Le Cordon Bleu
Le Cordon Bleu [lə kɔʁdɔ̃ blø] (ფრანგ. ლურჯი ლენტი) — კულინარიული სკოლების საერთაშორისო ქსელი, რომელშიც ფრანგულ სამზარეულო ისწავლება. სკოლის საგანმანათლებლო მიმართულებებია სტუმარმასპინძლობის მენეჯმენტი, კულინარიული ხელოვნება და გასტრონომია. 20 სხვადასხვა ქვეყანაში მდებარე Le Cordon Bleu-ს 35 ინსტიტუტში სხვადასხვა ეროვნების 20 000-ზე მეტი სტუდენტი სწავლობს. [1]
Le Cordon Bleu | |
---|---|
Le_Cordon_Bleu_logo.jpg | |
დაფუძნდა | 1895 |
ტიპი | კულინარიული სკოლა |
ქვეყანა | საფრანგეთი |
მეტსახელი | LCB |
ფილიალები | იხილეთ ფილიალების სია |
cordonbleu.edu |
ისტორია
რედაქტირებასკოლის სახელის წარმოშობა შეიძლება უკავშირდებოდეს სულიწმინდოს ორდენს. (Ordre des Chevaliers du Saint Esprit). საუკუნეების მანძილზე ორდენი საფრანგეთის სამეფოს უმაღლეს ჯილფოს წარმოადგენდა. ორდენის კავალერი (ორდენის წევრი, ფრანგ. Cavalier — „მხედარი“) ჯილდოვდებოდა სულიწმინდის ჯვრით, რომელიც აბრეშუმის ლურჯ ლენტზე ეკიდა. ერთ ერთი ისტორიის თანახმად, ორდერის წევრები ცნობილები იყვნენ მდიდრული და ექსტრავაგანტული ბანკეტებით, რომლებსაც, cordons bleus-ს უწოდებდნენ. საფრანგეთის რევოლუციის დროს მონარქიასთან ერთად ორდენიც გაუქმდა, მაგრამ ტერმინი cordon bleu საუკეთესო ფრანგული სამზარეულოს სინონიმად იქცა. სხვა თეორიის თანახმად, ლურჯი ლენტი უბრალოდ ბრწყინვალების სინონიმად იქცა და სხვა სფეროებს, მათ შორის კულინარიას მოგვიანებით დაუკავშირდა. [2]
ეს სახელი მეცხრამეტე საუკუნის ბოლოს, მარტა დისტელის მიერ დაარსებულმა ჟურნალმა,La Cuisinière Cordon bleu-მ გამოიყენა,[2] რომელიც მკითხველებს საფრანგეთის საუკეთესო მზარეულების მიერ შექმნილ რეცეპტებს სთავაზობდა. ჟურნალის წარმატების გათვალისწინებით მარტა დისტელმა დაიწყო კულინარიული გაკვეთილების ჩვენებები. 1895 წელს მან მზარეულ ჰენრი-პოლ პელაპრასთან ერთად, პარიზში კულინარიული სკოლა Cordon Bleu გახსნა.
დისტელის გარდაცვალების შემდეგ, სკოლა მემკვიდრეობით კათოლიკურმა თავშესაფარმა მიიღო
Le Cordon Bleu 1945 წელს, მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ, ქალბატონმა ელისაბედ ბრასარმა შეიძინა, რომელიც სკოლას 1984 წლამდე მართავდა. 87 წლის ასაკში ის პენსიაზე გავიდა, სკოლა კი ანდრე ჯ. კოინტროს მიჰყიდა.
კამპუსები
რედაქტირება1933 წელს, სკოლის ყოფილმა სტუდენტმა დიონ ლუკასმა ხელი შეუწყო ლონდონში Le Cordon Bleu-ს სახელის ქვეშ სკოლის გახსნას. [3]
სალიცენზიო ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, ილინოისში, ჩიკაგოში დაფუძნებულმა არაკომერციულმა ორგანიზაციამ, Career Educational Corporation-მა (CEC), "Le Cordon Bleu North America" სახელწოდებით შეერთებულ შტატებში 16 სკოლა გახსნა. [4] 2009 წელს აღნიშნული ლიცენზიის ღირებულება 135 მილიონ დოლარად შეფასდა. [5] 2014 წელს Le Cordon Bleu North America-ს $ 178.6 მილიონი შემოსავალი და $ 70.6 მილიონი ოპერაციული ზარალი ჰქონდა.[6]მიუხედავად ამისა, 2015 წელს აშშ -ს განათლების დეპარტამენტის მიერ დანერგილი რეფორმების გამო, CEC-მა ამერიკაში მდებარე სკოლების გაყიდვა გადაწყვიტა. 2017 წლის სექტემბერში სკოლებმა მუშაობა შეაჩერეს, რადგან მყიდველის მოძებნა ვერ მოხერხდა. [4] [7] [8] [7] [9] [4] [7] [4] Le Cordon Bleu შეერთებულ შტატებში საქმიანობას ნიუ-იორკის ოფისის, Le Cordon Bleu Inc.– ის საშუალებით განაგრძობს, რომელიც სკოლის სხვადასხვა ფილიალში ამერიკელი სტუდენტების განთავსებას უზრუნველყოფს.[10]
ფილიალები და სკოლები
რედაქტირებაკამპუსები ევროპაში [1]
კამპუსები ამერიკაში [1]
კამპუსები ოკეანიაში[1]
კამპუსები აზიაში[1]
წიგნებში და ფილმებში
რედაქტირებაLe Cordon Bleu Paris ცენტრალურ როლს თამაშობს 2009 წელს გადაღებულ ამერიკულ ფილმში ჯული და ჯულია რომელიც ნაწილობრივ დაფუძნებულია ცნობილი Chef-ის, ჯულია ჩაილდის მოგონებებზე ჩემი ცხოვრება საფრანგეთში.[11]
გარდა ამისა, მთავარი პერსონაჟები სხვა ფილმებშიც ესწრებიან Le Cordon Bleu-ს გაკვეთილებს ან არიან სკოლის კურსდამთავრებულები. ასეთია ოდრი ჰეპბერნის პერსონაჟი 1954 წელს გადაღებული ამერიკული ფილმ ,,საბრინა”-ში.
კურსდამთავრებულები
რედაქტირებაLe Cordon Bleu-ს პარიზის კამპუსის კურსდამთავრებულები არიან ჯულია ჩაილდი, ცაბა დალა ზორზა, გიადა დე ლაურენტი, მერი ბერი და გასტონ აკურიო. ლოს -ანჯელესის კამპუსის კურსდამთავრებულები არიან დევიდ ბურტკა და სისილი სეველი.
Იხილეთ ასევე
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 1.2 1.3 1.4 ოფიციალური ვებგვერდი. ციტირების თარიღი: 26 სექტემბერი 2019
- ↑ 2.0 2.1 Le Cordon Bleu. A Brief History. Ibiblio.org. ციტირების თარიღი: 2012-01-23 correlates to accounts in the school's introductory text of Le Cordon Bleu at Home and other books.
- ↑ Dione Lucas - A tribute. Adgitadiaries.blog-city.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-02-19. ციტირების თარიღი: 2012-01-23
- ↑ 4.0 4.1 4.2 4.3 Inside Higher Ed Blog: "Career Ed Corp Closing Down Le Cordon Bleu Operations", 17 December 2015.
- ↑ Archived copy. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-08-26. ციტირების თარიღი: 2016-07-27
- ↑ STRAHLER, STEVEN R. (December 16, 2015). „Classes out for good at Le Cordon Bleu“. Crain Communications.
- ↑ 7.0 7.1 7.2 Cordonbleu.edu/usa: Le Cordon Bleu USA discontinuing in the USA acknowledgment. accessed 21 December 2015.
- ↑ Davis, Janel (December 19, 2014). „Le Cordon Bleu culinary colleges for sale“. ajc.com. The Atlanta Journal-Constitution. ციტირების თარიღი: January 22, 2015.
- ↑ Archived copy. ციტირების თარიღი: 2015-12-18 |Retrieved December 17, 2015
- ↑ Le Cordon Bleu USA International Office. ციტირების თარიღი: 2017-07-17
- ↑ Grimes, William. "Julia Child's Memoir of When French was Scary", The New York Times, 8 April 2006.