თინეიჯერული დრამა

ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

თინეიჯერული დრამა — სატელევიზიო დრამა სერიები, რომელიც კონცენტრირებულია თინეიჯერ პერსონაჟებზე. ჟანრი შედარებით ახალია, რომელიც პირველად გამოჩნდა 1980 წელს. შოუ წარმოგვიდგება სერიალის სახით, სადაც მონაწილეები არიან თინეიჯერულ ასაკში (13-19) და ეს ასაკი მთავრდება მაშინ, როდესაც ისინი 20 წლის ხდებიან. თინიჯერულ ასაკში, მათ უწევთ ისეთ პრობლემებთან გამკლავება, როგორიცაა მკვლელობა, ცეცხლის გაჩენა, დაჯახება და გაქცევა, აბორტის გაკეთება, თვითმკვლელობა, მძიმე დანაკლისი, უსახლკარობა, ფინანსური პრობლემები, რასობრივი ურთიერთობები, რასიზმი, რელიგია, ბისექსუალურობა, ჰომოსექსუალურობა, ჰომოფობია, სექსუალური უწესრიგობა, ალკოჰოლიზმი, ნარკოტიკების მოხმარება, გაუპატიურება, კაცების გაუპატიურება, გადაკიდება, ბავშვების ცუდად მოპყრობა, ფიზიკური ძალადობა ოჯახში, ანორექსია/ბულემია, ინცესტი, სექსუალური ძალადობა, დაშინება სკოლაში, დაშინება სამსახურში, გაზით მოწამვლა, ეპილეფსია, შიდსი, მოსწავლე/მასწავლებელს შორის, თვით ზიანი, შიზოფრენია, ოუსიდი, თამაშით გატაცება, შოპლიფტინგი, ფოსტერის მზრუნველობა, თინეიჯერთა ფეხმძიმობა, მოულოდნელი სასიკვდილო სინდრომები, მუცლის მოშლა და სუროგატობა.

თინეიჯერული დრამის პოპულარული სახეობები

რედაქტირება

სათინეიჯერო დრამა ძირითადად მიმართულია თინეიჯერი მაყურებლებისადმი. ყველაზე პოპულარული თინეიჯერული დრამები, რომლებიც ზემო-კლასის ადგილებშია გადაღებული არის მაგალითად (ბევერლი ჰილსი 90210, The O.C., Gossip Girl), ან ისეთები რომლებიც სხვა ქალაქებშია გადაღებული, მაგალითად (Dawson's Creek, ვან თრი ჰილი), ასეთ სერიალებში ძირითადად თამაშობენ ისეთი მსახიობები რომლებიც არიან თინეიჯერულ ასაკში (15 წელი ყველაზე პატარა). შოუები რომლებიც გამოხატავენ თინეიჯერულ ცხოვრების რეალურ ქმედებებს, თინეჯერი პერსონაჟების მონაწილეობით, მიგვიყვანა იმ ტენდეციამდე, რომ არის მცდელობა იგივეს არ გამეორების. ამ მხრივ აღსანიშნავია შემდეგ მაგალითები თინეიჯერული სერიალების ჩემი ეგრეთ წოდებული ცხოვრება და Freaks and Geeks, აგრეთვე Life As We Know It, გამონაკლისებია კანადური წარმოების სერიალი Degrassi series. ყველა სამი დეგრასი შოუები (Degrassi Junior High, Degrassi High და Degrassi: The Next Generation) ძალიან წარმატებულია კანადაში, ბრიტანეთში და ამერიკაში.

ყველაზე პოპულარული ახალგაზრდებზე ორიენტირებული სერიალები ნაჩვენებია Fox და The CW-ზე, მაშინ როდესაც უფრო ნაკლებად პოპულარული შოუები ნაჩვენებია, ისეთ დიდ არხებზე როგორიცაა (CBS, NBC, და ABC). საკაბელო ტელევიზიაზე, ყველაზე მეტი თინეიჯერული დრამები გადის Nickelodeon-ის, Disney Channel-ის, The N-ის, MTV-ის, Lifetime-ის, SOAPNet-ის და ABC Family-ის არხებზე. თინეიჯერული დრამების სინდიკაცია გადის WGN ამერია, ABC Family, და TVLand.

