Konami Holdings Corporation (იაპონ. 株式会社コナミホールディングス კონამი კაბუსიკი გაისა; უკეთ ცნობილი, როგორც Konami?) — გასართობების მწარმოებელი იაპონური კომპანია, რომელიც ქმნის და დისტრიბუციას უწევს საკოლოექციო ბარათებს, ანიმეს, სლოტ აპარატებს, არკადულ აპარატებსა და ვიდეო თამაშებს.

Konami Holdings Corporation
ტიპი კაბუსიკი გაისა
დარგი გართობა,
ვიდეო თამაშების ინდუსტრია
დაფუძნდა 21 მარტი, 1969; 55 წლის წინ (1969-03-21)
სათავო ოფისი ტოკიო, იაპონია
მმართველი
კაგემასა კოძუკი (თავმჯდომარე)
ტაკუია კოძუკი (პრეზიდენტი)
პროდუქცია ვიდეო თამაშები
შემოსავალი 29.9 მილიარდი იაპონური იენა (2017)[1]
მთლიანი შემოსავალი 36.4 მილიარდი იაპონური იენა[1]
სუფთა მოგება 26 მილიარდი იაპონური იენა[1]
მფლობელი Kozuki Family[2]
თანამშრომელი 4,606[3]
შვილობილ(ებ)ი 4K Media Inc.
საიტი ოფიციალური საიტი

Konami ცნობილია ისეთი განთქმული ვიდეო თამაშების სერიების შექმნით, როგორებიცაა „Castlevania“, „Contra“, „Dance Dance Revolution“, „Frogger“, „Gradius“, „Metal Gear“, „Pro Evolution Soccer“, „Silent Hill“, „Suikoden“ და „Yu-Gi-Oh!“. 2012 წელს, კომპანია Hudson Soft-ის შთანთქმის შედეგად მის საკუთრებაში გადავიდა რამდენიმე თამაში, მათ შორის „Adventure Island“, „Bonk“, „Bloody Roar“, „Bomberman“, „Far East of Eden“ და „Star Soldier“. Konami არის მეოცე უმსხვილესი ვიდეო თამაშების კომპანია მსოფლიოს მასშტაბით შემოსავლების მხრივ.[4]

კომპანია დაარსდა 1969 წელს,[5][6] ტოიონაკაში, ოსაკა, იაპონია, კაგემასა კოზუკის მიერ (რომელიც დღემდე რჩება Konami-ს თავმჯდომარედ) და დაკავებული იყო მუსიკალური ავტომატების გაქირავებითა და შეკეთებით. დასახელება "Konami" მომდინარეობს დამაარსებლის, კაგემასა კოზუკის და მისი პარტნიორების, ესინობუ ნაკამის, ჰირო აცუდის და სეკიტი ისიჰარის გვარებიდან, რომლებმაც ერთობლივად დააფუძნეს Konami Industry Co., Ltd.[7]

კონამის შტაბ-ბინა მდებარეობს ტოკიოში. აშშ-ში Konami ვიდეო თამაშების ბიზნესს მართავს მისი ოფისის მეშვეობით, რომელიც მდებარეობს ელ-სეგუნდოში, კალიფორნია. ის ასევე ოფისს ფლობს სიდნეიში, ავსტრალია. 2016 წლის მონაცემით, მსოფლიოს მასშტაბით Konami-ს განკარგულებაში იყო 21 შვილობილი კომპანია.[3]

ვიდეო თამაშები

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. 1.0 1.1 1.2 Consolidated Financial Results for the Year Ended March 31, 2014 (Prepared in Accordance with U.S. GAAP). Konami Corporation (31 მარტი, 2014). დაარქივებულია ორიგინალიდან — ივლისი 14, 2014. ციტირების თარიღი: ივნისი 16, 2017.
  2. KONAMI. Shareholders Situation:As of March 31,2016 - KONAMI HOLDINGS CORPORATION. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-08-09. ციტირების თარიღი: 30 დეკემბერი, 2016.
  3. 3.0 3.1 Corporate Data - KONAMI HOLDINGS CORPORATION. KONAMI. ციტირების თარიღი: 30 დეკემბერი, 2016.
  4. Top 25 gaming companies. newzoo (2015). ციტირების თარიღი: 16 სექტემბერი, 2015.
  5. Corporate Data, konami.com
  6. Konami History. IGN. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-03-28. ციტირების თარიღი: 6 აგვისტო, 2015.
  7. Kelvon Yeezy. (2013)The Stories Behind the Names of 15 Gaming Brands You Know. Hongkiat. ციტირების თარიღი: 21 ივნისი, 2015.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=Konami&oldid=4422149“-დან