Pizza Hutამერიკული რესტორნების ქსელი რომელიც დაფუძნდა 1958 წლის 15 ივნისს. კომპანია ცნობილია მისი ამერიკულ-იტალიური მენიუთი, მათ შორისაა პიცა და პასტა. 2019 წლის 31 დეკემბრის მონაცემებით მთელი მსოფლიოს მასშტაბით ქსელი ფლობს 18 703 რესტორანს. ქსელი ეკუთვნის კორპორაცია „Yum! Brands, Inc.“-ს.[1]

კომპანიის ლოგო 1967-1999 წლებში, კომპანიამ ლოგო 2019 წელს დაიბრუნა
 
ქსელის პირველი რესტორანი, რომელიც გაიხსნა 1958 წლის 15 ივნისს

„Pizza Hut“ დაფუძნებული იქნა 1958 წლის 15 ივნისს, ვიჩიტას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების, ძმების, დენ და ფრენკი კერნების მიერ. იმ მომენტვისათვის რესტორანი მხოლოდ ვიჩიტაში იყო. ექვსი თვის შემდეგ მათ გახსნეს მეორე რესტორანი, ერთი წლის შემდეგ ისინი უკვე ექვსი რესტორნის მფლობელები იყვნენ. 1977 წლის ნოემბერში ქსელი შეიძინა PepsiCo.-მ. 2015 წელს დაიხურა ქსელის ყველაზე ძველი რესტორანი. „Pizza Hut“-ის რესტორნები მდებარეობს: აშშ-ში, მექსიკასა და კანადაში ჩრდილოეთ ამერიკაში. ინდოეთში, ბრუნეიში, ჰონგ-კონგში, ტაივანში, სამხრეთ კორეაში, მიანმარსა და მაკაოში აზიის კონტინენტზე. გაერთიანებულ სამეფოში, ნორვეგიაში, შვედეთში, ფინეთში, გერმანიაში, ესპანეთსა და თურქეთში ევროპის კონტინენტზე. ეთიოპიაში, სამხრეთ აფრიკასა და ტანზანიაში აფრიკის კონტინენტზე. ჰონდურასში, კოსტა-რიკაში, ელ-სალვადორში, გვატემალაში, კოლუმბიაში, ნიკარაგუაში, ვენესუელაში, ჩილეში, ბრაზილიაში, პერუსა და ეკვადორში სამხრეთ ამერიკის კონტინენტზე. „Pizza Hut“ იყო ერთ-ერთი პირველი ამერიკული რესტორანი რომელიც გაიხსნა ერაყში. 2019 წლის 25 ივნისს კომპანიამ გამოაცხადა, რომ იბრუნებდა თავის ძველ ლოგოს, რომელსაც 1967-1999 წლებში იყენებდა. 2019 წლის 7 აგვისტოს დაანონსდა, რომ ხურავდა თავისი 7496 რესტორნიდან 500-ს ამერიკის შეერთებულ შტატებში.

რეკლამიერება

რედაქტირება

რესტორნის პირველი რეკლამა აშშ-ში 1965 წელს გავიდა, რეკლამა გადაღებული იყო ძველი კინოფილმის სტილში. 1995 წელს მათ რეკლამაში მონაწილეობა მიიღეს მომავალში აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპა და მისმა ყოფილმა მეუღლემ, ივანა ტრამპმა. რეკლამა გადაღებულია წყვილის დაშორებამდე.

დიდი ბრიტანეთი

რედაქტირება

დიდ ბრიტანეთში კომპანიამ განსაზღვრა გამოეყენებინა სტრატეგია, რომელიც გულისხმობდა პირველივე რეკლამაში ცნობილი ადამიანების გამოჩენას, მათ რეკლამაში გადაიღეს ფორმულა 1-ს მრბოლელი დეიმონ ჰილი და BBC-ს მოტოსპორტის კომენტატორი მიურეი უოლკერი. ინგლისის ნაკრების ევრო 1996-ზე გერმანიის ნაკრებთან პენალტების სერიაში დამარცხების შემდეგ, რეკლამაში მონაწილეობა მიიღეს ინგლისის ნაკრების იმ დროისთვის ყოფილმა და მოქმედმა ფეხბურთელებმა გარეთ საუთგეიტმა, სტიუარტ პირსმა და კრის უოდლმა.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Yum! Brands Form 10-K 2019 Yum! Brands. Form 10-K. Retrieved 13 May 2020.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=Pizza_Hut&oldid=4648499“-დან