It Was Written
It Was Written — ამერიკელი რეპერ Nas-ის მეორე სტუდიური ალბომი, რომელიც გამოიცა ლეიბლზე Columbia Records, 1996 წლის 2 ივნისს. მიუხედავად კრიტიკოსების აღიარებისა, Nas-ის სადებიუტო ალბომმა, Illmatic-მა, კომერციულ წარმატებას ვერ მიაღწია, რის გამოც რეპერმა It Was Written-ისთვის უფრო მეინსტრიმული ჟღერადობა შეარჩია, რაც ასევე განაპირობა Trackmasters-ის პროდიუსერობამ. Illmatic-ის ნედლი, ანდერგრაუნდული ჟღერადობიდან Nas-მა პოპულარულ განგსტა-რეპზე გადაინაცვლა. ალბომი ასევე მოიცავს Nas-ის ხანმოკლედ არსებული ჯგუფის, The Firm-ის დებიუტს, რომელშიც ასევე შედიოდნენ ფოქსი ბრაუნი, AZ, და Cormega.
It Was Written | ||||
---|---|---|---|---|
სტუდიური ალბომი — | ||||
გამოცემის თარიღი | 2 ივნისი 1996 | |||
სტუდია |
| |||
ჟანრი | ||||
ხანგრძლივობა | 58:29 | |||
ლეიბლი | Columbia | |||
პროდიუსერი | ||||
Nas — ქრონოლოგია | ||||
| ||||
სინგლები ალბომიდან It Was Written | ||||
|
It Was Written კომერციულად წარმატებული აღმოჩნდა. ალბომმა დებიუტი აშშ-ს ბილბორდის საუკეთესო 200-ეულის პირველ ადგილზე მოახდინა, და გამოცემიდან ერთი კვირის შემდეგ მისი 270,000 ასლი გაიყიდა. ალბომს კრიტიკოსებისგან დადებითი გამოხმაურება მოჰყვა, თუმცა, მეინსტრიმული ჟღერადობის გამო, ჰიპ-ჰოპ საზოგადოებაში რეპერის რეპუტაცია დაზიანდა. ალბომს RIAA-ს მიერ მინიჭებული აქვს 3 გზის პლატინის სტატუსი, და კვლავ რჩება Nas-ის ყველაზე გაყიდვად ალბომად. იგი Billboard-ის 100 საუკეთესო ჰიპ-ჰოპ ალბომთა სიაში 57-ე ადგილს იკავებს.[1]
წარმოშობა და ჩაწერა
რედაქტირებაNas-ის სადებიუტო ალბომი, Illmatic (1994), მიუხედავად საყოველთაო აღიარებისა და გავლენისა, კომერციულად იმ დროის სხვა სადებიუტო ჰიპ-ჰოპ ალბომების მაჩვენებლებს ჩამოუვარდებოდა, ვინაიდან Nas-ი მის ჩანაწერთა რეკლამირებაში ჩართული არ იყო.
