აგენტი კარტერი (ტელესერიალი)


აგენტი კარტერი (ინგლ. Agent Carter ან Marvel's Agent Carter) — ამერიკული ტელესერიალი, შექმნილი კრისტოფერ მარკუსის და სტივენ მაკფილის მიერ ABC-სთვის, 2011 წლის ფილმის „კაპიტანი ამერიკა: პირველი შურისმაძიებელი“ და 2013 წლის ფილმის ამავე სახელწოდების მოკლემეტრაჟიანი ფილმის მიხედვით. მისი მოქმედება მიმდინარეობს მარველის კინოსამყაროში.

აგენტი კარტერი
ჟანრი
  • მოქმედებითი-სათავგადასავლო
  • სუპერგმირული
  • დრამა
ავტორი კრისტოფერ მარკუსი და სტივენ მაკფილი
ეფუძნება პეგი კარტერი
სტენ ლი
ჯეკ კირბი
მონაწილეობენ
კომპოზიტორ(ებ)ი კრისტოფერ ლენერცი
ქვეყანა აშშ
ენა ინგლისური
სეზონი 2
ეპიზოდი 18
წარმოება
აღმასრულებელი პროდიუსერ(ებ)ი
პროდიუსერ(ებ)ი სარა ე. უაიტი
მონტაჟი
  • მარკ ჰარცელი
  • კრის პეპი
  • კრისტოფერ კუკი
  • ტროი ტაკაკი
  • დევიდ სიგელი
  • ენდრიუ დერფერი
ადგილ(ებ)ი ლოს-ანჯელესი, კალიფორნია
ოპერატორი
  • გაბრიელ ბერისტაინი (სეზონი 1)
  • ედვარდ ჯ. პეი (სეზონი 2)
ხანგრძლივობა 41–43 წთ.
კომპანია
დისტრიბუტორი Disney–ABC Domestic Television
ეთერი
ჩვენების ფორმატი 720p HDTV
აუდიო ფორმატი 5.1 მოცულობოთი ჟღერადობა
ეთერში 6 იანვარი, 2015 (2015-01-06) — 1 მარტი, 2016 (2016-03-01)
ქრონოლოგია
წინა Marvel One-Shot: Agent Carter
შემდეგი S.H.I.E.L.D.-ის აგენტები
რესურსები ინტერნეტში
საიტი

სერიალის მთავარი პერსონაჟია პეგი კარტერი, ისევე, როგორც „კაპიტან ამერიკაში“ და მოკლემეტრაჟიან ფილმში — ჰეილი ეტუელის შესრულებით. იგი განასახიერებს საიდუმლო აგენტს. სერიალის წარმოება დაიწყო 2013 წლის სექტემბერში. საპილოტო ეპიზოდის შემდეგ ABC-მ სრული სერიალი შეუკვეთა, რომელშიც წარდგენილია სხვადასხვა პერსონაჟის წარმოშობის ისტორიებიც. ჩნდებიან პერსონაჟები მარველის სხვა ფილმებიდანაც.

სერიალის პირველი სეზონი შედგება 8 ეპიზოდისგან. იგი ეთერში 2015 წლის 6 იანვრიდან 24 თებერვლამდე გადიოდა. მეორე სეზონში 10 ეპიზოდი შედიოდა. სეზონი 2016 წლის 19 იანვრიდან 1 მარტამდე გადიოდა. ორივე სეზონი ნაჩვენები იყო „S.H.I.E.L.D.-ის აგენტების“ შუასეზონური პაუზების დროს. მიუხედავად კრიტიკოსების დადებითი შეფასებისა, სერიალის მაყურებლების რაოდენობამ იკლო და 2016 წლის 12 მაისს ABC-მ იგი შეწყვიტა.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება