Sandinista! — პანკ-როკ ჯგუფ The Clash-ის მეოთხე სტუდიური ალბომი. ის გამოიცა 1980 წლის 12 დეკემბერს, CBS Records-ზე, სამმაგი ალბომის სახით. მასზე შესულია 36 სიმღერა, თითო გვერდზე — 6.[6][7] ალბომზე იგრძნობა 1980-იანი წლების ეთნიკური მუსიკის ტენდენციები, ის შეიცავს რეგის, ჯაზს, გოსპელს, როკაბილის, ფოლკს, დაბს, რიტმ ენდ ბლუზს, კალიფსოსა და რეპს.[6][7][8] ამ ალბომზე სიმღერების ავტორებად მითითებული იყო The Clash და არა სტრამერი/ჯოუნსი, როგორც ეს წინა ალბომებზე იყო.[7] ეს ასევე The Clash-ის ერთადერთი ალბომია, რომელზეც ოთხივე წევრი მღერის მთავარ ვოკალს. ტოპერ ჰიდონს აქვს მთავარი ვოკალის პარტია Ivan Meets G.I. Joe-ში, ხოლო პოლ სიმონონს – The Crooked Beat-ში.[7]
ერთ-ერთი ვერსიით, ჯგუფმა უარი თქვა ალბომის პირველი 200 000 ასლის გაყიდვიდან მიღებულ შემოსავალზე, რათა დაეთანხმებინათ ლეიბლი ალბომის დაბალ ფასად გაყიდვაზე.[9][10] ალბომს სახელი ეწოდა ნიკარაგუული სოციალისტური პოლიტიკური პარტიის, სანდინისტების მიხედვით. მისი კატალოგის ნომერი, 'FSLN1' კი წარმოადგენს პარტიის სრულ სახელწოდების აკრონიმს — Frente Sandinista de Liberación Nacional (სანდინისტური ეროვნულ-განმათავისუფლებელი ფრონტი).[8][9][11]
Sandinista! დასახელდა წლის ალბომად The Village Voice-ის კრიტიკოსების გამოკითხვაში. ის აგრეთვე შევიდა როლინგ სტოუნის ყველა დროის 500 საუკეთესო ალბომის სიაში 404-ე ადგილზე.[8]
ყველა სიმღერის ავტორი — The Clash, გარდა მითითებულისა.
|
|
1. | „Rebel Waltz“ | ჯო სტრამერი | 3:25 |
2. | „Look Here“ | ჯო სტრამერი | 2:44 |
3. | „The Crooked Beat“ | პოლ სიმონონი | 5:29 |
4. | „Somebody Got Murdered“ | მიკ ჯოუნსი | 3:34 |
5. | „One More Time“ (The Clash/მიკი დრედი) | ჯო სტრამერი | 3:32 |
6. | „One More Dub“ (One More Time-ის დაბ ვერსია) (The Clash/მიკი დრედი) | ინსტრუმენტული | 3:34 |
|
|
1. | „Lightning Strikes (Not Once But Twice)“ | ჯო სტრამერი | 4:51 |
2. | „Up in Heaven (Not Only Here)“ | მიკ ჯოუნსი | 4:31 |
3. | „Corner Soul“ | ჯო სტრამერი | 2:43 |
4. | „Let's Go Crazy“ | ჯო სტრამერი | 4:25 |
5. | „If Music Could Talk“ (The Clash/მიკი დრედი) | ჯო სტრამერი | 4:36 |
6. | „The Sound of Sinners“ | ჯო სტრამერი | 4:00 |
|
|
1. | „Police on My Back“ (ედი გრანტი) | მიკ ჯოუნსი | 3:15 |
2. | „Midnight Log“ | ჯო სტრამერი | 2:11 |
3. | „The Equaliser“ | ჯო სტრამერი | 5:47 |
4. | „The Call Up“ | ჯო სტრამერი | 5:25 |
5. | „Washington Bullets“ | ჯო სტრამერი | 3:51 |
6. | „Broadway“ (შეიცავს Guns of Brixton-ის ეპილოგს, რომელსაც მღერის მარია გალაგერი) | ჯო სტრამერი | 5:45 |
|
|
1. | „Lose This Skin“ (ტომი დოგი) | ტომი დოგი | 5:07 |
2. | „Charlie Don't Surf“ | ჯო სტრამერი | 4:55 |
3. | „Mensforth Hill“ (Something About England უკუღმა, ოვერდაბებით) | ინსტრუმენტული | 3:42 |
4. | „Junkie Slip“ | ჯო სტრამერი | 2:48 |
5. | „Kingston Advice“ | ჯო სტრამერი | 2:36 |
6. | „The Street Parade“ | ჯო სტრამერი | 3:26 |
|
|
1. | „Version City“ | ჯო სტრამერი | 4:23 |
2. | „Living in Fame“ (If Music Could Talk-ის დაბ ვერსია) (The Clash/მიკი დრედი) | მიკი დრედი | 4:36 |
3. | „Silicone on Sapphire“ (Washington Bullets-ის დაბ ვერსია) | ჯო სტრამერი | 4:32 |
4. | „Version Pardner“ (Junco Partner-ის დაბ ვერსია) | ჯო სტრამერი | 5:22 |
5. | „Career Opportunities“ | ლუკ გალაგერი/ბენ გალაგერი | 2:30 |
6. | „Shepherd's Delight“ (Police and Thieves-ის დაბ ვერსია) (The Clash/მიკი დრედი) | ინსტრუმენტული | 3:25 |
წელი
|
ჩარტი
|
ადგილი
|
1980
|
ბრიტანული ალბომების ჩარტი
|
19
|
ნორვეგიის ალბომების ჩარტი[12]
|
8
|
შვედური ალბომების ჩარტი[13]
|
9
|
1981
|
ბილბორდის პოპ ალბომები[14]
|
24
|
წელი
|
სინგლი
|
ჩარტი
|
ადგილი
|
1980
|
The Call Up
|
ბრიტანული ჩარტები
|
40
|
1981
|
Hitsville U.K.