1995 წლიდან Nas-მა აქტიურად დაიწყო სხვა რეპერებთან თანამშრომლობა. მან კუპლეტები შეასრულა Kool G Rap-ის სიმღერაზე „Fast Life“ ალბომიდან 4, 5, 6 (1995), და Raekwon-ის სიმღერაზე „Verbal Intercourse“, ალბომიდან Only Built 4 Cuban Linx. . . (1995). ამ სიმღერებზე იგი თავს „Nas Escobar-ს“ უწოდებდა.[2]
ამასობაში ფულის ფლანგვის ჩვევის გამო, Nas-ი ფინანსურად რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდა. იგი იძულებული იყო, 1995 წლის Source-ს დაჯილდოების ცერემონიისთვის კოსტუმის საყიდლად ფული ესესხა. კიდევ ერთი ნიუ-იორკელი რეპერის, The Notorius B.I.G-სა და პრომოუტერი Puff Daddy-ს წარმატების შემდეგ, Nas-მა გადაწყვიტა ახალი მენეჯერი, სტივ სტაუტი დაექირავა, რომელმაც რეპერს უფრო მეინსტრიმულ ჟღერადობაზე გადასვლა ურჩია. ამისათვის Nas-მა Trackmasters-თან დაიწყო თანამშრომლობა.[3] გარდა ამისა, ალბომზე მუშაობდნენ DJ Premier, Dr. Dre, Havoc ჯგუფ Mobb Deep-იდან, L.E.S, Live Squad და MC Serch, როგორც აღმასრულებელი პროდიუსერი.[4]
სიმღერები და ტექსტები
რედაქტირებაIt Was Written-ზე პროდიუსერების მუშაობა განსაკუთრებული დეტალურობითა და დამუშავებით გამოირჩევა. იგი ძლიერ არის დამოკიდებული სემპლებზე და ფანკ ჟანრის ღარებზე, ღითაც ასევე წააგავს ჯი-ფანკს.[5] ალბომში Nas-ი ხშირად მიმართავს თეატრალურ მაფიოზურ კონცეპტებს და თავს „Nas Escobar-ს“ (შთაგონებულია კოლუმბიელი ნარკობარონ პაბლო ესკობარით) უწოდებს.[6]
ალბომის შესავალში გარდა Nas-ის მონოლოგისა, ისმის მონების აჯანყება. სიმღერა შეიცავს სემპლებს სემ კუკის სიმღერიდან „A Change Is Gonna Come“ (1964), და The Lost Generation-ის „The Sly, the Slick, and the Wicked-დან“ (1970).[7] პირველი სიმღერა, სახელად „The Message“ მოიცავს Trackmasters-ის პროდაქშენს, ასევე სქრეთჩინგს Kid Capri-ს მიერ.[8] მისი სახელი მიუთითებს Grandmaster Flash and The Furious Five-ს იმავე სახელის მქონე კლასიკად ქცეულ სინგლზე. კრიტიკოსებმა სიმღერა აღწერეს, როგორც „სისხლიანი ნარატივი“ და „Nas-ის ერთ-ერთი ყველაზე ვიზუალურად გამომწვევი სიმღერა“.[9] DJ Premier-ის მიერ პროდიუსირებულ სიმღერაში „I Gave You Power“, Nas-ი ამბავს პირველ პირში, თოფის თვალსაზრისიდან ჰყვება.[10]
ალბომის სინგლებია „If I Ruled The World (Imagine That)“ და „Street Dreams“. პირველში, კრიტიკოსი ჯ.რ. რეინოლდსის თქმით, „Nas-ი წერს გამოგონილ ანარქიულ სამყაროზე, სადაც დისციპლინა არ არსებობს და კარგი დროები ბატონობენ“.[11] სიმღერაში Nas-ი აცხადებს, რომ იგი „ატიკაში ყველა საკანს გააღებდა/მათ აფრიკაში გააგზავნიდა (ინგლ. "Open every cell in Attica/send them to Africa")“. „Street Dreams“ არის რეპერის ანგარიში იმაზე, თუ რა გავლენა იქონია ნარკოტიკებმა მის სამეზობლოზე. სიმღერა მოიცავს გლუვ ბასურ რიფსა და სუსტ დასარტყამი საკრავების ელემენტებს, ასევე დუეტ Eurythmics-ის სიმღერა „Street Dreams (Are Made Of This)-ის“ (1983) ინტერპოლაციას.[12] ალბომის სიმღერებში ასევე ფიგურირებენ დუეტი Mobb Deep და ჯგუფი The Firm, რომელიც შედგებოდა Nas-ის, AZ-ს, Cormega-სა და ფოქსი ბრაუნისაგან. [13] ეს უკანასკნელი თავს იჩენს სიმღერა „Affirmative Action-ში“, რომელსიც Stylus Magazine-ის ბრეტ ბერლინერმა აღწერა, როგორც „ძალიან მაფიოზური, სიმებითა და კრეშენდოებით, თითქოს პირდაპირ დიდებული ბიჭებიდან ჟღერს.“[14]
