The Scriptირლანდიური სოფტ-როკ ჯგუფი დუბლინიდან, ჩამოყალიბებული 2001 წელს.

The Script

ბიოგრაფია
წარმოშობა დუბლინი, ირლანდია
ჟანრ(ებ)ი ინდი-როკი, როკი, პოპ-როკი, სოფტ-როკი, რიტმ-ენდ-ბლუზი
აქტიური 2001–დღემდე
ლეიბლ(ებ)ი Sony BMG Phonogenic, Epic, RCA და Columbia
წევრები დენი ო'დონოჰიუ
მარკ შიინი
გლენ პაუერი
საიტი thescriptmusic.com
The Script ვიკისაწყობში

ყოფილი მუსიკალური პროდიუსერები მარკ შიინი და დენი ო'დონოჰიუ შეერთებულ შტატებში წარმატებული კარიერის შემდეგ დაბრუნდნენ მშობლიურ ირლანდიაში, სადაც შეხვდნენ გლენ პაუერს და ჯგუფი შექმნეს. Phonogenic-თან კონტრაქტის დადების შემდეგ უკვე 2007 წელს ბრიტანულ მუსიკალურ საიტზე, Last.fm-ზე გამოუშვეს პირველი EP.

სადებიუტო სინგლი „We Cry“ გახდა კვირის ლიდერი ირლანდიურ რადიოარხებზე: RTÉ 2fm და Today FM -ზე, შემდეგ კი ბრიტანულ BBC რადიო 1-ზე. ახალი ჯგუფის მეორე სინგლმა „The Man Who Can't Be Moved“ წარმატებას მთელ ევროპაში მიაღწია. მან დაიკავა წინა პოზიციები ესპანეთის, გერმანიის და ნიდერლანდების რადიოჩარტებში. სადებიუტო ალბომმა The Script დაიკავა პირველი ადგილი როგორც გაერთიანებული სამეფოს, ასევე ირლანდიის ალბომების ჩარტში.

ჯგუფის მესამე სინგლი "Breakeven", ირლანდიაში და დიდი ბრიტანეთში გამოვიდა 2008 წლის ბოლოს და მალევე მიაღწია წარმატებას. ოთხი კვირის განმავლობაში იგი შედიოდა ბრიტანული სინგლების აღლუმში. ჯგუფის მეოთხე სინგლი "Talk You Down" გამოვიდა 2009 წლის მარტში.

ჯგუფის წევრები

რედაქტირება

დისკოგრაფია

რედაქტირება

სტუდიური ალბომები

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=The_Script&oldid=3537837“-დან