მერკოსური

(გადამისამართდა გვერდიდან MERCOSUR)

მერკოსური (ესპ. Mercado Común del Sur, პორტ. Mercado Comum do Sul, გუარ. Ñemby Ñemuha) — სუბ-რეგიონული ბლოკი სამხრეთ ამერიკაში, რომელშიც შედიან არგენტინა, ვენესუელა, ბრაზილია, ურუგვაი და პარაგვაი. ასოცირებული ქვეყნებია ჩილე, ბოლივია, კოლუმბია, ეკვადორი და პერუ. დამკვირვებელი სახელმწიფოებია ახალი ზელანდია და მექსიკა.[1][2]

მერკოსური
დევიზი "Nuestro Norte es el Sur" (ესპ)
"Nosso norte é o Sul" (პორტ)
„ჩვენი ჩრდილოეთი სამხრეთია“
შეიქმნა 26 მარტი, 1991 (ასუნსიონის ხელშეკრულებით)
სტატუსი მოქმედი
ტიპი მთავრობათშორისი ორგანიზაცია
შტაბ-ბინა მონტევიდეო
სან-პაულუ
ბუენოს-აირესი
რიო-დე-ჟანეირო
კარაკასი
მდებარეობა სამხრეთ ამერიკა
წევრები 5 სრული წევრი
5 ასოცირებული წევრი
2 დამკვირვებელი
ენა პორტუგალიური
ესპანური
გუარანი
ცვალებადი პრეზიდენტი კრისტინა ფერნანდეს დე კირშნერი
დამფუძნებელი (-ები) არგენტინა, ბრაზილია, პარაგვაი და ურუგვაი
მერკოსური რუკა
მერკოსური რუკა
http://www.mercosur.int/, http://www.mercosur.int/pt-br/ და https://www.mercosur.int/en/

ორგანიზაციის მიზანია თავისუფალი ვაჭრობისა ხელშეწყობა და ხალხის, საქონლისა და ვალუტის თავისუფალი მოძრაობა. ოფიციალური ენებია ესპანური, პორტუგალიური და გუარანი.[3] დაარსების დღიდან, ორგანიზაცია მრავალჯერ განახლდა, შესწორდა და შეიცვალა. ამჟამად ის სრული საბაჟო კავშირი და სავაჭრო ბლოკია. მერკოსური და ანდების საზოგადოება სამხრეთ ამერიკის ინტერგრაციის უწყვეტი პროცესის ძირითადი კომპონენტებია, ორივე მათგანს კი სამხრეთ ამერიკის ერთა კავშირი აერთიანებს.

მერკოსური 1991 წელს ასუნსიონის ხელშეკრულების საფუძველზე შეიქმნა, რომელიც 1994 შესწორდა და განახლდა ოურუ-პრეტუს ხელშეკრულებით.

მერკოსური სათავეს იღებს 1985 წელს, როდესაც არგენტინის პრეზიდენტმა რაულ ალფონსინმა და ბრაზილიის პრეზიდენტმა ჟოზე სარნეიმ ხელი მოაწერეს არგენტინა-ბრაზილიის ინტეგრაციისა და ეკონომიკური თანამშრომლობის პროგრამას ანუ PICE-ს (პორტ. Programa de Integração e Cooperação Econômica Argentina-Brasil, ესპ. Programa de Integración y Cooperación Económica Argentina-Brasil).[4]

2004 წლის საპრეზიდენტო სამიტზე მიღწეულ იქნა შეთანხმება მერკოსურის პარლამენტის დაფუძნების თაობაზე, რომელიც 2009 წელს შეიკრიბა.

2012 წლის 31 ივლისს ორგანიზაციის სრულუფლებიანი წევრი გახდა ვენესუელა,[5][6] მას შემდეგ, რაც ძალადობისა და მერკოსურის დემოკრატიის შესახებ მუხლის დარღვევისათვის წევრის სტატუსი დროებით შეუჩერდა პარაგვაის.[7] წევრობის ხელშეკრულებისთვის ვენესუელას 2006 წლის 17 ივნისს ჰქონდა ხელი მოწერილი.[8]

2013 წლის ივლისში, მერკოსურის ქვეყნების პრეზიდენტებმა (არგენტინა, ვენესუელა, ბრაზილია, ურუგვაი, პარაგვაი) პარაგვაისათვის წევრობის შეჩერებული სტატუსის აღდგენა გადაწყვიტეს, მას შემდეგ, რაც 2013 წლის 15 აგვისტოს ქვეყანაში ახალი პრეზიდენტი — ორასიო კარტესი აირჩიეს. თუმცა, პარაგვაიმ ორგანიზაციაში დაბრუნებაზე უარი განაცხადა მანამ, სანამ როტაციული თავმჯდომარეობა ვენესუელას ეკავა (2014 წლის ივლისამდე). პარაგვაი სავაჭრო ბლოკში ვენესუელის შესვლას აპროტესტებდა და აცხადებდა, რომ ახალი წევრის მიღება მხოლოდ ერთსულოვანი პოზიციის საფუძველზე იყო შესაძლებელი და ამტკიცებდა, რომ მსგავსი გადაწყვეტილება არაკანონიერი იყო იმ დროს, როდესაც პარაგვაის წევრის სტატუსი ჰქონდა შეჩერებული.[9]

პარაგვაის საგარეო საქმეთა მინისტრმა ელადიო ლოისაგამ აღნიშნა, რომ მას უფრო მეტად, უპირველესად პარაგვაის მეზობლებთან ინდივიდუალური კავშირი უნდოდა: „ჩვენ გადაუწყვეტელი საკითხები გვაქვს არგენტინასთან, ურუგვაისთან; ჩვენ ეს ყველაფერი ხელახლა უნდა აღვადგინოთ. მისივე თქმით, „მერკოსური მოგვიანებით იქნება, რადგან ჩვენი პრიორიტეტი ორმხრივი ურთიერთობებია“.[9]

2012 წლის 7 დეკემბერს, ბოლივიის პრეზიდენტმა ევო მორალესმა ხელი მოაწერა პროტოკოლს, რომელიც ბოლივიას ბლოკის სრულუფლებიან წევრობას ჰპირდება,[10] თუმცა ასეთი შეთავაზება ძალაში მხოლოდ განხილვისა და საკანონმდებლო დასტურის შემდეგ შევა.[11]

წევრი სახელმწიფოები

რედაქტირება
 
წევრი სახელმწიფოები, 31 ივლისი, 2012.

მერკოსური 5 სუვერენული სახელმწიფოსაგან შედგება: არგენტინა, ვენესუელა, ბრაზილია, ურუგვაი და პარაგვაი.

პარაგვაის სენატის მიერ პრეზიდენტ ფერნანდო ლუგოს იმპიჩმენტის შემდეგ, ამ ქვეყანას მერკოსურის წევრობა შეუჩერდა, რის შემდეგაც, 2012 წლის 31 ივლისს, ორგანიზაციის სრულუფლებიან წევრად მიიღეს ვენესუელა. ოთხი წლის მანძილზე, ვენესუელა სრულად მიიღებს სავაჭრო ბლოკის რეგულაციებს.

ამჟამად, ორგანიზაციის სამუშაო ქვეჯგუფებია: კომერციული საკითხები, საბაჟო საკითხები, ტექნიკური სტანდარტები, ვაჭრობასთან დაკავშირებული საგადასახადო და მონეტარული პოლიტიკა; სახმელეთო და საზღვაო ტრანსპორტი; ინდუსტრიული და ტექნოლოგიური პოლიტიკა; აგრარული პოლიტიკა; ენერგოპოლიტიკა; მაკროეკონომიკური პოლიტიკის კოორდინაცია; შრომის, დასაქმებისა და სოციალური დაცვის საკითხები.

სამუშაო ქვეჯგუფების შეხვედრები კვარტალში ერთხელ, მოძრავად იმართება ყველა წევრ ქვეყანაში, ანბანის მიხედვით ან საერთო ბაზრის ჯგუფის ადმინისტრაციის ოფისში. სამუშაო ქვეჯგუფების საქმიანობა ორ ეტაპად იყოფა: მომამზადებელ და დასკვნით ეტაპებად. გადაწყვეტილების მიღების ეტაპი ექსკლუზიურად ეკუთვნის წევრი სახელმწიფოების ოფიციალურ წარმომადგენლებს.

სასაქონლო ვაჭრობა

რედაქტირება

მერკოსურის შიდა სასაქონლო ვაჭრობა (ვენესუელის გამოკლებით) 1991 წლიდან 2010 წლამდე 10 მლრდ აშშ დოლარიდან 88 მლრდ დოლარამდე გაიზარდა. მთლიანი რიცხვის 43%-ს ბრაზილია და არგენტინა იჭერენ.