დიდ ბრიტანეთში თინეიჯერული დრამები უფრო მიმართულია უფროსი ასაკის ბავშვებისკენ და თინეიჯერებისკენ. ამ სერიალებს აჩვენებდნენ სკოლის შემდეგ სპეციალურ დარბაზებში. გამონაკლისებია თინეიჯერული საპნის ოპერა Hollyoaks და უფროსი აუდიტორიისადმი მიმართული თინეიჯერული დრამა Skins, Sugar Rush და The Inbetweeners ყველა ეს შოუ ნაჩვენებია მეოთხე არხზე და E4-ზე. Hollyoaks აჩვენებენ საღამოს დროით 6:30 საათზე და Skins-ს, Sugar Rush-ს და The Inbetweeners-ს უფრო მოგვიანებით.

თინეიჯერული დრამების ისტორია

რედაქტირება

პირველი თინეიჯერებზე ორიენტირებული დრამას სულაც არ ერქვა თინეიჯერული დრამა. ყველაზე ადრინდელი სერიალი, იყო ერთ სეზონიანი საპნის ოპერა Never Too Young, რომელიც გამოვიდა 1965-1966 წლებში. 60-70-იან წლებში ახალგაზრდა მაყურებლებმა, უფრო მოუხშირეს საპნის ოპერების ყურება. 1967 წელს პრემიერა გაიმართა სერიალის Love is a Many Splendored Thing, რომელმაც სწრაფად მოიპოვა პოპულარობა. მალე ამას მოყვა სერიალიAll My Children 1970 წელს და The Young and the Restless 1973 წელს.

არხ პრაიმტაიმზე, სადაც ძირითადად სხვადასხვა შოუები ორიენტირებულია მთელ ოჯახზე, ფოკუსირებულია ახალგაზრდა პერსონაჟებზე. ასეთი მაგალითებია Eight is Enough, Family, Little House on the Prairie, The Waltons და მოკლე-სერიალი James at 15. შედეგად, ახალგაზრდა ვარსკვლავები, როგორიც არიან Willie Aames, Kristy MacNichol და Melissa Gilbert გახდნენ თინეიჯერთა კერპები.

ერთ-ერთი ორიგინალური სათინეიჯერო დრამა Degrassi Junior High და მოგვიანებით Degrassi High გახდა ძალიან პოპულარული კანადაში და ამერიკაში, რომელიც PBS-ს არხზე გადიოდა 80-90-იან წლებში.

დეგრასის პრემიერის შემდეგ, რამდენიმე წელში, აარონ სპელინგმა 1990 წელს შექმნა სერიალი Beverly Hills, 90210. სერიალ “90210”-ის მონაწილეები, მაშინვე პოპულარულები გახდნენ ახალგაზრდა მაყურებლებს შორის, ყველაზე მეტად მსახიობები ლუკ პერი და ჯეისონ პრისტლი და შოუ ფენომენალური გახდა, ნომერ პირველი თინეიჯერ გოგონებს შორის. შოუს მოიხსენიებენ როგორც 'მეფეს თინეიჯერ დრამებს შორის' რადგან არცერთ დრამას არ გაუმეორებია ისეთი წარმატება, როგორსაც ამ სერიალმა მიაღწია. შოუ ძალიან პოპულარული იყო 90-იან წლებში და ის 2000 წლამდე გადიოდა, ამითაც ყველა თინეიჯერულ სერიალებს გაუსწრო, ამდენ ხანს არც ერთი სხვა შოუ არ გასულა.

შემდეგი თინეიჯერული დრამა, რომელიც 1994 წელს გამოუშვეს იყო My So-Called Life არხ ABC-ზე. My So-Called Life არ იყო ისეთი პოპულარული, როგორც სხვა სერიალები და ამიტომ პირველი სეზონის მერე მისი ჩვენება შეწყვიტეს. ერთ-ერთი მიზეზი შოუს წარუმატებლობისა იყო დროის პერიოდი, ის გადიოდა საღამოს 8 საათზე, ხოლო ამავე დროს არხ NBC-ზე გადიოდა სერიალი მეგობრები, რომლის პრემიერაც ასევე 1994 წელს შედგა. My So-Called Life სერიალმა გაუკვალვა გზა მაშინ ახალგაზრდა მსახიობებს კლეირ დეინს და ჯარედ ლეტოს.

Fox-ის სერიალი Party of Five, რომლის პრემიერა გაიმართა 1994 წელს, მაშინვე პოპულარული გახდა თინეიჯერ მაყურებლებს შორის, ხოლო ვარსკვლავები მეტიუ ფოქსი და სკოტ უოლფი გოგოებს გულთამპყრობელები გახდნენ, ასევე ამ სერიალმა გზა გაუკვალა პოპულარობისკენ მსახიობებს ჯენიფერ ლავ ჰიუიტს, ნივ კემპბელს, და ლეისი ჩაბერტს.

