უცხოპლანეტელი — კულტურული ფენომენი, არამიწიერი ცივილიზაციის წარმომადგენელი.

რუხი ფერის უცხოპლანეტელი

ადამიანთა კულტურაში უცხოპლანეტელი ხშირად წარმოდგენილია ჰუმანოიდური ტიპის არსების სახით. ჩამოყალიბდა მისი ერთგვარი სახე, რომელიც ხშირად ასოცირდება მწვანე ან რუხი ფერის ადამიანის მსგავს არსებასთან, რომელსაც არ აქვს თმები, აქვს დიდი თავი, დიდი თვალები და გრძელი ხელები. ხშირად აღწერილია, როგორც არსება გარკვეული სქესობრივი ნიშნების გარეშე.

ადამიანთა წარმოდგენით უცხოპლანეტელები არიან ისეთი ცივილიზაციის წარმომადგენლები, რომელიც ადამიანებს ტექნოლოგიური განვითარების მასშტაბებით წინ უსწრებს. ამ წარმოდგენებით, უცხოპლანეტელები არიან კოსმოსური მოგზაურები ან რომელიმე პლანეტის მაცხოვრებლები, რომლებიც დაფრინავენ კოსმოსური ხომალდით, იტაცებენ ხალხს ან ადამიანებთან კონტაქტში შედიან. არსებობს 4 დონის კონტაქტი. პირველი დონის კონტაქტი — ადამიანები უცხოპლანეტელებს ხედავენ. მეორე დონის კონტაქტი — ადამიანებს აქვთ მტკიცებულება იმისა რომ უცხოპლანეტელი ნახეს. მესამე დონის კონტაქტი-ადამიანები უცხოპლანეტელებთან უსაზღვრო კონტაქტში შედიან. მეოთხე დონის კონტაქტი ყველაზე საშიშია, ამ დროს უცხოპლანეტელები ადამიანებს იტაცებენ.

რესურსები ინტერნეტშირედაქტირება


  ეს არის სტატიის ან სექციის ესკიზი.
თქვენ შეგიძლიათ შეავსოთ იგი.