შერილ ლი
შერილ ლინ ლი (ინგლ. Sheryl Lynn Lee; დ. 22 აპრილი, 1967, აუგსბურგი, ბავარია, გერმანია) — წარმოშობით გერმანელი, ამერიკელი თეატრისა და კინოს მსახიობი. მისი ყველაზე ცნობილი როლებია ლორა პალმერი და მედი ფერგიუსონი დევიდ ლინჩის ცნობილ სერიალში „ტვინ პიქსი“ (1990). იგი ასევე თამაშობს „ტვინ პიქსის“ მიხედვით შექმნილ ფილმში, სახელწოდებით „ტვინ პიქსი: მომყევი, ცეცხლო“. სერიალის დასრულების შემდეგ იგი თეატრს დაუბრუნდა.
შერილ ლი | |
---|---|
ლი 2014 წელს | |
დაბადების სახელი | შერილ ლინ ლი |
დაბადების თარიღი |
22 აპრილი, 1967 აუგსბურგი, ბავარია, გერმანია |
ალმა-მატერი | კოლორადოს უნივერსიტეტი |
საქმიანობა | მსახიობი |
აქტიური | 1986-დღემდე |
შერილ ლის ათეულობით ფილმში მიუღია მონაწილეობა, მათ შორის არის ჯონ კარპენტერის „ვამპირები“ (1998).
ადრეული ცხოვრება
რედაქტირებალი აუგსბურგში, ბავარიაში (გერმანია) დაიბადა. დედამისი მხატვარი, ხოლო მამამისი კი არქიტექტორი იყო. იგი სამი შვილიდან პირველია. ლი კოლორადოს შტატში, ამერიკის შეერთებულ შტატებში გაიზარდა. სკოლის დამთავრების შემდეგ პასადენაში, კალიფორნიაში გადავიდა, სადაც იგი დრამატული ხელოვნების ამერიკულ აკადემიაში სწავლობდა, რის შემდეგაც ლი ჩრდილო-კაროლინას ხელოვნების სკოლაში ჩაირიცხა. ასევე სწავლობდა დენვერის ეროვნულ კონსერვატორიაში და კოლორადოს უნივერსიტეტში.
კარიერა
რედაქტირებალის პირველი სატელევიზიო როლი დევიდ ლინჩის სერიალში, „ტვინ პიქსში“, ლორა პალმერის როლში ჰქონდა. მან ასევე შეასრულა გლინდას როლი ლინჩის ფილმში „გულით ველურნი“ (1990).
ლიმ ითამაშა „ტვინ პიქსის“ მიხედვით გადაღებულ ფილმში, სახელწოდებით „ტვინ პიქსი: მომყევი, ცეცხლო“ (1992).
1992 წელს ლიმ ალ პაჩინოსთან ერთად ბროდვეის სპექტაკლში ითამაშა, სახელწოდებით „სალომე“. სპექტაკლი ოსკარ უაილდის პიესაზეა დაფუძნებული. მასში ასევე სიუზან ბერტიში, ესაი მორალესი და არნოლდ ვოსლო თამაშობდნენ.
1995 წელს ითამაშა გარი ვალკოვის ფილმში, „ჩანაწერები მიწისქვეშეთიდან“, რომელიც ფიოდორ დოსტოევსკის იმავე სახელწოდების მქონე მოთხრობის ადაპტაციაა.
1996 წელს მონაწილეობა მიიღო კურტ ვონეგუტის მოთხრობაზე დაფუძნებულ ფილმში, სახელწოდებით „დედა ღამე“ (1996, რეჟ. კიტ გორდონი).
1998 წელს შეასრულა კატრინას როლი ჯონ კარპენტერის ფილმში „ვამპირები“. მასთან ერთად ჯეიმზ ვუდსი და დენიელ ბოლდვინი თამაშობდნენ.
2010 წელს შეასრულა მეორეხარისხოვანი როლი (ეიპრილი), დებრა გრანიკის ფილმში, სახელწოდებით „ზამთრის ძვალი“, რომელმაც 2010 წლის სანდენსის კინოფესტივალზე საუკეთესო სურათის ნომინაციაში გაიმარჯვა.
