მთავარი მენიუს გახსნა
Disambig-dark.svg სიტყვას „ვან თრი ჰილი (მრავალმნიშვნელოვანი)“ აქვს სხვა მნიშვნელობებიც, იხილეთ One Tree Hill (მრავალმნიშვნელოვანი).

One Tree Hill“ — თინეიჯერული დრამატული სერიალი, შექმნილი მარკ შვანის მიერ. მისი პრემიერა გაიმართა 23 სექტემბერს, 2003 წელს, WB-ზე. შოუ ამ არხზე გადიოდა 2006 წლის 3 მაისამდე. მეოთხე სეზონი უკვე გამოვიდა The CW-ის არხზე 2006 წლის 27 სექტემბერს. 2008 წლის 3 მარტს, The CW-მ გამოაცხადა, რომ სერიალის მეექვსე სეზონი სექტემბრიდან გამოვიდოდა. უკანასკნელი ეპიზოდი ეთერში გავიდა 2012 წლის 11 იანვარს.

One Tree Hill
One Tree Hill original opening credits.jpg
სერიალის ეპიზოდის ქუდის კადრი
ფორმატი თინეიჯერული დრამა
ავტორი მარკ შვანი
რედაქტორი მარკ შვანი
მონაწილეობენ ჩედ მაიკლ მარი
ჯეიმზ ლაფერტი
ჰილარი ბარტონი
ბეტანი ჯოი გალეოტი
სოფია ბუში
პოლ იოჰანსონი
ლი ნორისი
დანიელ ჰარისი
ანტონ ტანერი
ბევინ პრინცი
ჯექსონ ბრუნდეიჯი
მთხრობელი ჩედ მაიკლ მარი
მთავარი თემა „I Don't Want to Be“ გევინ დეგრიუ (სეზონები 1-4)
ქვეყანა აშშ
ენა ინგლისური
სეზონი 9
ეპიზოდი 187 (ეპიზოდების სია)
აღმასრულებელი პროდიუსერ(ებ)ი მარკ შვანი
მაიკლ ტოლინი
ბრაიან რობინსი
ჯო დავოლა
ადგილ(ებ)ი უილმონგტონი, ჩრდილოეთ კაროლინა, აშშ
კამერა ერთკამერიანი
ხანგრძლივობა 42 წუთი
ორიგინალური არხი The WB (2003–2006)
The CW (2006–2012)
ჩვენების ფორმატი 480i (SDTV),
1080i (HDTV)
პირველად ეთერში სექტემბერი 23, 2003 (2003-09-23)
უკანასკნელად ეთერში აპრილი 4, 2012 (2012-04-04)
სტატუსი დასრულებული
საიტი cwtv.com/shows/one-tree-hill

სექციების სია

წარმოშობარედაქტირება

კონცეფციარედაქტირება

One Tree Hill-ის პირველი სეზონის მესამე DVD დისკზე არის გადმოცემული, რომ მარკ შვანი თავდაპირველად ფიქრობდა რომ გადაეღო ფილმი და სახელი დაერქვა „ყვავები“. ეს იდეა მან ქალაქს გაუზიარა, მაგრამ WB მართველის თხოვნით მან ფილმი 1 საათიან სათინეიჯერო დრამა სერიალად გადააქცია. tree hill არის გამოგონილი ქალაქი, რომელიც დაერქვა U2-ს სიმღერის „One Tree Hill“-ის გამო. შვანმა ქალაქს დაარქვა „tree hill“, ვინაიდან როდესაც იგი იდეას წერდა, უსმენდა U2-ს ალბომს The Joshua Tree. შოუს თავიდან დაერქვა ყვავების სისასტიკე, სანამ ნეთვორკმა შვანს არ თხოვა სახელის შეცვლა. ასე რომ შვანმა შეცვალა სახელი და დაარქვა One Tree Hill. შოუს დასაწყისში, შვანს ფანები ხშირად ეიკითხებოდნენ რატომ დაარქვა მან სერიალს One Tree Hill, მაშინ როდესაც ქალაქს მხოლოდ თრი ჰილი ერქვა. ამ კითხვაზე პასუხი გაცემული იყო პირველი სეზონის 21-ე ეპიზოდში, როდესაც კარენმა ლუკას უთხრა რომ „არსებობს მხოლოდ ერთი One Tree Hill — და ეს არის შენი სახლი“. 1, tree hill ასევე არის მისამართი tree hill-ის საშუალო სკოლის.

ეპიზოდის ფორმატირედაქტირება

ეპიზოდი ჩვეულებრივი სტრუქტურით მიდის. ჩვეულებრივ იგი იწყება წინა ეპიზოდების რეზიუმეთი, რომელიც ეხება ახლანდელი სერიის შინაარს; მაგრამ ხანდახან დროის სიმცირის გამო სერიის განხილვა არ გადის. პირველი ოთხი სეზონის განმავლობაში მელოდია ან თავიდანვე ან რეზიუმეს შემდეგ გადიოდა, ან რამდენიმე სცენის შემდეგ. ყოველ დროს, როდესაც ეპიზოდში ნაჩვენებია მგრძნობიარე ან ძალადური თემა, ან როდესაც ეპიზოდის სიგრძე უტოლდება მთლიან დროს, ამ შემთხვევაში არანაირი შესავალი არ არის, მხოლოდ წარწერა One Tree Hill, დაწერილი შავ ფონზე. მეხუთე სეზონის დააწყებიდან, მელოდია საერთოდ არ გადიოდა და კვლავ მხოლოდ შავ ფონზე იყო წარწერა.

One Tree Hill ცნობილია თავისი მრავალრიცხოვანი ხმებით კადრებს მიღმა, რომელიც წარმოადგენს ან ლიტერატურულ ციტატებს ან პერსონაჟებს რომელიც განხილულია ეპიზოდებში. უმეტესობა არის ჩედ მაიკლ მარი-ს პერსონაჟის ლუკას სკოტის მიერ გახმოვანებული, თუმცა იყო სხვა შემთხვევები, სადაც სხვა პერსონაჟებიც აკეთებდნენ ამას. ჯეიმზ ლაფერტი, ჰილარი ბარტონი, ბეტანი ჯოი გალეოტი და სოფია ბუში სხვადასხვა ეპიზოდებში მოგვითხრობენ ისტორიებს თავიანთი გმირების ნეიტან სკოტის, პეიტონ სოიერის, ჰეილი ჯეიმზ სკოტის და ბრუკ დეივისის სახით. მოწვეულმა მსახიობებმა ბრაიან გრინბერგმა და შერილ ლიმ აგრეთვე გაახმოავენს რამდენიმე ეპიზოდი, რომლებიც ჯეიკ ჯაგილსკის და ელი ჰარპის როლს ასრულებენ. აგრეთვე იყო ორი ეპიზოდი, რომელიც მრავალ მთხრობელს წარმოგვიდგენს. ქასთის წევრებმა ლი ნორისმა, ანტონ ტანერმა და დანიელა ჰარისმა აგრეთვე გაახმოვანეს პერსონაჟები, რომლებსაც ისინი თამაშობენ მარვინ "მოუთ" მაკფადენი, ანტონ "სკილი" ტეილორი და რეიჩელ გატინა.

მუსიკარედაქტირება

მუსიკა მთავარ როლს თამაშობს სიუჟეტებში და სცენებში ეპიზოდების მიხედვით. რამდენიმე სცენა მჭირდორ არის დაკავშირებული ერთმანეთთან და სიმღერა რომელიც არის ამ სცენებში იმ გუნებას გვიქმნის რა სიუჟეტიც არის მოთხრობილი. შოუში მრავალმა მომღერალმა მიიღო მონაწილეობა, ესენია: გევინ დეგრუ, შერილ კროუ, მიშელ ბრენჩი, The Wreckers, ტაილერ ჰილტონი, ჯიმი ით ვორლდი, ჰონორარი თაითლი, Fall Out Boy, ნადა სარფი, ჯეკს მანექენი, მიშელ ფიზერსტოუნი, ლუპ ფიასკო და სხვა. მეხუთე სეზონმა წარმოგვიდგინა მთავარ როლში კეიტ ვოეგელი, რომელიც მია კატალინოს როლს ასრულებს, აგრეთვე ჰონორარი თაითლი და კევინ ფედერლაინი, რომელიც ჯეისონის როლს ასრულებს. ბეტანი ჯოი გალეოტი, რომელიც ასრულებს ჰეილი ჯეიმზ სკოტის როლს, ბრაიან გრინბერგი რომელიც ჯეიკ ჯაგილსკის როლს ასრულებს და თაილერ ჰილტონი რომელიც ქრის კელერის როლს ასრულებს, ასევე ცოცხალი შესრულებით წარდგნენ შოუში. ფოლ აუთ ბოიზის პიტ ვენტცი, რომელმაც ერთ-ერთ ეპიზოდში ჩნდება თავის ბენდთან ერთად, ხდება პეიტონის სასიყვარულო ინტერესი. სხვა ცნობილი ბენდები რომლების სიმღერებიც შოუში გამოიყენეს არიან: Angels & Airwaves, Mclusky, Snow Patrol, Keane, Starsailor, Travis, Dashboard Confessional, Led Zeppelin, The Cure, Switchfoot და Foo Fighters. შოუმ გამოუშვა საუნდტრეკების სამი ალბომი: One Tree Hill — მუსიკა WB-ს სატელევიზიო შოუდან, გამოშვება 1, მეგობრები გამორჩენით: მუსიკა სატელევიზიო შოუდან One Tree Hill, გამოშვება 2 და საგზაო კავშირი: მუსიკა სატელევიზიო შოუდან One Tree Hill, გამოშვება 3. შემოსალვები ამ ალბომებიდან გადაერიცხა მკერდის სიმსივნის საერთაშორისო ფონდს. მარკ შვანმა გაამჟღავნა რომ ის ყველა ეპიზოდს გარკვეული სიმღერის პატივსაცემად არქმევს სახელს, რომელსაც საერთო აქვს სერიის თემასთან. მაგალითად ეპიზოდი 1.01 („The Places You Have Come to Fear the Most“) ეს სახელი ეპიზოდს დაერქვა დაშბორდ კონფესიონალის ამავე სახელწოდების სიმღერის მიხედვით. ეპიზოდში, ლუკასი ხვდება რომ კალათბურთი, რომელიც ერთ დროს მისთვის დაცული ადგილი იყო, ახლა ის ადგილია სადაც მას მოუწევს შიშთან პირისპირ შეხვედრა, მას შემდეგ რაც ყვავებს შეუერთდება.

შექმნილია საიტი, რომელიც ეძღვნება One Tree Hill გამოყენებულ მუსიკას: www.OTH-Music.com.[1]

მოწვეული სტუმრებირედაქტირება

სინდიკაციარედაქტირება

2007 წლის 7 თებერვალს SOAPnet-მა გამოაცხადა რომ აპირებს განმეორებით აჩვენოს The O.C. და One Tree Hill. შეთანხმება მიღწეულია შოუს საპროდუსერო კომპანიასთან, ვორნერ ბრაზერთან, მათი განაცხადით SOAPnet-მა შეიძლება მეხუთე სეზონიც გაუშვას სინდიკაციაზე. შოუ გავა 13:00 საათზე და კიდევ 14:00 საათზე. მას მოყვება The O. C. და Beverly Hills, 90210 [2]

როლებშირედაქტირება

  მთავარი სტატია : One Tree Hill-ის პერსონაჟები.

