირება

  • "ობიექტი 764" — თავდაპირველი პროტოტიპი, აწყობილი 1965 წელს. გააჩნდა უფრო დიდი სიმაღლე და საწვავის ავზი. შეეძლო მხოლოდ 6 კაციანი დესანტის გადაყვანა
  • BMP-1ც პირველი ფართოდ წარმოებული, ორიგინალი ვერსია.
  • BMP-1S — პროტოტიპი რომელიც შეიარაღებული იყო AV-1 ტიპის ლაზერით, ტესტირება ჩაუტარდა 1970-იან წლებში.
  • BMP-1 (ობიექტი 765Sp8) — AGS-17 ავტომატური ყუმბარმტყორცნით შეიარაღებული ბმპ-1. გამოიყენებოდა 1979 წლიდან.
  • BMP-1P — ბმპ-1-ის პირველი სერიოზული მოდერნიზაცია, შემუშავდა იომ-კიფურის ომის შემდეგ. „მალიუტკა“ ტიპის მართვადი ტანკ-საწინააღმდეგო რაკეტა ჩანაცვლდა უფრო ძლიერი და თანამედროვე 9M113 „კონკურს“ ტანკ-საწინააღმდეგო რაკეტით, თუმცაღა ახალი რაკეტის გამოყენება შედარებით არაპრაკტიკული იყო რადგან მის მსროლელს კოშკურიდან ამოსვლა უწევდა (რაკეტა კოშკურის თავზეა დაყენებული). გაზრდილია ასევე ქსმ-ს დაცვის დონე როგორც ჭურვებისგან, ასევე ქიმიური და საავიაციო საფრთხეებისგან. ხშირად P მოდელებს 902V „ტუჩა“ ტიპის კვამლის გამშვებები უყენია კოშკურის უკანა ნაწილში. გაზრდილია ქსმ-ს წონაც, 13.4 ტონამდე.
  • BMP-1PG — AGS-17 ტიპის ყუმბარმტყორცნით შეიარაღებული 1P ვერსია
  • BMP-1D — ვერსია საბჭოთა სადესანტო ჯარებისთვის, შემუშავდა 1980-იანი წლების დასაწყისში, ავღანეთში მიღებული გამოცდილების გათვალისწინებით. ქსმ-ს გვერდებზე 5-6 მილიმეტრი სისქის დამატებითი ჯავშანის ფილები უყენია რაც შესაბამისად ზრდის დაცვის დონეს. D ვერსიების გვერდითა ჯავშანს 0.50 კალიბრის ჯავშანგამტარი ტყვიების შეჩერებაც შეუძია, ასევე გაზრდილია ამტანობა ნაღმების და საარტილერიო ნამსხვრევების მიმართ.
  • „ობიექტი 768“ — პროტოტიპი რომელიც შეიარაღებული იყო ნახევრად ავტოამტური 73 მილიმეტრიანი „ზარნიცა“ ტიპის ქვემეხით და 12.7 მილიმეტრიანი ტყვიამფრქვევით.
  • „ობიექტი 680„ — პროტოტიპი 30 მილიმეტრიანი 2A38 ავტომატური ქვემეხით.
  • BMP-1K — სამეთაურო ვერსია, წარმოებაში ჩაიშვა 1973 წლიდან. ტრადიციულ შეიარაღებასთან ერთად ამ ქსმ-ს კომპლექტაციაში დამატებითი ანტენა, R-123M და R-111 ტიპის რადიოები, ასევე GPK-69 ტიპის ნავიგაციის სისტემა შედიოდა.
  • BRM-1 — სპეციალიზირებული, დაზვერვის ვარიანტი რომელიც შეიარაღებულია ამ ამოცანისთვის შესაბამისი ელექტრონული ეკიპირებით, მათ შორის PSNR-5K დაზვერვის რადარით, 1D8 ტიპის მანძილმზომით, TNA-1/3 ტიპის ნავიგაციის სისტემით, ასევე დამატებით ანტენით და რადიო ეკიპირებით. ამ მოდელის ამოცნობა მარტივად შეიძლება რადგან ჩვეულებრივ ბეემპე-1-თან შედარებით ის დაბალი და განიერია, ასევე ყურადღებას იქცევს დამატებით ელექტრონული ეკიპირება.
  • BRM-1K — ბეერემ 1-ის სამეთაურო ვერსია დამათებითი კავშირის ეკიპირებით.
  • PRP-3 „ვალ“ — საარტილერიო დაზვევრის ვერსია, მისი როლი ბრძოლის ველზე არტილერიის კორექტირება და ინფორმაციის გადაცემა იყო, მის შეიარაღებაშ შედის დამატებითი ოპტიკური, ელექტრონული და რადიო ეკიპირება, 73 მილიმეტრიანი ქვემეხი შეიარაღებიდან მოხსნილია შესაბამისად დატოვებულია მხოლოდ 7.62 მილმეტრიანი „პეკატე“ ტყვიამფრქვევი, ამის გამო ამ მოდიფიკაციის ამოცნობა ძალზედ მარტივია
  • PPO-1 — სასწავლო-სავარჯიშო მანქანა ბმპ-1-ის ბაზაზე.
  • BREM-2 — ბმპ-1 ტიპის ქსმ-ს საინჟინრო მოდიფიკაცია, შეიარაღებაშია 1983 წლიდან. ამ საბრძოლო მანქანის ძირითადი ფუნქცია ბრძოლის ველიდან დაზიანებული ან განადგურებული ჯავშანტექნიკის ევაკუცია არის, საბჭოთა არმიაში BREM-2 ტიპის მანქანები ძირითადად გათვლილი იყო BMP ტიპის ქსმ-ების ევაკუაციაზე. საბრძოლო მანქანის შეიარაღება ჩანაცვლებულია საინჟინრო ეკიპირებით. ერთადერთი თავდაცვითი საშუალება 7.62 მილიმეტრიანი ტყვიამფრქვევია.

