თეთრი ორიქსი ან არაბული ორიქსი (ლათ. Oryx leucoryx) — წყვილჩლიქოსანი ძუძუმწოვარი ორიქსების ოჯახისა. საშუალო ზომის ანტილოპაა, ძალზე გრძელი, სწორი, ბოლოში უკან გადაღუნული რქებით და ფოჩებიანი კუდით.[1] თავის გვარში ყველაზე პატარა წევრია. გავრცელებულია არაბეთის ნახევარკუნძულის სტეპებსა და უდაბნოებში. ადრეულ 1970-იანებში თეთრი ორიქსი ბუნებაში გადაშენდა, მაგრამ შენარჩუნებული იქნა ზოოპარკებში და 1980 წელს რეინტროდუცირებული იქნა. 1986 წელს იგი შეიყვანეს წითელი წიგნის საფრთხეში მყოფი სახეობების სიიაში, 2011 წელს, ის იყო პირველი ცხოველი, რომელიც მოწყვლად სახეობებს დაუბრუნდა. თეთრი ორიქსი მოცემულია CITES-ის დანართში. 2011 წელს მისი საერთო რაოდენობა ბუნებაში 1000 ინდივიდი იყო, ხოლო ტყვეობაში 6 000-7 000. იგი არაბთა გაერთიანებული საამიროების ეროვნული ცხოველია.[2]

თეთრი ორიქსი

მეცნიერული კლასიფიკაცია
ლათინური სახელი
Oryx leucoryx
სინონიმები
  • Oryx gazella
  • Oryx leucorix
დაცვის სტატუსი
მოწყვლადი
მოწყვლადი
IUCN 3.1 Vulnerable : 15569

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Silverberg, Robert (1967). The Auk, the Dodo, and the Oryx: Vanished and Vanishing Creatures. New York: Thomas Y. Crowell Company. LCCN 67002554. L.C. Card AC 67-10476;.
  1. Talbot, Lee Merriam (1960). A Look at Threatened Species. The Fauna Preservation Society, გვ. 84–91. 
  2. Oman Flag,Oman Map, Oman Culture : SphereInfo.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-03-20. ციტირების თარიღი: 2015-05-30.