მთავარ როლებშირედაქტირება

ჩედ მაიკლ მარი თამაშობს ლუკას სკოტს, შვილს, რომელიც დენს არასდროს უღიარებია. მას მამობა დენის ძმამ, კიტმა გაუწია. მან და ნეითანმა ურთიერთობა დაიწყეს როგორც მტრებმა, მაგრამ ნელ-ნელა მათი ურთიერთობა მეგობრობაში გადადის ხოლო შემდეგ ძმობაში. ლუკასის მეგობარს თამაშობს ჰეილი, ხოლო ლუკასი რომანტიკულ ურთიერთობებში ეხვევა პეიტონთან და ბრუკთან. ლუკას გულის სერიოზული დაავადება აქვს, ჰიპოერტონული კარდიმიოპატია (HCM), რომელსაც იგი კარგა ხნის მანძილზე მალავს. კალათბურთის გარდა, მისი გატაცება არის ლიტერატურა და ის ციტატები რომლებსაც იგი წიგნებში კითხულობს, გამოყენებულია შოუში. მეხუთე სეზონში იგი არის წარმატებული მწერალი და მთავარი მწვრთნელი ყვავების საკალათბურთო გუნდის. მას ურთიერთობა აქვს თავისი წიგნის რედაქტორთან ლინდსი შტრაუსთან, მაგრამ იმ გრძნობების გამო რასაც იგი ყოფილი შეყვარებულის პეიტონის მიმართ გრძნობს, ლინდსის გადააწყვეტინებს მის მიტოვებას საკურთხეველთან. სეზონის ფინალში, ის ტელეფონით ურეკავს, ბრუკს, პეიტონს ან ლინდსის და თხოვს ცოლობას. ჯერჯერობით გაურკვეველია თუ ვის ურეკავს ლუკასი.

ჯეიმზ ლაფერტი თამაშობს ნეიტან სკოტს, შვილს რომელიც დენმა აღიარა, თუმცა მისი ურთიერთობა მშობლებთან არის ძალიან დაძაბული. ნეიტანს ცოლად მოჰყავს ჰეილი პირველ სეზონში და მესამე სეზონში ისინი ჯვარს იწერენ, ხოლო მეოთხე სეზონში ნეიტანი ხდება ჯეიმი სკოტის მამა. პირველ სეზონში ის და ლუკასი ერთმანეთის მიმართ მტრულად არიან განწყობილნი, მაგრამ ნელ ნელა ხდებიან მეგობრები და შემდეგ ძმებიც. ნეიტანი არის ყვავების მთავარი მოთამაშე და მეოთხე სეზონში დასახელებულია როგორც ყველაზე ღირებული მოთამაშე. კალათბურთი ნეიტანისთვის ყველაზე დიდი გატაცებაა მის ცხოვრებაში, მაგრამ მეხუთე სეზონში, მას ჩხუბი მოუვა და ამის გამო ის ნახევრად პარალიზებული ხდება, რის გამოც მისი ოცნებები დაიმსხვრევა. თუმცა იგი მოგვიანებით ნელ-ნელა ფეხზე დგება და კვლავ ცდილობს კალათბურთში დაბრუნებას.

ჰილარი ბარტონი თამაშობს პეიტონ სოიერს, რომლის ყველაზე დიდი გატაცება ცხოვრებაში არის ხელოვნება და მუსიკა; ის არის ექსპერტი პანკ როკის ჟანრში და იყენებს ხელოვნებას, რათა გამოსახოს (დახატოს) ის პრობლემები, რომელსაც იგი განიცდის ცხოვრებაში. ბრუკ დეივისი არის მისი საუკეთესო მეგობარი და აგრეთვე მას ჰყავს ჰეილი, ვისთანაც მას საუბარი შეუძლია. მეორე სეზონში იგი გაიგებს რომ აყვანილია. იგი არასდროს შეხვედრია თავის ბიოლოგიურ მამას, თუმცა შეხვდა ნახევარ ძმას დერეკს. მას შემდეგ რაც იგი გაიცნობს თავის ბიოლოგიურ დედას ელის, სამწუხაროდ მკერდის კიბო მას ხელიდან გამოაცლის დედას. მეოთხე სეზონში პეიტონი გადაწყვეტს რომ აღარ დამალოს თავისი გრძნობები და დაიწყებს შეხვედრას ლუკასთან. ეს ურთიერთობები მეოთხე სეზონის ბოლოს და მეხუთე სეზონის დასაწყისში მთავრდება და მარტოხელა პეიტონი მეხუთე სეზონში მუშაობას იწყებს ხმის ჩამწერ კომპანიაში ლოს ანჯელესში. მოგვიანებით ის და ბრუკი გადაწყვეტენ თრი ჰილში დაბრუნებას, სადაც პეიტონი საკუთარ ჩამწერ კომპანიას ხსნის და კვლავ იბრძვის იმ გრძნობებისთვის რასაც ლუკასის მიმართ განიცდის.

ბეტანი ჯოი გალეოტი თამაშობს ჰეილი ჯეიმზ სკოტს, ლუკასის საუკეთესო მეგობარს, ნეიტანის ცოლს და ჯეიმის დედას. ის საოცრად ინტელიგენტური ქალია, მაღალი მორალებით. ის პირველ სეზონში ცოლად მიყვება ნეიტანს და მესამე სეზონში ახლიდან განიხილავენ თავიანთ ურთიერთობებს. მეოთხე სეზონში ჰეილი ქვეყნად მოავლენს ჯეიმის. მეხუთე სეზონში, გარდა იმისა რომ ის არის ცოლი და დედა, აგრეთვე იგი არის ინგლისურის მასწავლებელი თრი ჰილის საშუალო სკოლაში და კვლავ გეგმავს მუსიკაში დაბრუნებას. მას კარგი მეგობრობა აკავშირებს ბრუკთან, პეიტონთან, სკილთან, მოუთან და ლინდსისთან. მეხუთე სეზონში ჰეილი ცდილობს რომ დაეხმაროს ძნელად აღსაზრდელ სტუდენტს ქუენტინს.

სოფია ბუში თამაშობს ბრუკ დეივის, ის არის კაპიტანი ჩირლიდერთა გუნდის რომლებიც რავენს უჭერენ მხარს. ის არის პეიტონის საუკეთესო მეგობარი, თითქმის ყველა სეზონში. ის ლუკას ორჯერ ხვდებოდა, მაგრამ ორივეჯერ მათი ურთიერთობა კრახით დამთავრდა. მესამე სეზონში ის ქმნის ტანსაცმლის მარკას სახელად „Clothes Over Bro’s“. მეხუთე სეზონში ბრუკი უკვე კომპანიას ქმნის ამავე სახელწოდებით, თუმცა მიუხედავად მისი წარმატებისა, იგი უბედურია პირად ცხოვრებაში, ამის გამო იგი და პეიტონი გადაწყვეტენ თრი ჰილში დაბრუნებას, სადაც ბრუკი კარენის კაფეს გადააქცევს Clothes Over Bro’s -ს მაღაზიად. შემდეგ იგი სურვილს გამოთქვამს ბასივს ყოლის და იშვილებს ცოტახნით პატარა ენჯის, რომელსაც გულის დაავადება ჭირს და ამერიკაში საოპერაციოდ გამოუშვებენ მშობლები. ბრუკს მოუწევს მალევე ენჯის სახლში დაბრუნება, რის გამოც იგი ძალიან დაითრგუნება.

პოლ იოჰანსონი თამაშობს დენ სკოტს, წარსულში ცნობილ კალათბურთელს, რომელიც არის ნეიტანის და ლუკასის მამა, მიუხედავად ამისა მას არასდროს აინტერესებდა ლუკასი. მას შემდეგ რაც მისი ქორწინება დებისთან იმსხვრევა და ნეიტანი ცდილობს რომ მისგან თავი დაიძვრინოს, დენს ეშმაკი შეუჩნდება. როდესაც ის გაიგებს რომ დები მის ძმასთან კიტთან იწვა, ძმებს შორის ომი იწყება და კულმინაციას აღწევს მესამე სეზონში, როდესაც დენი კიტს კლავს. დენი ნელ-ნელა იწყებს კარენის დახმარებას ფეხმძიმობის დროს და ცდილობს ყველაფრის ახლიდან დაწყებას. თუმცა მას შემდეგ რაც ლუკასი გაიგებს რომ ის არის კიტის მკვლელი, მას ციხეში სვამენ. ოთხი წლის შემდეგ მას თავდებით უშვებენ და იგი ცდილობს ცოდვების მონანიებას ოჯახის წინაშე, რადგანაც ის კვდება HCM-სგან. სეზონის ფინალში, მას მანქანა გაიტანს, ზუსტად იმ ამბის შემდეგ, როდესაც იგი გაიებს, რომ გამოჩნდა დონორი და იგი მზადაა გულის გადანერგვისთვის.

ბარი კორბეინი თამაშობს მწვრთნელი ბრაიან უიტეი დურჰამს, ყვავების 65 წლის მწვრთნელს, რომელიც მეოთხე სეზონში სამსახურიდან მიდის. ის და დენი სულ კამათობენ გუნდთან დაკავშირებით განსხვავებული მოსაზრების გამო. უიტეი ხშირად მისტირის თავის ცოლს, კამელიას, და იმ ფაქტს, რომ იგი დიდ დროს არ ატარებდა მასთან როდესაც იგი ცოცხალი იყო. იგი გუნდიდან მიდის მას შემდეგ, რაც ყვავები ბოლოს და ბოლოს მოიგებენ ქვეყნის ჩემპიონატს მეოთხე სეზონში, თუმცა მოგვიანებით იგი კოლეჯში მწვრთნელის პოზიციას დათანხმდება, რომელიც სამი საათის დაშორებით მდებარეობს თრი ჰილიდან, რის შედეგად ნეიტანს შანსი ეძლევა კოლეჯში კალათბურთის თამაშის.

კრეიგ შეფერი თამაშობს კიტ სკოტს, დენის უფროს ძმას. მას შემდეგ რაც დენი დებს ანაცვალებს კარენს, კიტი დაიწყებს კარენის დახმარებას და ლუკასის გაზრდას და უყვარდება კარენი, მაგრამ ისინი მხოლოდ მესამე სეზონში შეძლებენ ერთად ყოფნას. მას პრობლემები აქვს სმასთან დაკავშირებით და მუდმივი კონკურენცია ძმასთან, რომლის შედეგადაც იგი გაეხვევა დებისთან ურთიერთობაში და მასთან გაატარებს ღამეს. მას შემდეგ რაც დენი შეცდომით მას დაადანაშაულებს ხანძრის მოწყობაში, სადაც დენი ძლივს გადარჩება, გადაწყვეტს შურის ძიებას და ესვრის მას თრი ჰილის სკოლაში. კიტი დენს ხშირად ევლინება მოჩვენებად და მოსვენებას არ აძლევს, თუმცა მოგვიანებით მას პატიობს იმას რაც ჩაიდინა. კიტი მფარველ ანგელოზად ევლინება ლუკას მეოთხე სეზონის განმავლობაში.

მოირა კელი თამაშობს კარენ როეს, ლუკასის დედას. დენი მას ფეხმძიმეს მიატოვებს საშუალო სკოლაში სწავლების დროს და დენის ძმის დიდი დახმარებით (მოგვიანებით კარენის საყვარელი და მისი შვილის მამა ხდება) კარენი ლუკას მარტო გაზრდის. კარენი განადგურებულია მესამე სეზონში კიტის სიკვდილის გამო. მეოთხე სეზონში იგი კვლავ უახლოვდება დენს, მანამ სანამ გაიგებს რომ კიტი მისი მოკლულლია და გააჩენს ბავშვოს, რომელსაც ლილი როე სკოტს დაარქმევს. მეხუთე სეზონში, კარენი მოგზაურობს სხვადასხვა ქვეყნებში ლილისთან და ენდი ჰარგროუსთან ერთად, და ბრუნდება ლუკასის ქორწილის გამო.

დამატებითი პერსონაჟებირედაქტირება

ბარბარა ელინ ვუდსი თამაშობს დებ სკოტს, დენის ნერვიული ყოფილ ცოლს და ნეიტანის დედას. ის 17 წელია დენის ცოლია და მესამე სეზონში მას ეყრება და სიძულვილს იქამდე მიჰყავს რომ მის მოკვლასაც კი ეცდება. მეორე და მეოთხე სეზონებში დები ცდილობს თვი დაანებოს წამლებს, რომლებზეც იგი სერიოზულად არის შემჯდარი. მეხუთე სეზონში იგი ბრუნდება როგორც ჯეიმის ძიძა და გააბამს სექსუალურ ურთიერთობებს სკილთან.

