Hudson Soft Co., Ltd (იაპონ. 株式会社ハドソン), უფრო მეტად ცნობილი შემოკლებული სახელით Hudson — იაპონური ვიდეო თამაშების კომპანია, რომელსაც შექმნილი და გამოცემული აქვს უამრავი თამაში კონსოლებისთვის, სახლის კომპიუტერებისა და მობილური ტელეფონებისთვის 1980-2000-იან წლებში. მისი შტაბ-ბინა მდებარეობდა მიდტაუნ ტაუერში, ტოკიო, იაპონია, ასევე დამატებით ოფისებს ფლობდა ქალაქ საპოროში.[3]

Hudson Soft
ტიპი კაბუსიკი გაისა
კერძო კომპანია
დარგი ვიდეო თამაშების ინდუსტრია
დაფუძნდა 18 მაისი, 1973; 50 წლის წინ (1973-05-18)
დაიხურა 1 მარტი, 2012
სათავო ოფისი მიდტაუნ ტაუერი, ტოკიო, იაპონია
მმართველი
ტაკაჰასი მეიძინი
აკირა საკუმა
კაძუჰიკო უეჰარა (პრეზიდენტი 2011‒2012)
პროდუქცია Hudson Soft-ის თამაშების სია
TurboGrafx-16
TurboExpress
PC-FX
საწარმოო შემოსავალი 300 იენა (ივლისი, 2011) [1]
თანამშრომელი 421 (მარტი, 2011) [2]
საიტი ოფიციალური საიტი

Hudson Soft დაარსდა 1973 წლის 18 მაისს და თავდაპირველად ორიენტირებული იყო პერსონალურ კომპიუტერებთან დაკავშირებული პროდუქტების შემუშავებაზე, მაგრამ მოგვიანებით მისი საქმიანობის სფერო მოიცვა ვიდეო თამაშებმა და მობილურმა კონტენტებმა, ის ასევე დაკავებული იყო მუსიკის ჩაწერით. როგორც თამაშების გამომცემელმა, შიდა სტუდიების მეშვეობით შეიმუშავა რიგი განთქმული ფრენჩაიზები, მათ შორის: „Bomberman, „Adventure Island“, „Bloody Roar“ და „Bonk“.[4]

1987 წელს NEC-ისა და Hudson Sof-ის თანამშრომლობით შეიქმნა სახლის ვიდეო თამაშების კონსოლი TurboGrafx-16, რომელიც კონკურენციას უწევდა Nintendo-ს Sega-ს და SNK-ს.

2012 წლის 1 მარტს Hudson Soft-მა, როგორც კომპანიამ შეწყვიტა არსებობა და შეერწყა Konami Digital Entertainment-ს.[5] მისი პროდუქტების რეალიზაცია კვლავ გრძელდება Hudson-ის ბრენდის ქვეშ Konami-ის მეშვეობით.[6]

თამაშები რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-08-13. ციტირების თარიღი: 2011-08-13.
  2. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-12-20. ციტირების თარიღი: 2011-12-20.
  3. "Corporate overview დაარქივებული 2010-10-17 საიტზე Wayback Machine. ." Hudson Soft. Retrieved on July 12, 2010.
  4. List of Hudson Soft Co. Ltd. Developed Games. allgame.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 17 ნოემბერი 2014. ციტირების თარიღი: 7 July 2013.
  5. Corporate History. Konami. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-01-18. ციტირების თარიღი: 2012-12-31.
  6. 株式会社コナミデジタルエンタテインメントとの合併について. Konami Digital Entertainment (2012). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-04-12. ციტირების თარიღი: 2012-04-12.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=Hudson_Soft&oldid=4253950“-დან