ქვეყანა მოსახლეობა
2011 წ.
[12] (ათასებში)
მშპ(ნომინალი) 2011[12] (მლნ აშშ დოლარი) მშპ (ნომინალი) ერთ სულ მოსახლეზე[12] მშპ (მუპ) 2011 (მლნ აშშ დოლარი) მშპ (მუპ) ერთ სულ მოსახლეზე სასაქონლო ექსპორტი
($ მლრდ), 2011[13]
სასაქონლო იმპორტი
($ მლრდ), 2011[14]
ექსპორტი მერკოსურში
(თითოეულის %, 2010)[15]
იმპორტი მერკოსურში
(თითოეულის %, 2010)[15]
არგენტინა &&&&&&&&&&040900.&&&&&040 900 0ექსპრესიის შეცდომა: ამოუცნობი პუნქტუაციის ნიშანი „,“..ექსპრესიის შეცდომა: ამოუცნობი პუნქტუაციის ნიშანი „,“.447,644 0ექსპრესიის შეცდომა: ამოუცნობი პუნქტუაციის ნიშანი „,“..ექსპრესიის შეცდომა: ამოუცნობი პუნქტუაციის ნიშანი „,“.10,945 0ექსპრესიის შეცდომა: ამოუცნობი პუნქტუაციის ნიშანი „,“..ექსპრესიის შეცდომა: ამოუცნობი პუნქტუაციის ნიშანი „,“.716,419 0ექსპრესიის შეცდომა: ამოუცნობი პუნქტუაციის ნიშანი „,“..ექსპრესიის შეცდომა: ამოუცნობი პუნქტუაციის ნიშანი „,“.17,516 &&&&&&&&&&&&&084.30000084,3 &&&&&&&&&&&&&073.90000073,9 &&&&&&&&&&&&&025.20000025,2 &&&&&&&&&&&&&033.60000033,6
ბრაზილია &&&&&&&&&0194933.&&&&&0194 933 0ექსპრესიის შეცდომა: ამოუცნობი პუნქტუაციის ნიშანი „,“..ექსპრესიის შეცდომა: ამოუცნობი პუნქტუაციის ნიშანი „,“.2,492,908 0ექსპრესიის შეცდომა: ამოუცნობი პუნქტუაციის ნიშანი „,“..ექსპრესიის შეცდომა: ამოუცნობი პუნქტუაციის ნიშანი „,“.12,789 0ექსპრესიის შეცდომა: ამოუცნობი პუნქტუაციის ნიშანი „,“..ექსპრესიის შეცდომა: ამოუცნობი პუნქტუაციის ნიშანი „,“.2,294,203 0ექსპრესიის შეცდომა: ამოუცნობი პუნქტუაციის ნიშანი „,“..ექსპრესიის შეცდომა: ამოუცნობი პუნქტუაციის ნიშანი „,“.11,769 &&&&&&&&&&&&0250.800000250,8 &&&&&&&&&&&&0219.600000219,6 &&&&&&&&&&&&&011.10000011,1 &&&&&&&&&&&&&&08.9000008,9
პარაგვაი &&&&&&&&&&&06530.&&&&&06 530 0ექსპრესიის შეცდომა: ამოუცნობი პუნქტუაციის ნიშანი „,“..ექსპრესიის შეცდომა: ამოუცნობი პუნქტუაციის ნიშანი „,“.21,236 0ექსპრესიის შეცდომა: ამოუცნობი პუნქტუაციის ნიშანი „,“..ექსპრესიის შეცდომა: ამოუცნობი პუნქტუაციის ნიშანი „,“.3,252 0ექსპრესიის შეცდომა: ამოუცნობი პუნქტუაციის ნიშანი „,“..ექსპრესიის შეცდომა: ამოუცნობი პუნქტუაციის ნიშანი „,“.35,346 0ექსპრესიის შეცდომა: ამოუცნობი პუნქტუაციის ნიშანი „,“..ექსპრესიის შეცდომა: ამოუცნობი პუნქტუაციის ნიშანი „,“.5,413 &&&&&&&&&&&&&&09.8000009,8 &&&&&&&&&&&&&012.10000012,1 &&&&&&&&&&&&&029.&&&&&029,0 &&&&&&&&&&&&&042.&&&&&042,0
ურუგვაი &&&&&&&&&&&03369.&&&&&03 369 0ექსპრესიის შეცდომა: ამოუცნობი პუნქტუაციის ნიშანი „,“..ექსპრესიის შეცდომა: ამოუცნობი პუნქტუაციის ნიშანი „,“.46,872 0ექსპრესიის შეცდომა: ამოუცნობი პუნქტუაციის ნიშანი „,“..ექსპრესიის შეცდომა: ამოუცნობი პუნქტუაციის ნიშანი „,“.13,914 0ექსპრესიის შეცდომა: ამოუცნობი პუნქტუაციის ნიშანი „,“..ექსპრესიის შეცდომა: ამოუცნობი პუნქტუაციის ნიშანი „,“.50,908 0ექსპრესიის შეცდომა: ამოუცნობი პუნქტუაციის ნიშანი „,“..ექსპრესიის შეცდომა: ამოუცნობი პუნქტუაციის ნიშანი „,“.15,113 &&&&&&&&&&&&&&08.&&&&&08,0 &&&&&&&&&&&&&010.70000010,7 &&&&&&&&&&&&&033.80000033,8 &&&&&&&&&&&&&048.80000048,8
ვენესუელა &&&&&&&&&&029767.&&&&&029 767 0ექსპრესიის შეცდომა: ამოუცნობი პუნქტუაციის ნიშანი „,“..ექსპრესიის შეცდომა: ამოუცნობი პუნქტუაციის ნიშანი „,“.315,841 0ექსპრესიის შეცდომა: ამოუცნობი პუნქტუაციის ნიშანი „,“..ექსპრესიის შეცდომა: ამოუცნობი პუნქტუაციის ნიშანი „,“.10,610 0ექსპრესიის შეცდომა: ამოუცნობი პუნქტუაციის ნიშანი „,“..ექსპრესიის შეცდომა: ამოუცნობი პუნქტუაციის ნიშანი „,“.374,111 0ექსპრესიის შეცდომა: ამოუცნობი პუნქტუაციის ნიშანი „,“..ექსპრესიის შეცდომა: ამოუცნობი პუნქტუაციის ნიშანი „,“.12,568 &&&&&&&&&&&&&092.60000092,6 &&&&&&&&&&&&&046.40000046,4 &&&&&&&&&&&&&&02.4000002,4 &&&&&&&&&&&&&018.&&&&&018,0
სულ &&&&&&&&&0275499.&&&&&0275 499 0ექსპრესიის შეცდომა: ამოუცნობი პუნქტუაციის ნიშანი „,“..ექსპრესიის შეცდომა: ამოუცნობი პუნქტუაციის ნიშანი „,“.3,324,501 0ექსპრესიის შეცდომა: ამოუცნობი პუნქტუაციის ნიშანი „,“..ექსპრესიის შეცდომა: ამოუცნობი პუნქტუაციის ნიშანი „,“.12,067 0ექსპრესიის შეცდომა: ამოუცნობი პუნქტუაციის ნიშანი „,“..ექსპრესიის შეცდომა: ამოუცნობი პუნქტუაციის ნიშანი „,“.3,471,027 0ექსპრესიის შეცდომა: ამოუცნობი პუნქტუაციის ნიშანი „,“..ექსპრესიის შეცდომა: ამოუცნობი პუნქტუაციის ნიშანი „,“.12,599 &&&&&&&&&&&&0445.500000445,5 &&&&&&&&&&&&0362.700000362,7 &&&&&&&&&&&&&013.20000013,2 &&&&&&&&&&&&&016.80000016,8

