ჯო სტრამერი
ჯონ გრეჰემ მელორი, ცნობილია, როგორც ჯო სტრამერი (ინგლ. Joe Strummer; დ. 21 აგვისტო, 1952 — გ. 22 დეკემბერი, 2002) — ბრიტანელი მუსიკოსი, მომღერალი, სიმღერების ავტორი, კომპოზიტორი, მსახიობი და რადიოწამყვანი. სტრამერი იყო პანკ-როკ ბენდის The Clash ლირიცისტი, გიტარისტი და წამყვანი ვოკალისტი, რომელიც მან სხვა წევრებთან ერთად 1976 წელს დააარსა. ჯგუფის მეორე ალბომმა Give 'Em Enough Rope (1978) ბრიტანეთის ჩარტებში მეორე ადგილი დაიკავა. მათ მალევე აშშ-შიც მოიპოვეს წარმატება, სადაც მათი ალბომი Combat Rock ჩარტებში მეშვიდე ადგილზე მოხვდა. The Clash-სთვის დამახასიათებელი იყო პოლიტიკური შინაარსის ლირიკა, მუსიკალური ექსპერიმენტირება და მეამბოხე ხასიათი. ჯგუფმა დიდი გავლენა მოახდინა როკ-მუსიკაზე, განსაკუთრებით ალტერნატიულ როკზე. მათი მუსიკა მოიცავდა რეგს, სკას, დაბს, ფანკს, რეპსა და როკაბილის. 2003 წელს The Clash როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში შეიყვანეს.
ჯო სტრამერი | |
---|---|
სტრამერი 2002 წლის აპრილში | |
ბიოგრაფია | |
დაბ. თარიღი | 21 აგვისტო, 1952 |
დაბ. ადგილი | ანკარა, თურქეთი |
გარდ. თარიღი | 22 დეკემბერი, 2002 (50 წლის) |
გარდ. ადგილი | სომერსეტი, ინგლისი |
ჟანრ(ებ)ი | პანკ-როკი, რეგი |
საქმიანობა | მუსიკოსი, მომღერალი, სიმღერების ავტორი, კომპოზიტორი, მსახიობი, რადიოწამყვანი |
ინსტრუმენტ(ებ)ი | ვოკალი, გიტარა |
აქტიური | 1970–2002 |
ლეიბლ(ებ)ი | CBS, Mercury |
საიტი | joestrummer.com |
ჯო სტრამერი ვიკისაწყობში |