ანდრეა ბოჩელი (იტალ. Andrea Bocelli; დ. 22 სექტემბერი, 1958) — იტალიელი ტენორი, მულტი-ინსტრუმენტალისტი. დაბადებიდან სუსტი მხედველობის მქონე მომავალი ვარსკვლავი 12 წლის ასაკში უბედური შემთხვევის გამო სრულიად დაბრმავდა.[1]

ანდრეა ბოჩელი

ბიოგრაფია
დაბ. თარიღი 22 სექტემბერი, 1958 (1958-09-22) (66 წლის)
ტოსკანა, იტალია
დაბ. ადგილი Lajatico
საქმიანობა მუსიკოსი, სიმღერების ავტორი, პროდიუსერი, მულტი-ინსტრუმენტალისტი
ინსტრუმენტ(ებ)ი ვოკალი, კლავიშებიანი საკრავები, ფლეიტა, საქსოფონი, საყვირი, ტრომბორნი, არფა, ჰარმონიკა, გიტაა,
აქტიური 1992–დღემდე
ლეიბლ(ებ)ი Universal, Philips, PolyGram, Decca, Sugar
ხელმოწერა
საიტი ოფიციალური საიტი
ანდრეა ბოჩელი ვიკისაწყობში

ბიოგრაფია

რედაქტირება

ბოჩელი 1958 წელს, ტოსკანის რეგიონში, პატარა სოფელ ლაჯატიკოში დაიბადა, რომელიც ქალაქ პიზიდან 40 კმ-ით სამხრეთით მდებარეობს. ოჯახი მიწათმოქმედებას ეწეოდა. ბოჩელის დედა და უმცროსი ძმა დღემდე მშობლიურ სოფელში ცხოვრობენ. მამამისი 2000 წელს გარდაიცვალა.

პატარა ანდრეა დიდ ინტერესს იჩენდა მუსიკისადმი — 6 წლიდან უკრავდა ფორტეპიანოზე, მოგვიანებით ფლეიტას და საქსაფონსაც დაეუფლა. როგორც დედამისი აღნიშნავს, მუსიკა ერთადერთი რამ იყო, რაც მას კომფორტს უქმნიდა.

საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ, 1980 წელს პიზის უნივერსიტეტში ჩაირიცხა, სადაც სამართალს სწავლობდა. ფულის გამომუშავების მიზნით, საღამოობით ბარებში პიანინოს უკრავდა. სასწავლებლის დასრულების შემდეგ, 1 წელი სასამართლოში მუშაობდა, სადაც 1987 წელს ის მომავალ მეუღლე ენრიკას შეხვდა.

მხედველობის დაკარგვა

რედაქტირება

ანდრეას დაბადებიდანვე ჰქონდა მხედველობასთან დაკავშირებული გარკვეული პრობლემები. მრავალ ექიმთან ვიზიტის შემდეგ, საბოლოოდ თანდაყოლილი გლაუკომა დაუდგინდა. 1970 წელს, 12 წლის ასაკში, საფეხბურთო მატჩზე მომხდარი უბედური შემთხვევის გამო ბოჩელიმ მხედველობა სრულად დაკარგა.

 
ანდრეა ბოჩელი და ჯუდი ვაისი

მიუხედავად სიბრმავისა, ბოჩელი თანამედროვე ოპერის ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი ხმა გახდა. იგი თანაბარი ბრწყინვალებით ასრულებს კლასიკურ რეპერტუარს და პოპ-ბალადებს. ჩაწერილი აქვს დუეტები სელინ დიონთან, ეროს რამაზოტისთან და ა. შ.

1992 წელს, ჯუკერო (ადელმო ფორნაჩიანი) სიმღერის „Miserere“ ჩასაწერად ტენორს ეძებდა. კომპოზიცია ანდრეამ ლუჩანო პავაროტისთან ერთად ჩაწერა. მსოფლიო მასშტაბის ტურნეს შემდეგ ბოჩელი 1994 წლის სექტემბერს ლონდონში საქველმოქმედო ფესტივალზე „Pavarotti International Festival“ წარმატებით გამოვიდა.

1995 წელს ანდრეამ ნიდერლანდებში, ბელგიაში, გერმანიაში, ესპანეთსა და საფრანგეთში „Night Of Proms“ დიდი წარმატებით წარადგინა. წარმოდგენაში მონაწილეობდნენ: Bryan Ferry, Al Jarreau, Roger Hodgson და ჯონ მაისი.

მისი პირველი ორი ალბომი „Andrea Bocelli“(1994) და „Bocelli“ (1996) მხოლოდ საოპერო არიებს მოიცავდა; მესამე ფირფიტა - „Italiano“ საოპერო არიებით და ნეაპოლიტანური სიმღერებით არის ცნობილი. მიუხედევად იმისა, რომ ეს ფირფიტა მხოლოდ იტალიაში გამოვიდა, 300 000 ეგზემპლარი გაიყიდა.

მეოთხე ალბომი „Romanza“ (1997) უკვე პოპ-მასალასაც მოიცავდა. ორი წლის შემდეგ მისი მეხუთე ალბომი „Sogno“ გამოდის, რომელშიც სელენ დიონთან დოუეტიც „The Prayer“ არის შესული. ეს კომპოზიცია ცალკე სინგლის სახით მხოლოდ ამერიკაში 10 მლნ. ასლი გაიყიდა და მომღერალს „გრემის“ ჯილდოც მოუტანა. ალბომი „Ciele Di Toscana“ კი 2001 წელს იხილა მსმენელმა.

დისკოგრაფია

რედაქტირება

ალბომები

რედაქტირება

სინგლები

რედაქტირება

საკონცერტო ალბომები და DVD

რედაქტირება

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება