კვირისტავა

(გადამისამართდა გვერდიდან Zinnia)

კვირისტავა (ლათ. Zinnia) — ბალახოვან მცენარეთა გვარი რთულყვავილოვანთა ოჯახისა. 20-მდე სახეობა ველურად იზრდება ჩრდილოეთ და ცენტრალურ ამერიკაში.

კვირისტავა
მშვენიერი კვირისტავა (Zinnia elegans)
მშვენიერი კვირისტავა (Zinnia elegans)
მეცნიერული კლასიფიკაცია
ლათინური სახელი
Zinnia

დეკორატიულ მებაღეობაში გავრცელებულია მშვენიერი კვირისტავა (Zinnia elegans), რომლის ყვავილედში არის 2 სახის — ენისებრი და მილისებრი ყვავილი, ფერად თეთრი, ვარდისფერი, წითელი, ალისფერი, ნარინჯისფერი და იისფერი. კვირისტავას ყვავილის დიამეტრი 12-14 სმ აღწევს. ცნობილია აგრეთვე კვირისტავა ჰაგეანა (Zinnia Haageana), რომელსაც მოყვითალო-ნარინჯისფერი ყვავილები აქვს.

კვირისტავას იყენებენ კლემბებისა და რაბატების შესაქმნელად, ბორდიურებად და ყვავილწნულებისათვის.

დედამიწის გარეთ

რედაქტირება

2016 წლის იანვარს ნასამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ კვირისტავა არის პირველი მცენარე, რომელიც დედამიწის გარეთ, კოსმოსში საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე აყვავდა. [1] თუმცა რამდენიმე მედია საშუალებამ გავრცელებული ინფორმაცია უარყო.[2][3]

ლიტერატურა

რედაქტირება
  1. Johnston, Ian (16 January 2016). „First flower grown in space shows there is 'other life' out there“. The Independent newspaper.
  2. Taylor, Lin (18 January 2016). „Is this the first ever flower grown in space?“. CNN.
  3. Feltman, Rachel (19 January 2016). „NASA astronauts just made flowers bloom in space – but they’re not actually the first“. The Washington Post.