2011 წელს ლიმ ლუსი სლიგერის როლი შეასრულა თრილერის ჟანრის ფილმში „ტეხასის სიკვდილის ველი“. მასთან ერთად ფილმში მონაწილეობას იღებენ ჯესიკა ჩესტეინი, სემ ვორტინგტონი და ქლოი გრეის მორეცი.
2016 წელს ჰქონდა მცირე როლი ვუდი ალენის ფილმში „მაღალი საზოგადოება“. ფილმის პრემიერა 2016 წლის კანის კინოფესტივალზე გაიმართა.
ლი ასრულებს ლორა პალმერის როლს დევიდ ლინჩის ტელესერიალში „ტვინ პიქსი“ (2017). იმავე სერიალში ლი ასევე ქერი პეიჯის როლს თამაშობს.
2019 წელს ლი თეატრს დაუბრუნდა და ჯუდ ნელსონთან ერთად ითამაშა სპექტაკლში „სასიყვარულო წერილები“.
პირადი ცხოვრება
რედაქტირებაშერილ ლი 2000 წელს ფოტოგრაფ ჯესი დეიმონდზე დაქორწინდა. იგი ცნობილი მომღერლისა და ლირიცისტის, ნილ დეიმონდის შვილია. მათ 2000 წელს შვილი, ელაიჟა შეეძინათ.
ფილმოგრაფია
რედაქტირებასრულმეტრაჟიანი ფილმები
წელი | ქართულად | მშობლიური სახელწოდება | როლი | |
---|---|---|---|---|
1990 | ფ | „გულით ველურნი“ | Wild At Heart | გილდა |
1992 | ფ | „ტვინ პიქსი: მომყევი, ცეცხლო“ | Twin Peaks: Fire Walk With Me | ლორა პალმერი |
1992 | ფ | „გოგონა ჯერსიდან“ | Jersey Girl | ტარა |
1993 | ფ | „მისტერ ჯოუნსი“ | Mr. Jones | ჯუნი |
1994 | ფ | „Backbeat“ | Backbeat | ასტრიდ კირშერი |
1994 | ფ | „არ გააკეთო ეს“ | Don't Do It | მიშელი |
1995 | ფ | „შემოდგომის დრო“ | Fall Time | პეტი/ქეროლი |
1995 | ფ | „მოწიწება“ | Homage | ლუსი სემუელი |
1995 | ფ | „ჩანაწერები მიწისქვეშეთიდან“ | Notes from Underground | ლიზა |
1996 | ფ | „დედა ღამე“ | Mother Night | ჰელგა ნოტი/რესი ნოტი |
1997 | ფ | „ეს სამყარო, შემდეგ კი ფეიერვერკები“ | This World, Then the Fireworks | ლოის არშერი |
1997 | ფ | „ნეტარება“ | Bliss | მარია |
1997 | ფ | „სისხლიანი ფორთოხლები“ | The Blood Oranges | ფიონა |
1998 | ფ | „ვამპირები“ | Vampires | კატრინა |
1998 | ფ | „აკოცე ცას“ | Kiss The Sky | ენდი |
1998 | ფ | „დანტეს თვალთახედვა“ | Dante's View | სემ კინგსლი |
1999 | ფ | „ანგელოზის ცეკვა“ | Angel's Dance | ანჟელიკა „ანჟელ“ ჩეისტი |
2002 | ფ | „ბავშვები თავიანთ დაბადების დღეებზე“ | Children on Their Birthdays | ელინორ მერფი |
2006 | ფ | „სამოთხე, ტეხასი“ | Paradise, Texas | ბეტსი კინი |
2010 | ფ | „ზამთრის ძვალი“ | Winter's Bone | ეიპრილი |
2011 | ფ | „ტეხასის სიკვდილის ველი“ | Texas Killing Fields | ლუსი სლიგერი |
2014 | ფ | „თეთრი ჩიტი ქარბუქში“ | White Bird in a Blizzard | მეი |
2014 | ფ | „ჯეკი და რაიანი“ | Jackie & Ryan | მირიემი |
2014 | ფ | „არასოდეს, ჩემო სიყვარულო“ | Never My Love | ჯუდი |
2016 | ფ | „ხელახლა დაბადება“ | Rebirth | აირი |
2016 | ფ | „მაღალი საზოგადოება“ | Café Society | კარენ სტერნი |
2018 | ფ | „მომაკვდინებელი მეცნიერები“ | Deadly Scholars | ემილი ჰოჯსი |