დუეტ Mobb Deep-ის წევრს, Havoc-ს ალბომიდან ორ სიმღერაში აქვს წვლილი შეტანილი. ესენია „The Set Up“, რომელშიც Nas-ი მისი მეგობრის მკვლელზე შურს იძიებს , და „Live Nigga Rap“, რომელიც Nas-ისა და Mobb Deep-ის ფრისტაილს მოიცავს. თავდაპირველად, „Live Nigga Rap“ სწორედ ამ უკანასკნელთათვის და მათი ალბომ Hell On Earth-ისთვის იყო განკუთვნილი, თუმცა დუეტი Nas-ის მენეჯერმა, სტივ სტაუტმა დაარწმუნა, სიმღერა მათთვის გადმოეცათ.[15] სხვა კოლაბორაციებიდან აღსანიშნავია „Nas Is Coming“, რომელზეც ასევე იმუშავა Dr. Dre-მ. სიმღერა Nas-ისა და Dr. Dre-ს დიალოგით იწყება,[16] სადაც ისინი დასავლეთ და აღმოსავლეთ სანაპიროების დაპირისპირებას განიხილავენ და კონფლიქტის უაზრობაზე მიუთითებენ. სიმღერა „Black Girl Lost-ში“ დიდი წვლილი შეიტანა ჯგუფ Jodeci-ს წევრმა, ჯოჯო ჰეილიმ. სიმღერაში Nas-ი აფრიკელ-ამერიკელი ქალების გასაჭირს უსვამს ხაზს. სიმღერის სახელი დონალდ გოინსის იმავე სახელწოდების მქონე წიგნიდან მომდინარეობს.[17]
შეფასებები და წარმატება
რედაქტირებამიმოხილვების ქულები | |
---|---|
წყარო | რეიტინგი |
AllMusic | [18] |
Chicago Sun-Times | [19] |
Chicago Tribune | [20] |
Entertainment Weekly | A−[21] |
Los Angeles Times | [22] |
NME | 6/10[23] |
Q | [24] |
Rolling Stone | [25] |
The Rolling Stone Album Guide | [26] |
The Source | 4/5[27] |
რობერტ კრისტგოუ | [28] |
It Was Written-მა კრიტიკოსებისგან უმეტესად დადებითი შეფასება დაიმსახურა[29] The Source-ის მარკ ლანდასმა ალბომს „ჰიპ-ჰოპის ერთ-ერთი ყველაზე ნაყოფიერი მწერალის მიერ ნაამბობი გეტოს მოთხრობებთა აუდიო ანთოლოგია“ უწოდა. ჟურნალ Vibe-ის კრის ექსმა ალბომი მისი ჟღერადობის გამო გააკრიტიკა, თუმცა Nas-ის ლირიკა და ფლოუ შეაქო.[30] მიუხედავად ამისა, მან ალბომი Nas-ის სადებიუტო პროექტზე ნაკლებად დამაკმაყოფილებლად ჩათვალა.[31]
სიმღერების სია
რედაქტირება# | სახელწოდება | ავტორ(ებ)ი | პროდიუსერი(ები) | ხანგრძლივობა |
---|---|---|---|---|
1. | „Album Intro“ | ნასირ ჯონსი | Nas, Trackmasters | 2:24 |
2. | „The Message“ | ჯონსი, სემუელ ბარნზი | Trackmasters | 3:54 |
3. | „Street Dreams“ | ჯონსი, ბარნზი, ენი ლენოქსი, დევიდ ალან სტიუარტი | Trackmasters | 4:39 |
4. | „I Gave You Power“ | ჯონსი, ქრისტოფერ მარტინი | DJ Premier | 3:52 |
5. | „Watch Dem Niggas“ (ასევე ფოქსი ბრაუნი) | ჯონსი, ბარნზი | Trackmasters | 4:04 |
6. | „Take It In Blood“ | ჯონსი, რენდი უოკერი, კლივლენდ ჰორნი, ჯოსეფ პრუიტი, ჯეიმზ ეპს უმცროსი, უოლეს ჩაილდსი | Live Squad, Lo Ground & Top General Sounds | 4:48 |