ლი ნორისი თამაშობს მარვინ "მოუთ" მაკფადენს, ლუკასის მეგობარს. ის ცოტათი უბედურია სიყვარულში, მეორე სეზონში ბრუკი უყვარდება, შემდეგ მას ერიკა მიატოვებს, მას შემდეგ რაც პოპულარული გახდება, მერე უყვარდება რეიჩელი. გიგი, მასთან ერთად მომუშავეც მიატოვებს მას და აგრეთვე შელი საიმონი, რომელთანაც იგი ვაჟიშვილობას დაკარგავს. მეხუთე სეზონში მას ურთიერთობა აქვს თავის ბოსთან ალისთან, საბოლოოდ კი შეუყვარდება მილისენტი. მოუთი გახდება სპორტული კომენტატორი მაგრამ სეზონის ბოლოს იგი სამუშაოდან მიდის.

ანტონ ტანერი თამაშობს ანტონ "სკილი" ტეილორს, ლუკასის მეგობარს. ის უფრო ხშირად მეოთხე სეზონში ჩნდება, როდესაც ლუკასის ადგილს დაიკავებს ყვავებში. მეხუთე სეზონში ის ყვავების მთავარი მწვრთნელის ასისტენტი ხდება და ცხოვრობს მოუთთან ერთად. მეხუთე სეზონში ის და მისი შეყვარებული ბევინ მირსკი უკვე აღარ არიან ერთად და ის ურთიერთობას აბამს დებისთან.

დანიელ ჰარისი თამაშჴბს რეიჩელ გატინას, რომელიც თრი ჰილში მესამე სეზონში ჩნდება. მას შემდეგ რაც იგი ჩირლიდერებს გუნდს შეუერთდება, ბრუკის საუკეთესო მეგობარი ხდება. რეიჩელი უახლოვდება მოუთს, მაგრამ მიატოვებს კუპერის გამო, რომელიც მას მას შემდეგ, როდესაც გაიგებს მის ნამდვილ წლოვანებას. ჰეილის და ნეიტანის ქორწილის დღეს, კუპერი და რეიჩელი ავარიაში ხვდებიან და ხიდიდან წყალში ვარდებიან, ხოლო ნეიტანი და რომელიც ამ ავარიის მომსწრე იქნებია, გადაარჩენს რეიჩელს, რის შემდეგაც რეიჩელს ნეიტანი შეუყვარდება, თუმცა უკან დაიხევს, როდესაც ჰეილის ფეხმძიმობის შესახებ იგებს ამბავს. მეხუთე სეზონში რეიჩელი არის ბრუკის ყოფილი მოხელე და ჰეროინზე დამოკიდებული, მას შემდეგ რაც ბრუკი მას სამსახურიდან გააგდებს. ბრუკი რეიჩელს დახმარებას ცდილობს და ჩამოჰყავს თრი ჰილში, თუმცა ბრუკის დედასთან ჩხუბის გამო, რეიჩელი გაიპარება და თან წაიღებს ბევრ ფულს.

ჯექსონ ბრანდეიჯი თამაშობს ჯეიმზ „ჯეიმი“ სკოტი, ნეიტანის და ჰეილის შვილს, რომელიც მეოთხე სეზონის ბოლოს იბადება. მეხუთე სეზონში ის უკვე 4 წლისაა და ექცევა ყველას ყურადღების ცენტრში, მათ შორის მშობლების, ნათლიების — ლუკასის და ბრუკის და მშობლების მეგობრების. იგი მოტაცებული იქნება მეასე ეპიზოდში თავისი ძიძის მიერ და მას შემდეგ რაც მას დენი გადაარჩენს, თავისი მშობლების წინააღმდეგობის მიუხედავად, იგი ცდილობს ბაბუასთან დაახლოებას.

სიუჟეტირედაქტირება

  მთავარი სტატია : One Tree Hill-ის ეპიზოდების სია.

პირველ სეზონში იყო 22 ეპიზოდი, მეორე სეზონში 23, მესამე სეზონში 22, მეოთხე სეზონში 21 და მეხუთე სეზონში 18.

სპონსორები სიუჟეტებშირედაქტირება

AT&T შოუში ჩაერთო როგორც სპონსორი. პერსონაჟებს, რომლებიც შოუში მონაწილეობენ, უმეტესობას აქვს ამ ფირმის მობილურები. კომპანიამ One Tree Hill-ის ფანებს მისცა საშუალება, რომ რამდენიმე სიუჟეტის განვითარება თვითონ აერჩიათ. პირველი არჩევანი იყო, უნდა ეკოცნათ თუ არა ნეიტანს და ტეილორს როდესაც ისინი ერთმანეთს შეხვდებოდნენ 'სვინგინგ დონკი' ბართან. ფანებმა აირჩიეს რომ არ უნდა გააკეთონ მათ ეს.[3] მეორე არჩევანი იყო, ნეიტანის და ჰეილის მეორე ქორწილის სიმღერა, რომელიც მესამე სეზონის ბოლოში უნდა გაჟღერებულიყო. ფანებმა აირჩიეს „More Than Anyone“ გევინ დეგრუს შესრულებით. კომპანიამ ასევე მისცეს ფანებს საშუალება აერჩიათ, თუ რომელი ბენდი იმღერებდა მეოთხე სეზონის ბოლოს. ფანებმა Within Reason' აირჩიეს, ბირმინგემ, ალაბამადან.[4]

სანკისთი არის სხვა სპონსორი რომელიც ჩნდება ეპიზოდებში, როგორიცაა „When it Isn’t Like it Should Be“ და „Just Watch the Fireworks“, თქვენ შეგიძლიათ ეს სასმელები დააფიქსიროთ პერსონაჟების მაცივრებში და სკოლაში. სპონსორმა შეჯიბრებაც კი ჩაატარა, თუ რომელ ქალაქში უნდა ჩასულიყვნენ პერსონაჟები „It Gets the Worst at Night“-ის სერიის დროს და გამარჯვებული გახდა ჰონეი გრუვი, ტექსასი.

მეოთხე სეზონის, მეოთხე ეპიზოდში: „Can’t Stop This Thing We Started“, რეიჩელმა მონაწილეობა მიიღო მაქსიმის ფოტოგადაღებებში, რომელიც აისახა მის რეალურ ცხოვრებაში, იგი ჰილარი ბარტონთან და სოფია ბუშთან ერთად, გამოჩნდა ჟურნალის გარეკანზე 2006 წლის, 14 ოქტომბერს, სადაც დანიელას იგივე ტანსაცმელი ეცვა, რაც ფილმში გადაღებების დროს.

მეოთხე სეზონის, მეშივდე ეპიზოდში: „All These Things That I’ve Done“, ამერიკას შემდეგი ტოპ მოდელის გამარჯვებულმა, კარიდეე ენგლიშმა პატარა როლი ითამაშა მოდელის სახელად ტია, რომელიც დეფილეში იღებდა მონაწილეობას.

მაკისი ატარებს შეჯიბრებას და გამარჯვებული მონაწილეობას მიიღებს შოუში. მას შეეძლება დრო გაატაროს შოუს მონაწილეებთან და გამოჩნდეს ერთ-ერთ ეპიზოდში.[5]

მეხუთე ეპიზოდის 17-ე ეპიზოდში: „Hate is Safer Than Love“, მია, რომლის როლსაც კაიტ ვოეგელე ასრულებს, თანმხდება მონაწილეობა მიიღოს Rock the Vote და Starburst -ის მიერ დაფინანსებულ კონცერტში.

შავი წარწერებირედაქტირება

როდესაც ეპიზოდში ნაჩვენებია მგრძნობიარე ან ძალადობის ამსახველი თემა, ან როდესაც ეპიზოდის სიგრძე უტოლდება მთლიან დროს, ამ შემთხვევაში არანაირი შესავალი არ არის, მხოლოდ წარწერა One Tree Hill, დაწერილი შავ ფონზე. მეხუთე სეზონის დააწყებიდან, მხოლოდ წარწერაა შავ ფონზე.

პირველი სეზონირედაქტირება

One Tree Hill გამოვიდა 2003 წლის 23 სექტემბერს. პირველი სეზონის ფინალური ეპიზოდი კი 2004 წლის 11 მაისს.

თრი ჰილი არის პატარა ქალაქი ჩრდილოეთ კაროლინაში, სახლი ცნობილი საშუალო სკოლის გუნდის თრი ჰილის ყვავების და ორი ნახევარ ძმის ლუკას სკოტის (ჩედ მაიკლ მარი) და ნეიტან სკოტის (ჯეიმზ ლაფერტი). ორივე ძმა ერთ ქალაქში ცხოვრობს, მაგრამ მათი მამის — დენის (პოლ იოჰანსონი) გავლენის გამო, ისინი ერთმანეთთან არ ურთიერთობენ.

დენი ხვდებოდა ლუკასის დედას კარენს (მოირა კელი) საშუალო სკოლაში, მაგრამ იგი ფეხმძიმე მიატოვა და კალათბურთის კვალს გაყვა. კოლეჯში ის გაიცნობს ნეიტანის დედას დებს (ბარბარა ელინ ვუდსი), რომელიც მისგან დაფეხმძიმდება. დენი დებს ცოლად მოიყვანს და ნეიტანს უზრუნველყოფს სტაბილური სახლით და მდიდარი ცხოვრებით. დენი არასდროს დაინტერესებულა ლუკასის ცხოვრებით. ლუკასი კარენმა მარტო გაზარდა, კიტის (კრეიგ შეფერი) დახმარებით, დენის ძმის, რომელიც ლუკას მამას შეუცვლის.

ნეიტანი თამაშობს ყვავებში, როგორც ადრე მამამისი დენი. კიტს იდეა გაუჩნდება და ის რეკომენდაციას გაუკეთებს ლუკას ყვავების მთავარ მწვრთნელთან უაიტ დურჰამთან (ბარი კორბეინი), რომელიც ლუკას გუნდში დაპატიჟებს. ეს გარემოება უფრო ძაბავს ნეიტანსა და ლუკას შორის ურთიერთობას, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ლუკასი თვალს დაადგამს ნეიტანის შეყვარებულს პეიტონ სოიერს (ჰილარი ბარტონი). პეიტონი ნეიტანს მიატოვებს, რადგან იგი დაიღალა იმ ურთიერთობით რაც მასსა და ნეიტანს შორისაა, და იმითი რომ ნეიტანი იყენებს ლუკასის საუკეთესო მეგობარს ჰეილის (ბეტანი ჯოი გალეოტი), რათა ლუკასამდე მივიდეს. ნეიტანის გასაოცრად მას ჰეილი შეუყვარდება და ჰეილიც იმავე გრძნობით უპასუხებს მას. ეს ურთიერთობა კი ლუკასის და ჰეილის მეგობრობას კითხივს ნიშნის ქვეშ აყენებს.

ლუკასი შეხვედრას დაიწყებს პეიტონის საუკეთესო მეგობართან ბრუკ დეივისთან (სოფია ბუში), თუმცა იგი ბრუკს უღალატებს პეიტონთან, რომლის მიმართ ლუკას კვლავ გააჩნია გრძნობები, რის შემდეგაც ბრუკს არც ერთი მათი სახელის გაგონება არ უნდა. ბრუკი მოგვიანებით მძიმე სიტუაციაში აღმოჩნდება, მას ეშინია იმისა, რომ შეიძლეგა იგი ფეხმძიმედ იყოს ლუკასისგან, რაც ლუკას დენის მდგომარეობაში აყენებს. ლუკასი მიხვდება პირველად ცხოვრებაში თუ რატომ გააკეთა დენმა ის რაც გააკეთა და გადაწყვეტს რომ არ გაიმეოროს მისი შეცდომა და ბრუკს დაპირდება რომ მისი და ბავშვის გვერდით იქნება, რის შემდეგაც ბრუკს დანაშაულის გრძნობა გაუჩნდება და აღიარებს რომ მან გამოიგონა ფეხმძიმობა, რათა დაესაჯა ლუკასი პეიტონთან ღალატის გამო. პეიტონი დაუახლოვდება მარტოხელა მამას ჯეიკ ჯაგილსკის (მოწვეული მსახიობი, ბრაიან გრინბერგი) და მის ბავშვს, მაგრამ როდესაც ბრუნდება ბავშივს დედა ნიკი (მოწვეული მსახიობი, ემანუელე ვაუგიერი), ჯეიკი გადაწყვეტს თრი ჰილის დატოვებას, და პეიტონი მარტო რჩება.

კარენი რამდენიმე კვირით იტალიაში მიემგზავრება კულინარიულ კურსებზე და ლუკას ტოვებს კიტის ზედამხედველობის ქვეშ. ლუკასი კინაღამ დაიღუპება ავტო ავარიაში, რომელიც კიტის გამო მოხდება, იმ მომენტში იგი საჭესთან ნასვამ მდომარეობაში ზის. აგრეთვე ლუკასი მხრის სერიოზულ ტრავმას მიიღებს, რის შემდეგაც კიტისა და კარენის რომანტიკული ურთიერთობები მთავრდება. დები ცდილობს რომ დენს გაეყაროს, მაგრამ ყველაფერი ცუდად შემოტრიალდება და ნეიტანი ორ ცეცხლ შუა აღმოჩნდება, რის მერე იგი გადადის ცალკე საცხოვრებლად. კარენი და დები საუკეთესო მეგობრები ხდებიან და ერთად ხსნიან კარენის კაფეს, ამ დროს კიტი იძულებულია რომ თავისი ავტო-მაღაზია მიყიდოს დენს რათა ლუკასის სამედიცინო გადასახადი დაფაროს. კიტი ცოლობას თხოვს კარენს, მაგრამ იგი მას უარს ეტყვის, ამის შემდეგ კიტი გადაწყვეტს One Tree Hill-ის დატოვებას და ჩარლსტონში გადავა, იმ მიზეზით რომ მას არაფერი დარჩა One Tree Hill-ში.

საფინალო სეზონში მნიშვნელოვანი შეხვედრა იმართება და ვინაიდან უიტს საავადმყოფოში დააწვენენ, რომელსაც თვალის ოპერაცია უნდა გაუკეთონ, დენი ჩაუდგება გუნდს სათავეში. ლუკასი და ნეიტანი გადაწყვეტენ მამის წინააღმდეგ გაერთიანებას, მაგრამ ყველაფერი მთავრდება იმითი რომ ისინი აგებენ ბოლო მატჩს და სეზონიც მთავრდება. ლუკასი გადაწყვეტს კიტთან ჩარლტონში გადასვლას. ნათელია რომ ნეიტანს და ჰეილის თამაშის შემდეგ რაღაც აქვთ გადაწყვეტილი, მაგრამ ჯერ გაურკვეველია რა, თუმცა ის ცნობილია რომ ჰეილი მზადაა მას ჩააბაროს თავისი ქალიშვილობა. დენი დებს და კიტს ერთად შეუსწრებს. მეორე დილას დენს გულის შეტევა აქვს. ბრუკი და პეიტონი შერიგდებიან და გადაწყვეტენ რომ მოიშორონ თავიდან ნიკი. ბრუკი ნიკის ეტყვის რომ ჯეიკმა ჯენი წაიყვანა სიეტლში (სინამდვილეში სავანაში) და ნიკი სწრაფად გაემართება სიეტლისკენ. ბრუკი და პეიტონი შეთანხმდებიან რომ არასდროს აღარ იჩხუბონ ბიჭის გამო. კარენი უფლებას მიცემს ლუკას რომ კიტთან ერთად წავიდეს, მაგრამ შეახსენებს რომ: არსებობს მხოლოდ ერთი One Tree Hill — და ეს არის მისი სახლი. ლუკასი მიდის ნეიტანთან რათა გამოემშვიდობოს მას და გაკვირვებული დარჩება როდესაც გაიგებს რომ ჰეილიმ მასთან ღამე გაატარა, რადგან ჰეილი ყოველთვის ამბობდა რომ ქორწინებამდე არავისთან დაწვებოდა. ჰეილი და ნეიტანი ლუკას დაუდასტურებენ რომ ისინი უკვე დაქორწინდნენ წინა ღამეს. ამის შემდეგ ლუკასი და კიტი თრი ჰილს ტოვებენ.

მეორე სეზონირედაქტირება

მეორე სეზონში გამოსულია 23 ეპიზოდი, რომელიც დაიწყო 2004 წლის 21 სექტემბერს და დასრულდა 2005 წლის 24 მაისს.

მას შემდეგ რაც კიტი და ლუკასი გაიგებენ დენის გულის შეტევის შესახებ, ისინი One Tree Hill-ში ბრუნედებიან და დენი გადაწყვეტს ლუკასის ახლოს გაცნობას. ლუკასი ფრთხილად უახლოვდება მამამის. მას შემდეგ რაც დენი გაიგებს, რომ ლუკას იგივე დაავადება ჭირს რამაც დენის გულის შეტევა გამოიწვია, იგი შეთავაზებს ლუკას მასთან ცხოვრებას და მის მდგომარეობას საიდუმლოდ დატოვებს. დენი ასევე თანხმდება რომ კიტისგან და მისი ახალი შეყვარებულისგან ჯულსისგან Maria Menounos თავი შორს დაიჭიროს. როდესაც ლუკასი გაიგებს რომ დენმა ჯულსი იმის გამო დაიქირავა რომ კიტს იგი შეყვარებოდა და მერე ჯულს გული გაეტეხა, რათა სამაგიერო გადაეხადა დებთან ურთიერთობის გამო, ჯულსი კიტს საკურთხეველთან მიატოვებს, რის შემდეგაც კიტი გულ გატეხილი ტოვებს თრი ჰილს.

ნეიტანს და ჰეილის სტუმრად ეწვევა, ჰეილის უფროსი და ტეილორ ჯეიმზი ლინდსი მაკკეონი, რომელიც აღმოჩნდება ის გოგო, რომელთანაც ნეიტანი პირველად დაწვა მანამდე, სანამ ჰეილის გაიცნობდა. ყველაფერ ამას ემატება ის, რომ ჩამოდის კრის კელერი ტაილერ ჰილტონი, მუსიკოსი, რომელიც ჰეილის არწმუნებს რომ მიატოვოს ნეიტანი და მასთან ერთად წავიდეს ტურნეზე. ამ ამბის შემდეგ ნეიტანი კუპერის მანქანით ავარიაში ხვდება და როდესაც იგი მარტო აღმოჩნდება ამ ყველაფერთან, გადაწყვეტს ჰეილის გაუგზავნოს გაყრის დოკუმენტი.

პეიტონი ხსნის ბარს, ყველა ასაკისთვის სახელად TRIC, მაგრამ ამავე დროს იგი იწყებს ნარკოტიკების მიღებას და ამ მდომარეობიდან გამოსლვაში მას ჯეიკი ეხმარება, როდესაც იგი ბრუნდება თრი ჰილში. ჯეიკს და პეიტონს ერთმანეთი უყვარდებათ და იწყებენ შეხვედრებს, მაგრამ ჯეიკი იძულებულია კვლავ დატოვოს თრი ჰილი, როდესაც ნიკი ბრუნდება და ჯენის იტაცებს. ბრუკი სეზონს იწყებს ახალი ფორმირებით მეგობრები გამორჩენით, მის მეზობელ ფელიქს ტაგაროსთან ერთად მაიკლ კოპონი, მაგრამ მას შემდეგ რაც მისი ოჯახი ყველაფერს დაკარგავს, იგი აღმოაჩენს თავის თავში შინაგან ძალას. ის კენჭს იყრის სკოლის პრეზიდენტობაზე და მოუგებს თავის კონკურენტ ერიკა მარშს კატერინე ბაილეს. ბრუკი მიატოვებს ფელიქს მას შემდეგ, როდესაც გაიგებს რომ ფელიქსმა პეიტონის გარდერობი გატეხა და ფელიქს მშობლები აგზავნიან სამხედრო სკოლაში. ბრუკი უახლოვდება ლუკას და გადადის მის ძველ საძინებელ ოთახში, მას შემდეგ რაც ბრუკის მშობლები კალიფორნიაში გადავლენ საცხოვრებლად. ჭორები იყო იმის შესახებ რომ WB შოუს პროდუსერები იძულებულნი იყვნენ თავიდან მოეშორებინათ მაიკლ კოპონი, რადგანაც მისი პერსონაჟი უფრო პოპულარული გამოდგა, ვიდრე ამას ელოდებოდნენ და იყო შისი იმისა, რომ მაიკლ კოპონის გამო მოაკლდებოდა ყურადღება ჩედ მაიკლ მარის, თუ მაიკლ კოპონს შოუში უფრო ფართო როლი ექნებოდა. მეორე სეზონი შოუს ისტორიაში ყველაზე მაღალი რეიტინგით გამოირჩევა.

ლუკასი შეხვედრას დაიწყებს ფელიქსის დასთან ანასთან (დანიელა ალონსო), მაგრამ მასთან წყვეტს ურთიერთობას მას შემდეგ რაც მიხვდება, რომ ბრუკი უყვარს. ანა ლუკასთან დაშორების გამო დაბნეულია. მას შემდეგ რაც შემთხვევით იგი პეიტონს აკოცებს, ანა ნელ-ნელა ხვდება რომ ის ბისექსუალია. მოგვიანებით იგი ტოვებს თრი ჰილს და ძველ სკოლაში ბრუნდება თავის შეყვარებულ გოგოსთან.

დენი და დები ერთიანდებიან, რომლებიც უარყოფითად უყურებენ ნეიტანის ქორწინებას. ლუკასი გაიგებს რომ დები დამოკიდებულია ანტიბიოტიკებზე და ნეიტანის საავტომობილო ინციდენტის შემდეგ იგი ცდილობს მკურნალობა განაგრძობს რეაბილიტაციურ ცენტრში. კარენი დაიწყებს შეხვედრას პროფესორთან ენდი ჰარგროუსთან (კიერენ ჰატჩისონ), რომელიც კარენს ასწავლის ბიზნეს და რომელიც კარენზე რამდენიმე წლით პატარაა. ის დენის მტერი ხდება.

საფინალო სეზონში, ენდი იძულებულია დაბრუნდეს ახალ ზელანდიაში და მიხედოს დედას, რომელიც ძალიან ავადაა, კარენი გადაწყვეტს მასთან ერთად წასვლას და განერვიულებულია იმის გაომ რომ ენდი არ გამოჩენილა სასტუმროში. სანამ კარენი დატოვებს თრი ჰილს, იგი ხედავს კიტს, რომელიც მოპირდაპირე მხარეს მდებარე კაფეში ზის. დები ტოვებს რეაბილიტაციურ ცენტრს და იგებს რომ დენი ნეიტანს ადანაშაულებდა დების ამ მდგომარეობის გამო. დები შეთავაზებს ნეიტანს ყველაფრის ახლიდან დაწყებას, ამასობაში ლუკასი დებს გადაცემს დენის არალეგალური საქმეების ამსახველ საბუღალტრო წიგნს, რომელიც ენდიმ მოიპოვა. დენი აშანტაჯებს დებს და ადანაშაულებს ლუკას ღალატში. ნეიტანი ასევე ადანაშაულებს ლუკას და არის გაბრაზებული იმის გამო, რომ იგი მათ ოჯახურ ურთიერთობებში ერევა. ლუკასი საბოლოოდ ეტყვის ბრუკს თავისი გრძნობების შესახებ, მაგრამ ბრუკი ისე ტოვებს თრი ჰილს და მიდის კალიფორნიაში, რომ არ ეუბნება ლუკას თუ რას გრძნობს ის მისადმი. პეიტონი იღებს მესიჯს სახელად „WATCHMEWATCHU“ და ფიქრობს, რომ ეს შეიძლება ჟურნალისტი ელი ჰარპი (შერილ ლი) იყოს. მოულოდნელად ელი პეიტონს მიაკითხავს სახლში და ეტყვის რომ ის მისი ბიოლოგიური დედაა. დენი აღმოაჩენს თეთრ ნივთიერებას და მიხვდება, რომ იგი მოწამლეს. სანამ დენი გონს დაკარგავს, იგი დაინახავს შავებში ჩაცმულ ადამიანს, რომელიც ირგვლივ ყველაფერს ცეცხლს წაუკიდებს. ნეიტანი გადადის საცხოვრებლად დებისთან, თუმცა გაკვირვებული დარჩება როდესაც ძველ სახლში დაბრუნდება და კარებთან ჰეილი დახვდება. ლუკასი და პეიტონი მარტო აღმოჩნდებიან პლაჟზე და მიხვდებიან რომ მარტო ისინი დარჩნენ ამ ზაფხულს თრი ჰილში.

