ჩედ მაიკლ მარი (ინგლ. Chad Michael Murray; დ.24 აგვისტო, 1981) — ამერიკელი მსახიობი, ყოფილი მოდელი და თინეიჯერების კერპი. ის ცნობილი გახდა ლუკას სკოტის როლით The WB/The CW-ის დრამატულ სერიალში „ვან თრი ჰილი“.

ჩედ მაიკლ მარი

მარი „კარიბის ზღვის მეკობრეები: მსოფლიოს დასასრული“-ის პრემიერაზე დისნეილენდში 2007 წელს
დაბადების სახელი ჩედ მაიკლ მარი
დაბადების თარიღი 24 აგვისტო, 1981 (1981-08-24) (43 წლის)
ბუფალო, ნიუ იორკი, აშშ
სხვა სახელები ჩედ მარი
მოქალაქეობა აშშ-ის დროშა აშშ
საქმიანობა მსახიობი, მოდელი
აქტიური 1999-დღემდე
მეუღლე(ები) სოფია ბუში (იქ. 2005–06)
სარა რემერი (იქ. 2015)
შვილ(ებ)ი 2

ბავშვობა

რედაქტირება

მარი დაიბადა ბუფალოში, ნიუ-იორკის შტატში. იგი არის ავიადისპეჩერი რექს მარის შვილი.[1]

1999 წელს ჩედი წავიდა ჰოლივუდში, სადაც თავის თავს ირჩენდა მოდელობით და წარმოადგენდა ისეთ მარკებს როგორებიცაა Skechers, Tommy Hilfiger და Gucci.

მარიმ რამდენიმე სატელევიზიო შოუში მიიღო მონაწილეობა სტუმრის სახით, მათ შორის „დიაგნოზი: მკვლელობა“ და „CSI:დანაშაულის ადგილი“. 1999 წელს მარიმ სერიალ „გილმორის გოგოებში“ ითამაშა ტრისტან დუგრეის როლი. შემდეგ იგი რამდენიმე სატელევიზიო ფილმშიც გამოჩნდა, ესენია „Aftermath: A Long Way Home“ და „Murphy's Dozen“. მოგვიანებით იმავე წელს, გამოჩნდა სერიალში „დოუსონის უბე“.

2003 წელს მარი გამოჩნდა უოლტ დისნეის ფილმში „შეშლილი პარასკევი“ ლინდსი ლოჰანთან და ჯემი ლი კერტისთან ერთად. მარიმ ასევე ითამაშა ლუკ ჰარტმანის როლი სატელევიზიო ფილმში „მარტოხელა რეინჯერი“. იმავე წელს მოიპოვა ლუკას სკოტის როლი The WB-ის სატელევიზიო სერიალში „ვან თრი ჰილი“. სერიალი სწრაფად იქცა არხის ერთ-ერთ პოპულარულ შოუდ, რომელმაც 4.50 მილიონი მაყურებლის ყურადღება დაიმსახურა პირველი სეზონის ბოლოს. მარი ბევრი ცნობილი ჟურნალის გარეკანზე გამოჩნდა, როგორიც არის „Rolling Stone„ და „People“. იმავე წელს ჟურნალ „People“-ის მიერ მარი დასახელდა „ტვ-ის სექსუალურ მამაკაცად“.[2]

2004 წელს, მარიმ ითამაშა რომანტიკულ კომედიაში „კონკიას ამბავი„. მიუხედავად იმისა რომ შეფასებები იყო ნეგატიური, კრიტიკოსებმა დადებითად შეაფასეს ჰილარი დაფის თამაში.[3][4] ფილმმა 66,068,046 აშშ დოლარი მოიპოვა. 2005 წელს ფილმი წარდგენილი იყო Teen Choice Awards-ზე. მოგვიანებით მარი ჟურნალმა „People“ „ყველაზე სექსუალურ მამაკაცად“ დაასახელა.

2005 წელს მარიმ ითამაშა ფილმში „ცვილის ფიგურების სახლი“. ფილმმა პირველ სამ დღეში 12 მილიონი შემოიტანა. მიუხედავად იმისა რომ კრიტიკოსები არ იყვნენ კმაყოფილნი ამ ფილმით, ჯამში „ცვილის ფიგურების სახლმა“ მოიპოვა 68,766,121 აშშ დოლარი დაგადაეცა Teen Choice Awards-ის სამი ჯილდო.

პირადი ცხოვრება

რედაქტირება

მარიმ ცოლად შეირთო მსახიობი სოფია ბუში 2005 წლის 16 აპრილს; მსახიობები „ვან თრი ჰილის“ გადაღებებზე შეხვდნენ. სანამ დაქორწინდებოდნენ, ბუში და მარი, თითქმის ორი წელი ერთმანეთს ხვდებოდნენ. მაგრამ ქორწინებიდან ხუთი თვის შემდეგ, ბუშმა განცხადება შეიტანა გაყრაზე. გაყრის შემდეგ, მარი დაინიშნა კენზია დალტონზე (დაიბადა 1988 წლის 7 მარტს, ყოფილი ჩირლიდერი, რომელიც „ვან თრი ჰილის“ რამდენიმე ეპიზოდში გამოჩნდა.'.[5] ცნობილი გახდა რომ მათ შეხვედრები დაიწყეს 2005 წლის დეკემბერში. ის იყო პირველი მონაწილე, რომელმაც მეორე ადგილი აიღო 2005 წელს Miss North Carolina Teen USA-ზე.[5]

