სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ Silent Hill (მრავალმნიშვნელოვანი).

„Silent Hill 4: The Room“ (იაპონ. (サイレントヒル ザ・ルーム, ქართ. „ჩუმი გორაკი 4: ოთახი“) — ფსიქოლოგიური Survival horror-ის ჟანრის ვიდეო თამაში, რიგით მესამე ნაწილი „Silent Hill“-ის სერიიდან, რომელიც შექმნა იაპონურმა კომპანია Team Silent-მა და გამოსცა Konami-მ 2004 წელს პერსონალურ კომპიუტერის, Xbox-ისა და PlayStation 2-ის პლატფორმებზე. თამაში იაპონიაში გამოვიდა 2004 წლის 17 ივნისს, ხოლო ჩრდილოეთ ამერიკასა და ევროპაში 2004 წლის 7 სექტემბერს. 8 წლის შემდეგ გამოჩნდა PlayStation 3-ის პლატფორმაზეც.[3]

Silent Hill 4: The Room
დეველოპერ(ებ)ი Team Silent
გამომცემელი Konami
სერია „Silent Hill“
პლატფორმ(ებ)ი
გამოსვლის თარიღი PlayStation 2, Xbox იაპ 17 ივნისი, 2004
ჩრდ.ამ. 7 სექტემბერი, 2004
ევრ 17 სექტემბერი, 2004[1]
PC
ჩრდ.ამ. 7 სექტემბერი, 2004
ევრ 24 სექტემბერი, 2004[2]
ჟანრ(ებ)ი Survival horror
რეჟიმ(ებ)ი ერთმოთამაშიანი
რეჟისორ(ებ)ი სუგურუ მურაკოში
პროდიუსერ(ებ)ი აკირა იამაოკა
პროგრამისტ(ებ)ი კოსუკე ივაკურა
მხატვარი მასაში ცუბოიამა
სცენარისტი სუგურუ მორაკოში
კომპოზიტორი აკირა იამაოკა

თამაში წარმოადგენს რეალური სამყაროს ერთგვარ ანალოგს და თავის თავში მოიცავს უამრავ მისტიკურ ატრიბუტიკას. სიუჟეტი მიმდინარეობს საილენტ ჰილის მახლობელ ქალაქ ეშფილდში, რეალურსა და „სიზმრის სამყაროში. თამაშის მთავარი გმირია ჰენრი ტაუნშენდი, რომელიც ცდილობს საკუთარი დაკეტილი ბინიდან თავის დაღწევას.[4] თამაშში ფიგურირებს პარალელური სამყაროები და მასთან დამაკავშირებელი ერთადერთი გზაა უცნაური გვირაბი, რომელიც გაჩნდა ჰენრის სახლის ტვალეტში. ბინის, მეტროს, ტყეების, ციხეების, სხვადასხვა შენობებისა და საავადმყოფოების გამოკვლევით, ჰენრი ცდილობს მომხდარის გააზრებას და მონსტრებისა და სერიული მკვლელისგან თავის დაღწევას.

თამაშის გეიმპლეი მოიცავს უამრავი დაბრკოლებებისა და თავსატეხების გადალახვას, საჭირო საგნების მოძიებას, ტერიტორიების გამოკვლევას, მთავარი გმირისა და საშიში არსებების დაპირსირებას.[5][6] მასში გამოყენებულია ვირტუალური კამერის ცვლადი რეჟიმი — ბინაში ყოფნისას თამაში არის პირველი პირის ხედვით, ხოლო მის ფარგლებს გარეთ — მესამე პირში.[7].

