Twenty One Pilots
Twenty One Pilots (ხშირად გამოსახული როგორც TWENTY ØNE PILØTS, ან შემოკლებული როგორც TØP)[1] — ამერიკული მუსიკალური დუეტი, ჩამოყალიბდა ტაილერ ჯოზეფის ინიციატივით 2009 წელს, კოლუმბუსში (ოჰაიო), ნიკ ტომასთან და კრის სალისთან ერთად, რომლებმაც 2011 წელს ჯგუფი საბოლოოდ დატოვეს. ამჟამად ჯგუფი შედგება ორი წევრისაგან - ვოკალისტი ტაილერ ჯოზეფი და დრამერი - ჯოშ დანი.
Twenty One Pilots | |
---|---|
ჯოშ დანი (მარცხნივ) და ტაილერ ჯოზეფი ბანგოკში 2015 წელს | |
ბიოგრაფია | |
წარმოშობა | კოლუმბუსი, ოჰაიო, აშშ |
ჟანრ(ებ)ი | |
აქტიური | 2009–დღემდე |
ლეიბლ(ებ)ი | |
წევრები | |
ყოფილი წევრები |
|
საიტი | twentyonepilots.com |
Twenty One Pilots ვიკისაწყობში |
ჯგუფმა საკუთარი სახსრებით ორი ალბომი - Twenty One Pilots 2009 წელს და Regional at Best 2011 წელს გამოუშვა, სანამ ლეიბლ Fueled By Ramen-თან კონტრაქტს გააფორმებდნენ 2012 წელს. მათი ლეიბლის სადებიუტო ალბომი Vessel გამოვიდა 2013 წელს. დუეტს წარმოუდგენელი წარმატება მოუტანა რიგით მეოთხე ალბომმა - Blurryface (2015), წარმოდგენილი სიმღერებით როგორებიცაა „Stressed Out“ და „Ride“.
ისტორია
რედაქტირება2009-11 ჯგუფის ფორმირება და Twenty One Pilots
რედაქტირება2009 წელს კოლეჯის მეგობრებმა ტაილერ ჯოზეფმა, ნიკ ტომასმა და კრის სალიმ ჩამოაყალიბეს ჯგუფი კოლუმბუსსში (ოჰაიო).[2][3] 2009 წლის 29 დეკემბერს კი წამოიწყეს ტური ოჰაიოს ფარგლებში. 2010 წელს ჯგუფმა ორი სიმღერა გამოუშვა, მათი SoundCloud-ის გვერდზე წარმოდგენილი სიმღერები იყო ანდრეა ბოჩელისა და სარა ბრაიტმანის „Time to Say Goodbye“ და კრისტინა პერის „Jar of Hearts“.[4][5]
სალიმ 2011 წელის 8 მაისს, ხოლო ტომასმა კი დაახლოებით ერთი თვის შემდეგ, 3 ივნისს დატოვა ჯგუფი, გამოსამშვიდობებელი წერილებით ბენდის ოფიციალურ Facebook გვერდზე. ტაილერ ჯოზეფმა მოიწვია დრამერი - ჯოშ დანი, House Of Heroes- ყოფილი წევრი.
2011–12: Regional at Best და Fueled by Ramen
რედაქტირებამათი მეორე ალბომი Regional at Best 2011 წლის 8 ივლისს გამოვიდა. 2011 წლის ნოემბერში წარდგნენ კოლუმბუსის მთავარ სცენაზე, სადაც მიიპყრეს რამდენიმე ლეიბლის ყურადღება. მიუხედავად იმისა, რომ არა ერთი ლეიბლი იბრძოდა ჯგუფის ხელში ჩასაგდებად, გადაწყვიტეს რომ კონტრაქტი Fueled By Ramen-თან გაეფორმებინათ. იმავე წელს ჯგუფმა ფანებს უსასყიდლოდ აჩუქა სიმღერები „House of Gold“ და „Two“.[6][7]
2012–14: Vessel და Quiet Is Violent მსოფლიო ტური
რედაქტირებარიგით მესამე ალბომი Vessel 2013 წლის 8 იანვარს გამოვიდა და 21-ე ადგილი დაიკავა Billboard 200-ის ჩარტებში. სიმღერამ „Holding On To You“ ბილბორდის ალტერნატიულ ჩარტებში 11 ადგილი დაიკავა, დამატებით, სიმღერებმა „Guns For Hands“ და „Lovely“ 21-ე და 27-ე ადგილები დაიკავეს Japan Hot 100-ის ჩარტებში.[8][9]
2012 წლის 12 ნოემბერს, „Holding On To You-ს“ ოფიციალური ვიდეო აიტვირთა YouTube-ზე,[10] ასევე 2013-ში თანმიმდევრულად აიტვირთა მუსიკალური ვიდეოები სიმღერებისთვის „Guns For Hands“ და „Car Radio“ 7 იანვარსა და 19 აპრილს.