პასპორტების გალერეა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
  1. Se formaliza adhesión de Venezuela al Mercosur. Ministerio de Relaciones Exteriores de la República Bolivariana de Venezuela. დაარქივებულია ორიგინალიდან — 30 იანვარი 2016. ციტირების თარიღი: 22 November 2013.
  2. Presidentes dos países do Mercosul se reúnem para discutir integração do bloco. Governo do Brasil. ციტირების თარიღი: 23 November 2013.
  3. Buscar. Mercosur.int. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-12-25. ციტირების თარიღი: 2013-12-25.
  4. Tratado de Integración, Cooperación y Desarrollo entre Brasil y Argentina. .uol.com.br. ციტირების თარიღი: 2013-12-25.
  5. Mercosur welcomes Venezuela, suspends Paraguay. Reuters (29 June 2012). დაარქივებულია ორიგინალიდან — 19 ნოემბერი 2013. ციტირების თარიღი: 1 სექტემბერი 2014.
  6. Venezuela irrumpe en el Mercosur. El País (31 July 2012).
  7. Argentina 'no convalidará el golpe en Paraguay' mientras que Brasil sugirió que quedaría fuera de la Unasur y el Mercosur Spanish. La Nación (22 June 2012). დაარქივებულია ორიგინალიდან — 26 ივნისი 2012. ციტირების თარიღი: 22 June 2012.
  8. Venezuela is Officially Accepted in MERCOSUR. News.softpedia.com (22 July 2006). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-10-21. ციტირების თარიღი: 2013-12-25.
  9. 9.0 9.1 Paraguay's President Horacio Cartes sworn in
  10. Instituto Boliviano de Comércio Exterior critica entrada do país no Mercosul. Terra.com. ციტირების თარიღი: 23 November 2013.
  11. Petrobras vale dez vezes o PIB da Bolívia. Globo.com. ციტირების თარიღი: 23 November 2013.
  12. 12.0 12.1 12.2 World Economic Outlook Database. IMF (April 2012).
  13. Country Comparison:Exports. The World Factbook. CIA (2011). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-04-27. ციტირების თარიღი: 2014-09-01.
  14. Country Comparison:Imports. The World Factbook. CIA (2011). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2008-10-04. ციტირების თარიღი: 2014-09-01.
  15. 15.0 15.1 Mercosur–EU Bilatral Trade and Trade with the World. DG Trade (March 2012). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-05-09. ციტირების თარიღი: 2014-09-01.