რუსეთირედაქტირება

  • BMP-1 „რაზბეჟკა“ — ექსპერიმენტალური ქსმ, რომელიც შეიქმნა 1990-იანი წლების ბოლოს. ტრადიციული კოშკურა ჩანაცვლებულია BMD-2 ტიპის სადესანტო ქსმ-ს კოშკურით (რომლის შეიარაღებაშიც თავისმხრივ 30 მილიმეტრიანი ავტომატური ქვემეხი შედის).
  • BMP-1-30 — 1997 წელს შექმნილი პროტოტიპი, შეიარაღებულია 30 მილიმეტრიანი ავტომატური ქვემეხით, ძველი ძრავი ჩანაცვლებულია 360 ცხენისძალიანი UTD-230 ტიპის ძრავით.
  • BMP-1M — ბმპ-1-ის რუსული მოდერნიზაცია, რომელიც 1990-იანი წლების მიწურულს შეიქმნა. 73 მილიმეტრიანი ქვემეხი ჩანაცვლებულია 30 მილიმეტრიანი 2A72 ტიპის ავტომატური ქვემეხით, რომელსაც სროლა საზენიტო რეჟიმშიც შეუძლია. მოძველებული „მალიუტკა“ მართვადი რაკეტა ჩანაცვლებულია 9M113 „კორნეტ“ ტიპის ლაზერული დამიზნების მართვადი ტანკ-საწინააღმდეგო რაკეტით. „კორნეტის“ გამშვების ადგილას ასევე შესაძებელია 9K38 „იგლა“ ტიპის მოკლე მანძილის საზენიტო რაკეტის დაყენებაც. შეცვლილია სამიზნეებიც, ქსმ-ზე აყენია 1K13-2 ტიპის თანამედროვე ოპტიკა, რომელსაც თერმული და ღამის ხედვის რეჟიმიც აქვს, ასევე უყენია მანძილმზომი და ბალისტიკური კალკულატორი. მიუხედავად ასეთი ღრმა მოდერნიზაციისა, ამ ქსმ-მ არ გამოიწვია დაინტერესება მსოფლიო ბაზარზე.
  • BTZ-3 — დაჯავშნული საწვავის გამწე, შეიქმნა ჩეჩნეთის ომში მიღებული გამოცდილების შედეგად, შეუძლია 3000 ლიტრი საწვავის და 100 ლიტრი ძრავის ზეთის გადატანა, ერთი მოდელი გამოიყენებოდა ჩეჩნეთის მეორე ომში.
  • RM-G - სარემონტო საბრძოლო მანქანად გადაკეთებული ბმპ-1, შეიარაღებაში შედის KU-3 ტიპის კრანი, ასევე შესაძლებელია 7.62 მილიმეტრიანი ტყვიამფრქვევის დაყენება, თავდაცვის მიზნით.
  • LPM-1, LMP-2, Taiga, ATM - ბეემპე-1 ქსმ-ს სამოქალაქო ვერსიები, გამოიყენება რუსეთის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ, სახანძრო თუ საევაკუაციო როლებში.