2014 წელს ჯგუფი რამდენიმე ფესტივალზე წარდგა, როგორებიცაა: Lollapalooza, Bonnaroo, Boston Calling, და Firefly. შედეგად, მიიღეს მიწვევები სხვადასხვა ქალაქებიდან, რომლებიც გააერთიანეს Quiet Is Violent ტურში, რომელიც დაიწყო 2014 წლის სექტემბერში და იმავე წელს დასრულდა.[11]
2015–დღემდე: Blurryface და Emotional Roadshow მსოფლიო ტური
რედაქტირება2015 წლის 16 მარტს, ჯგუფის წევრებმა გამოაცხადეს რომ რიგით მეოთხე ალბომი Blurryface 19 მაისს გამოვიდოდა.[12] მათ ასევე გამოუშვეს ალბომის პირველი სინგლი, „Fairly Local“.[13] ალბომის მეორე სიმღერა და ოფიციალური ვიდეო „Tear in My Heart“ გამოვიდა 2015 წლის 5 აპრილს.[14] 28 აპრილს სიმღერა „Stressed Out“ კლიპთან ერთად გამოვიდა.[15][16] „Stressed Out“ მიაღწია მეორე ადგილს Billboard Hot 100-ის ჩარტებში, და დაიკავა პირველი ადგილი ალტერნატიული სიმღერებისა და როკ სიმღერების ჩარტებში. Blurryface ორი დღით ადრე, 2015 წლის 17 მაისს გამოვიდა და გაიყიდა 134 000 ასლი პირველ კვირაში, შეერთებულ შტატებში და გახდა ბენდის ნომერ პირველი ალბომი Billboard 200-ის ჩარტებში.[17] 2016 წლის 22 მაისს Blurryface-მ გაიმარჯვა ნომინაციაში „საუკეთესო როკ ალბომი“ ბილბორდის მუსიკალურ დაჯილდოებაზე და ასევე ნომინაციაში „საუკეთესო როკ შემსრულებელი“.[18] Blurryface-ს მსოფლიო ტური 2015 წლის 11 მაისს, შოტლანდიაში დაიწყო. ტურის ფარგლებში კონცერტები ჩატარდა ამერიკის შეერთებულ შტატებში, ავსტრალიაში, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში, იაპონიასა და ევროპაში.[19]
Emotional Roadshow მსოფლიო ტური 2016 წლის 31 მაისს დაიწყო,[20] რომელმაც მოიცვა ამერიკის შეერთებული შტატები, კანადა, მექსიკა, ევროპა და ავსტრალია.[21][22]
2016 წლის 16 ივნისს, ბენდმა გამოუშვა სიმღერა „Heathens“, როგორც პირველი სიმღერა ფილმ „თვითმკვლელთა რაზმის“ საუნდტრეკი.
Twenty One Pilots გახდა მესამე შემსრულებელი, რომლის ორი სიმღერა ერთდროულად მოხვდა Billboard Hot 100-ის საუკეთესო ხუთეულში (პირველი - ორი შემსრულებელი - The Beatles და ელვის პრესლი).ref>McIntyre, Hugh. (August 31, 2016) Twenty One Pilots Match A Charting Feat That Only The Beatles And Elvis Have Managed. Forbes. ციტირების თარიღი: 1 სექტემბერი, 2016.</ref>
წევრები
რედაქტირება- ტაილერ ჯოზეფი — ვოკალი, პიანინო, სინთეზატორები, უკულელე, ბას-გიტარა, დრამი, პერკუსია (2009-დღემდე)
- ჯოშ დანი — დრამი, პერკუსია, საყვირი, ბეკ-ვოკალი (2011-დღემდე)
ყოფილი წევრები
რედაქტირება- ნიკ ტომასი — ბას-გიტარა, პიანინო, გიტარა (2009-11)
- კრის სალი — დრამი, პერკუსია (2009-11)
დისკოგრაფია
რედაქტირება- Twenty One Pilots (2009)
- Regional at Best (2011)
- Vessel (2013)
- Blurryface (2015)
- Trench (2018)
- Scaled and Icy (2021)
- Clancy (2024)
ტურები
რედაქტირებარესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- შეგიძლიათ იხილოთ მედიაფაილები თემაზე „Twenty One Pilots“ ვიკისაწყობში.