მესამე სეზონირედაქტირება

მესამე სეზონი მოიცავს 22 ეპიზოდს, რომელიც გამოვიდა 2005 წლის 5 ოქტომბერს და დამთავრდა 2006 წლის 3 მაის.

სამი თვის შემდეგ, მოვლენები იქიდან ვითარდება სადაც იყო გაჩერებული. ლუკასმა და პეიტონმა ზაფხული ერთად გაატარეს, თუმცა ბრუკს, რომელიც კალიფორნიიდან ბრუნდება და ლუკას თავაზობს ერთად ყოფნას, ამ ამბავს არ გაუმხელენ. ბრუკი თავის სახლში აბინავებს ჰეილის. ჰეილი ცდილობს რომ დაუახლოვდეს ნეიტანს, რომელმაც ზაფხული გაატარა, ჰაი ფლაიერსის საკალათბურთო ბანაკში, თუმცა ნეიტანი არ არის მზად რომ ჰეილის ენდოს. ის ფულს უხდის კრის, რომ იგი ჩამოვიდეს და დაეხმაროს ჰეილის მუსიკალურ კარიერაში. კრისი კიდევ უფრო მეტ პრობლემებს შექმნის, მაშინ როდესაც იგი ღამეს გაატარებს ბრუკთან და ამით თითქმის დაანგრევს ურთიერთობებს ბრუკსა და ლუკას შორის. ნეიტანი და ჰეილი კვლავ ერთად იქნებიან, ისევე როგორც ბრუკი და ლუკასი. კრისი მალევე ტოვებს თრი ჰილს. პეიტონი ცდილობს გაუმკლავდეს იმ ფაქტს, რომ ის არის აყვანილი და რომ ელი დედამისია. მოგვიანებით ის გაიგებს რომ ელის მკერდის კიბო აქვს და ძალიან ავად არის. პეიტონი ელისთან ერთად გამოუშვებს ალბომს სახელწოდებით მეგობრები გამორჩენით, მაგრამ ელი ალბომის დამთავრებისთანავე კვდება.

ყველა ბრუნდება თრი ჰილში, რომ გააგრძელონ სწავლა და აგრეთვე საკალათბურთო პრაქტიკებიც იწყება. უაიტეი ყვავებს ეუბნება, რომ მიუხედავად იმისა ისინი მოიგებენ თუ წააგებენ თამაშს, ეს მისთვის ბოლო სეზონია როგორც მწვრთნელი. ლუკასი კი ცდილობს რომ დამალოს კარენისგან და უაიტისგან მისი მდგომაგრეობა, მიიუხედავად სერიოზული იმფაქტისა, რომელიც ერთ-ერთი გამოსვლის დროს დაემართება.

დენი გამოაღწევს ხანძრიდან და მიხვდება რომ მას ლუკასი დაეხმარა. დენი გადაწყვეტს კენჭი იყაროს მერობაზე, მაგრამ შოკში ჩავარდება როდესაც გაიგებს რომ მისი კონკურენტი კარენი იქნება. დენი მოისყიდის დებს, და აიძულებს დარჩეს მასთან სანამ მერი გახდება, მიუხედავად ამისა დები მიემგზავრება თრი ჰილიდან, მას შემდეგ რაც ლუკასი ეტყვის მას, რომ იცის იგი ცდილობდა დენის მოკვლას. კიტი ბრუნდება და კარენი მიხვდება რომ მისადმი კვლავ აქვს გრძნობები, ისინი შეხვედრას დაიწყებენ და დაინიშნებიან კიდევაც. დენს სჯერა რომ მისი მოკვლა კიტმა ცადა და გადაწყვეტს შურის ძიებას.

ახალ მოსული რეიჩელ გატინა (დანეელ ჰარისი) ცდილობს რომ ლუკასსა და ბრუკს შორის ჩადგეს, სანამ თვალს დაადგამს მოუთ მაკფადენს. მოუთს რეიჩელი შეუყვარდება, თუმცა მოგვიანებით გაიგებს, რომ იგი ნეიტანის ბიძას კუპერს ხვდება (მაიკლ ტუკო), რომელმაც არ იცის რეიჩელის ნამდვილი წლოვანება. რეიჩელი ხსნის დროის კაფსულას, რომელიც მეორე სეზონში არის ჩაწერილი და ყველას უჩვენებს, რაც გამოიწვევს პრობლემებს, თუმცა პრობლემები იმაზე დიდი აღმოჩნდება ვიდრე ამას რეიჩელი ან სხვა ვინმე მოელოდა. მას შემდეგ რაც ლუკასის და მოუთის ყოფილი მეგობარი ჯიმი ედვარდსი (კოლინ ფიკერს), საყოველთაო ყურადღებს ცენტრში მოექცევა, იმის გამო რომ დროის კაფსულაში იგი ყველას აგინებს, ჯიმი სკოლაში შევარდება იარაღით და ყველას მძევლად აიყვანს. პეიტონი ფეხში დაიჭრება და ლუკას აკოცებს, როდესაც ლუკასი მის დახმარებას ცდილობს ბიბლიოთეკაში. კოცნა მათზე დიდ გავლენას მოახდენს. დენი უფლებას აძლევს კიტს სკოლაში შესვლის, კიტს ჯერა, რომ მას შეუძლია ედვარდსის დაშოშმინება, თუმცა ედვარდსი თავს იკლავს და როდესაც დენი დაინახავს კიტს ჩამუხლულს ედვარდსის გვამთან, დენი იღებს იარაღს და ესვრის ძმას, რის შემდეგაც ყველას აჯერებს რომ კიტი ჯიმი ედვარდსმა მოკლა.

მას შემდეგ რაც ჯიმი ედვარდსი მძევლად აიყვანს სკოლას და კიტი კვდება, ბავშვები გადაწყვეტენ რომ გაექცნენ ამას ყველაფერს და მიდიან რეიჩელთან სადაც თავიანთ ცხოვრებას ახლიდან განიხილავენ: ნეიტანი ჰეილის კვლავ ხელს თხოვს და ისინი ერთად გადავლენ საცხოვრებლად. ბრუკი პეიტონთან გადავა, რომელსაც მცირე ხნიანი ურთიერთობა აქვს პეტე ვენტცთან ფოლ აუთ ბოის წევრთან, რის შემდეგაც პეიტონი გადაწყვეტს ჯეიკთან წასვლას სავანაში. ლუკასი კარენს და უაიტს გაუმხელს თავის მდგომარეობას და ყვავებიდან გადაწყვეტს წამოსვლას. დენს კიტის ბავშვობის მოჩვენება თავს არ ანებებს. პეიტონი ჯეიკს თხოვს რომ მან იგი ცოლად მოიყვანს, მაგრამ ჯეიკი ხვდება, რომ პეიტონს კვლავ ლუკასი უყვარს და სახლში აგზავნის, რათა იგი გაერკვიოს თავის გრძნობებში. პეიტონი ბრუკს ეტყვის რომ მას კვლავ უყვარს ლუკასი.

საფინალო სეზონში, ნეიტანი და ჰეილი, თავიანთი ოჯახის და მეგობრების წინაშე, ლამაზ ცერემონიაზე ფიცს დებენ. დები ბრუნდება თრი ჰილში და როდესაც გაიგებს, რომ დენი ფიქრობს ის ხანძარი კარენის მოწყობილია, დენს სიმართლეს ეტყვის, რომ თვითონ ცადა მისი მოკვლა. დენი გააცნობიერებს, რომ მან ძმა სულ არაფრის გამო მოკლა. მოგვიანებით, კარენი დენს ეტყვის, რომ იგი კიტისგან ბავშვს ელოდება, ხოლო დენი მას შეპირდება, რომ ამჯერად იგი მასთან იქნება და არ მიატოვებს. ბრუკი პეიტონს არ ელაპარაკება, და მას შემდეგ რაც ლუკასი შემთხვევით ეტყვის, რომ პეიტონს აკოცა, ის დათრგუნულია და პეიტონს ეტყვის, რომ ისინი მეგობრები აღარ არიან. რეიჩელი გამწარებულია კუპერის უარყოფის გამო და ნასვამი ნეიტანის და ჰეილის ქორწილზე ყველას ეტყვის, რომ კუპერი მასთნ იწვა, მიუხედავად იმისა რომ იგი 17 წლისაა. რეიჩელი საქორწინო ლუმიზინში ჩაჯდება და კუპერთან ერთად დატოვებს ქორწილს. როდესაც ლუკასი და კარენი აპირებენ წასვლას, ლუკასი ვიღაცის ჩანთაში იპოვის ფეხმძიმობის ტესტს. ლუკასი დედამის შეეკითხება, არის თუ არა ის ფეხმძიმედ, კარენი ეტყვის რომ არის, მაგრამ ეს ჩანთა მისი არ არის. რეიჩელი ეკითხება კუპრეს, არის თუ არა შანსი რომ ისინი კვლავ ერთად იქნებიან, კუპერი ეუბნება რომ არა. რის შემდეგაც მათ შორის ჩხუბი დაიწყება და ისინი ნეიტანის და ჰეილის თვალწინ, (ლონდონში მიდიან თაფლობის თვის გასატარებლად) ხიდიდან წყალში გადავარდებიან. ჰეილის სურვილის საწინააღმდეგოდ, ნეიტანი წყალში ჩახტება მათ დასახმარებლად, მაგრამ ჰაერი არ ეყოფა და მახეში გაებმება. დენი კი სახლში დაბრუნებისას კედელზე წარწერა დახვდება მკვლელი, როგორც ჩანს ვიღაცამ იცის სიმართლე.

მეოთხე სეზონირედაქტირება

მეოთხე სეზონში შესულია 21 ეპიზოდი, რომელიც დაიწყო 2006 წლის 27 სექტემბერს და დამთავრდა 2007 წლის 13 ივნის.

ვინაიდან ახლოვდება უკვე ბოლო წელი საშუალო სკოლაში ყოფნის, ყველანი თავიანთ თავს აღმოაჩენენ ცხოვრების გზაჯვარედინზე. ნეიტანი იმ შემთხვევას გადაურჩება და მალევე გაირკვევა რომ ჰეილი ორსულადაა, ამასობაში რეიჩელი ცდილობს რომ ნეიტანის ყურადღება მიიქციოს კუპერის წასვლის შემდეგ და ადასტურებს იმ თეორიას, რომ ნეიტანი კიტმა გადაარჩინა. როდესაც რეიჩელი ჰეილის ორსულობის ამბავს გაიგებს, იგი უკან იხევს და ნეიტანს თავს ანებებს, ხოლო ნეიტანი მოგივანებით გაიგებს, რომ კიტი გამოეცხადა მას მაშინ და ამან მისცა მას ძალა, რომ გადარჩენილიყო.

