კავკასიელი მონადირე-შემგროვებელი
კავკასიელი მონადირე-შემგროვებელი (ინგლ. Caucasus hunter-gatherer; CHG), ასევე ცნობილი როგორც საწურბლიის კლასტერი[1] — თანამედროვე ადამიანის გენეტიკური ხაზი, პირველად გამოვლინდა 2015 წლის კვლევაში,[2][3] დასავლეთ ევრაზიის (ევროპა, კავკასია, ახლო აღმოსავლეთი) მოსახლეობაზე ჩატარებული გენეტიკური კვლევების საშუალებით.[4][5]
კავკასიელი მონადირე-შემგროვებლის ხაზი წარმოიშვა დასავლეთ ევრაზიის მოსახლეობის იმ ფუძე ხაზიდან, რომელიც, თავდაპირველად, დაახლოებით 45.000 წლის წინ, დაიყო უსტ-იშიმის ადამიანის, ოასე1-ისა და ევროპელ მონადირე-შემგროვებლის შტოებად; და საბოლოოდ გამოეყო „ადრეულ ანატოლიელ მიწათმოქმედების“ ხაზს, დაახლოებით 25.000 წლის წინ, გამყინვარების უკანასკნელ პერიოდში.[3][3] გამყინვარების უკანასკნელ პერიოდში კავკასიელი მონადირე-შემგროვებლები იზოლაციაში დამოუკიდებელი პოპულაციის სახით გადარჩნენ.[2]
ნეოლითის დასაწყისში, ძვ. წ. 8.000 წელს, ისინი სავარაუდოდ სახლობდნენ დასავლეთ ირანსა და კავკასიაში,[6] და ხალხი რომელიც ჰგავდა ჩრდილოეთ კავკასიისა და ირანის პლატოს მონადირე-შემგროვებლებს ძვ. წ. 6.000 წლამდე სახლდებიან პაკისტანსა და ჩრდილო-დასავლეთ ინდოეთში.[7] აღმოსავლელ მონადირე-შემგროვებლები პონტურ-კასპიურ სტეპებში შეერივნენ კავკასიელ მონადირე-შემგროვებლებს, რამაც წარმოშვა დასავლეთ სტეპის მესაქონლეები. დასავლეთ სტეპის მესაქონლეებმა კი საფუძველი დაუდეს იამნაიას კულტურას და გვიანი ნეოლითისა და ადრეულ ბრინჯაოს ხანის მანძილზე გავრცელდნენ მთელი ევროპის მასშტაბით.[8]
წარმომავლობა
რედაქტირებაჯონსმა და სხვ. (2015) ანალიზი ჩაუტარეს დასავლეთ საქართველოში აღმოჩენილ გვიანი ზედა პალეოლითისა (13.300 წელი) და მეზოლითის (9,700 წელი) მამაკაცის გენომებს. როგორც გაირკვა, ეს ორი მამაკაცი ატარებდა Y დნმ-ის ჰაპლოჯგუფ: J* და J2a-ს, რომელიც მოგვიანებით დახარისხებულ იქნა J1-FT34521, და J2-Y12379* ინიციალებით, და K3 და H13c მიტოქონდრიულ ჰაპლოჯგუფებს.[9] მათმა გენომებმა აჩვენა, რომ კავკასიელი და ახლო აღმოსავლელი მოსახლეობის აღრევა გრძელდებოდა 25.000 წლის წინამდე, იქამდე, სანამ გამყინვარების ძალზე ცივი პერიოდი დაიწყებოდა.[4]
კავკასიელი მონადირე-შემგროვებლის წარმომავლობა გამოვლინდა დასავლეთ საქართველოში: საწურბლიის მღვიმეში ზედა პალეოლითის (დაახლ. ძვ. წ. 11.000 წ.) და კოტიას კლდის მღვიმეში მეზოლითის (დაახლ. ძვ. წ. 7700 წ.) ნიმუშებიდან. საწურბლიის ნიმუში ახლოს დგას სამხრეთ კავკასიის თანამედროვე მოსახლეობასთან.[2]
ფუ და სხვ. (2016), კავკასიელი მონადირე-შემგროვებლის ნიმუშები შეადარეს 13.700 წლით დათარიღებული ბიშონის ადამიანის გენომს (შვეიცარია). კვლევის შედეგად აღოჩნდა, რომ კავკასიელ მონადირე-შემგროვებლებსა და დასავლეთ ევროპელი მონადირე-შემგროვებელს შორის“ ხაზი დაახლ. 45.000 წლის წინ გაიყო, რაც ევროპის დასახლების სავარაუდო პერიოდად ითვლება. კავკასიელი მონადირე-შემგროვებელი გამოეყო „ადრეულ ანატოლიელ მიწათმოქმედების“ ხაზს გვიან, 25.000 წლის წინ, უკანასკნელი გამყინვარების პერიოდში.[3]
