ჯოშუა უილიამ „ჯოშ“ დანი (ინგლ. Joshua William "Josh" Dun; დ. 18 ივნისი, 1988) — ამერიკელი მუსიკოსი. ჯგუფ Twenty One Pilots-ის დრამერი.

ადრეული წლები

რედაქტირება

დანი დაიბადა კოლუმბუსში, ოჰაიოში. იზრდებოდა ორ დასთან - ეშლისთან, აბიგაილთან და ძმასთან - ჯორდათან ერთად. დანის ნათქვამზე დაყრდნობით, როგორც ბავშვს მას არ შეეძლო მუსიკის მოსმენა, ამის გამო კვირაში ერთხელ მიდიოდა მუსიკალურ მაღაზიებში, სადაც ხალხს რჩევისათვის ეკითხებოდა. „საწოლის ქვეშ ვმალავდი ალბომებს როგორიცაა Green Day's Dookie“ ამბობს დანი. „ხანდახან პოულობდნენ, ამის გამო კი ძალიან ბრაზობდნენ, ძებნიდნენ ქრისტიანულ ალტერნატივას და უნოდათ რომ ამისთვის მესმინა“. დანი მუშაობდა Guitar Center-ში სამი წელი, ასევე მუშაობდა Twenty One Pilots-ის ყოფილ წევრთან, კრის სალისთან ერთად.

2010 წლის მარტში, დანმა დაკვრა დაიწყო ჯგუფ House Of Heroes-ში, ბენდის ერთ-ერთი წევრის - კოლინ რიგსბის რეკომენდაციით, რომელმაც შესვენება აიღო, რადგან უნდოდა მეტი დრო გაეტარებინა ოჯახთან.

დანი House Of Heroes-ის ტურნეზე უკრავდა ოქტომბრამდე, სანამ რიგსბი თავის საქმეს არ დაუბრუნდა.

 
ჯოშ დანი Emotional Roadshow მსოფლიო ტურნეზე 2016

2011 წელს, დანი დაესწრო Twenty One Pilots-ის შოუს ბენდის დრამერის, კრის სალის მიწვევით, მას შემდეგ რაც მოუსმინა ბენდის ორიგინალ CD-ს დემო ვერსიას. აღფრთოვანებული დარჩა ტრიოს შესრულებით. შემთხვევით შეხვდა ბენდის მთავარ ვოკალისტს, ტაილერ ჯოზეფს, შოუს შემდეგ, რამდენიმე დღის შემდეგ კი ერთად დროის გატარება და მეგობრობა დაიწყეს.

 
Twenty One Pilots

მოგვიანებით, იმავე წელს, ნიკ ტომასმა და სალიმ დატოვეს ჯგუფი, დანმა თავი დაანება Guitar Center-ში მუშაობას, იმის გამო რომ ჯოზეფთან ერთად დაეკრა. მათ დაუკრეს ერთი სიმღერა,მანამ, სანამ პოლიციელებმა არ შეწყვიტეს შოუ. ამ დღის შემდეგ, დანი ოფიციალურად გახდა ბენდის დრამერი. დუეტმა გამოუშვა ბენდის რიგით მეორე ალბომი, Regional At Best, 2011 წლის 8 ივლისს, და გააფორმეს ხელშეკრულება ლეიბლ Fueled by Ramen-თან 2012 წლის აპრილში.

Twenty One Pilots-ის მესამე ალბომი, Vessel, 2013 წლის 8 იანვარს გამოვიდა. ბენდის რიგით მეოთხე ალბომი, Blurryface, გამოვიდა 2015 წლის 17 მაისს.

პირადი ცხოვრება

რედაქტირება
 
Josh Dun

მუსიკის შესახებ ის ამბობს :

 
„ყოველთვის მინდოდა დამეკრა დრამზე და ახლა ეს შემიძლია ვაკეთო განუსაზღვრელი რაოდენობით.ეს არის ის, რაც ყველაზე მეტად მიყვარს, როდესაც ვიკრიბებით ოთახში და მუსიკა გვაერთიანებს- ვიცი რომ ეს დრამატულად ჟღერს, მაგრამ ეს არის ის რაც არ მომბეზრდება ჯერ კიდევ დიდი ხნის მანძილზე და ამავდროულად, ძალიან მაგარი გამოცდილებაა“

.

ჯილდოები და ნომინაციები

რედაქტირება
წელი ცერემონია ჯილდო ნომინირებული შედეგი
2017 Alternative Press Music Awards საუკეთესო დრამერი ჯოშ დანი ნომინირებული

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება