სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ Silent Hill (მრავალმნიშვნელოვანი).

„Silent Hill 2“ (ქართ. ჩუმი გორაკი 2) — ფსიქოლოგიური Survival horror და მოქმედებითი-სათავგადასავლო ჟანრის ვიდეო თამაში, რომელიც შექმნა კომპანია Team Silent-მა, ხოლო გამოსცა Konami-მ. ეს არის რიგით მეორე თამაში „Silent Hill“-ის ვიდეო თამაშების სერიიდან, რომელიც გამოვიდა PlayStation 2-ის პლატფორმაზე 2001 წლის 24 სექტემბერს აშშ-ში, 2001 წლის 27 სექტემბერს — იაპონიაში, ხოლო ამავე წლის 23 ნოემბერს — ევროპაში. მოგვიანებით პროექტი პორტირებული იქნა პერსონალურ კომპიუტერსა და Xbox-ზე. „Silent Hill 2“-ის სიუჟეტი არ არის დაკავშირებული სერიის პირველ ნაწილთან. ორი წლის განმვალობაში თამაშზე მუშაობდა დაახლოებით 50 თანამშრომელი. მოგვიანებით, 2012 წლის 20 მარტს გამოვიდა რემასტერინგული HD ვერსია PlayStation 3-სა Xbox 360-ზე.

Silent Hill 2

ჩრდილო ამერიკული ვერსიის გარეკანი, რომელზეც გამოსახულია თამაშის პერსონაჟი ანჯელა ოროსკო
დეველოპერ(ებ)ი
გამომცემელი Konami
სერია „Silent Hill“
პლატფორმ(ებ)ი
გამოსვლის თარიღი
24 სექტემბერი, 2001
  • ორიგინალი ვერსია
    PlayStation 2
    ჩრდ.ამ. 24 სექტემბერი, 2001
    იაპ 27 სექტემბერი, 2001
    ევრ 23 ნოემბერი, 2001
    რეჟისორის ვერსია
    Xbox
    ჩრდ.ამ. 19 დეკემბერი, 2001
    იაპ 22 თებერვალი, 2002
    ევრ 4 ოქტომბერი, 2002
    PlayStation 2
    იაპ 4 ივლისი, 2002
    ჩრდ.ამ. 17 ნოემბერი, 2002
    ევრ 28 თებერვალი, 2003
    Microsoft Windows
    ჩრდ.ამ. 2 დეკემბერი, 2002
    ევრ 28 თებერვალი, 2003
ჟანრ(ებ)ი Survival horror
რეჟიმ(ებ)ი ერთმოთამაშიანი
რეჟისორ(ებ)ი მასასი ცუბოიამა
პროდიუსერ(ებ)ი აკიჰირო იმამურა
მხატვარი მასაჰირო იტო
სცენარისტი
  • ჰიროიუკი ოვაკუ
  • ტაკაიოსი სატო

თამაშის სიუჟეტი მიმდინარეობს გამოგონილ სამყაროში, რომელიც ნაწილობრივ წააგავს რეალურს, სადაც ყოველდღიური რეალობა გადაიკვეთება სხვა, ალტერნატიული სამყაროთი და ორივე ავსებულია მონსტრებით. თამაშის მთავარი გმირია ჯეიმზ სანდერლენდი, რომელიც წერილს მიიღებს თავისი გარდაცვლილი მეუღლე მერისგან. წერილში, მერი, სთხოვს ჯეიმზს ჩამოვიდეს საკურორტო ქალაქ საილენტ ჰილში. ქალაქში, ჯეიმზი გადაეყრება საიდუმლოებით მოცულ ქალს, სახელად მარიას, რომელიც ძალიან ჰგავს მერის. საბოლოოდ, ჯეიმზი აანალიზებს, რომ მისი მოგონებების ნაწილი იყო თავის მოტყუება.

„SilenT Hill 2“ წარმოდგენილია მესამე პირის ხედვით და ვირტუალური კამერის კინემატოგრაფიული რაკურსი საშუალებას აძლევს მოთამაშეს აკონტროლოს მის გარშემო მიმდინარე მოვლენები. გეიმპლეი მოიცავს თავსატეხების გადალახვას, სხვადასხვა საგნების მოძიებას, ტერიტორიების გამოკვლევას, მთავარი გმირის მოსტრებთან დაპირისპირებას. მასში წარმოდგენილია რამდენიმე განსხვავებული სიუჟეტური დასასრული. ამა თუ იმ დასასრულის მიღწევა დამოკიდებულია სხვადასხვა ფაქტორებზე.

პროექტმა ფართო აღიარება ჰპოვა კრიტიკოსებში: ათმა სხვადასხვა გამოცემამ პროექტს მაქსიმალური ქულა მიანიჭა.[1][2] მიმოხილველების უმეტესობამ უმაღლესი შეფასება მისცა თამაშის ატმოსფეროსა და სიუჟეტის სიღრმავეს, რომელიც აგებულია სიყვარულის, შურის, სიკვდილის, დანაშაულისა და სასჯელის, სიგიჟის გარშემო, აგრეთვე ტაბუდადებულ თემებზე, სექსუალურ ძალადობასა და ინცესტზე. რამდენიმე რეცენზენტის შეფასებით თამაშის მუსიკა ერთ-ერთი ყველაზე საუკეთესოა ვიდეო თამაშების ისტორიაში. თუმცა, რეცენზენტებმა ნეგატიურად შეაფასეს მართვის სისტემა, ვირტუალური კამერის არაკომფორტულობა და არალოგიკური თავსატეხები. ხელახალი გამოცემა „Silent Hill HD Colllection“-მა მიიღო არაერთგვაროვანი გამოხმაურება უამრავი აუდიო და ვიზუალური ხარვეზის გამო. „Silent Hill 2“ მიჩნეულია ყველა დროის საუკეთესო ვიდეო თამაშად. ის აგრეთვე მაღალ პოზიციებს იკავებს ყველაზე საშიში საშინელებათა თამაშების ჩარტებში, ხოლო აკირა იამაოკას მიერ შექმნილი საუნდტრეკი რამდენიმე რეცენზენტის მიერ მიჩნეულია ვიდეო თამაშების ინდუსტრიის ერთ-ერთ საუკეთესო ნამუშევრად. გამოსვლიდან ერთი თვის შემდეგ თამაში გაიყიდა ერთ მილიონ ეგზემპლიარზე მეტი რაოდეობით.[3]. 2003 წლის 23 მაისს გამოვიდა თამაშის მესამე ნაწილი „Silent Hill 3“, რომელიც ითვლება პირველი ნაწილის პირდაპირ გაგრძელებად.

გეიმპლეი

რედაქტირება
 
კადრი თამაშიდან, სადაც ნაჩვენებია ჯეიმზისა და მონსტრი მანეკენის ბრძოლა

„Silent Hill 2“ არის Survival horror ჟანრის თამაში მესამე პირის ხედვით, რომელშიც გაერთიანებულია მოქმედებითი და სათავგადასავლო თამაშის ელემენტები. თამაშში არ ფიგურირებს HUD ინტერფეისი, შედეგად, ჯანმრთელობის მდგომარეობის და საგნების ნახვა მხოლოდ ინვენტარშია შესაძლებელია. კონკრეტული საგნის არჩევისას შესაძლებელია სხვადასხვა ქმდების განხორციელება: საგნის გამოკვლევა, საგნის დანიშნულებისამებრ გამოყენება და ა.შ. როდესაც ეკრანი ირხევა, ეს ნიშნავს, რომ მთავარი გმირის ჯანმრთელობის მდგომარეობა 100%-ზე დაბალია. იმ შემთხვევაში, თუ ეკრანის გარშემო გაჩნდება წითელი ფერი, მაშინ სიცოცხლე 50 %-ს ქვემოთაა, ხოლო, თუ ქვედა მარცხენა კუთხეში გაჩნდება მოციმციმე ჯვარი, ეს მიანიშნებს იმაზე, რომ პროტაგონისტის ჯანმრთელობა უახლოვდება ნულს. თამაშის მიმდინარეობისას მთავარი გმირს შეუძლია რუკების მოძიება, რომელიც იძლევა ინფორმაციას ადგილობრივ ტერიტორიებზე. რუკის ნახვა მხოლოდ განათებულ ადგილებში ან ფანრის გამოყენებით არის შესაძლებელი.

თამაშის უმეტესი ნაწილი მოიცავს ქალაქის გამოკვლევას, გასაღებებისა და საჭირო საგნების მოძიებას და თავსატეხების გადაჭრას. ნაკლები აქცენტი ეთმობა მტრების განადგურებას. მოწინააღმდეგებისა და თავსატეხების სირთულის დონე დამოუკიდებელია ერთმანეთისგან და თამაშის დასაწყისშივე განცალკევებით განისაზღვრება. მასში წარმოდგენილი არის სირთულის დონის 4 რეჟიმი“ „დამწყები“ (ინგლ. Begginer), „ადვილი“ (ინგლ. Easy), „ნორმალური“ (ინგლ. Normal) და „ძნელი” (ინგლ. Hard) – საბრძოლო სისტემისთვის, ხოლო „დამწყები“, „ადვილი“, „ნორმალური“, „რთული” და „მეტად რთული“ (ინგლ. Extra Hard) — თავსატეხებისთვის. Xbox და PlayStation 2-ზე „დამწყები“ დონის არჩევისას აუცილებელი არაა მონსტრებთან ბრძოლა. ზოგიერთი კოდი თავსატეხებისთივს გენერირდება თავისით. ჯეიმზს შუეძლია ფანარისა და ჯიბის რადიოს გამოყენება, რომელიც მტრის მოახლოებისას გამოსცემს შიშინს. კოსოლების ვერსიებზე თამაშის დამახსოვრება შესაძლებელია წითელი ლენტის მეშვეობით, რომელიც გამოსახულია კედლებზე, ხოლო პერსონალური კომპიუტერზე — ნებისმიერ დროს.

„საილენტ ჰილში“ ხელმისაწვდომია ორი სახის იარაღი — ცივი და ცეცხლსასროლი. ცივი იარაღებია: ხის კეტი, რკინის მილი, დანა, ბენზოხერხი, ჰიპერ-სპრეი, ჩინური ხმალი. ცეცხლსასროლი იარაღებია — თოფი, ტაბელური იარაღი, რევოლვერი და სანადირო თოფი. პერსონაჟის ჯანმრეთელობის აღსადგენად გამოიყენება პირველადი დახმარების კომპლექტი. თამაშის გავლის საშუალო დრო შეადგენს 6 საათს. თამაშის დამთავრების შემდეგ გამოისახება საერთო რეიტინგი, სადაც ნაჩვენებია თამაშის შენახვების, მიღებული დაზიანებების, მოკლული მტრების რაოდენობა და სხვა.

ყურადღება!  ქვემოთ მოყვანილია სიუჟეტის და/ან დასასრულის დეტალები.

„Silent Hill 2„ არ წარმოადგენს მისი წინამორბედის პირდაპირ გაგრძელბას, თუმცა ისტორია მიმდინარეობს იმავე გამოგონილ ქალაქში, რომელიც მდებარეობს აშშ-ის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში. ავტომობილის ნომრები მიეკუთვნება მიჩიგანის შტატს, ხოლო ქალაქის ცენტრაული ნაწილის არქიტექტურა დაფუძნებულია რეალურად არსებულ დასახლებულ პუნქტ სან-ბრუნოზე. სიუჟეტი მიმდინარეობს საილენტ ჰილის სამხრეთ ნაწილში და შეიცავს ინფორმაციას ქალაქის პრეისტორიის შესახებ. საილენტ ჰილის პარალელურ სამყაროში ყველა ადამიანი საგანს აღიქვამს და ხედავს მისებურად.

წერილი ჩუმი სამოთხიდან

რედაქტირება

თამაშის ძირითადი სცენარი ატარებს სახელწოდებას „წერილი ჩუმი სამოთხიდან“ (ინგლ. Letter from Silent Heaven). თამაშის მთავარი გმირი ჯეიმზ სანდერლენდი იღებს წერილს თავისი მეუღლე მერისგან, რომელიც გარდაიცვალა სამი წლის წინ. წერილში მერი სთხოვს მას ჩამოვიდეს პატარა საკურორტო ქალაქ საილენტ ჰილსში, სადაც მათ, ოდესღაც ერთად კარგი დრო გაატარეს. მერი წერს:

ჩემს მშფოთვარე სიზმრებში მე ვხედავ ქალაქს, საილენტ ჰილი. შენ შემპირდი, რომ ოდესმე კიდევ წამიყვანდი იქ, მაგრამ პირობა არ შეასრულე. თუმცა, ახლა მე იქ ვარ, მარტო.... გელოდები ჩვენს რჩეულ ადგილას“...

ორიგინალი ტექსტი (ინგლისური)

In my restless dreams, I see that town. Silent Hill. You promised me you'd take me there again someday. But you never did. Well, I'm alone there now… In our "special place" Waiting for you…

დასრულებები

რედაქტირება

თამაშში წარმოდგენილია 6 განსხვავებული სიუჟეტური დასასრული. ამა თუ იმ დასასრულის მიღწევა დამოკიდებული არის სხვადასხვა ფაქტორებზე: რამდენად შორს მიდიოდა ჯეიმზი მარიასგან, იღებდა თუ არა ქალი დაზიანებას მონსტრებისგან, ნახულობდა თუ არა სანდერლენდი მას ჰოსპიტალში, მოისმინა თუ არა მოთამაშემ სასტუმროში მერისთან დიალოგი ბოლომდე, მოიხმარდა თუ არა მთავარი გმირი პირველადი მოხმარების აფთიაქს ან სამკურნალო სითხეს. წაიკითხა თუ არა მან დღიური ჰოსპიტალის სახურავზე. დაათვალიერა თუ არა ანჯელას დანა, დაამთავრა თუ არა თამაში ადრეულად, პუოლობდა თუ არა ქვესტების განსაკუთრებულ საგნებს და ა.შ.

თამაშის ოფიციალურ სახელმძღვანელოზე დაყრდნობით, არცერთი დასასრული არ წარმოადგენს ჭეშმარიტებას. ყოველი მათგანი ფორმირებას უკეთებს დასრულებულ ისტორიას და მხოლოდ მოთამაშის მოქმედებები ახდენს გავლენას მოვლენების საბოლოო აღქმაზე.

  • „წყალში“ (ინგლ. In water) — ფინალურ სცენაში ჯეიმზი ხვდება მარიას, რომელიც წარმოდგენილია მერის სახით. სანდერლნედი ეუბნება მარიას, რომ მას ის აღარ სჭირდება. მარია იქცევა დემონად და თავს ესხმის მას. ბრძოლის შემდეგ მთავარი გმირი ჩნდება მწოლიარე მერის ლოგინზე და სთხოვს პატიებას ჩადენილის გამო. მერი ეუბნება მას, რომ სურდა სიკვდილი, რათა ტკვილი შეწყვეტოდა. ქალი პატიობს ჯეიმზს და გადასცემს წერილს. ამ დროს მერის აუტყდება ხველა, მაგრამ მალე წყნარდება. კაცი იღებს მის სხეულს, ჯდება მანქანაში და მიდის ტოლუკის ტბასთან. ჯეიმზი გადაწყვეტს თავის მოვკლას, რათა სიკვდილის შემდეგ იყოს თავის ცოლთან ერთად.
  • „დამშვიდობება“ (ინგლ. Leave) — ფინალურ სცენაში ჯეიმზი ხვდება მარიას მერის გამოსახულებით. პროტაგონისტი ეუბნება მას, რომ მას აღარ სჭირდება მარია და სურს, რომ დაასრულდეს ეს „კოშმარი“. ქალს, თავის მხვრივ, სურს მერის ადგილის დაკავება, თუმცა საბოლოოდ ხვდება, რომ ჯეიმზი არ იმსახურებს სიცოცხლეს. მარიას მოკვლის შემდეგ ჯეიმზი აღმოჩნდება მწოლიარე მერის ლოგინზე. იგი პატიებას სთხოვს ქალს ჩადენილის გამო და ეუბნება მას, რომ სძულდა იგი და სურდა ძველი ცხოვრების დაბრუნება. ქალს სურს, რომ ჯეიმზმა გააგრძრლოს ცხოვრება და გადასცემს პატიების წერილს, რის დემდეგაც კვდება. საბოლოოდ ჯეიმზი და ლორი ტოვებენ ქალაქს სასაფლაოს გავლით. კადრების მიღმა მერი ხმამღლა კითხულობს წერილს.
  • „მარია“ (ინგლ. Maria) — ბოლო მონაკვეთში ჯეიმზი ხვდება მერის. ქალი განიკითხავს მას ყველაფრისთვის რაც მან ჩაიდინა, იქცევა დემონად და თავს ესხმის მთავარ გმირს. მას შემდეგ, რაც ჯეიმზი კლავს საკუთარ ცოლს, ის ბრუნდება ტბის ნაპირას. მასთან მიდის მარია და სთავაზობს გაემგავროს მასთან ერთად საილენტ ჰილიდან. მარია ჯეიმზს აწვდის მერის წერილს. წერილში ქალი პატიობს ყველაფერს და რთავს ნებას დაიწყოს ახალი ცხოვრება. გზად მიმავალთ მანქანაში მარიას აუტყდება ხველება.
  • „მეორედ დაბადება“ (ინგლ. Rebirth) — ბოლო სცენაში ჯეიმზი ხვდება მარიას მერის გამოსახვით და ეუბნება, რომ მათ შორის ყველაფერი დამთავრდა. ფინალური ბრძოლის შემდეგ სანდერლენდი მარიას გვამთან ერთად მიცურავს ნავით ტოლუკის ტბაზე კუნძულზე, სადაც მოსჩანს ეკლესია. იგი აპირებს ჩაატაროს ბნელი რიტუალი მერის გასაცოცხლებლად.
  • „ძაღლი“ (ინგლ. Dog) — ჯეიმზი აღმოჩნდება დაწესებულებაში, სადაც განთავსებულია კომპიუტერები. სკამზე ზის ძაღლი, რომელიც ამოძრვებს ბერკეტს. ამ დროს ჯეიმზს იაპონურ ენაზე აღმოხდება ფრაზა — „ეს ხომ შენ იყავი!“ პროტაგონისტი ეცემა ოთხზე, ხოლო ძაღლი მირბის მასთან და ულოკავს სახეს.
  • „ამო“ (ინგლ. UFO) — სასტუმროს კარებთან მოფრინავენ დიდი ოდენობით ამოუცნობი მფრინავი თეფშები. ჯეიმზი ჰხვდება ჰარი მეისონს, პირველი ნაწილის მთავარ გმირს, რომელიც ეკითხება სანდერლენდს ნახა თუ არა სადმე პატარა, დაბალი შავთმიანი გოგონა. საპასუხოდ ჯეიმზი ეკითხება ჰარის ხომ არ შეხვედრია მის მეუღლე მერის. ამ დროს სანდერლენდს თავს ესხმის უცხოპლანეტელი, ჰარისთან ერთად მიჰყავთ ხომალდში და მიფრინავენ. დასასრული ხელმისაწვდომი არის მხოლოდ თამაშის სპეციალურ ვერსიაში.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Silent Hill 3 公式完全攻略ガイド/失われた記憶 サイレントヒル・クロニクル, Japan: NTT Publishing Co., Ltd, 2003. — 136 გვ, ISBN 4-7571-8145-0.
  • Bernard Perron., Silent Hill: The terror engine, San Francisco: The University of Michogan Press, 2012. — 162 გვ, ISBN 978-0-472-02783-5.
  • Dan Birlew., Silent Hill 2. Official strategy guide, Indianapolis: Brady Games, Konami, 2001. — 144 გვ, ISBN 0-7440-0108-0.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Silent Hill 2 PlayStation 2. Metacritic. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-11-19. ციტირების თარიღი: 2012-11-15.
  2. Silent Hill 2: Restless Dreams Xbox. Metacritic. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-11-19. ციტირების თარიღი: 2012-11-15.
  3. Silent Hill 2 Cracks Million Mark. IGN. IGN Entertainment, Inc. (31 октября 2001). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-11-19. ციტირების თარიღი: 2007-01-23.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=Silent_Hill_2&oldid=4651394“-დან