მიშელ ფიზერსტოუნი
ამ სტატიაში არ არის მითითებული სანდო და გადამოწმებადი წყარო. |
მიშელ ფიზერსტოუნი (ინგლ. Michelle Featherstone) არის ბრიტანელ-ამერიკელი indie მომღერალი და კომპოზიტორი. დაიბადა ინგლისის ქალაქ ჩესტერში და იზრდებოდა კემბრიჯში, ფიზერსტოუნი ახლა კალიფორნიაში ცხოვრობს. მან ფორტეპიანოს შესწავლა 9 წლის ასაკში დაიწყო, ამავე წელს იგი შეუდგა ორიგინალური მუსიკის კომპოზირებას. მან მრავალი ჯილდოს მოიპოვება შესძლო, როგორიცაა: Royal Academy of Music ფორტეპიანოს და ვიოლინოსთვის და The Bishops Award ხმისთვის.
კარიერა
რედაქტირებადასაწყისი
რედაქტირებაფიზერსტოუნი თავდაპირველად არ აპირებდა გაჰყოლოდა მუსიკას. როგორც, ხელოვნებათმცოდნეობის მაჟორი და ანთროპოლოგიის მინორი იგი მიხვდა, რომ „corporate America“ არ იყო მისი ხელობა და გადაწყვეტილება მიიღო თავიდან დაკავშირებოდა მის მუსიკალურ ფესვებს, სანამ იგი ოფიციანტად მუშაობდა სამხრეთ კალიფორნიაში. სწორედ მისი ოფიციანტობის დროს მას სრულიად შემთხვევით შესაძლებლობა მიეცა შეესრულებინა მისი რამდენიმე კომპოზიცია, სანამ ნამდვილი შემსრულებლები შესვენებაზე იყვნენ გასული... მაყურებლები იმდენად განცვიფრებულები დარჩნენ, რომ იგი დარწმუნდა, მუსიკა სწორედ ის იყო რის გაყოლასაც იგი სერიოზულად აპირებდა.
ეს ძალზედ უცნაური გამოცდილება იყო...ყველა დასხდა და სუჩუმე ჩამოვარდა...მე სამი სიმღერა დავუკარი და ხალხი მეკითხებოდა თუ სად იყო ჩემი ალბომი...
წარმატება
რედაქტირებამისმა სიმღერებმა დაიპყრო ტელეფიმები და TV-შოუები, როგორიცაა: Wonderfalls, Alias, One tree hill, Smallville, Ghost Whisperer, Grey's Anatomy, Summerland, Las Vegas, „Project PI“ და მრავალი სხვა...