მას შემდეგ რაც ბრუკი გაწყვეტს პეიტონთან მეგობრობას, ლუკასსაც მალევე შორდება და რეიჩელთან გადადის საცხოვრებლად. რეიჩელი მას პაემანს მოუწყობს მასზე უფროს კაცთან, ნიკ ჩავეზთან, რომელიც მოგვიანებით ბრუკის ახალი მასწავლებელი აღმოჩნდება. ბრუკი ნიკს მიატოვებს ღალატის გამო, რეიჩელი კი ბრუკს ეტყვის რომ ის კალკულუსის გამოცდაზე შეიძლება ჩაიჭრას, ამის გამო ისინი გადაწყვეტენ კალკულუსის პასუხების მოპარვას და რათა დაფარონ თავიანთი კვალი უერთდებიან გუნდს სუფთა თინეიჯერები: ქალიშვილები ცხოვრებისთვის. ახალი მოსწავლე ჩეის ადამსი სტეფან კოლეტი აგრეთვე უერთდება ამ ჯგუფს და ის და ბრუკი დაიწყებენ შეხვედრებს; ამასობაში რეიჩელს გამოაგდებენ სკოლიდან, რადგან იგი თავის თავზე აიღებს კალკულუსის მოპარვას და ის მაუთთან ერთად დატოვებს თრი ჰილს, მოგვიანებით მაუთი რეიჩელის გარეშე ბრუნდება უკან.

სკილს ტეილორი (ანტონ ტანერი) შეუერთდება ყვავებს და ლუკას უაიტი დართავს ნებას რომ მან ითამაშოს გუნდთან ერთად (სანამ იგი იღებს წამლებს და მას მხოლოდ 15 წუთი ეძლევა თამაშის უფლება). ჩემპიონატის დროს ნეიტანი ფულს სესხულობს loan shark-სგან, დაუნტე ჯონსი (მოწვეული მსახიობი, რიკი ფოქსი), რომელიც ნეიტანს ეუბნება, რომ მას იმ შემთხვევაში შეუძლია ფულის არ დაბრუნება, თუ ის ჩემპიონატის ბოლო თამაშს ძალით წააგებს. როდესაც ყვავები გაიმარჯვებენ, დაუნტე გადაწყვეტს ნეიტანის მანქანით გატანას, მაგრამ მის მაგივრად ჰეილის გაიტანს და მას სასწრაფოდ საავადმყოფოში გააქანებენ, ლუკასთან ერთად, რომელსაც გულის შეტევა დაემართება, იმის გამო რომ მან თამაშის წინ წამალი არ დალია. იმ დროს როდესაც ლუკასი უგონოდაა, ის კიტს ხედავს სიზმარში, რომელიც ცდილობს ლუკას დაანახოს თუ რა მოხდა სინამდვილეში სკოლაში სროლის დროს. ლუკასი იღვიძებს სერიოზული ეჭვებით, იმის შესახებ თუ სინამდვილეში ვინ მოკლა კიტი. ამასობაში დენი არის ციხეში, რომელმაც თავის თავზე აიღო დაუნტეს ცემა, რომელიც ნეიტანმა ისე ცემა, რომ სიკვიდალმდე მიიყვანა. თუმცა აუტოფსიამ აჩვენა, რომ ის მანამდე მოკვდა, როდესაც ჰეილის მანქანა დაარტყა, და არა ცემის გამო, ასე რომ დენს ციხიდან უშვებენ. ნეიტანი კი ძალიან გახარებულია როდესაც გაიგებს, რომ ბავშვიც და ჰეილიც კარგად არიან.

როდესაც კარენი გაიგებს, რომ დენი ნეიტანის დაცვას ცდილობდა, იგი ნელ — ნელა დენს უახლოვდება და ხვდება რომ დენი მზადაა მას და ბავშვს მოუაროს. დები კი ამასობაში ყველას უპირისპირდება, მათ შორის კარენსაც და იგი ტაბლეტების გადაჭარბებული დოზით მიღების საავადმყოფოში აღმოჩნდება. ნეიტანი და ჰეილი გადაყწვეტენ დებისთან გადასვლას და მის დახმარებას, მანამდე კი სახლში მოაწყობენ ფართის, სადაც მაუთი ვაჟიშვილობას დაკარგავს სუფთა თინეიჯერების წევრთან შელი საიმონთან ელიზაბეტ ჰარნოისი, რომელიც მოგვიანებით ყველას ანახებს ვიდეო კასეტას, სადაც ნეიტანს სექსი აქვს ბრუკთან, მას შემდეგ რაც ნეიტანი და ბრუკი ერთმანეთს დაშორდებიან. ჩეიზი ამის გამო ბრუკს შორდება და ეუბნება, რომ ყოფილ შეყვარებულსაც იმის გამო დაშორდა რომ მან საუკეთესო მეგობართან უღალატა. ბრუკი ცდილობს, რომ აღადგინოს მეგობრობა პეიტონთან, მაგრამ უშედეგოდ. როდესაც ბრუკი გაიგებს რომ პეიტონი გამოსამშვიდობებელ წვეულებაზე არ მოდის, იგი წავა მასთან სახლში და ნახავს მას სარდაფში დაბმულს, იან ბანკსის მიერ მეტ ბარი, რომელიც ადრეც ატერორებდა პეიტონს და ატყუებდა რომ იყო მისი ნახევარ ძმა დერეკ სამერსი ერნესტ უადელი რომელსაც პეიტონი არ იცნობდა და აღმოჩნდა რომ ეს უგზავნიდა მესიჯებს „WATCHMEWATCHU“-ს სახით. ბრუკი და პეიტონი ერთად დაძლევენ იანს და განაახლებენ თავიანთ მეგობრობას, ისინი ნეიტანის და ჰეილის ძველ სახლში გადადიან საცხოვრებლად.

წვეულებაზე, ლუკასი მიხვდება რომ სტუდენტი სახელად ები ბრაუნი ალისონ სკალიოტი იყო კიტის მკვლელობის მოწმე და დაიწყებს მის ძებნას. ები ეტყვის რომ დენი იყო ის ვინც კიტი მოკლა, თუმცა კარენს არ ჯერა ლუკასის. ლუკასი მოიპარავს დების იარაღს და მზად არის ესროლოს დენს, მაგრამ ამ დროს კარენი ძირს დავარდება და მას სასწრაფოდ საავადმყოფოში გააქანებენ. კარენი გაჩენს გოგონას, რომელსაც მოგვიანებით ლილის დაარქმევს. დენი კი პოლიციას ჩაბარდება.

ბოლოს და ბოლოს ლუკასი და პეიტონი ერთად იქნებიან და ყველაფერი კარგად წავა მანამდე, სანამ პეიტონს არ შესთავაზებენ ინტერნობას ლოს ანჯელესში. ჩეიზიც და ბრუკის შერიგდებიან და ბრუკი აღიარებს რომ კალკულუსის მოპარვაში მანაც მიიღო მონაწილეობა, თუმცა მას აძლევენ საშუალებას სკოლის დამთავრების. აგრეთვე ნეიტანიც აღიარებს რომ ძალით ცდილობდა თამაშის წაგებას. უაიტი იქვე მდებარე კოლეჯში გადადის მწვრთნელად და ნეიტანს სთავაზობს იქ თამაშს.

საფინალო სეზონში, ნეიტანი და ჰეილი გახდებიან ჯეიმის მშობლები, ხოლო ნათლიებად ლუკას და ბრუკს აირჩევენ, დები კი თავს კარგად გრძნობს ბებიის როლში. ჩეისის და ბრუკის ურთიერთობა უკეთესობისკენ მიდის, ამასობაში რეიჩელი ბრუნდება თრი ჰილში და წვეულებას აწყობს ყველასთვის. მოუთი დიდი ხნის ოცნებას აიხდენს და ბრუკს აკოცებს. კარენი ლილის წაიყვანს კიტის საფლავთან და კიტს შეპირდება რომ ყოველთვის მოინახულებენ მას, ამასობაში კი დენი ცდილობს ციხეში თავის ჩამოხრჩობას. კარენი დენის მოსანახულებლად მივა (მხოლოდ იმისთვის რომ უთხრას თუ როგორ უნდა აუხსნას თვის შვილს, რატომ არ არის მამა ცოცხალი, რომელიც ბიძამისმა მოკლა), ლუკასი და ნეიტანი კი შეთანხმდებიან რომ ისინი დენს არასდროს ნახავენ. ლუკასი უაიტის ასისტენტი ხდება და პეიტონს პირდება რომ მხარს აუბამს მის წამოწყებაში. საბოლოო სცენაში, ყველანი მიდიან რივერ კურტზე კალათბურთის სათამაშოდ. ბიჭები გოგოების წინააღმდეგ. ბოლოს რივერ კერტის ასფალტზე ისინი თავიანთ ხელმოწერას დატოვებენ და დაწერენ რომ ჩვენ აქ ვიყავით. სეზონი მთავრდება იმ სიუჟეტით, რითაც პირველი სეზონი იწყება, ნეიტანი და ლუკასი ერთი ერთზე თამაშობენ.

მეხუთე სეზონირედაქტირება

მეხუთე სეზონი დაიწყო 2008 წლის 8 იანვარს, ხოლო დამთავრდა 2008 წლის 19 მაისს.

სკოლის დამთავრების შემდეგ, ოთხ ნახევარმა წელმა განვლო. ლუკასი უკვე ყვავების მწვრთნელია, ხოლო ასისტენტობას მას სკილი უწევს. ლუკას ურთიერთობა აქვს მისი წიგნის რედაქტორთან ლინდსი შტრაუსთან (მიკაელა მაკ მანუსი), რომელიც ურჩევს ლუკას რომ დაწეროს მეორე წიგნი და დარწმუნებულია რომ პირველზე უფრო წარმატებული იქნება. ნეიტანი და ჰეილი ზრდიან შვილს ჯეიმის თრი ჰილში, სადაც 4 თვის წინ ნეიტანს ჩხუბი მოუვიდა, რის შემდეგაც იგი ნახევრად პარალიზებულია და მისი საკალათბურთო ოცნებები დაიმსხვრა. ჰეილი თრი ჰილის სკოლაში ინგლისურის მასწავლებლად მუშაობს, მაუთი კი არის სპორტის კომენტატორი, რომელიც სამუშაოს ეძებს. ბრუკი ყველაზე წარმატებული აღმოჩნდა თავის მეგობრებს შორის, რომელმაც ტანსაცმლის ხაზი Clothes Over Bro’s მულტი-მილიონ დოლარ კომპანიად გადააქცია, რომელიც ნიუ იორკში მდებარეობს. პეიტონი ლოს ანჯელესში, ჩამწერ კომპანიაში ასისტენტის ასისტენად მუშაობს. იგი თავს უბედურად გრძნობს ამ სამუშაოზე და გადაწყვეტს წამოსვლას, ხოლო მას მერე რაც ბრუკს დაელაპარაკა ტელეფონით, ისინი დასკვნას გამოიტანენ რომ ისეთი ბედნიერები, როგორებიც თრი ჰილში იყვნენ, არსად არ ყოფილან და გადაწყვეტენ იქ დაბრუნებას.

თრი ჰილში ბრუკი ხსნის მაღაზიას Clothes Over Bro’s, კარენის კაფის ადგილას (კარენმა და ლილიმ დატოვეს თრი ჰილი და მოგზაურობენ) და ყიდულობს ახალ სახლს თავისთვის და პეიტონისთვის. ბრუკის კომპანია CEO მისი დედის ვიქტორიის დაფნა ცუნიგა მიერ კონტროლირდება, რომელიც თრი ჰილში ჩამოდის და ცდილობს ყველაფერი თვის კონტროლის ქვეშ მოაქციოს და ბრუკი მეგობრებს ჩამოაცილოს. ბრუკი იწყებს შეხვედრას TRIC-ის ბარმენთან ოუენთან ჯო მანგანიელო, და მიჰყავს იგი ნიუ ორკში, სადაც ისინი გადააწყდებიან რეიჩელს, რომელსაც ნახავენ ბრუკის აპარტამენტში ნარკოტიკებით გაბრუებულს. მას შემდეგ რაც ვიქტორიამ უბრძანა ბრუკს, რომ რეიჩელი გაეგდო სამსახურიდან რეიჩელმა დაიწყო ნარკოტიკების ხმარება. ოუვენი და ბრუკი რეიჩელს თრი ჰილში წაიყვანენ და ისიც ნელ-ნელა ფეხზე დგება, თუმცა ვიქტორია მას თავს არ დაანებებს და რეიჩელი ბრუკის ფულით იპარება. მას შემდეგ როდესაც ბრუკი გაიგებს რომ ვიქტორიას გამო წავიდა რეიჩელი, იგი დედამის აგდებს სამსახურიდან და უარს ამბობს მასზე.

პეიტონი საკუთარ ჩამწერ სტუდიას ხნის, რომელიც ბრუკმა დააფინანსა და პოულობს თავის პირველ ვარსკვლავს მია კატალანოს კეიტ ვოეგელე, რომელიც მღერის გუნდში, რომლის სოლისტი არის ჯეისონი კევინ ფედერლაინი, რომელსაც პეიტონი გააგდებს, არაპროფესიონალიზმის გამო. პეიტონი მიას ვარსკვლავად გადააქცევს და შემდეგ ჰეილის მიხედავს, რომელმაც მუსიკაში დაბრუნება გადაწყვიტა. პარალელურად პეიტონი ებრძვის იმ გრძნობებს რაც ლუკასისადმი გააჩნია, რაც უფრო ძაბავს ლინდსისა და მას შორის ურთიერთობას, რომელიც მას შემდეგ გახდა ლუკასის წიგნის რედაქტორი, როდესაც პეიტონმა სამი წლის წინ ლუკას უარი უთხრა ცოლობაზე. მას შემდეგ რაც პეიტონი ლუკას აკოცებს, ლუკასი ლინდსიზე დაინიშნება და პეიტონი მას ეტყვის, რომ მზადაა ეს სიყვარული შეწიროს და ისინი კარგი მეგობრები დარჩნენ, როგორც კიტი აკეთებდა ამ წლების განმავლობაში. ყველაფრის მიუხედავად პეიტონს ძალიან უჭირს იმის ყურება, თუ როგორ მოჰყავს ლუკას ლინდსი ცოლად.

მოუთი ბოლოს და ბოლოს იპოვის სამუშაოს არქივის დეპატრამენტში, ადგილობრივ ტელევიზიაში. ის რომანს აბამს თავის უფროსთან ელისთან კელი კოლინზ ლინტცი, რომელიც მისთვის საუკეთესო დასაწყისია კარიერისთვის, მაგრამ ცუდად გრძნობს თავს ამის გამო და იწყებს შეხვედრებს ბრუკის ასისტენტთან მილისენტ ჰუქსტეიბლთან ლიზა გოლდშტაინი, ამის გამო ალისი მას სამუშაოდან აგდებს. თუმცა მაუთი მაინც მოახდენს სამუშაოს შენარჩუნებას, ბოლო წუთზე გამჟღავნდება რომ ალის თურმე სხვა მომუშავეებთანაც ქონია რომანი. რის გამოც ალის სამუშაოდან გაანთავისუფლებენ, მაუთს კი დააწინაურებენ, მაგრამ იგი მალევე კარგავს პოზიციას, როდესაც მაუთი ტელეკომპანიას არ გადასცემს იმ კასეტას, სადაც ნაჩვენებია როგორ დაიწყო ლუკასმა ჩხუბი ერთ-ერთ მატჩზე. მილისენტთან მისი ურთიერთობა უკეთესობისკენ მიდის და მილისენტი მასთნ გადავა საცხოვრებლად.

ნეიტანი, რომელიც ხვდება რომ ყოველდღიური სმის გამო, შეიძლება მან ჰეილი და ჯეიმი დაკარგოს, ნელ-ნელა ცხოვრებას უბრუნდება. ის ხდება ქუენტინის ფილდსის (რობი ჯონს) მენტორი, რომელიც პრობლემის მომტანი სტუდენტია და ყვავების საუკეთესო მოთამაშე. პარალელურად ჰეილი დაიქირავებს ძიძას სახელად კერი (ტორეი დე ვიტო), რომელიც მოგვიანებით ფსიქოფატი აღმოჩნდება, რომელიც ცდილობს ნეიტანის შეცდენას და მისი და ჯეიმის მისაკუთრებას. როდესაც ნეიტანი შხაპს იღებს, კერი მას ვანაში შეუხტება და ჰეილი მათ თავზე წამოადგება. ჰეილი კერის სახლიდან გააგდებს და ნეიტანთან ჩხუბს დაიწყებს, რასაც კინაღამ ჯეიმი შეეწირება, რომელიც აუზში ჩავარდება. ჰეილი ნეიტანს ეტყვის რომ მას გაყრა უნდა. ხუთი წლის შემდეგ დენს თავდებით უშვებენ.

მეასე ეპიზოდში ლუკასის და ლინდსის ქორწილი ახლოვდება. კარენი და ლილი, ენდისთან ერთად ბრუნდებიან თრი ჰილში. ჰეილი ეწინააღმდეგება ლუკასის მეორე წიგნს, რომელიც ლუკასმა მას მისცა წასაკითხად, ჰეილის სჯერა რომ ამ რომანში აღწერილია ლუკასის სიყვარული პეიტონისადმი, მაგრამ ლუკასი ამას უარყოფს. დენი ეკლესიაში გამოჩნდება, მაგრამ ჰეილი მას გააგდებს, რომელიც კვლავ თავს არიდებს ნეიტანს, რომელსაც ძალიან უნდა ჰეილის დაბრუნება. საკურთხეველთან ლუკასი წარმოთქვამს ფიცს ლინდსისადმი და პეიტონი ამის შემყურე ძალიან ცუდად გრძნობს თავს, როდესაც ლინდსის დრო მოდის ფიცის თქმის, ლინდსის იგივე აზრი აწუხებს რაც ჰეილის, ის რომანი ადასტურებს ლუკასის სიყვარულს პეიტონისადმი, ამის გამო ლინდსი ლუკას საკურთხეველთან მიატოვებს, ხოლო ბრუკი მოგვიანებით პეიტონს გაუმხელს, რომ მას ოჯახის შექმნა უნდა. ამ დროს მაუთი და მილისენტი მოდიან და ყველას ეუბნებიან რომ ჯეიმი გაიტაცეს. ყველას სჯერა რომ ბავშვი დენმა წაიყვანა, მაგრამ მოგვიანებით აღმოჩნდება რომ ეს კერიმ ქნა, რომელსაც დენი უკან დაედევნა. დენი კერის მოკვლით დაემუქრება თუ ის ოდესმე ბავშვს მიეკარება და მოგვიანებით ბავშვს ნეიტანს და ჰეილის უბრუნებს. ყველა გაოცებული დარჩება როდესაც ისინი დენს დაინახავენ სახლის ზღურბლზე, რომელიც ციხეში ჩასმის შემდეგ პირველად გამოჩნდა საზოგადოების წინაშე.

ოთხი კვირის შემდეგ, ნეიტანი და ჰეილი დებს დაიქირავებენ ძიძად და ოჯახი კვლავ ერთად შეიკვრება. ნეიტანი კალათბურთში დაბრუნებას გადაწყვეტს, პეიტონი კი ჰეილის ეხმარება ჩაწერაში, დები ამასობაში სკილთან გაატარებს ღამეს. დენი ცდილობს, რომ ჯეიმის ცხოვრების ნაწილი გახდეს, მაგრამ ნეიტანი, ჰეილი და დები ამას უკრძალავენ, რის შემდეგ დენი მათ გაუმხელს რომ HCM ჭირს და 6 თვე დარჩა სიცოცხლის, რომელიც უნდა რომ ოჯახთან გაატაროს.

ბრუკი განაცხადებს რომ მას ბავშვის ყოლა უნდა. თუმცა შვილის აყვანაზე მას უარს ეტყვიან, სამაგიეროდ შეთავაზებენ, რომ ცოტახნით გახდეს პატარა ენჯის დედა, რომელსაც სასწრაფოდ სჭირდება ოპერაცია. ბრუკი თანხმდება ამ წინადადებაზე, მაგრამ ამის გამო მას უწევს ოუენთან დაშორება. ბრუკი ლუკას უფრო უახლოვდება, რომელიც ეხმარება მას ამ მძიმე განსაცდელში, საბოლოოდ კი ოპერაცია წარმატებით ჩაივლის. ლუკასი ლინდსის დაარწმუნებს, რომ ის გახდეს მისი მეორე წიგნის რედაქტორი, იგი იმედოვნებს, რომ ეს ამბავი მათ კვლავ დაახლოვებს, მაგრამ ლინდსი მას ეტყვის რომ სხვას ხვდება. ამის შედეგად ერთ-ერთი მატჩის დროს, ლუკასი გაბრაზებული ეტაკება მოწინააღმდეგე გუნდის მოთამაშეს, რის გამოც მას ჩამოართმევენ დროებით მწვრთნელობის უფლებას, შემდეგ იგი TRIC-ის ბარში თვრება და პეიტონს ეუბნება რომ ვერ იტანს მას, მან დაუნგრია ცხოვრება.

საფინალო სეზონში, ბრუკი დათრგუნულია, რადგან მან ენჯი მშობლებს უნდა დაუბრუნოს და იგი დახმარებას ლუკას თხოვს. დალევიდან ერთი კვირის შემდეგ ლუკასი გადაწყვეტს, რომ დროა გააკეთოს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება თავის ცხოვრებაში, პეიტონი კი ცდილობს გაუმკლავდეს იმას რომ ლუკასი მას ვერ იტანს. ლუკასი პეიტონს მოინახულებს და აუხსნის რომ მას ის სულაც არ ეზიზღება, უბრალოდ ძნელია მისი კვლავ დანახვა ამდენი წლის შემდეგ. ლინდსი ბრუნდება, რომ ლუკას მისცეს რედაქტირებული წიგნის ასლი და რომ გამოემშვიდობოს, მოგვიანებით ის ლუკას მესიჯს უტოვებს ტელეფონზე და ეუბნება რომ იგი სინამდვილეში არავის ხვდება და ყოველდღე ლუკასი ენატრება. მილისენტის დახმარებით მაუთი ტოვებს სამუშაოს და განიხილავს წინადადებას, სადაც მას ომაჰაში ეპატიჟებიან. სკილსი და დები განაგრძობენ ჩუმად შეხვედრებს, ნეიტანი და ჰეილი კი გახარებულნი არიან იმითი, რომ ჯეიმიმ გადალახა შიში და კვლავ დაიწყო ბასეინში ცურვა. დენს გადაწყვეტილი აქვს მოკლას კარტერი, რომელიც კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფება და რომელიც გულის ტრანსპლატაციის სიაში დენზე წინ დგას, მაგრამ ბოლო მომენტში ჯეიმის გამო იგი გადაიფიქრებს მის მოკვლას. ბუნება კი თავისას აკეთებს, კარტერი კვდება და დენი ძალიან გახარებულია ამ ამბით, მაგრამ 1 წუთით ადრე, სანამ მას შეატყობინებენ რომ იგი მზადაა გულის გადანერგვისთვის, დენს მანქანა დაარტყამს. ნეიტანი ბრუნდება კალათბურთში, ხოლო ჰეილი მუსიკაში. პეიტონს კი მია დაურეკავს, რომელიც ეუბნება რომ იგი შეხვდა იმ ადამიანს რომელიც ამბობს რომ ელის იცნობდა. პეიტონი მიას თხოვს რომ იმ ადამიანმა პეიტონს დაურეკოს. აეროპორტში, ლუკასი მობილურით რეკავს. სიუჟეტში ნაჩვენებია, პეიტონი, ბრუკი და ლინდსი, სამივენი მობილურს იღებენ და ლუკასი ერთ-ერთ მათგანს ეუბნება, რომ მას აქვს ორი ბილეთი ლას ვეგასში და პატიჟებს ერთ-ერთ მათგანს და საღამოს დაქორწინებას სთავაზობს.