„Silent Hill 4“-ს მოჰყვა შერეული გამოხმაურება ვიდეო თამაშების კრიტიკოსებისგან სერიის კლასიკური სტილიდან გადახვევის, აგრეთვე მოძველებული გეიმპლეისა და არაკომფორტული მართვის სისტემის გამო.[8][9][10] მიუხედავად ყველაფრისა, ზოგიერთმა მიმოხილველმა მაღალი შეფასება დაუწერა თამაშს. მათ ძირითადად შეაქეს სიუჟეტი და თანმხლები მუსიკა.[11][12] საერთო განხილვების საიტ Metacritic-ზე „Silent Hill 4“-ის PS2-ის ვერსია ფლობს 76/100,[13] Xbox-ის — 76/100[14] და PC-ის — 67/100.[15]

თამაში წარატებული აღმოჩნდა კომერციულად. იგი იაპონიაში გაყიდვების ჩარტების სათავეში მოექცა, დიდ ბრიტანეთსა და მოსკოვში იმყოფებოდა ყველაზე გაყიდვადი თამაშების ათეულში, ხოლო ჩრდილოეთ ამერიკაში, შემქმნელების განცხადებით გაყიდვები დამაკმაყოფილებელი იყო.[16][17][18]

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Silent Hill 4: The Room. GameFAQs (2010). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-10-16. ციტირების თარიღი: 2012-09-21.
  2. Silent Hill 4: The Room. GameFAQs (2004). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-10-16. ციტირების თარიღი: 2012-09-21.
  3. Shui Ta.. (2012-10-18) HDD space requirements and screens for Silent Hill 4 and other new PS2 Classics. Examiner.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-10-23. ციტირების თარიღი: 2012-10-20.
  4. Ставицкий Олег.. Вердикт: Дождались!: Silent Hill 4: The Room. Игромания.
  5. Сергей Еркин. (დეკემერი, 2004). „=Silent Hill 4: The Room. Руководство по выживанию в аду. Выход есть“ (რუსული) (12 (16)). Москва: Gameland: 24–46. ISSN 1729-0155. დამოწმება journal საჭიროებს |journal=-ს (დახმარება); შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |year=-ში (დახმარება)
  6. Тимур Хорев.. (2004-11) Silent Hill 4: The Room. Лучшие компьютерные игры. ციტირების თარიღი: 2012-09-23.
  7. David Jenkins.. (2004-08-31) Silent Hill 4: The Room interview. Boomtown. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2007-07-30. ციტირების თარიღი: 2012-09-30.
  8. Никита Кареев. (ოქტომბერი, 2004). „Город, который живёт“. ЗАО «Lietuvos Rytas» (რუსული). Вильнюс: Навигатор игрового мира (10 (89)): 67–69. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |date=-ში (დახმარება)
  9. Perry, Douglass (2004-09-07). „Silent Hill 4: The Room (PS2)“. IGN. ციტირების თარიღი: 2007-09-22.
  10. Jim Sterling. (2008-06-09) Fear 101: A Beginner's Guide to Survival Horror. IGN. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-10-16. ციტირების თარიღი: 2012-09-24.
  11. Иван Закалинский. (ნოემბერი, 2004). „Рецензия. Silent Hill 4: The Room. Запри двери на замок“. Медиакомпания Gameland (რუსული). Москва: PC Игры (11): 108–111. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |date=-ში (დახმარება)
  12. Егоров Андрей.. Silent Hill 4: The Room. По ту сторону реальности. PlayGround.ru.
  13. Silent Hill 4: The Room (PS2). Metacritic. CBS Interactive. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2008-12-05. ციტირების თარიღი: 2007-10-27.
  14. Silent Hill 4: The Room (Xbox). Metacritic. CBS Interactive. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2008-12-05. ციტირების თარიღი: 2007-10-27.
  15. Silent Hill 4: The Room (PC). Metacritic. CBS Interactive. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-01-12. ციტირების თარიღი: 2007-10-27.
  16. Хит-парад «Горбушки» 27.09-10.10. Журнал о компьютерных и видеоиграх Страна игр. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-01-28.
  17. Rob Fahey.. (2004-06-25) Japan Charts: Silent Hill 4 goes top as sales hit rock bottom. Gamesindustry.biz. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-02-23. ციტირების თარიღი: 2012-10-09.
  18. Rob Fahey.. (2004-07-29) Konami revenue and income falls in the first quarter. Gamesindustry.biz. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-10-23. ციტირების თარიღი: 2012-10-09.