ორიქსები
(გადამისამართდა გვერდიდან Oryx)
ორიქსები (ლათ. Oryx) — წყვილჩლიქოსანთა გვარი ცხენისებრი ანტილოპების ქვეოჯახისა. მაღალფეხიანი კოხტა ცხოველებია, რომელთა სიმაღლე მინდაოში 120-140 სმ, მასა 200 კგ აღწევს. აქვთ გრძელი (ზოგჯერ 1 მ-ზე მეტი), სწორი ან რკალისებრ მოხრილი წვეტიანი რქები. გვარში 4 სახეობაა, რომლებიც გავრცელებულია საჰარაში, აღმოსავლეთ და სამხრეთ აფრიკაში, არაბეთის ნახევარკუნძულის სამხრეთში. ბინადრობენ პატარ-პატარა ჯგუფებად. იკვებებიან უდაბნოს ბალახეულითა და ბუჩქებით. ნადირობის ობიექტია. მოიცავს ოთხ სახეობას და მათ ქვესახეობებს:
- ორიქსი (Oryx gazella)
- საჰარის ორიქსი (Oryx dammah)
- ბეიზა (Oryx beisa)
- ჩვეულებრივი ბეიზა (Oryx beisa beisa)
- ქოჩორ-ყურა ბეიზა (Oryx beisa callotis)
- თეთრი ორიქსი (Oryx leucoryx)
ორიქსი | |||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
Oryx gazella | |||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||||
| |||||||||||||
ლათინური სახელი | |||||||||||||
Oryx | |||||||||||||
სახეობები | |||||||||||||
|
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, თბ., 1984. — გვ. 577.