2014 წელს ცოლად შეიერთო მოდელი და მსახიობი სარა რემერი. 2015 წელს პირველი შვილი შეეძინათ,[6] ხოლო 2017 წელს მეორე.[7]

ფილმოგრაფია

რედაქტირება
წელი ქართულად მშობლიური სახელწოდება როლი
2000 ჩაუცმელი Undressed დენი
2000–2001 გილმორის ქალები Gilmore Girls ტრისტან დუგრეი
2001–2002 დოუსონის უბე Dawson's Creek ჩარლი ტოდი
2001 მეგიდო:კოდიომეგა Megiddo: The Omega Code 2 დეივიდ ალექსანდერი
2002 CSI:დანაშაულის ადგილი CSI: Crime Scene Investigation ტომ ჰავილანდი
2003 ტფ Aftermath: A Long Way Home Aftermath: A Long Way Home შონი
2003 შეშლილი პარასკევი Freaky Friday ჯეიკი
2005 მარტოხელა რეინჯერი The Lone Ranger ლუკ ჰარტმენი/მარტოხელა რეინჯერი
2003–2012 ვან-თრი-ჰილი One Tree Hill ლუკას სკოტი
2004 კონკიას ამბავი A Cinderella Story ოსტინ ეიმსი
2005 ცვილის ფიგურების სახლი House of Wax ნიკ ჯოუნსი
2006 სიმამაცის სახლი Home of the Brave ჯორდან ოუენსი
2010 საშობაო ამური Christmas Cupid პატრიკი
2011 მფ გადამყვანი The Carrier მასწავლებელი
2012 მფ პირველი კოცნა First Kiss თვითონ
2013 კონექტიკუტის აჩრდილები 2 The Haunting in Connecticut 2: Ghosts of Georgia ანდი უირიკი
2013 სადგური ფრუტვეილი Fruitvale Station ოფიცერი ინგრემი
2013 საუთლენდი Southland დეივ მენდოზა
2013–2015 რჩეული Chosen ჯეიკობ ორი
2013 გამოქვაბულის კაცები Cavemen ჯეი
2013 მედეას ახალი წელი A Madea Christmas ტენერ მაკოი
2014 მიტოვებულები კამერონ „ბაკ“ უილიამსი
2015 დაწერო სიყვარული მის ხელებზე To Write Love on Her Arms ჯემი ტვორკოვსკი
2015 ტეხასის ამბოხება Texas Rising მირაბო ლამარი
2015 კივილის დედოფლები Scream Queens ბრედ რედუელი
2015–2016 აგენტი კარტერი Agent Carter ჯეკ ტომპსონი
2016 კანონგარეშეები და ანგელოზები Outlaws and Angels ჰენრი
2016 სან რეკორდსი Sun Records სემ ფილიპსი
2018 ტფ სახლი სანაპიროზე The Beach House ბრეტ ბოშამი

ჯილდოები

რედაქტირება
წლები შედეგები ჯილდოები კატეგორია რისთვის
2004 გაიმარჯვა Teen Choice Awards ახალბედა ვარსკვლავი — მამაკაცი „კონკიას ისტორია“
ახალბედა ტვ სერიალის ვარსკვლავი — მამაკაცი „ვან თრი ჰილი“
ნომინირებული რჩეული ტვ მსახიობი — დრამა/სათავგადასავლო „ვან თრი ჰილი“
2005 გაიმარჯვა Teen Choice Awards რჩეული მამაკაცი მსახიობი: სათავგადასავლო/ტრილერი „ცვილის ფიგურების სახლი“
ნომინირებული რჩეული ფილმი „კონკიას ისტორია“
აგრეთვე ჰილარი დაფი
რჩეული კოცნა „კონკიას ისტორია“
აგრეთვე ჰილარი დაფი
რჩეული სასიყვარულო სცენა „კონკიას ისტორია“
აგრეთვე ჰილარი დაფი
ოსტინის და სემის ცეკვის სცენა
რჩეული ფილმი „ცვილის ფიგურების სახლი“
აგრეთვე ელიშა კუტბერტი და ბრაიან ვან ჰოლტი
რჩეული ტვ მსახიობი: დრამა „ვან თრი ჰილი“
რჩეული ტვ კავშირი „ვან თრი ჰილი“
აგრეთვე ჯეიმზ ლაფერტი
2006 ნომინირებული Teen Choice Awards ტვ — რჩეული მსახიობი: დრამა/ სათავგადასავლო „ვან თრი ჰილი“
Prisma Awards პერფონანსი დრამა სერიაში „ვან თრი ჰილი“
2008 გაიმარჯვა Teen Choice Awards რჩეული ტვ მსახიობი: დრამა „ვან თრი ჰილი“

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Chad Michael Murray Biography (1981-)
  2. TV's Sexiest Guys დაარქივებული 2016-03-04 საიტზე Wayback Machine. „People Magazine„
  3. Sarah Chauncey. A Cinderella story review. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2007-12-01. ციტირების თარიღი: 2007-11-25.
  4. Urban Cinefile feature. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2007-12-26. ციტირების თარიღი: 2007-11-25.
  5. 5.0 5.1 „Fast Forward His marriage not yet ended, Chad Michael Murray steps out with his new, teen fiancee Kenzie Dalton“. „People Magazine]]“. 2006-04-24.
  6. Rouse, Wade. (June 1, 2015) Chad Michael Murray and Sarah Roemer Welcome a Son. People.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — ივნისი 3, 2015. ციტირების თარიღი: June 1, 2015.
  7. Juneau, Jen. Chad Michael Murray and Sarah Roemer Welcome Daughter (March 13, 2017). ციტირების თარიღი: March 13, 2017.