ქლოი გრეის მორეცი
ქლოი გრეის მორეცი (ინგლ. Chloë Grace Moretz, დ. 10 თებერვალი, 1997) — ამერიკელი მსახიობი. მსახიობობა 6 წლის ასაკში დაიწყო და თავდაპირველად მონაწილეობა მიიღო საშინელებათა ფილმში სახელწოდებით The Amityville Horror (2005)[1].
ახალგაზრდობა
რედაქტირებაქლოი მორეცი დაიბადა ატლანტაში, ჯორჯიის შტატში და გაიზარდა კარტერვილში, ჯორჯიის შტატში[2]. იგი ტერი დიუკისა და მაკოი მორეცის შვილია.[3] ქლოის ჰყავს ოთხი ძმა: ბრენდონი, ტრევორი, კოლინი და ითანი.[4] ქლოი დედასთან და ძმასთან - ტრევორთან ერთად გადავიდა საცხოვრებლად ნიუ-იორკში 2002 წელს, რადგან ტრევორი მიიღეს პროფესიულ საშემსრულებლო ხელოვნების სკოლაში, რამაც შემდგომ გამოიწვია ქლოის დაინტერესება ამ სფეროთი.[5] ამასთანავე, მსახიობი თვლის, რომ მისი ოჯახი ძალიან რელიგიურია.[6][7]
სამსახიობო კარიერა
რედაქტირებაადრეული როლები
რედაქტირებამისი სამსახიობო კარიერა დაიწყო ჰოლივუდში, სადაც მოირგო მევიოლინეს როლი და ითამაშა ორი ეპიზოდი CBS-ის სერიალ The Guardian-ში. მან უფრო დიდი აღიარება 2005 წელს საშინელებათა ფილმით The Amityville Horror-ით მოიპოვა და მიიღო ახალგაზრდა შემსრულებლის ჯილდო.[8]
მოდა
რედაქტირებამორეცს მონაწილეობა აქვს მიღებული სხვადასხვა ფოტო გადაღებებში, ასევე აქვს ედითორიალები, სტატიები და ქოვერები შემდეგი ჟურნალებისათვის: Flaunt, Vogue, Teen Vogue, Jalouse, Marie Claire, Interview, Elle, Love, Crash Magazine, InStyle და სხვები. ის ასევე მიიწვიეს მოდის პრესტიჟულ ატელიეზე, როგორიცაა Dior გაზაფხული/ზაფხული 2013 პარიზის მოდის კვირეულზე. 2012 წელს მაქს მარას ხელმოწერით ქლოის მიენიჭა „მომავლის მაქს მარას სახის“ ჯილდო.[9] 2012 წელს ის ასევე გახდა ამერიკული ტანსაცმლის Aéropostale-ის სახე და გამოჩნდა მათ მრავალ ვიდეოსა და რეპორტაჟებში.[10] 2013 წელს ჟურნალმა Elle-მ ქლოის მიანიჭა "Next Future Icon Award" სახელი.[11]
პირადი ცხოვრება
რედაქტირებამორეცი ახლა Studio City-ში, ლოს ანჯელესში ცხოვრობს.[12][13] მისი ძმა ბრენდონი ბიზნეს მენეჯერის თანამდებობაზეა[14], ტრევორი კი 2010 წლიდან ქლოის სამსახიობო კარიერაში ეხმარება და თან ახლავს მოგზაურობებსა და პრესასთან შეხვედრებში, როცა მშობლებს არ შეუძლიათ დასწრება.[15]
ქლოი საჯაროდ უჭერს მხარს LGBT ადამიანების სრულ თანასწორბას.[16] ის თავს ფემინისტად მიიჩნევს და უარს ამბობს იმ პერსონაჟების როლებზე, რომლებზეც თვლის, რომ სექსუალურად შევიწროეუბლნი არიან. [17] აღსანიშნავია, რომ 2014 წლის ოქტომბერში, ჟურნალ Time-ში ქლოი წლის 25 ყველაზე გავლენიან თინეიჯერების სიაში მოხვდა.[18]
2016 წელს, კორეულ შოუში The Brainiacs / Problematic Men ქლოიმ საჯაროდ განაცხადა, რომ მხარს უჭეს ჰილარი კლინტონსა და ბერნი სანდერსს[19].
სქოლიო
რედაქტირება- ↑ https://ew.com/article/2013/02/08/monitor-feb-14-2013/
- ↑ https://web.archive.org/web/20161020171150/http://www.northwestgeorgianews.com/rome/lifestyles/local/actress-with-local-ties-stars-in-if-i-stay/article_bb3ea0c8-33f6-11e4-aa86-0017a43b2370.html
- ↑ https://www.forbes.com/pictures/gdlg45edff/chloe-grace-moretz-and-h/#40de5c69bc18
- ↑ https://web.archive.org/web/20130128110636/http://www.glamourmagazine.co.uk/celebrity/celebrity-galleries/2010/05/27/celebrity-siblings#!image-number=3
- ↑ დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-10-17. ციტირების თარიღი: 2020-02-18.
- ↑ https://www.theguardian.com/film/2019/apr/19/chloe-grace-moretz-people-said-youre-going-to-lose-your-career-over-this
- ↑ https://web.archive.org/web/20130128110636/http://www.glamourmagazine.co.uk/celebrity/celebrity-galleries/2010/05/27/celebrity-siblings#!image-number=3
- ↑ https://web.archive.org/web/20070831011526/http://chloemoretz.com/biography.php
- ↑ დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-10-06. ციტირების თარიღი: 2020-02-18.
- ↑ https://www.usmagazine.com/stylish-2-2/
- ↑ https://web.archive.org/web/20130616125645/http://www.elleuk.com/elle-style-awards/news/chloe-moretz-future-icon-2013
- ↑ https://web.archive.org/web/20151229151919/http://www.nylon.com/articles/chloe-grace-moretz-december-january-cover-star/page-4
- ↑ https://www.trulia.com/blog/chloe-moretz-house-in-studio-city-ca/
- ↑ https://web.archive.org/web/20151225224007/http://www.nylon.com/articles/chloe-grace-moretz-december-january-cover-star/page-3
- ↑ დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-08-17. ციტირების თარიღი: 2020-02-18.
- ↑ https://www.huffpost.com/entry/chlo%C3%AB-grace-moretz-on-sexuality-its-a-question-that-shouldnt-be-asked_n_568d3695e4b0c8beacf51a36
- ↑ http://www.huffingtonpost.com/2014/09/24/chloe-moretz-feminism_n_5872546.html
- ↑ http://time.com/3486048/most-influential-teens-2014/
- ↑ https://www.youtube.com/watch?v=-cqMzpGATFc