"Heroes"

დეივიდ ბოუის ალბომი

"Heroes"[5] (სახელწოდება იწერება ბრჭყალებით) — ინგლისელი მუსიკოს დეივიდ ბოუის ალბომი, გამოცემული 1977 წლის 14 ოქტომბერს, ლეიბლზე RCA Records. იგი არის რიგით მეორე მუსიკოსის ბერლინური ტრილოგიის სერიაში და ჩაწერილია ბრაიან ინოს და ტონი ვისკონტის თანაშემწეობით. "Heroes"-ში გრძელდება ემბიენტური, ექსპერიმენტები, რომლებიც დაიწყო დეივიდის წინა ალბომზე, Low. მის ჩაწერაში მონაწილეობდა გიტარისტი რობერტ ფრიპი[6] ბერლინური ტრილოგიის ალბომებს შორის მხოლოდ "Heroes" ჩაიწერა თავიდან ბოლომდე ბერლინში.

"Heroes"
სტუდიური ალბომი
გამოცემის თარიღი 14 ოქტომბერი 1977
ჩაიწერა ივლისი-აგვისტო 1977
სტუდია Hansa Studio by the Wall
(დასავლეთი ბერლინი, გერმანია)
ჟანრი
ხანგრძლივობა 40:19
ლეიბლი RCA
პროდიუსერი
დეივიდ ბოუი — ქრონოლოგია
Low
(1977)
"Heroes"
(1977)
David Bowie Narrates Prokofiev's Peter and the Wolf
(1978)
სინგლები ალბომიდან "Heroes"
  1. 'Heroes' / „V-2 Schneider“
    გამოცემის თარიღი: 23 სექტემბერი 1977
  2. „Beauty and the Beast/Sense of Doubt“
    გამოცემის თარიღი: 6 იანვარი 1978

ალბომი გამოცემისთანავე კრიტიკოსების მიერ დადებითად შეფასდა. მან NME-ს წლის ალბომის ჯილდო მიიღო.

ეს არის მუსიკოსის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ალბომი, ცნობილი სასათაურო კომპოზიციით. დისკში შესული სამი სიმღერის თანაავტორია ბრაიან ინო, რომელიც ბოუის წინა ალბომზე მუშაობდა. სასათაურო სიმღერა კვლავ რჩება დეივიდის ერთ-ერთ ცნობილ და აღიარებულ ნამუშევრად.[7] ალბომი შეტანილია წიგნში „1001 ალბომი, რომელიც უნდა მოისმინო, სანამ ცოცხალი ხარ“[8].

შექმნა და სტილები

რედაქტირება

ალბომი იწერებოდა Hansa Tonstudio, რომელიც დასავლეთ ბერლინში მდებარეობდა. "Heroes"-ში არეკლილია ცივი ომის სული, რომლის სიმბოლო ორად გაყოფილი ქალაქია. თანაპროდიუსერი ტონი ვისკონტი: „ეს იყო ჩემი ერთ-ერთი დიდი თავგადასავალი ალბომების შექმნის ისტორიაში. სტუდია ბერლინის კედლისგან დაახლოებით 460 მეტრით იყო დაშორებული. წითელი არმიის სამხედროები ჩვენს სააპარატოებში იხედებოდნენ მძლავრი დურბინდებით.“[9] 1977 წლის დასაწყისში Kraftwerk-მა ბოუი ახსენა ალბომის Trans-Europe Express სასათაურო სიმღერაში და მან პასუხად, კრაუტროკისადმი პატივისცემის ნიშნად, ჩაწერა სიმღერა "Heroes", რომელიც არის გერმანული Neu!-ს Neu! '75-ის სიმღერის „Hero“-სადმი მიძღვნა (აღსანიშნავია, რომ დეივიდის ალბომის ჩასაწერად თავდაპირველად დაუკავშირდნენ ამ ჯგუფის გიტარისტ მიხაელ როთერს).[10] ხოლო „V-2 Schneider“ Kraftwerk-ის ფლორიან შნაიდერისადმი მიძღვნაა.[11] გარეკანის ფოტო, გადაღებული მასაიოში სუკიტას მიერ, შეიქმნა გერმანელი მხატვარ ერიხ ჰეკელის Roquairol-ის შთაგონებით.[12]

ბრაიან ინოს მიწვევით სტუდიაში რობერტ ფრიპი გამოჩნდა - პროდიუსერი მას ნიუ-იორკში დაუკავშირდა და სთხოვა, ალბომზე დაკერა. ფრიპი მუსიკისგან მოწყვეტილი იყო და უთხრა „არც კი ვიცი, სამი წელია, არაფერი დამიკრავს, მაგრამ თუ რისკი გსურს, მაშინ მეც.“[13] ნიუ-იორკიდან ბერლინში ჩასული, საათების სარტყელების ცვლილებით დაღლილმა, ფრიპმა ჩაწერა გიტარის პარტია „Beauty and the Beast“-ისთვის - მისი პირველი დუბლი გამოიყენეს სიმღერის ფინალურ მონტაჟში.[13]

მიუხედავად იმისა, რომ "Heroes"-ში გაგრძელდა ბოუის მუშაობა ელექტრონულ[3] და ემბიენტურ სტილებში[4] და მასში შეტანილია მთელი რიგი ბნელი და ატმოსფერული ინსტრუმენტალების, როგორიც არის „Sense of Doubt“ და „Neuköln“, დისკი აღიქვეს, როგორც ძალიან ემოციური და დადებითი ნაშრომი[9][11], განსაკუთრებით აქა-იქ სევდიანი Low-ს შემდეგ.[14] „Joe the Lion“, დაწერილი და ჩაწერილი საათზე უფრო მოკლე პერიოდში, ვისკონტის თანახმად, ხაზს უსვამს ალბომის იმპროვიზებულ ხასიათს.[15]

გამოცემა და გავლენა

რედაქტირება
პროფესიონალური რეიტინგები
მიმოხილვების ქულები
წყარორეიტინგი
AllMusic     [16]
Blender     [17]
Chicago Tribune    [18]
Christgau's Record GuideB+[19]
Encyclopedia of Popular Music     [20]
Entertainment WeeklyA−[21]
NME8/10[22]
Pitchfork Media10/10[23]
The Rolling Stone Album Guide     [24]
Select5/5[25]

RCA Records-მ ალბომი წარადგინა ასე - „არსებობს ძველი ტალღა, არსებობს ახალი და არსებობს დეივიდ ბოუი“[11] 1977 წელს, გამოცემის შემდეგ, ალბომი დადებითად შეფასდა[7]. Melody Maker-ში და NME-ში "Heroes"-ს წლის ალბომს უწოდებდნენ.[26][27] ბრიტანეთში დისკი ჩარტში #3 იყო და სხვადასხვა პოზიცია 26 კვირის განმავლობაში ეკავა, თუმცა აშშ-ში მხოლოდ 35-მდე ავიდა. გერმანიაში იგი გამოვიდა სასათაურო სიმღერით ""Heroes"/"Helden"" (რომელიც ნაწილობრივ გერმანულ ენაზე იყო წარმოდგენილი). ალბომმა შთაბეჭდილება მოახდინა ჯონ ლენონზე, რომელიც 1980 წელს, Double Fantasy-ს ჩაწერისას, ამბობდა, რომ ჰქონდა "Heroes"-ის მსგავსი დისკის ჩაწერის ამბიცია[7][26] Rolling Stone-მ ხაზი გაუსვა ინოს წვლილს.[28]

ალბომის რამდენიმე სიმღერა ცოცხლად სრულდებოდა ტურნეს Isolar II ფარგლებში, 1978 წელს. ისინი შეტანილია იმავე წლის საკონცერტო ალბომში Stage. კომპოზიტორმა ფილიპ გლასმა შექმნა კლასიკური სუიტა „სიმფონია №4 "Heroes"“, რომელიც იყო „Low Symphony“-ს გაგრძელება. სასათაურო სიმღერის საკუთარი ვერსია ჩაწერა და შეასრულა ბევრმა სხვა მუსიკოსებმა თუ ჯგუფმა. მათ შორის იყო King Crimson, ხოლო ბილი მაკ-კენზი, „The Secret Life of Arabia“-ს ვერსია შეიტანა ალბომში British Electric Foundation-ის Music of Quality and Distinction. რამდენიმე სიმღერა ალბომიდან მოხვდა ალბომში Christiane F., რომელიც ფილმის „კრისტიანა ფ. – ჩვენ, ბავშვები ზოოს სადგურიდან“ საუნდტრეკია. ამ ფილმში ბოუიც მონაწილეობს და საკუთარ თავს განასახიერებს.

დეივიდის 2013 წლის ალბომის The Next Day გარეკანი არის "Heroes"-ის შეცვლილი ვერსია, დაფარული თეთრი ფერის კვადრატით.

სიმღერების სია

რედაქტირება

ორიგინალური გამოცემა

რედაქტირება

ყველა სიმღერის ავტორი — დეივიდ ბოუი, გარდა მითითებულისა..

მხარე 1
#სახელწოდებახანგრძლივობა
1.„Beauty and the Beast“3:32
2.„Joe the Lion“3:05
3.„"Heroes"“ (ბოუი, ბრაიან ინო)6:07
4.„Sons of the Silent Age“3:15
5.„Blackout“3:50
საერთო ხანგრძლივობა:19:49
მხარე 2
#სახელწოდებახანგრძლივობა
6.„V-2 Schneider“3:10
7.„Sense of Doubt“3:57
8.„Moss Garden“ (ბოუი, ინო)5:03
9.„Neuköln“ (ბოუი, ინო)4:34
10.„The Secret Life of Arabia“ (ბოუი, ინო, კარლოს ალომარი)3:46
საერთო ხანგრძლივობა:20:30 (40:19)

ხელახალი გამოცემები

რედაქტირება

"Heroes" CD-ზე ოთხჯერ გამოვიდა. პირველად იგი CD-ზე 1984 წელს, RCA-მა გამოუშვა. 1991 წელს Rykodisc-მა ალბომი ორი დამატებითი სიმღერით წარმოადგინა. 1990-იანების ბოლოს ალბომი დანომრილ 20 ბიტიან SBM-ის ოქროს დისკზე გამოვიდა. 1999 წელს აგრეთვე დაიბეჭდა EMI/Virgin-ის მიერ, 24 ბიტიანი რემასტერის სახით, დამატებების გარეშე.

1991 წლის გამოცემის დამატებები
#სახელწოდებახანგრძლივობა
11.„Abdulmajid“ (მანამდე გამოუცემელი, ჩაიწერა 1976–79 წლებში; ავტორები - ბოუი/ინო)3:40
12.„Joe the Lion“ (რემიქსული ვერსია, 1991)3:08