|
56
|
აშშ მეინსტრიმული როკ სიმღერები
|
53
|
The Magnificent Seven
|
ბრიტანული ჩარტები
|
34
|
1982
|
Billboard Club Play Singles
|
21
|
- ↑ Allmusic Review
- ↑ Blender Review[მკვდარი ბმული]
- ↑ Punknews.org Review
- ↑ Robert Christgau Review
- ↑ Rolling Stone Review. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2010-11-20. ციტირების თარიღი: 2011-03-20.
- ↑ 6.0 6.1 დონ ლეტსი; ჯო სტრამერი, მიკ ჯოუნსი, პოლ სიმონონი, ტოპერ ჰიდონი, ტერი ჩაიმსი, რიკ ელგუდი, The Clash. (2001). The Clash, Westway to the World. [დოკუმენტური]. ნიუ-იორკი: Sony Music Entertainment, Dorismo, Uptown Films. Event occurs at 55:00–63:00. ISBN 0738900826. OCLC 49798077.
- ↑ 7.0 7.1 7.2 7.3 გილბერტი, პეტ [2004] (2005). „8-13, ეპილოგი, დისკოგრაფია, ბიბლიოგრაფია“, Passion Is a Fashion: The Real Story of The Clash, 4th, ლონდონი: Aurum Press, გვ. 321, 332, 362, 367, 373–388. ISBN 1845131134. OCLC 61177239.
- ↑ 8.0 8.1 8.2 ლევი, ჯო; სტივენ ვან ზანდტი [2005] (2006). „404 - Sandinista
http://www.rollingstone.com/music/lists/500-greatest-albums-of-all-time-19691231/sandinista-the-clash-19691231“, როლინგ სტოუნის ყველა დროის 500 საუკეთესო ალბომი, 3rd, ლონდონი: Turnaround. ISBN 1932958614. OCLC 70672814.
- ↑ 9.0 9.1 Interviewer: Unknown; Presenter: Kurt Loder. „MTV Rockumentary“. ლონდონი, ინგლისი. MTV. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2008-10-12. ციტირების თარიღი: 2011-03-20.
- ↑ დითი, ჯონ. Turning Rebellion Into Money: The Story of the Clash. jdeeth.home.mchsi.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2007-01-24. ციტირების თარიღი: 2008-02-18.
- ↑ Jaffee, Larry. The Politics of Rock პოპულარული მუსიკა და საზოგადოება, 1987 წლის ზამთარი, გვ. 19–30.
- ↑ Discography The Clash. NorwegianCharts.com. Retrieved 17 თებერვალი 2008.
- ↑ Discography The Clash. SwedishCharts.com. Retrieved 26 ოქტომბერი 2008.
- ↑ The Clash > Charts & Awards > Billboard Albums. Allmusic. Retrieved 26 ოქტომბერი 2008.
- ↑ American album certifications – The Clash – Sandinista!. ამერიკის ხმისჩამწერი კომპანიების ასოციაცია (1999-04-20). საჭიროების შემთხვევაში, უნდა აირჩიოთ Advanced, შემდეგ Format, შემდეგ Album, და ბოლოს - SEARCH
- ↑ British album certifications – The Clash – Sandinista!. ბრიტანეთის ფონოგრამების მწარმოებლების ასოციაცია (2013-07-22). შეიყვანეთ Sandinista! ველში Search. აირჩიეთ Title ველში Search by. შეიყვანეთ album ველში By Format. დააწკაპუნეთ ღილაკზე Go