ყოველ დეკემბერს, 1974 წლიდან მოყოლებული, ბრიტანული მუსიკალური ჟურნალი NME ადგენს წლის საუკეთესო ალბომების სიას. ის, როგორც წესი, ქვეყნდება ერთ-ერთ შობამდე გაყიდულ გამოცემაში — 2006 წელს ის გამოქვეყნდა 9 დეკემბრის გამოცემაში. თანმხლები სიაა NME-ს წლის სინგლი.

Logo for NME. The capitals letters N, M and E are spelled out close together in a large, red font.

NME-ს წლის ალბომის სიას ადგენენ მუსიკალური რეცენზენტები და დამოუკიდებელი ჟურნალისტები, რომლებიც ჟურნალისა და NME.com-ისთვის მუშაობენ. თითოეული ირჩევს მისთვის წლის 20 საუკეთესო ალბომს და გადასცემს მას რედაქტორს. ალბომი, რომელსაც მიენიჭება პირველი ადგილი, იღებს 20 ქულას, მეორე ადგილზე მყოფი იღებს 19 ქულას და ასე შემდეგ მეოცემდე, რომელიც იღებს ერთ ქულას. ყველა ქულა სხვადასხვა საუკეთესო ოცეულიდან იკრიბება, გამოითვლება საშუალო და რჩეულებს ენიჭებათ ადგილები ოფიციალურ სიაში გამოსაქვეყნებლად. ყველაზე მეტი ქულების მქონე ალბომი ხდება ნომერ პირველი სიაში, მეორე ყველაზე მეტი ქულების მქონე – ნომერ მეორე და ა. შ. დღემდე იყო მხოლოდ სამი შემსრულებელი, რომელმაც მოიგო წლის ალბომი და სინგლი ერთსა და იმავე წელს: Joy Division 1980-ში, Klaxons 2007-ში და MGMT 2008-ში.

ნომერ პირველი ალბომები წლების მიხედვით

რედაქტირება
 
ბობ დილანი იყო პირველი რომლის ალბომიც რამდენიმე წელი ლიდერობდა NME -ს სიას
 
ჰიპ-ჰოპ ჯგუფი Public Enemy -ის ალბომები ლიდერობდა 1987 და „1988 წლებში
 
ბეკის ალბომი Odelay 1996 წლის ლიდერი იყო..