სქოლიორედაქტირება

  1. БОЕВЫЕ МАШИНЫ ПЕХОТЫ (БМП) И СПЕЦИАЛЬНЫЕ МАШИНЫ НА ИХ БАЗЕ Russian. militaryparitet.com. ციტირების თარიღი: 13 December 2009.
  2. Война Судного Дня. Oldi.nnm.ru. Retrieved 20 September 2011.
  3. 3.0 3.1 3.2 3.3 Malyshev S. (2002). Tanks in Russia. Boyevaya Mashina Pekhoty BMP-1 (1964–2000). Russian Motor Books. 5-09-873406-4. 
  4. Stayanoff, Russ. (2008-02-03) Castro in Africa: Cuba's Operation Carlotta, 1975. Military History Online. დაარქივებულია ორიგინალიდან — November 16, 2018. ციტირების თარიღი: 2018-08-18.
  5. Hamann, Hilton [2003] (2007). Days of the Generals. Cape Town: Struik Publishers, გვ. 94. ISBN 978-1868723409. 
  6. 6.0 6.1 JED The Military Equipment Directory
  7. "Czołgi Świata" (World's Tanks or Tanks Of The World) magazine issue 18
  8. BMP-1. Militarium.net 2. დაარქივებულია ორიგინალიდან — 29 October 2007.
  9. Microsoft Word - Arms Control-Azerbaijan-NK-Armenia-v3a.doc. (PDF) . Retrieved 20 September 2011.
  10. Операция „Меч“, война в Абхазии Archived 31 May 2008 საიტზე Wayback Machine.
  11. Бронетанковый скандал Archived 13 February 2009 საიტზე Wayback Machine. . Vpk-news.ru. Retrieved 20 September 2011.
  12. Участие Черноморского флота в разрешении конфронтации Грузии и Абхазии. Alerozin.narod.ru. Retrieved 20 September 2011.
  13. Хроника войны. Отрывок из "белой книги Абхазии", 1992–1993 Archived 11 February 2009 საიტზე Wayback Machine.
  14. 14.0 14.1 14.2 14.3 14.4 14.5 Tanks of August. ციტირების თარიღი: 12 September 2018.
  15. https://lostarmour.info/south_ossetia/item.php?id=15519
  16. http://lostarmour.info/south_ossetia/item.php?id=15491
  17. http://lostarmour.info/south_ossetia/item.php?id=15584
  18. http://lostarmour.info/south_ossetia/
  19. https://x-true.info/73485-ukrainskaja-bmp-1u-na-vojne-v-juzhnoj-osetii.html
  20. https://warisboring.com/airborne-fighting-vehicles-rolled-through-hell-in-eastern-ukraine/
  21. https://www.osce.org/special-monitoring-mission-to-ukraine/404939
  22. https://lostarmour.info/armour/item.php?id=4307
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=BMP-1&oldid=3936870“-დან