7. | „Nas Is Coming“ (ასევე Dr. Dre) | ჯონსი, ანდრე იანგი | Dr. Dre | 5:41 |
8. | „Affirmative Action“ (ასევე AZ, Cormega და ფოქსი ბრაუნი) | ჯონსი, ენტონი კრუზი, კორი მაკკეი, ინგა მერჩენდი, ჟან-კლოდ ოლივიერი, ბარნზი | დეივ ატკინსონი, Trackmasters | 4:19 |
9. | „The Set Up“ (ასევე Havoc) | ჯონსი, კეჯუან მუჩიტა | Havoc | 4:01 |
10. | „Black Girl Lost“ (ასევე ჯოჯო ჰეილი) | ჯონსი, ლეშონ ლუისი, ჯეიმს მტუმე, რეჯი ლუკასი | L.E.S, Trackmasters | 4:23 |
11. | „Suspect“ | ჯონსი, ლუისი | L.E.S | 4:12 |
12. | „Shootouts“ | ჯონსი, ოლივიერი, რიჩარდ პიმენტე | Trackmasters, კირკ გოდი | 3:46 |
13. | „Live Nigga Rap“ (ასევე Mobb Deep) | ჯონსი, მუჩიტა | Havoc | 3:45 |
14. | „If I Ruled The World (Imagine That)“ (ასევე ლორინ ჰილი) | ჯონსი, ოლივიერი, კერტის უოკერი | Trackmasters, რაშად სმითი | 4:42 |
კასეტის ბონუს სიმღერები[32] | ||||
---|---|---|---|---|
# | სახელწოდება | ავტორ(ებ)ი | პროდიუსერი(ები) | ხანგრძლივობა |
15. | „Silent Murder“ | ნასირ ჯონსი, ბერისფორდ რომეო, ჰეიდენ მაკლარენ ბრაუნი | Live Squad | 3:24 |
ალბომის 25 წლის საიუბილეო გაფართოებული გამოცემის ბონუს სიმღერები[33] | ||||
---|---|---|---|---|
# | სახელწოდება | ავტორ(ებ)ი | პროდიუსერი(ები) | ხანგრძლივობა |
15. | „Silent Murder“ | ნასირ ჯონსი, რომეო, ბრაუნი | Live Squad | 3:24 |
16. | „Street Dreams (ბონუს კუპლეტი)“ | ჯონსი, ბარნზი, ენი ლენოქსი, დევიდ ალან სტიუარტი | Trackmasters | 4:08 |
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Denis, Damien Scott,Gail Mitchell,Angel Diaz,Carl Lamarre,Michael Saponara,Heran Mamo,Kyle; Scott, Damien; Mitchell, Gail; Diaz, Angel; Lamarre, Carl; Saponara, Michael; Mamo, Heran; Denis, Kyle. (2024-06-27) The 100 Greatest Rap Albums of All Time (100-51): Staff List en-US. ციტირების თარიღი: 2024-06-27
- ↑ Cowie, Del F. Nas: Battle Ready დაარქივებული 2009-11-01 საიტზე Wayback Machine. . Exclaim!. Retrieved on 2009-02-22.
- ↑ Cowie, Del F. Nas: Battle Ready დაარქივებული 2009-11-01 საიტზე Wayback Machine. . Exclaim!. Retrieved on 2009-02-22.
- ↑ It Was Written 2005 LP liner notes. Simply Vinyl (SVLP 382).
- ↑ Meyer, Frank. Reynolds, J.R. Review 1 დაარქივებული 2011-07-17 საიტზე Wayback Machine. 2: It Was Written დაარქივებული 2011-07-17 საიტზე Wayback Machine. . Yahoo! Music. Retrieved on 2009-02-22.
- ↑ Cowie, Del F. Nas: Battle Ready დაარქივებული 2009-11-01 საიტზე Wayback Machine. . Exclaim!. Retrieved on 2009-02-22.
- ↑ It Was Written 2005 LP liner notes. Simply Vinyl (SVLP 382).
- ↑ It Was Written 2005 LP liner notes. Simply Vinyl (SVLP 382).
- ↑ Chennault, Sam. Reviews: It Was Written. Rhapsody. Retrieved on 2009-03-18.
- ↑ Berliner, Brett. Review: It Was Written დაარქივებული 2018-02-11 საიტზე Wayback Machine. . Stylus Magazine. Retrieved on 2008-08-01.
- ↑ Meyer, Frank. Reynolds, J.R. Review 1 დაარქივებული 2011-07-17 საიტზე Wayback Machine. 2: It Was Written დაარქივებული 2011-07-17 საიტზე Wayback Machine. . Yahoo! Music. Retrieved on 2009-02-22.
- ↑ Berliner, Brett. Review: It Was Written დაარქივებული 2018-02-11 საიტზე Wayback Machine. . Stylus Magazine. Retrieved on 2008-08-01.
- ↑ Cowie, Del F. Nas: Battle Ready დაარქივებული 2009-11-01 საიტზე Wayback Machine. . Exclaim!. Retrieved on 2009-02-22.
- ↑ Berliner, Brett. Review: It Was Written დაარქივებული 2018-02-11 საიტზე Wayback Machine. . Stylus Magazine. Retrieved on 2008-08-01.
- ↑ მარკ ელიბერტი. HAVOC SHARES 'SCARFACE' ORIGINS OF NAS + MOBB DEEP SONG 'IT'S MINE' & 'LIVE N-GGA RAP'. HipHopDX. ციტირების თარიღი: 2024-04-12.
- ↑ Katz, Joe. Review: It Was Written. Sputnikmusic. Retrieved on 2008-08-01.
- ↑ Icons of Hip Hop. Hess (2007), pp. 358–359.
- ↑ Stanley, Leo. It Was Written – Nas. AllMusic. ციტირების თარიღი: August 1, 2008
- ↑ Williams, Jean A. (July 21, 1996). „Nas, 'It Was Written' (Columbia)“. Chicago Sun-Times. p. 11. დაარქივებულია ორიგინალიდან — October 26, 2012. ციტირების თარიღი: April 11, 2020.
- ↑ Kot, Greg (July 25, 1996). „Verbal Dexterity Carries Intriguing 'It Was Written'“. Chicago Tribune. ციტირების თარიღი: April 11, 2020.
- ↑ Ehrlich, Dimitri (July 26, 1996). „It Was Written“. Entertainment Weekly. ციტირების თარიღი: April 11, 2020.
- ↑ Coker, Cheo Hodari (July 13, 1996). „Nas Speaks Eloquently With Poetic 'It Was Written'“. Los Angeles Times. ციტირების თარიღი: July 9, 2009.
- ↑ Crysell, Andy (July 29, 1996). „Nas – It Was Written“. NME: 51. დაარქივებულია ორიგინალიდან — August 17, 2000. ციტირების თარიღი: April 11, 2020.
- ↑ „Nas: It Was Written“. Q (120): 118. September 1996.
- ↑ Coleman, Mark (September 19, 1996). „It Was Written“. Rolling Stone. დაარქივებულია ორიგინალიდან — November 26, 2014. ციტირების თარიღი: August 1, 2008.
- ↑ Ryan, Chris (2004). „Nas“, The New Rolling Stone Album Guide, 4th, Simon & Schuster, გვ. 568–569. ISBN 0-7432-0169-8.
- ↑ Landas, Marc (August 1996). „Nas: It Was Written“. The Source (83): 95. დაარქივებულია ორიგინალიდან — December 11, 2010. ციტირების თარიღი: October 24, 2023.
- ↑ Christgau, Robert. CG: Nas. Robert Christgau. Retrieved on 2009-03-30.
- ↑ Icons of Hip Hop, p. 346
- ↑ Ex, Kris (September 1996). „Nas: It Was Written“. Vibe. 4 (7): 201–202. ციტირების თარიღი: April 11, 2020.
- ↑ Ex, Kris (September 1996). „Nas: It Was Written“. Vibe. 4 (7): 201–202. ციტირების თარიღი: April 11, 2020.
- ↑ Pablo, J.. (July 2, 2016) Street Dreams: Revisiting Nas' 'It Was Written' Album Decades Later. ციტირების თარიღი: February 19, 2021
- ↑ Pablo, J.. (July 2, 2016) Nas Drops "It Was Written (Expanded Edition)" on the 25th Anniversary of release. ციტირების თარიღი: July 3, 2021