დასავლეთის სტეპის მესაქონლეები

(გადამისამართდა გვერდიდან WSH)

დასავლეთის სტეპის მესაქონლეები (ინგლ. Western Steppe Herders; WSH), დასავლეთის სტეპის მწყემსები — ტერმინი, რომელიც არქეოგენეტიკაში აღნიშნავს გამორჩეულ წინაპრულ კომპონენტს, რომელიც პირველად ძვ. წ. V ათასწლეულში ენეოლითის ხანის სტეპის ინდივიდებში, შემდეგში კი გენეტიკურად მსგავს ან უშუალოდ მონათესავე მოსახლეობაში ფიქსირდება, მათ შორის: ხვალინსკის, სრედნი სტოგისა და იამნაიას კულტურაში, და არსებით დონეზე ასევე გვხვდება თანამედროვე ევროპისა და სამხრეთ აზიის მოსახლეობაში.[4][2] მას ხშირად ასევე „იამნაიას წარმომავლობას“ უწოდებენ.[5]

ინდოევროპელების მიგრაციის სქემა ძვ. წ. 4000 წ.-დან ძვ. წ. 1000 წლამდე ფართოდ გავრცელებული „ყორღანის ჰიპოთეზის“ მიხედვით. მიჩნეულია, რომ ამ მიგრაციამ დასავლეთ სტეპის მესაქონლეების (WSH) წარმომავლობა და ინდოევროპული ენები ევრაზიის ვრცელ ტერიტორიაზე გაავრცელა.[1][2][3]

მიჩნეულია, რომ დასავლეთის სტეპის მესაქონლეები (WSH) წარმოიშვნენ აღმოსავლეთის მონადირე-შემგროვებლისგან (EHG), რომლებიც შეერივნენ კავკასიელ მონადირე-შემგროვებლებს (CHG), დასავლეთის სტეპის მესაქონლის კომპონენტი ანალიზდება, როგორც აღმოსავლეთის მონადირე შემგროვებლისა (EHG) და კავკასიელი მონადირე-შემგროვებლის (CHG) წინაპრული კომპონენტების ნარევი, დაახლოებით თანაბარი პროპორციით, საიდანაც Y დნმ-ის ჰაპლოჯგუფების უმრავლესობა ეკუთვნის აღმოსავლეთის მონადირე-შემგროვებებლების მამრებს. დასავლეთის სტეპის მესაქონლეების Y დნმ არ არის ერთგვაროვანი, მაშინ როცა იამნაიას კულტურის წარმომადგენლები ძირითადად R1b-Z2103 და მცირეოდენით I2a2 ჰაპლოჯგუფებს ეკუთვნიან, ადრეული ხვალინსკის კულტურა, უპირატესად ჭარბობს R1b, თუმცა ასევე გავრცელებულია R1a, Q1a, J, და I2a2 ჰაპლოჯგუფები, ხოლო გვიანი დასავლეთ სტეპის მესაქონლეების წარმომავლობის მქონე საბრძოლო ცულების კულტურის (Corded Ware) წარმომადგენლები კი ძირითადად ეკუთვნიან R1a-M417 და მცირე რაოდენობით R1b ჰაპლოჯგუფს.[6][7]

დაახლოებით ძვ. წ. 3000 წელს, იამნაიას კულტურის ხალხმა ან მათმა მონათესავე ჯგუფმა,[1] რომლებსაც დიდი რაოდენობით დასავლეთის სტეპის მესაქონლეების (WSH) წარმომავლობა და ამასთანავე 10-18% ადრეული ევროპელი მიწათმოქმედის (EEF) მინარევი გააჩნდათ,[4] ევრაზიის ვრცელ ტერიტორიაზე მასიური მიგრაციები დაიწყეს, რაც თანამედროვე ენათმეცნიერების, არქეოლოგებისა და გენეტიკოსების მოსაზრებით, ინდოევროული ენების გავრცელებასთან (გაფანტვა) უნდა იყოს დაკავშირებული. ამ პერიოდის დასავლეთის სტეპის მესაქონლეების წარმომავლობას, ხშირად, „ადრეულ და შუა ბრინჯაოს ხანის სტეპის“ წარმომავლობას (Steppe EMBA) უწოდებენ.[5]

ეს მიგრაცია უკავშირდება საბრძოლო ცულების კულტურის (Corded Ware), რომელთა წარმომადგენლები 75%-ით დასავლეთ სტეპის მესაქონლეებს მიეკუთვნებიან, და თასების კულტურის („აღმოსავლური ჯგუფი“) წარმოშობას, რომელთა 50% დასავალეთ სტეპის მესაქონლეებს განეკუთვნება, თუმცა ამ ჯგუფთა შორის ზუსტი ურთიერთობა გაურკვეველი რჩება.[8] დასავლეთ სტეპის მესაქონლეების, ექსპანსიამ ევროპული გენოფონდიდან, თითქმის სრულიად გააქრო ადრეული ევროპელი მიწათმოქმედების (EEF) Y დნმ, რითიც მნიშვნელოვნად შეცვალა ევროპის კულტურული და გენეტიკური ლანდშაფტი. ბრინჯაოს ხანაში, საბრძოლო ცულების კულტურის მოსახლეობა, ცენტრალურ ევროპული მინარევით, გაბრუნდა სტეპში, სადაც ჩამოყალიბდა დასავლეთ სტეპის მესაქონლეების წარმომავლობის ახალი ტიპი, რომელსაც ხშირად „შუა და გვიანი ბრინჯაოს ხანის სტეპის“ (Steppe MLBA)[5] წარმომავლობასაც უწოდებენ. სინტაშტას კულტურის, ანდრონოვოს კულტურისა და სრუბნაიას კულტურის მეშვეობით, Steppe MLBA-ის წარმომავლობა, ინდოევროპულ ენებთან ერთად, გავრცელდა ცენტრალურ და სამხრეთ აზიაში.

ევროპის თანამედროვე მოსახლეობა შეიძლება განისაზღვროს, როგორც: დასავლეთის მონადირე შემგროვებლის (WHG), ადრეული ევროპელი მიწათმოქმედებისა (EEF) და დასავლეთ სტეპის მესაქონლეების (WSH) ნარევი. ევროპაში დასავლეთ სტეპის მესაქონლეების წარმომავლობა პიკს ნორვეგიელებში (დაახ, 50%), ხოლო სამხრეთ აზიაში კალაშებში (დაახლ. 50%) აღწევს.

ფენოტიპი

რედაქტირება

მიჩნეულია, რომ დასავლეთ სტეპის მესაქონლეები იყვნენ ღია ფერის კანის. ადრეული ბრინჯაოს ხანის სტეპის მოსახლეობას, როგორიც იყო იამნაია, უნდა ჰქონოდა ძირითადად ყავისფერი თვალი და შავი თმა,[9][10] მაშინ, როცა საბრძოლო ცულების კულტურის (Corded Ware) წარმომადგენებს ჭარბი რაოდენობით ლურჯი თვალები ჰქონდათ.[11][12]

KITLG გენის rs12821256 ალელი, რომელიც აკონტროლებს მელანოციტის განვითარებასა და მელანინის სინთეზს,[13] რაც ასოცირდება ქერა თმასთან და პირველად აღმოჩენილ იქნა ძვ. წ. 15.000 წელს ინდივიდუალში ცენტრალური აზიიდან, აღმოაჩნეს სამ აღმოსავლეთის მონადირე-შემგროვებელში (EHG) სამარა, მუტალა და უკრაინიდან, და დასავლეთ სტეპის მომთაბარეების წარმომავლობის ინდივიდუალებიდან.[14] გენეტიკოსი დევიდ რაიხი ასკვნის, რომ დასავლეთის სტეპის მესაქონლეების მასიურმა მიგრაციამ, შესაძლოა, ეს მუტაცია ევროპაში ჩაიტანა, რაც ხსნის იმას თუ რატომ არის ამ SNP-ის ასობით მილიონი ასლი თანამედროვე ევროპელებში.[15] 2020 წლის კვლევის თანახმად, დასავლეთ სტეპის მომთაბარეები იყვნენ პასუხისმგებელი თანამედროვე ევროპელების კანისა და თმის ფერის გაღიავებაზე, დომინანტური ეფექტი კი ჩრდილოეთ ევროპელების ფენოტიპზე იქონია.[16]

2015 წლის კვლევამ აჩვენა, რომ იამნაიას სიმაღლისთვის ყველაზე მაღალი გენეტიკური სელექციის მაჩვენებელი გააჩნდა, რაც კი ოდესმე გატესტილა უძველეს მოსახლეობაში.[17][11]

იამნაიას დნმ ნიმუშებიდან მეოთხედს ჰქონდა ალელი, რომელიც ასოცირდება ლაქტოზის მიმღებლობასთან, რაც მათ ზრდასრულ ასაკში ლაქტოზის მიმღებლობას ანიჭებდათ.[18] სტეპის მოსახლეობამ, როგორიც იყო იამნაია, მიჩნეულია, რომ ეს თვისება ევროპაში ევრაზიული სტეპიდან მოიტანა და არსებობს ჰიპოთეზა რომ ამან მათ ევროპის მოსახლეობასთან ბიოლოგიური უპირატესობა მიანიჭათ, რომლებსაც აკლდათ ის.[19][20][21]

ევრაზიული სტეპის მოსახლეობა აჩვენებს ლაქტოზის მიმღებლობის ალელის უფრო მაღალ მაჩვენებელს ვიდრე ევროპელი მიწათმოქმედები და მონადირე-შემგროვებლები, რომლებსაც აკლდათ სტეპური მინარევი.[22]

ლიტერატურა

რედაქტირება

</ref>

დამატებითი ლიტერატურა

რედაქტირება
  1. 1.0 1.1 Haak et al. 2015.
  2. 2.0 2.1 Jeong et al. 2018.
  3. Narasimhan et al. 2019.
  4. 4.0 4.1 Wang et al. 2019.
  5. 5.0 5.1 5.2 Jeong et al. 2019.
  6. Anthony 2019a, pp. 1–19.
  7. Malmström et al. 2019.
  8. Bianca Preda. (2020-05-06) Yamnaya - Corded Ware - Bell Beakers: How to conceptualise events of 5000 years ago. University of Helsinki. ციტირების თარიღი: 2021-08-05 (Heyd 2019)
  9. Allentoft et al. 2015.
  10. Gibbons 2015.
  11. 11.0 11.1 Heyd 2017.
  12. Frieman, Catherine J.; Hofmann, Daniela (2019-08-08). „Present pasts in the archeology of genetics, identity and migration in Europe: a critical essay“. World Archaeology. 51 (4): 528–545. doi:10.1080/00438243.2019.1627907. hdl:1956/22151. ISSN 0043-8243. S2CID 204480648.
  13. Sulem, Patrick; Gudbjartsson, Daniel F.; Stacey, Simon N.; Helgason, Agnar; Rafnar, Thorunn; Magnusson, Kristinn P.; Manolescu, Andrei; Karason, Ari; Palsson, Arnar; Thorleifsson, Gudmar; et al. (December 2007). „Genetic determinants of hair, eye and skin pigmentation in Europeans“. Nature Genetics. 39 (12): 1443–1452. doi:10.1038/ng.2007.13. ISSN 1546-1718.
  14. Mathieson et al. 2018.
  15. Reich 2018, p. 96. "The earliest known example of the classic European blond hair mutation is in an Ancient North Eurasian from the Lake Baikal region of eastern Siberia from seventeen thousand years ago. The hundreds of millions of copies of this mutation in central and western Europe today likely derive from a massive migration of people bearing Ancient North Eurasian ancestry, an event that is related in the next chapter."
  16. Hanel, Andrea; Carlberg, Carsten (2020). „Skin colour and vitamin D: An update“. Experimental Dermatology. 29 (9): 864–875. doi:10.1111/exd.14142. PMID 32621306.
  17. Mathieson et al. 2015.
  18. Saag, L (2020). „Human Genetics: Lactase Persistence in a Battlefield“. Current Biology. 30 (21): R1311–R1313. doi:10.1016/j.cub.2020.08.087. PMID 33142099. S2CID 226229587.
  19. Segurel, Laure; Guarino-Vignon, Perle; Marchi, Nina; Lafosse, Sophie; Laurent, Romain; Bon, Céline; Fabre, Alexandre; Hegay, Tatyana; Heyer, Evelyne (2020). „Why and when was lactase persistance selected for? Insights from Central Asian herders and ancient DNA“. PLOS Biology. 18 (6): e3000742. doi:10.1371/journal.pbio.3000742. PMC 7302802. PMID 32511234. "Furthermore, ancient DNA studies found that the LP mutation was absent or very rare in Europe until the end of the Bronze Age [26–29] and appeared first in individuals with steppe ancestry [19,20]. Thus, it was proposed that the mutation originated in Yamnaya-associated populations and arrived later in Europe by migration of these steppe herders."
  20. Callaway, Ewen (10 June 2015). „DNA data explosion lights up the Bronze Age“. Nature. 522: 140–141. doi:10.1038/522140a. "the 101 sequenced individuals, the Yamnaya were most likely to have the DNA variation responsible for lactose tolerance, hinting that the steppe migrants might have eventually introduced the trait to Europe"
  21. Furholt, Martin (2018). „Massive Migrations? The Impact of Recent DNA Studies on our View of Third Millennium Europe“. European Journal of Archaeology. 21 (2): 159–191. doi:10.1017/eaa.2017.43. "For example, one lineage could have a biological evolutionary advantage over the other. (Allentoft et al. 2015, p. 171) have found a remarkably high rate of lactose tolerance among individuals connected to Yamnaya and to Corded Ware, as opposed to the majority of Late Neolithic individuals."
  22. Gross, Michael (2018). „On the origin of cheese“. Current Biology. 28 (20): R1171–R1173. doi:10.1016/j.cub.2018.10.008. "The highest prevalence of tolerance detected in that study was found among the Yamnaya of the Eurasian steppe, and the highest within Europe was among the Corded Ware cultures "