პერსონალი

რედაქტირება

ჩარტები და სერტიფიცირებები

რედაქტირება

  1. Ranking: Every David Bowie Album From Worst to Best (იანვარი 8, 2016). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-12-29. ციტირების თარიღი: 2017-05-26.
  2. BLACKARD, CAP, WREN GRAVES AND ERIN MANNING. A Beginner's Guide to David Bowie. ციტირების თარიღი: 29 მარტი 2016.
  3. 3.0 3.1 3.2 Bloechl, Olivia et. al. Rethinking Difference in Music Scholarship. Cambridge University Press, 2015. p. 307
  4. 4.0 4.1 Mastropolo, Frank. The History of David Bowie's Berlin Trilogy: 'Low,' 'Heroes,' and 'Lodger'. ციტირების თარიღი: 29 მარტი 2016.
  5. Shaar Murray, Charles. (1977)NME interview. Bowie Golden Years. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2009-10-05. ციტატა: „I'd felt that the use of quotes indicate a dimension of irony about the word 'heroes' or about the whole concept of heroism.“ ციტირების თარიღი: 20 აგვისტო 2007.
  6. პეგი, ნიკოლას (2006). The Complete David Bowie, 4th, ლონდონი: Reynolds & Hearn Ltd., გვ. 312. ISBN 1-905287-15-1. 
  7. 7.0 7.1 7.2 პეგი, ნიკოლას (2000). The Complete David Bowie, გვ. 307–309. 
  8. (7 თებერვალი 2006) 1001 Albums You Must Hear Before You Die: Revised and Updated Edition. Universe. ISBN 0-7893-1371-5. 
  9. 9.0 9.1 ბაკლი, დეივიდ (1999). Strange Fascination – David Bowie: The Definitive Story, გვ. 320–325. 
  10. Snow, Mat (2007). MOJO 60 Years of Bowie, "Making Heroes", გვ. 69. 
  11. 11.0 11.1 11.2 Carr, Roy; Murray, Charles Shaar (1981) Bowie: An Illustrated Record, გვ. 91–92. 
  12. UNCUT interview. Bowie Golden Years (1999). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2009-10-05. ციტირების თარიღი: 19 ივლისი 2015.
  13. 13.0 13.1 Preston, Andrew. „David Bowie's biggest fans reveal all“. Daily Mail. ლონდონი. ციტირების თარიღი: 20 მაისი 2013.
  14. http://www.bowiegoldenyears.com/low.html
  15. პეგი, ნიკოლას (2000). The Complete David Bowie, გვ. 112. 
  16. ერლეუაინი, სტივენ თომას. Heroes – David Bowie. AllMusic. ციტირების თარიღი: 18 იანვარი 2010.
  17. „David Bowie Part 1: The 1960s and '70s“. Blender (47). მაისი 2006.
  18. Kot, Greg (10 ივნისი 1990). „Bowie's Many Faces Are Profiled On Compact Disc“. Chicago Tribune. დაარქივებულია ორიგინალიდან — 16 აპრილი 2016. ციტირების თარიღი: 14 ივლისი 2016.
  19. კრისტგოუ, რობერტ (1981). „David Bowie: "Heroes"“, Christgau's Record Guide: Rock Albums of the '70s. Ticknor and Fields. ISBN 0-89919-026-X. 
  20. ლარკინი, კოლინ (2011). „David Bowie“, The Encyclopedia of Popular Music, 5th concise, Omnibus Press. ISBN 0-85712-595-8. 
  21. Robbins, Ira (1 ნოემბერი 1991). „Heroes“. Entertainment Weekly. ციტირების თარიღი: 14 ივლისი 2016.
  22. Fadele, Dele (11 სექტემბერი 1998). „David Bowie – Station To Station/Low/Heroes/Stage“. NME. დაარქივებულია ორიგინალიდან — 17 აგვისტო 2000. ციტირების თარიღი: 14 ივლისი 2016.
  23. Dombal, Ryan. (22 იანვარი 2015) David Bowie: "Heroes". Pitchfork Media. ციტირების თარიღი: 22 იანვარი 2015.
  24. Sheffield, Rob (2004). „David Bowie“, The New Rolling Stone Album Guide. Simon & Schuster, გვ. 97–99. ISBN 0-7432-0169-8. 
  25. Griffiths, ნიკ (სექტემბერი 1991). „David Bowie: Low / Heroes / Lodger“. Select (15): 80.
  26. 26.0 26.1 სენდფორდი, კრისტოფერ (1997). Bowie: Loving the Alien. Time Warner, გვ. 182–193. ISBN 0-306-80854-4. 
  27. გიტენსი, იენ (2007). "Art Decade", MOJO 60 Years of Bowie, გვ. 70–73. 
  28. Testa, Bart. (12 იანვარი 1978) Heroes. Rolling Stone. დაარქივებულია ორიგინალიდან — 9 იანვარი 2016. ციტირების თარიღი: 7 ივლისი 2016.
  29. 29.0 29.1 Breaking down David Bowie's 'Heroes' - Track-by-track. BBC. ციტირების თარიღი: 31 იანვარი 2016.
  30. 30.0 30.1 კენტი, დეივიდ (1993). Australian Chart Book 1970–1992. St Ives, NSW: Australian Chart Book. ISBN 0-646-11917-6. 
  31. David Bowie – "Heroes" – austriancharts.at (ASP). ციტირების თარიღი: 31 იანვარი 2014.
  32. Top Albums/CDs - Volume 28, No. 14 (PHP). RPM (31 დეკემბერი 1977). ციტირების თარიღი: 31 იანვარი 2014.
  33. dutchcharts.nl David Bowie – "Heroes" (ASP). dutchcharts.nl. MegaCharts. ციტირების თარიღი: 31 იანვარი 2014.
  34. InfoDisc : Tous les Albums classés par Artiste > Choisir Un Artiste Dans la Liste (PHP). infodisc.fr. დაარქივებულია ორიგინალიდან — 7 ნოემბერი 2011. ციტირების თარიღი: 31 იანვარი 2014. Note: user must select 'David BOWIE' from drop-down.
  35. (2006) Oricon Album Chart Book: Complete Edition 1970–2005. როპპონგი, ტოკიო: Oricon Entertainment. ISBN 4-87131-077-9. 
  36. charts.org.nz David Bowie – "Heroes" (ASP). ახალი ზელანდიის ხმისჩამწერი კომპანიების ასოციაცია. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-12-19. ციტირების თარიღი: 31 იანვარი 2014.
  37. norwegiancharts.com David Bowie – "Heroes" (ASP). ციტირების თარიღი: 31 იანვარი 2014.
  38. swedishcharts.com David Bowie – "Heroes" (ASP). Sverigetopplistan. ციტირების თარიღი: 31 იანვარი 2014.
  39. David Bowie > Artists > Official Charts. ბრიტანეთის ალბომების ჩარტი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 3 ნოემბერი 2013. ციტირების თარიღი: 31 იანვარი 2014.
  40. allmusic ((( "Heroes" > Charts & Awards > Billboard Albums ))). allmusic.com. ციტირების თარიღი: 20 მაისი 2013.
  41. Dutch charts jaaroverzichten 1977 ჰოლანდიურად (ASP). ციტირების თარიღი: 2 აპრილი 2014.
  42. Les Albums (CD) de 1977 par InfoDisc French (PHP). infodisc.fr. დაარქივებულია ორიგინალიდან — 21 თებერვალი 2014. ციტირების თარიღი: 29 იანვარი 2012.
  43. Canadian album certifications – David Bowie – Heroes. Music Canada.
  44. British album certifications – David Bowie – Heroes. ბრიტანეთის ფონოგრამების მწარმოებლების ასოციაცია. შეიყვანეთ Heroes ველში Search. აირჩიეთ Title ველში Search by. შეიყვანეთ album ველში By Format. დააწკაპუნეთ ღილაკზე Go
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=%22Heroes%22&oldid=4703433“-დან