ნემსთევზასებრნი
ნემსთევზასებრნი[1][2] (ლათ. Syngnathidae) — თევზების ოჯახი ნემსთევზასნაირთა რიგისა. აქვთ წაგრძელებული, ნემსისებური, 2,5-დან 60 სმ-მდე სიგრძის სხეული, რომელიც დაფარულია ძვლოვანი რგოლებით; ზოგიერთი მხედრის საჭადრაკო ფიგურას წააგავს (ზღვის ცხენთევზა). თავი გრძელი მილისებრი დინგითაა. ლაყუჩები სალაყუჩე რკალზე მიმაგრებული პატარა კონების სახისა. ზურგის (1 ცალი) ფარფლი ეკლების გარეშეა. მუცლის ფარფლი არ აქვთ, დანარჩენი (მკერდის, ანალური და კუდის) შეიძლება რედუცირებული იყოს. ცნობილია დაახლ. 52 გვარის 200-მდე სახეობა. ფართოდ არიან გავრცელებული მსოფლიო ოკეანის სანაპირო და ღია წყლებში; ზოგჯერ მდინარეებშიც შედიან; გვხვდებიან შავ ზღვაშიც, საქართველოს აკვატორიაში.[2] ტოფობენ გაზაფხულზე ან ზაფხულში. დედალი ქვირითს (დაახლ. 100 ცალს) პორციულად ყრის მამლის გამოსაჩეკ კამერაში, რომელიც მდებარეობს კუდის ან მუცლის განყოფილებაში. იკვებებიან პლანქტონით, იშვიათად მტაცებლობენ (კიბოსნაირებსა და ლიფსიტებზე). სარეწაო მნიშვნელობა არ აქვთ.
ნემსთევზასებრნი | |||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
Syngnathus acus | |||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||||
| |||||||||||||
ლათინური სახელი | |||||||||||||
Syngnathidae (Rafinesque, 1810) | |||||||||||||
|
ლიტერატურა
რედაქტირება- Никольский Г. В., Частная ихтиология, 3 изд., М., 1971;
- Морские иглы // Большая советская энциклопедия, т. 16 — М. : Советская энциклопедия, 1974;
- МОРСКИЕ ИГЛЫ // Большая российская энциклопедия. т. 21. — М., 2013. — стр. 162.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Syngnathidae — ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი.
- ↑ 2.0 2.1 დემეტრაშვილი მ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, თბ., 1984. — გვ. 377.