მარგარიანმა და სხვ. (2017) ძველი სამხრეთ კავკასიური მიტოქონდრიული დნმ-ის ანალიზის შედეგად აღმოაჩინეს მოსახლეობის მკვეთრი ზრდა უკანასკნელი გამყინვარების დასასრულის ჟამს, დაახლ. 18.000 წლის წინ. კვლევამ ასევე აჩვენა დედობრივი წარმომავლობის 8.000 წლიანი უწყვეტი ხაზი.[10]
იარდუმიანმა და სხვ. (2017) სვანების გენეტიკური კვლევისას აღმოაჩინეს მიტოქონდრიული დნმ-ის არაერთგვაროვნება, გავრცელებული ჰაპლოჯგუფები მოიცავდა U1‐U7, H, K, და W6-ს, მაშინ როცა Y დნმ-ის ჰაპლოჯგუფები იყვნენ ნაკლებად მრავალფეროვანი, სვანების 78% მიეკუთვნება G2a Y-ჰაპლოჯგუფს.[11]
ნარასიმჰანის და სხვ. (2019) თანახმად ირანელი მიწათმოქმედების მონათესავე ხალხი 6.000 წლის წინამდელ პერიოდში დასახლდნენ პაკისტანსა და ჩრდილო-დასავლეთ ინდოეთში. მკლევარები ვარაუდობენ, რომ „ირანელი მიწათმოქმედების მონათესავეთა წარმომავლობა [...] იყო [ასევე] დამახასიათებელი ჩრდილოეთ კავკასიელი და ირანის პლატოს მონადირე-შემგროვებლებისთვისაც“[7]
პროტო-ინდო-ევროპელები
რედაქტირებაპროტო-ინდო-ევროპელები ე.ი. იამნაიას ადამიანები და მონათესავე კულტურები, როგორც ჩანს წარმოადგენდნენ აღმოსავლეთ ევროპელი მონადირე-შემგროვებლებისა და იმ ადამიანთა ჯგუფის ნაზავს, რომლებიც კავშირში არიან ახლო აღმოსავლეთთან,[12] სავარაუდოდ ან კავკასიელი მონადირე-შემგროვებლების[2] ან ირანის ენეოლითური ადამიანების მეშვეობით, კავკასიელი მონადირე-შემგროვებლის კომპონენტით.[13][4] ორივე პოპულაცია იამნაიას დნმ-ის ნახევარს აყალიბებს.[14][4] ანდრეა მანიკას თქმით:
კითხვა თუ საიდან მოდის იამნაია დღემდე საიდუმლოს წარმაოდგენდა [...] ჩვენ ახლა შეგვიძლია ვუპასუხოთ ამას, რადგან აღმოვაჩინეთ, რომ მათი გენეტიკური შემადგენლობა განეკუთვნება აღმოსავლეთ ევროპის მონადირე-შემგროვებელთა და იმ კავკასიელ მონადირე-შემგროვებელთა ჯგუფს, რომელმაც უკანასკნელი გამყინვარება აშკარა იზოლაციაში გადაიტანა.[4]
ჯონსის და სხვ. (2015) აზრით, კავკასიელი მონადირე-შემგრვებლების გენომმა მნიშვნელოვანი მონაწეილობა მიიღო იამნაიას სტეპის მესაქონლეებში, რომლებიც ძვ. წ. 3.000 წელს გადასახლდნენ ევროპაში, რითიც გავლენა იქონიეს ადრე ბრინჯაოს კულტურის ფორმირებაზე. კავკასიელმა მონადირე-შემგროვებლებმა კვალი დატოვეს თანამედროვე კავკასიისა და ასევე ცენტრალური და სამხრეთ აზიის თანამედროვე მოსახლეობაზე, რამაც შესაძლოა ასევე გამოიწვია ინდო-არიანული ენების გამოჩენა.[15]
ლაზარიდისი და სხვ. (2016) ასახელებს სხვა ხალხს, სავარაუდოდ ირანიდან, როგორც იამნაიას ხალხის ახლო აღმოსავლელ წინაპრებად, კვლევის შედეგად ირკვევა, რომ ენეოლითური ირანის მონათესავე მოსახლეობამ 43%-იანი წვლილი შეიტანა ადრეული ბრინჯაოს ხანის სტეპის მოსახლეობაზე.[16] ეს კვლევა ამტკიცებს, რომ ეს ირანელი ენეოლითის ხალხი იყო „ნეოლითის ხანის დასავლეთ ირანის, ლევანტისა და კავკასიის მონადირე-შემგროვებელთა ხალხის“ ნაზავი.[16]
გალეგო-ლორენტე და სხვ. (2016) ასკვნის რომ ირანის მოსახლეობა არ უნდა იყოს იამნაიას „სამხრეთის“ კომპონენტის სავარაუდო წყაროვიდრე ავკასიელი მონადირე-შემგროვებლები.[17]
ვანგმა და სხვ. ჩრდილოეთ კავკასიის გენეტიკური ნაშთების კვლევის საფუძველზე, რომლებიც ძვ. წ. IV და I ათასწლეულებით თარიღდება, შეამჩნია კორელაცია სამხრეთ კავკასიის თანამედროვე ჯგუფებთან, რითიც დაასკვნა, რომ დღევანდელობისგან განსხვავებით - კავკასია ფუნქციონირებდა როგორც ხიდი და არა გადაულახავი ბარიერი ხალხთა მიგრაციებისთვის.[18]
კავკასიელი მონადირე-შემგროვებლის მინარევი ასევე აღმოჩენილ იქნა სამხრეთ აზიაში, რაც სავარაუდოდ აქ ინდო-არიანელების მიგრაციასთან არის დაკავშირებული.[2]
ლიტერატურა
რედაქტირება- Anthony, David (2009b), „Ancient DNA, Mating Networks, and the Anatolian Split“, Dispersals and Diversification: Linguistic and Archaeological Perspectives on the Early Stages of Indo-European, BRILL
- Fu, Q.; Posth, C.; Hajdinjak, M.; Petr, Martin; et al. (2016). „The genetic history of Ice Age Europe“. Nature. 534 (7606): 200–205. Bibcode:2016Natur.534..200F. doi:10.1038/nature17993. hdl:10211.3/198594. PMC 4943878. PMID 27135931.
- Jeong, Choongwon; Balanovsky, Oleg; Lukianova, Elena; Kahbatkyzy, Nurzhibek; Flegontov, Pavel; Zaporozhchenko, Valery; Immel, Alexander; Wang, Chuan-Chao; Ixan, Olzhas; Khussainova, Elmira; Bekmanov, Bakhytzhan; Zaibert, Victor; Lavryashina, Maria; Pocheshkhova, Elvira; Yusupov, Yuldash; Agdzhoyan, Anastasiya; Koshel, Sergey; Bukin, Andrei; Nymadawa, Pagbajabyn; Turdikulova, Shahlo; Dalimova, Dilbar; Churnosov, Mikhail; Skhalyakho, Roza; Daragan, Denis; Bogunov, Yuri; Bogunova, Anna; Shtrunov, Alexandr; Dubova, Nadezhda; Zhabagin, Maxat; Yepiskoposyan, Levon; Churakov, Vladimir; Pislegin, Nikolay; Damba, Larissa; Saroyants, Ludmila; Dibirova, Khadizhat; Atramentova, Lubov; Utevska, Olga; Idrisov, Eldar; Kamenshchikova, Evgeniya; Evseeva, Irina; Metspalu, Mait; Outram, Alan K.; Robbeets, Martine; Djansugurova, Leyla; Balanovska, Elena; Schiffels, Stephan; Haak, Wolfgang; Reich, David; Krause, Johannes (29 April 2019). „The genetic history of admixture across inner Eurasia“. Nature Ecology & Evolution. 3 (6): 966–976. doi:10.1038/s41559-019-0878-2. PMC 6542712. PMID 31036896.
- Jones, E.; Gonzalez-Fortes, G.; Connell, S.; Siska, V.; et al. (2015). „Upper Palaeolithic genomes reveal deep roots of modern Eurasians“. Nature Communications. 6 (8912): 8912. Bibcode:2015NatCo...6.8912J. doi:10.1038/ncomms9912. PMC 4660371. PMID 26567969.
- Lazaridis, I.; Nadel, D.; Rollefson, G.; Merrett, D.; et al. (2016). „Genomic insights into the origin of farming in the ancient Near East“. Nature. 536 (7617): 419–424. Bibcode:2016Natur.536..419L. doi:10.1038/nature19310. PMC 5003663. PMID 27459054.
