დასავლეთის მონადირე-შემგროვებელი

დასავლეთის მონადირე-შემგროვებელი (ინგლ. Western Hunter-Gatherer; WHG), დასავლეთ ევროპელი მონადირე-შემგროვებელი — ტერმინი, რომელიც არქეოგენეტიკაში აღნიშნავს დასავლეთ, სამხრეთ და ცენტრალური ევროპის მეზოლითის მონადირე-შემგროვებლების წარმომავლობას. მეზოლითის ხანაში დასავლეთ მონადირე-შემგროვებლის განსახლების არეალი, დასავლეთით, ბრიტანეთის კუნძულებიდან, აღმოსავლეთით, კარპატებამდე ვრცელდებოდა.[1]

„ჩედარის კაცი“, ნაპოვნია დიდ ბრიტანეთში, აღმოაჩნდა დასავლეთის მონადირე-შემგროვებლის გენოტიპი.

სკანდინავიელ მონადირე-შემგროვებლებთან (SHG) და აღმოსავლეთ მონადირე-შემგროვებლებთან (EHG) ერთად, დასავლეთ მონადირე-შემგროვებელი (WHG) შეადგენს პოსტ-გამყინვარების პერიოდის ადრეულ ჰოლიცენიური ევროპის სამიდან ერთ-ერთ გენეტიკურ ჯგუფს.[2] WHG-სა და EHG-ს შორის საზღვარი უხეშად იყოფოდა ქვემო დუნაიდან, ჩრდილოეთით, დნეპრისგან დასავლეთით მდებარე ტყეებით, ბალტიის ზღვის მიმართულებით.[1]

სკანდინავიელი მონადირე-შემგროვებლები (SHG) დასავლეთის მონადირე-შემგროვებლებისა (WHG) და აღმოსავლეთის მონადირე-შემგროვებლების (EHG) თანაბარ ნარევს წარმოადგენდნენ. ევროპის მასშტაბით ოდესღაც ფართოდ გავრცელებული დასავლეთ მონადირე-შემგროვებლები, მოგვიანებით, ადრეული ნეოლითის ხანაში, ჩაანაცვლა ადრეულმა ევროპელმა მიწათმოქმედებმა (EEF), მიუხედავად ამისა მათ შუა ნეოლითის ხანაში მაინც განიცადეს მამისეული ხაზის აღორძინება. გვიანი ნეოლითსა და ადრეული ბრინჯაოს ხანაში, დასავლეთის სტეპის მომთაბარეებმა (WHS) პონტო-კასპიის სტეპებიდან წამოიწყეს მასიური ექსპანსია, რამაც კიდევ უფრო შეავიწროვა დასავლეთის მონადირე-შემგროვებლები. დასავლეთის მონადირე-შემგროვებლის წარმომავლობა დღესდღეობით ხშირია აღმოსავლეთ ბალტიისპირეთის ტერიტორიაზე.

გარეგნობა

რედაქტირება

გენომის ანალიზი მიუთითებს, რომ დასავლეთის მონადირე-შემგროვებელს გააჩნდა ლურჯი თვალები, მუქი ყავისფერი ან შავი თმა, ხოლო კანის ფერი ცვალებადი შუალედურიდან მუქ-შავამდე.[3][4]

ლიტერატურა

რედაქტირება
  1. 1.0 1.1 Anthony 2019b, p. 28.
  2. Kashuba 2019: "Earlier aDNA studies suggest the presence of three genetic groups in early postglacial Europe: Western hunter–gatherers (WHG), Eastern hunter–gatherers (EHG), and Scandinavian hunter–gatherers (SHG)4. The SHG have been modelled as a mixture of WHG and EHG."
  3. Brace, Selina; Diekmann, Yoan; Booth, Thomas J.; Faltyskova, Zuzana (2019), "Population Replacement in Early Neolithic Britain", Nature Ecology & Evolution 3 (5): 765–771, , PMID 30988490 Supplementary Material. Page 22: "Two WHGs (Cheddar Man and La Braña from northern Spain) are predicted to have had dark or dark-to-black skin, whereas one (Loschbour44from Luxembourg) is predicted to have had intermediate skin suggesting but we find potential temporal and/or geographical variation in pigmentation characteristics, suggesting that diverse skin pigmentation levels coexisted in WHGs by at least ca.8 kBP. Sven was predicted to have had dark to intermediate to dark skin in line with the current hypothesis that alleles commonly associated with lighter skin in Europeans were introduced to north-western Europe by ANFs."
  4. Günther 2018.