- ოფიციალური საიტი
სქოლიო
რედაქტირება- ↑ twenty one pilots. iTunes. ციტირების თარიღი: 13 ოქტომბერი, 2017.
- ↑ Twenty One Pilots Biography Billboard. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-10-16. ციტირების თარიღი: 1 თებერვალი, 2013.
- ↑ With debut album set for release, Columbus duo Twenty One Pilots poised to break out. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-05-20. ციტირების თარიღი: 1 თებერვალი, 2013.
- ↑ twentonepilots. SoundCloud. ციტირების თარიღი: 5 ნოემბერი, 2015.
- ↑ Interview with Twenty One Pilots’ Tyler Joseph and Josh Dun, part 1. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-07-14. ციტირების თარიღი: 2018-02-06.
- ↑ The site. Twenty One Pilots (23 თებერვალი, 2017).
- ↑ Thomas, Fred. Twenty One Pilots | Biography. AllMusic. ციტირების თარიღი: 4 ივლისი, 2015.
- ↑ Apple Music 内のTwenty One Pilots「Lovely - Single」. iTunes Store. ციტირების თარიღი: 1 ივნისი, 2017.
- ↑ Vessel by twenty one pilots. ციტირების თარიღი: 17 აგვისტო, 2016.
- ↑ twenty one pilots: Holding on to You. YouTube (14 ნოემბერი, 2012).
- ↑ 11.0 11.1 Tour. twentyonepilots.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-03-08. ციტირების თარიღი: 17 ივნისი, 2014. შეცდომა ციტირებაში Invalid
<ref>
tag; name "self tour" defined multiple times with different content; $2 - ↑ Pierangelo, Hannah. (17 მარტი, 2015) Twenty One Pilots Announce New Album + Tour Dates. ციტირების თარიღი: 2 თებერვალი, 2016.
- ↑ Hear twenty one pilots' eerie new single "Fairly Local" from impending album 'Blurryface'. Alternative Press. ციტირების თარიღი: 17 მარტი, 2015.
- ↑ [https://www.youtube.com/watch?v=nky4me4NP70 twenty one pilots: Tear In My Heart; YouTube, April 6, 2015
- ↑ Stressed Out; Google Play, 28 აპრილი, 2015
- ↑ twenty one pilots: Stressed Out; YouTube, 28 აპრილი, 2015
- ↑ Twenty One Pilots Earn First No. 1 Album on Billboard 200 Chart. ციტირების თარიღი: 4 ნოემბერი, 2015.
- ↑ Billboard Music Awards 2016: Complete Winners List. ციტირების თარიღი: 24 მაისი, 2016.
- ↑ Twenty One Pilots announce Blurryface World Tour. axs.com. ციტირების თარიღი: 2 ოქტომბერი, 2015.
- ↑ Kaufman, Gil. Twenty One Pilots' Rock Dreams Come True at Emotional Roadshow Tour Kick-Off. Billboard. ციტირების თარიღი: 3 ივნისი, 2016.
- ↑ TWENTY ONE PILOTS: EMØTIØNALRØADSHØW. twentyonepilots.com. ციტირების თარიღი: 9 მაისი, 2016.
- ↑ Twenty One Pilots Announces Emotional Roadshow World Tour: See Dates Here. ციტირების თარიღი: 9 მაისი, 2016.
- ↑ Twenty One Pilots Mostly November Tour. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-12-28. ციტირების თარიღი: 16 თებერვალი, 2017.
- ↑ Pierangelo, Hannah. (17 მარტს, 2015) Twenty One Pilots Announce New Album + Tour Dates. ციტირების თარიღი: 2 თებერვალი, 2016.
- ↑ Tour. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-03-08. ციტირების თარიღი: 9 მაისი, 2016.