დისნეილენდის პარკი (ინგლ. Disneyland Park), მანამდე ცნობილი, როგორც დისნეილენდი (ინგლ. Disneyland) — უოლტ დისნეის მიერ დაარსებული გასართობი პარკი. მდებარეობს ანაჰაიმში (კალიფორნია, აშშ). პარკში წარმოდგენილია მრავალი ატრაქციონი, კინოთეატრი, სასტუმრო თუ მუზეუმი.

დისნეილენდი


მძინარე მზეთუნახავის სასახლე, 2013, დისნეილენდის სიმბოლო
ადგილმდებარეობა Disneyland Resort, 1313 Disneyland Dr, ანაჰაიმი, კალიფორნია, აშშ
კოორდინატები 33°49′N 117°55′W / 33.81° ჩ. გ. 117.92° დ. გ. / 33.81; -117.92
თემა ზღაპრები და დისნეის პერსონაჟები
მფლობელი The Walt Disney Company
ოპერატორი Walt Disney Parks and Resorts
გახსნილია 17 ივლისი, 1955; 69 წლის წინ (1955-07-17)[1]
სეზონი მთელი წელი
საიტი

დისნეილენდი გაიხსნა 1955 წლის 17 ივლისს. მანამდე უოლტ დისნეისთვის ასეთი ტიპის პარკი წლების განმავლობაში ნამდვილი ოცნება იყო. პარკის მნიშვნელობას კიდევ უფრო მეტად ზრდის მასში დისნეის ანიმაციური ფილმების გმირებად გადაცმული მსახიობების მონაწილეობა. ამასთან, მსგავსი პარკები გახსნილია ტოკიოში, ჰონგ-კონგსა და პარიზში, თუმცა ერთადერთი პარკი, რომელზეც უშუალოდ უოლტ დისნეი მუშაობდა, არის ამერიკული დისნეილენდი.

დისნეილენდს ჰყავს უფრო მეტი სტუმარი, ვიდრე რომელიმე სხვა გასართობ პარკს. 2021 წლის მონაცემებით, გახსნის დღიდან დისნეილენდი მოინახულა 757 მილიონმა სტუმარმა.[2] 2022 წელს მან უმასპინძლა დაახლოებით 16.9 მილიონ სტუმარს და მნახველთა რაოდენობის მხრივ წლიური შედეგებით სიაში რიგით მეორე იყო.[3] 2005 წლის მარტის ინფორმაციის მიხედვით, პარკში დასაქმებულია 65.700 ადამიანი, აქედან 20.000 – დისნეის თანამშრომლები, ხოლო 3000 – მესამე პირის კონტრაქტორები ან მათი დირექტორები.[4]

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Disneyland Celebrates 56 Years on July 17 « Disney Parks Blogდაარქივებული January 20, 2013, საიტზე Wayback Machine. . Disneyparks.disney.go.com. Retrieved on September 6, 2013.
  2. Attendance at the Disneyland theme park (Anaheim, California) from 2009 to 2021. ციტირების თარიღი: 17 November 2022
  3. TEA/AECOM 2022 Global Attractions Attendance Report (2023). ციტირების თარიღი: 23 June 2023
  4. News from the Disney Board — March 04, 2005. The Walt Disney Company (March 4, 2005). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-03-10.