- Narasimhan, Vagheesh M.; Patterson, N.J.; Moorjani, Priya; Rohland, Nadin (2019), "The Formation of Human Populations in South and Central Asia", Science 365 (6457): eaat7487, , PMID 31488661, https://scholar.harvard.edu/vagheesh/centralsouthasia
დამატებითი ლიტერატურა
რედაქტირება- Anthony, David (Spring–Summer 2019). „Archaeology, Genetics, and Language in the Steppes: A Comment on Bomhard“. Journal of Indo-European Studies. ციტირების თარიღი: 9 იანვარი, 2020. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|access-date=
-ში (დახმარება) - Anthony, David W. (2019) „Ancient DNA, Mating Networks, and the Anatolian Split“, Dispersals and Diversification: Linguistic and Archaeological Perspectives on the Early Stages of Indo-European. BRILL, გვ. 21–54. ISBN 978-9004416192.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Caucasus Hunter-Gatherer ancestry and Indo-Hittite დაარქივებული 2019-04-25 საიტზე Wayback Machine.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Eisenmann, S.; Bánffy, E.; van Dommelen, P.; et al. (2018). „Reconciling material cultures in archaeology with genetic data: The nomenclature of clusters emerging from archaeogenomic analysis“. Scientific Reports. 8 (1): 13003. Bibcode:2018NatSR...813003E. doi:10.1038/s41598-018-31123-z. PMC 6115390. PMID 30158639.
- ↑ 2.0 2.1 2.2 2.3 2.4 Jones et al. 2015.
- ↑ 3.0 3.1 3.2 3.3 Fu et al. 2016.
- ↑ 4.0 4.1 4.2 4.3 4.4 „Europe's fourth ancestral 'tribe' uncovered“. BBC. 16 November 2015.
- ↑ Dutchen, Stephanie. History on Ice. Harvard Medical School (May 2, 2016). ციტირების თარიღი: 11 May 2016
- ↑ Anthony 2009b, p. 29.
- ↑ 7.0 7.1 Narasimhan et al. 2019, p. 11.
- ↑ Jeong 2019.
- ↑ YFull | NextGen Sequence Interpretation.
- ↑ Margaryan, Ashot; Derenko, Miroslava; Hovhannisyan, Hrant; Malyarchuk, Boris; Heller, Rasmus; Khachatryan, Zaruhi; Avetisyan, Pavel; Badalyan, Ruben; Bobokhyan, Arsen; Melikyan, Varduhi; Sargsyan, Gagik; Piliposyan, Ashot; Simonyan, Hakob; Mkrtchyan, Ruzan; Denisova, Galina; Yepiskoposyan, Levon; Willerslev, Eske; Allentoft, Morten E. (July 2017). „Eight Millennia of Matrilineal Genetic Continuity in the South Caucasus“. Current Biology. 27 (13): 2023–2028.e7. doi:10.1016/j.cub.2017.05.087. PMID 28669760.
- ↑ Yardumian, Aram; Shengelia, Ramaz; Chitanava, David; Laliashvili, Shorena; Bitadze, Lia; Laliashvili, Irma; Villanea, Fernando; Sanders, Akiva; Azzam, Andrew; Groner, Victoria; Edleson, Kristi; Vilar, Miguel G.; Schurr, Theodore G. (December 2017). „Genetic diversity in Svaneti and its implications for the human settlement of the Highland Caucasus“. American Journal of Physical Anthropology. 164 (4): 837–852. doi:10.1002/ajpa.23324. PMID 29076141. Lay summary.
- ↑ Haak 2015, p. 3.
- ↑ Lazaridis 2016, p. 8: "The spread of Near Eastern ancestry into the Eurasian steppe was previously inferred without access to ancient samples, by hypothesizing a population related to present-day Armenians as a source."
- ↑ Mathieson 2015.
- ↑ Jones და სხვები. 2015: "Caucasus hunter-gatherers (CHG) belong to a distinct ancient clade that split from western hunter-gatherers ~45 kya, shortly after the expansion of anatomically modern humans into Europe and from the ancestors of Neolithic farmers ~25 kya, around the Last Glacial Maximum."
- ↑ 16.0 16.1 Lazaridis et al. 2016, p. 5.
- ↑ Gallego-Llorente, M.; Connell, S.; Jones, E. R.; Merrett, D. C.; Jeon, Y.; Eriksson, A.; et al. (2016). „The genetics of an early Neolithic pastoralist from the Zagros, Iran“. Scientific Reports. 6: 31326. Bibcode:2016NatSR...631326G. doi:10.1038/srep31326. PMC 4977546. PMID 27502179.
- ↑ Wang et al. 2018.