მეექვსე სეზონირედაქტირება

2008 წლის 3 მარტს, CW-მ გამოაცხადა რომ გადაიღებენ One Tree Hill-ის მეექვსე სეზონს. ახალი სეზონი დაიწყება 2008 წლის 1 სექტემბერს, ორშაბათს Gossip Girl-ის შემდეგ. ეფექტს მოახდენს თუ არა 2008 წლის სცენარისტების გაფიცვა შოუზე ჯერ ცნობილი არ არის.[6] ცნობილი არის მხოლოდ ის, რომ CW-მ One Tree Hill-ის მეექვსე სეზონისთვის 23 ეპიზოდი შეუკვეთა.

რეიტინგებირედაქტირება

სეზონი ჩვენების დრო არხი სეზონის პრემიერა სეზონის ფინალი ტელესეზონები ადგილი მაყურებლები
(მილიონებში)
1 სამშაბათი 9:00  The WB სექტემბერი 23, 2003 მაისი 11, 2004 2003–2004 არ არის 3.5[7]
2 სექტემბერი 21, 2004 მაისი 24, 2005 2004–2005 #117[8] 4.3[8]
3 ოთხშაბათი 8:00  ოქტომბერი 5, 2005 მაისი 3, 2006 2005–2006 #139[9] 2.8[9]
4 ოთხშაბათი 9:00  The CW სექტემბერი 27, 2006 ივნისი 13, 2007 2006–2007 #136[10] 2.9[10]
5 სამშაბათი 9:00  (იანვარი 8 – მარტი 18)
ორშაბათი 9:00  (აპრილი 14 – მაისი 19)
იანვარი 8, 2008 მაისი 19, 2008 2007–2008 #184[11] 3.3 (სამშ.)[11]
2.7 (ორშ.)[11]
6 ორშაბათი 9:00  სექტემბერი 1, 2008 მაისი 18, 2009 2008–2009 #170[12] 2.8[12]
7 ორშაბათი 8:00  სექტემბერი 14, 2009 მაისი 17, 2010 2009–2010 #130[13] 2.3[13]
8 სამშაბათი 8:00  სექტემბერი 14, 2010 მაისი 17, 2011 2010–2011 #138[14] 1.8[14]
9 ოთხშაბათი 8:00  იანვარი 11, 2012 აპრილი 4, 2012 2011–2012 #180[15] 1.9[15]

DVD გამოშვებებირედაქტირება

სრული სეზონი გამოსვლის თარიღი
რეგიონი 1 რეგიონი 2 რეგიონი 4
პირველი იანვარი 25, 2005[16] სექტემბერი 5, 2005[17] თებერვალი 1, 2006[18]
მეორე სექტემბერი 13, 2005[19] აპრილი 10, 2006[20] სექტემბერი 6, 2006[21]
მესამე სექტემბერი 26, 2006[22] ოქტომბერი 23, 2006[23] ივლისი 4, 2007[24]
მეოთხე დეკემბერი 18, 2007[25] აპრილი 7, 2008 ივნისი 4, 2008[26]
მეხუთე აგვისტო 26, 2008[27] ოქტომბერი 6, 2008[28] აპრილი 1, 2009[29]
მეექვსე აგვისტო 25, 2009 ოქტომბერი 5, 2009[30] თებერვალი 3, 2010[31]
მეშვიდე აგვისტო 17, 2010[32] ოქტომბერი 11, 2010[33] მაისი 4, 2011[34]
მერვე დეკემბერი 20, 2011[35] ნოემბერი 7, 2011[36] თებერვალი 1, 2012[37]
მეცხრე აპრილი 10, 2012[38] ივნისი 11, 2012[39] სექტემბერი 12, 2012[40]
ბოქს-სეტი, სეზონები 1–9 ივნისი 11, 2012[41] ივნისი 11, 2012[41] ოქტომბერი 31, 2012[42]

სქოლიორედაქტირება

  1. [ One Tree Hill MUSIC ] www.oth-music.com
  2. TV Land Upfront 2007, Original Series Announced, Scrubs and Just Shoot Me Coming in 2008; ABC Pilots for 2007-08 Season; SOAPnet April Line-up
  3. textually.org: Fans can 'text' outcome of TV storyline
  4. http://www.cwtv.com/thecw/rocktheprom
  5. One Tree Hill/Macy’s Weekend in Wilmington
  6. TV Networks Brace for Potential Actors Strike, Yahoo!, June 19 2008
  7. Billboard Magazine – Google Books archive. Billboard (იანვარი 22, 2005). წაკითხვის თარიღი: სექტემბერი 27, 2011.
  8. 8.0 8.1 2004–05 Primetime Wrap. The Hollywood Reporter (მაისი 27, 2005). დაარქივებულია ორიგინალიდან - ივლისი 8, 2006. წაკითხვის თარიღი: ივნისი 9, 2008.
  9. 9.0 9.1 Series“, The Hollywood Reporter, მაისი 26, 2006. წაკითხვის თარიღი: ივნისი 9, 2008. დაარქივებულია ორიგინალიდან - აპრილი 23, 2008. 
  10. 10.0 10.1 2006–07 primetime wrap“, The Hollywood Reporter, მაისი 25, 2007. წაკითხვის თარიღი: ივნისი 9, 2008. დაარქივებულია ორიგინალიდან - ოქტომბერი 25, 2007. 
  11. 11.0 11.1 11.2 Weekly Program Rankings. ABC Medianet (მაისი 28, 2008). წაკითხვის თარიღი: მარტი 28, 2009.
  12. 12.0 12.1 Season Program Rankings. ABC Medianet (დეკემბერი 16, 2008). წაკითხვის თარიღი: მაისი 20, 2009.
  13. 13.0 13.1 Final 2009–10 broadcast primetime show average viewership Retrieved: აგვისტო 31, 2010.
  14. 14.0 14.1 Andreeva, Nellie. Full 2010-2011 TV Season Series Rankings. Deadline.com. დაარქივებულია ორიგინალიდან - ივნისი 4, 2011. წაკითხვის თარიღი: ნოემბერი 2, 2012.
  15. 15.0 15.1 Complete List Of 2011-12 Season TV Show Viewership: 'Sunday Night Football' Tops, Followed By 'American Idol,' 'NCIS' & 'Dancing With The Stars'. Tvbythenumbers.zap2it.com. დაარქივებულია ორიგინალიდან - მაისი 25, 2012. წაკითხვის თარიღი: ნოემბერი 2, 2012.
  16. One Tree Hill – Complete Season 1 (Region 1). Amazon.com. წაკითხვის თარიღი: აპრილი 2, 2011.
  17. One Tree Hill – Complete Season 1 (Region 2). Amazon.co.uk. წაკითხვის თარიღი: აპრილი 2, 2011.
  18. One Tree Hill; Season 1: The Complete First Season: 6DVD (DVD). Sanity. დაარქივებულია ორიგინალიდან - ოქტომბერი 25, 2007. წაკითხვის თარიღი: თებერვალი 11, 2008.
  19. One Tree Hill – Complete Season 2 (Region 1). Amazon.com. წაკითხვის თარიღი: აპრილი 2, 2011.
  20. One Tree Hill – Complete Season 2 (Region 2). Amazon.co.uk. წაკითხვის თარიღი: აპრილი 2, 2011.
  21. One Tree Hill; Season 2: Complete Second Season: M15 (DVD). Sanity. დაარქივებულია ორიგინალიდან - ოქტომბერი 25, 2007. წაკითხვის თარიღი: თებერვალი 11, 2008.
  22. One Tree Hill – Complete Season 3 (Region 1). Amazon.com. წაკითხვის თარიღი: აპრილი 2, 2011.
  23. One Tree Hill – Complete Season 3 (Region 2). Amazon.co.uk. დაარქივებულია ორიგინალიდან - ივლისი 23, 2011. წაკითხვის თარიღი: აპრილი 2, 2011.
  24. One Tree Hill – Complete Season 3 (Region 4). Ezydvd.com.au (ივლისი 3, 2007). დაარქივებულია ორიგინალიდან - ოქტომბერი 3, 2009. წაკითხვის თარიღი: აპრილი 2, 2011.
  25. One Tree Hill – Complete Season 4 (Region 1). Amazon.com. წაკითხვის თარიღი: აპრილი 2, 2011.
  26. One Tree Hill – Complete Season 4 (Region 4). Ezydvd.com.au (ივნისი 4, 2008). დაარქივებულია ორიგინალიდან - ოქტომბერი 3, 2009. წაკითხვის თარიღი: აპრილი 2, 2011.
  27. One Tree Hill DVD news: Announcement for One Tree Hill – The Complete 5th Season. TVShowsOnDVD.com. დაარქივებულია ორიგინალიდან - სექტემბერი 15, 2011. წაკითხვის თარიღი: აპრილი 2, 2011.
  28. One Tree Hill – Complete Season 5 (Region 2). Play.com. წაკითხვის თარიღი: აპრილი 2, 2011.
  29. One Tree Hill – The Complete 5th Season (Region 4). Ezydvd.com.au (აპრილი 1, 2009). დაარქივებულია ორიგინალიდან - დეკემბერი 16, 2009. წაკითხვის თარიღი: აპრილი 2, 2011.
  30. One Tree Hill – Complete Season 6 (Region 2). Hmv.com. წაკითხვის თარიღი: აპრილი 2, 2011.
  31. One Tree Hill – The Complete 6th Season (Region 4). Ezydvd.com.au (თებერვალი 2, 2010). დაარქივებულია ორიგინალიდან - მარტი 5, 2010. წაკითხვის თარიღი: აპრილი 2, 2011.
  32. One Tree Hill: The Complete Seventh Season: James Lafferty, Bethany Joy Galeotti, Sophia Bush, Paul Johansson, Lee Norris, Jackson Brundage, Lisa Goldstein, Austin Nichols, Vaughn Wilson: Movies & TV. Amazon.com. წაკითხვის თარიღი: აპრილი 2, 2011.
  33. One Tree Hill season 7 on Amazon UK. წაკითხვის თარიღი: დეკემბერი 16, 2010.
  34. Buy One Tree Hill – The Complete 7th Season (5 Disc Set) @ EzyDVD. Ezydvd.com.au. დაარქივებულია ორიგინალიდან - თებერვალი 27, 2011. წაკითხვის თარიღი: აპრილი 2, 2011.
  35. One Tree Hill – The Complete 8th Season. tvshowsondvd.com. დაარქივებულია ორიგინალიდან - სექტემბერი 14, 2011. წაკითხვის თარიღი: სექტემბერი 20, 2011.
  36. One Tree Hill: Season 8: James Lafferty, Bethany Joy Galeotti, Sophia Bush, Paul Johansson, Lee Norris, Jackson Brundage, Lisa Goldstein, Austin Nichols,: Film & TV. Amazon.co.uk. წაკითხვის თარიღი: აპრილი 29, 2011.
  37. One Tree Hill - The Complete 8th Season. ezydvd.com. დაარქივებულია ორიგინალიდან - ნოემბერი 2, 2011. წაკითხვის თარიღი: დეკემბერი 9, 2011.
  38. შეცდომა თარგის გამოძახებისას: cite web: პარამეტრები url და title აუცილებელად უნდა მიეთითოს.. tvshowsondvd.com.
  39. One Tree Hill - Season 9 (DVD + UV Copy): Amazon.co.uk: Bethany Joy Galeotti, James Lafferty, Sophia Bush: Film & TV. Amazon.co.uk. წაკითხვის თარიღი: ნოემბერი 2, 2012.
  40. One Tree Hill - The Complete 9th Season. ezydvd.com. წაკითხვის თარიღი: თებერვალი 25, 2012.
  41. 41.0 41.1 One Tree Hill - Season 1-9 Complete [DVD]: Amazon.co.uk: Chad Michael Murray, James Lafferty, Hilarie Burton, Sophia Bush: Film & TV. Amazon.co.uk. წაკითხვის თარიღი: November 2, 2012.
  42. One Tree Hill: The Complete DVD Collection - Seasons 1-9. Ezydvd.com.au. დაარქივებულია ორიგინალიდან - February 17, 2013. წაკითხვის თარიღი: November 2, 2012.

რესურსები ინტერნეტშირედაქტირება

მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=One_Tree_Hill&oldid=3622044“-დან