პასტა
ვიკიპედიის მრავალმნიშვნელობის გვერდი
პასტა (იტალ. pasta < გვიანდ. ლათ. pasta „ცომის სქელი მასა“ < ძვ. ბერძნ. παστά [pastá], მრავლობითი ფორმა სიტყვისა παστός [pastós] „მარილმოყრილი“ < πάσσω [pássō] „მოყრა“) — ცომისებრი მასა. ტერმინი გამოიყენება მედიცინაში, კოსმეტიკაში, ფერწერაში, კულინარიაში და სხვ.
- კბილის პასტა — პირის ღრუს ჰიგიენური საშუალება;
- ტომატის პასტა — პომიდვრით დამზადებული ერთგვარი პიურე;
- პასტა — გაუფუებელი ცომისაგან დამზადებული ნაწარმი, იგივეა რაც მაკარონის ნაწარმი.