Silent Hill
Silent Hill (იაპონ. サイレントヒル საირენტო ჰირუ?) — იაპონური საშინელებათა ჟანრის ვიდეო თამაშების ფრენჩაიზი, შექმნილი Konami-ს და გამოშვებული მისი ფილიალ Konami Digital Entertainment-ს მიერ. სერიის პირველი ოთხი თამაში, Silent Hill, 2, 3 და 4: The Room, შეიქმნა ჯგუფ Team Silent-ის მიერ, რომელიც კონამის ყოფილ ფილიალ Konami Computer Entertainment Tokyo-ში მუშაობდა. უკანასკნელი ხუთი თამაში, Origins, Homecoming, Shattered Memories, Downpour და Book of Memories, შემუშავებულია სხვა ჯგუფების მიერ. Silent Hill-ის ფრენჩაიზმა აგრეთვე მოიცვა წიგნები, კომიქსები, ორი სრულმეტრაჟიანი ფილმი და სხვა ვიდეო თამაშები.
Silent Hill | |
---|---|
ფრენჩაიზის ლოგო | |
დეველოპერ(ებ)ი | |
გამომცემელი | Konami Digital Entertainment |
შემქმნელ(ებ)ი | კეიჩირო ტოიამა |
კომპოზიტორ(ებ)ი | აკირა იამაოკა (1999–2009)დენიელ ლიხტი (2012) |
პლატფორმები | PlayStation, PlayStation 2, Xbox, Microsoft Windows, PlayStation Portable, PlayStation 3, Xbox 360, Wii, PlayStation Vita, PlayStation 4 |
თავდაპირველი პლატფორმა | PlayStation |
პირველი გამოცემა |
Silent Hill 31 იანვარი, 1999 |
ბოლო გამოცემა |
Silent Hill: Book of Memories 16 ოქტომბერი, 2012 |
ოფიციალური საიტი | silenthillheaven.com |
სერიის მოქმედება მიმდინარეობს ამავე სახელწოდების ამერიკულ ქალაქ საილენტ ჰილში. სიუჟეტი ძირითადად ფსიქოლოგიური საშინელებათა ჟანრის არის[1].
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ოფიციალური საიტის არქივი საიტზე Wayback Machine (archived August 17, 2013)
- ოფიციალური საიტი (იაპონური)
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Fahs, Travis. IGN Presents the History of Survival Horror. IGN. IGN Entertainment, Inc. დაარქივებულია ორიგინალიდან — ივნისი 29, 2010. ციტირების თარიღი: June 9, 2011.