Bloc Party — ბრიტანული ინდი როკ ჯგუფი, რომელშიც შედიან კელე ოკერეკე (წამყვანი ვოკალი, რიტმული გიტარა), რასელ ლისეკი (წამყვანი გიტარა), ჯასტინ ჰარისი (ბას-გიტარა) და ლუის ბარტლი (დასარტყმელი საკრავები). მათი მუსიკა განიცდის The Cure-ის,[1] Mogwai,[1] Siouxsie and the Banshees-ის,[2] და უკანასკნელ პერიოდში, Radiohead-ის გავლენას.

Bloc Party

ჯგუფის გამოსვლა 2019 წელს
ბიოგრაფია
წარმოშობა ლონდონი, ინგლისი
ჟანრ(ებ)ი ინდი როკი, პოსტ-პანკის აღორძინება, ალტერნატიული საცეკვაო მუსიკა, ალტერნატიული როკი
აქტიური 2003–დღემდე
ლეიბლ(ებ)ი Frenchkiss, Wichita, Atlantic, Dim Mak, Transgressive, Trash Aesthetics, Vice, Arts & Crafts
წევრები კელე ოკერეკე
რასელ ლისეკი
ჯასტინ ჰარისი
ლუის ბარტლი
ყოფილი წევრები გორდონ მოუკსი
მეტ ტონგი
საიტი blocparty.com
Bloc Party ვიკისაწყობში

ჯგუფი 1999 წელს, რედინგის ფესტივალზე, ოკერეკესა და ლისეკის მიერ ჩამოყალიბდა. 2003 წლამდე მან რამდენიმე სახელი შეიცვალა. მოუკსი ჯგუფს შეუერთდა NME-ში გამოქვეყნებული განცხადების შემდეგ. ტონგი კასტინგის შემდეგ აირჩიეს. Bloc Party-ს წარმატებაზე გავლენა იქონიეს BBC Radio 1-ის წამყვანმა სტივ ლემეკმა და ჯგუფ Franz Ferdinand-ის ლიდერმა ალექს კაპრანოსმა, მას შემდეგ, რაც დემო-ჩანაწერი She's Hearing Voices მიიღეს.

2005 წლის თებერვალში გამოცემულმა ჯგუფის სადებიუტო ალბომმა Silent Alarm კრიტიკოსთა მაღალი შეფასება მიიღო და 2006 წლის PLUG Awards-ისა და NME-ის მიერ წლის ინდი ალბომად იქნა დასახელებული.[3] ჩანაწერი ბრიტანეთში სამმაგი პლატინით დაჯილდოვდა. 2007 წელს მეორე ალბომმა, A Weekend in the City ბრიტანეთის ალბომების ჩარტის სათავეში წარმატება იქონია და ბილბორდ 200-ში 12-ე პოზიცია დაიკავა. 2008 წლის აგვისტოში გამოვიდა მესამე ალბომი, Intimacy. ჯგუფმა 2009 წლის ოქტომბრიდან სხვადასხვა დამოუკიდებელი პროექტების გამო შეისვენა და კვლავ შეიკრიბა 2011 წლის სექტემბერში. 2012 წლის 20 აგვისტოს მან გამოსცა შემდეგი ალბომი, Four. 2012 წლის მაისისათვის ჯგუფს მასშტაბით გაყიდული ჰქონდა ორი მილიონი ჩანაწერი.[4]

დისკოგრაფია რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:

სქოლიო რედაქტირება

  1. 1.0 1.1 Phares, Heather. Bloc Party: Biography. Allmusic. ციტირების თარიღი: 14 April 2009.
  2. O'Kane, Josh. (18 September 2008) Talking Bloc during Harvest Jazz. [Here] New Brunswick. დაარქივებულია ორიგინალიდან — 8 ივლისი 2011. ციტატა: „With the new record, he said he was inspired by a song written years ago by Siouxsie and the Banshees called Peek-a-boo. "I heard it for the first time, and it sounded like nothing else on this planet. This is just a pop song that they put out in the middle of their career that nobody knows about, but to me it sounded like the most current but most futuristic bit of guitar-pop music I've heard. I thought, that'd be cool, to make music that people might not get at the time, but in ten years' time, people would revisit it."“ ციტირების თარიღი: 17 March 2012.
  3. PLUG 2006 Nominees/Winners. PLUG. დაარქივებულია ორიგინალიდან — 20 დეკემბერი 2008. ციტირების თარიღი: 14 April 2009.
  4. 50 most depressing facts about music. NME (4 May 2012). ციტირების თარიღი: 10 May 2012.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=Bloc_Party&oldid=4628149“-დან