WB არხის შექმნამ 1995 წელს ახალ ახალი თინეიჯერული სერიალები წარმოშვა. პრემიერა გაიმართა Buffy the Vampire Slayer-ის, Felicity-ის და Dawson's Creek-ის, რომლებმაც დიდი ყურადღება მიიქცია თინეიჯერების. ოჯახური დრამა 7th Heaven აგრეთვე პოპულარული გახდა თინეიჯერებს შორის, Dawson’s Creek კი როგორც ფიქრობდნენ გახდა ბევერლი ჰილსის მემკვიდრე.

შემდეგ წლებში WB-ს Everwood-მა და Gilmore Girls-მა დიდი პოპულარობა მოიპოვა თინეიჯერ მაყურებლებს შორის. Smallville არის სხვა მაგალითი WB არხის, რომელმაც ასევე წარმატება პოვა. მიუხედავად იმისა რომ სერიალი შეეხება კლარკ კენტის ცხოვრებას, თუ როგორ გახდა იგი სუპერმენი, ძირითადად შოუ ფოკუსირებულია კლარკის ახალგაზრდობაზე, თინეიჯერულ ასაკზე და ძირითადად ამ შოუში განვითარებული სიუჟეტები მოძრაობს ახალგაზრდა პერსონაჟების ირგვლივ, მათ ურთიერთობებზე თინეიჯერულ ასაკში. Degrassi: The Next Generation-მა აგრეთვე მოიპოვა ბევრი ფანი ამერიკის შეერთებული შტატებში. თუმცა არხ NBC-ს შოუ Freaks and Geeks, რომელიც თავიდან ძალიან პოპულარული იყო, მალევე შეწყვიტეს, დაბალი რეიტინგის გამო. ბევრის აზრით, სერიალის შეწყვეტა დროის მუდმივი გადანაცვლების და კიდევ რეალურად წარმოდგენილი თინეიჯერული ცხოვრებოს გამო მოხდა.

2003 წელს სულ ახალი სერიალები გამოჩნდა ასპარეზზე. ამ წელს მორჩა Dawson’s Creek-ის და Buffy: The Vampire Slayer-ის ჩვენება. სამაგიეროდ შედგა The O.C.-ს პრემიერა Fox-ზე და One Tree Hill-ის WB-ზე. ორივე შოუ მალევე გახდა პოპულარული.

O.C.-ის პოპულარობამ MTV-ს ჩაუსახა იდეა, რომ გამოეშვა რეალური შოუები, როგორიცაა Laguna Beach: The Real Orange County და The Real Housewives of Orange County. Laguna იყო მოუმზადებელი დრამა სერიალი. შოუ ძალიან პოპულარული იყო თინეიჯერებს შორის. MySpace-ზე გაკეთებული ლაგუნას საიტი, სიდიდით მეორე საიტია, 100 000 წევრით. ამავდროულად The OC-ს პოპულარობა (როგორც 90210-ის და Dawson-ის) ნელ-ნელა დაეცა და სერიალის ჩვენება შეწყვიტეს 2007 წელს. რაც შეეხება ლაგუნას, იგი კვლავ ეთერშია, ოღონდ მისი მსგავსი სერიალით The Hills-ით.

ამჟამად თინეიჯერული დრამა სერიალები განიცდიან დიდ ყურადღებას, მიუხედავად იმისა რომ თანხები და რესურსები ასეთი შოუების შესაქმნელად არასაკმარისია. დღესდღეობით თინეიჯერები უყურებენ იმ შოუებს, რომლებსაც მოზარდები შესცქერიან. ბევრი შოუ რომელიც პოპულარულია მოზრდილებში, როგორიც არის The Simpsons, Family Guy, South Park, WWE Wrestling, Saturday Night Live, Mind of Mencia, American Idol, America's Next Top Model და CSI აგრეთვე ძალიან პოპულარულია თინეიჯერებში, განსაკუთრებით მამრობით წარმომადგენლებში. ბევრ თინეიჯერს ძალიან უყვარს სხვადასხვა შოუები, ესენია რეალითი შოუები, სიტკომები, საპნის ოპერები, სათამაშო შოუები, ფილმები, თოქ შოუები, განსხვავებული შოუები და მულტფილმები.

ამჟამად მიმდინარეობს Beverly Hills, 90210-ის გადამუშავებული ვერსია, რომელშიც გვპირდებიან, რომ ბევრ ძველი წევრი დაბრუნდება, თუმცა სიუჟეტი ახალი პერსონაჟების ირგვლივ ვითარდება.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება