კუროსთავი
კუროსთავი[1] (ლათ. Tribulus terrestris) — ერთ-, ორ- ან მრავალწლოვანი ბალახოვანი მცენარე ორლებნიანთა კლასის, ორყურასებრთა (ლათ. Zygophyllaseae) ოჯახიდან. მიწისზედა ბუსუსებიან მხოხავ ღეროებზე აქვს მოპირისპირედ 5-8 რიგად განლაგებული მუქი მწვანე ფოთლები და ფოთლების ღლიებში მოკლე ღეროზე მჯდომი წვრილი ყვითელი ყვავილები. ნაყოფი ორლებნიაბი ეკლოვანი კოლოფია. კუროსთავი ითვლება აბეზარ სარეველა მცენარედ. ამ თვისებამ განაპირობა წმინდა წერილში (მათე, 7,16) მისი უარყოფით კონტექსტში მოხსენიება.
კუროსთავი | ||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
Tribulus terrestris | ||||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||||||||
| ||||||||||||||
ლათინური სახელი | ||||||||||||||
Tribulus terrestris | ||||||||||||||
დაცვის სტატუსი | ||||||||||||||
ყველაზე ნაკლები საფრთხის ქვეშ IUCN 3.1 Least Concern : 203497 | ||||||||||||||
|
საქართველოს გარდა კუროსთავი გავრცელებულია აზიისა და აფრიკის ტროპიკულ და სუბტროპიკულ ქვეყნებში, სამხრეთ ევროპასა და ავსტრალიაში.
კუროსთავისაგან დამზადებულ პრეპარატებს იყენებენ მედიცინაში. მისი ეკალი შეიცავს ტანინს, გლიკოზიტებს, ეთერზეთებს და ა. შ. მას იყენებენ მატონიზირებელ საშუალებად.
ლიტერატურა
რედაქტირება- Daniel Reid, Handbuch der chinesischen Heilkräuter, München, 1998.