ფოქსი ბრაუნი (რეპერი)

ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ინგა დეკარლო ფუნგ მარჩენდი (ინგლ. Inga DeCarlo Fung Marchand; დ. 6 სექტემბერი, 1978, ნიუ-იორკი, ნიუ-იორკის შტატი, აშშ), უფრო მეტად ცნობილი სასცენო ფსევდონიმით ფოქსი ბრაუნი — ამერიკელი რეპერი. 1996 წელს ხელი მოაწერა კონტრაქტს ლეიბლთან Def Jam Recordings და იმავე წლის ნოემბერში გამოუშვა თავისი სადებიუტო სტუდიური ალბომი Ill Na Na. ალბომს კრიტიკული და კომერციული წარმატება ხვდა წილად და მიიღო პლატინის სერტიფიკატი ამერიკის ხმისჩამწერი კომპანიების ასოციაციისგან (RIAA). მთელს მსოფლიოში ნამუშევრის 7 მილიონზე მეტი ასლი გაიყიდა.

ფოქსი ბრაუნი

ბიოგრაფია
ნამდვილი სახელი ინგა დეკარლო ფუნგ მარჩენდი
დაბ. თარიღი 6 სექტემბერი, 1978 (1978-09-06) (46 წლის)
დაბ. ადგილი ბრუკლინი
წარმოშობა ნიუ-იორკი, ნიუ-იორკის შტატი, აშშ
ჟანრ(ებ)ი ჰიპ-ჰოპი]
საქმიანობა რეპერი, სიმღერების ავტორი, მსახიობი
აქტიური 1994 - დღემდე
ლეიბლ(ებ)ი
საიტი foxy-brown.com
ფოქსი ბრაუნი ვიკისაწყობში

მომდევნო წელს მუსიკოსმა ჩამოაყალიბა ჯგუფი Nas-თან, AZ-სა და Cormega-სთან ერთად, სახელად The Firm. ჯგუფის პირველი ალბომი გამოვიდა Dr. Dre's Aftermath Entertainment-ის ეგიდით. მალევე ჯგუფი დაიშალა და 1999 წელს მუსიკოსმა გამოუშვა თავისი მეორე სოლო ალბომი, Chyna Doll. ნამუშევარი ბილბორდ 200-ის სათავეში მოხვდა.

მუსიკოსის მესამე ალბომი Broken Silence გამოვიდა 2001 წელს. ნამუშევარი ბილბორდ 200-ში მეხუთე ადგილზე გავიდა. ალბომის სინგლმა „Na Na Be Like" მიიღო გრემის ნომინაცია. 2003 წელს ფოქსმა დატოვა ლეიბლი და გააუქმა მეოთხე ალბომის „Ill Na Na 2: The Fever“ გამოშვება. მალევე კონტრაქტი დადო ახალ ლეიბლთან და ჩაწერა ალბომი Black Roses.

მუსიკოსმა გამოუშვა მიქსტეიპი Brooklyn Don Diva 2008 წელს. ვიზუალური ალბომის, „King Soon Come“ გამოშვება 2019 წელს იყო დაგეგმილი, თუმცა გამოქვეყნება გადაიდო.[1][2][3][4]

ადრეული ცხოვრება

რედაქტირება

ბრაუნი დაიბადა 1978 წლის 6 სექტემბერს ნიუ-იორკში. ის და მისი ორი უფროსი ძმა გაიზარდნენ პარკ-სლოუპში, ბრუკლინში. მისი მშობლები განქორწინდნენ, როდესაც მუსიკოსი ოთხი წლის იყო. ის სწავლობდა ბრუკლინის კოლეჯის აკადემიაში.[5]

1996 წელს ბრაუნმა ხელი მოაწერა კონტრაქტს ლეიბლთან Def Jam Recordings. იმავე წელს გამოუშვა თავისი სადებიუტო ალბომი Ill Na Na. ალბომის გამოსვლიდან პირველივე კვირაში მისი 128000-ზე მეტი ასლი გაიყიდა. ნამუშევარი ბილბორდ 200-ის ალბომების ჩარტში მე-7 ადგილზე გავიდა.[6][7] მუსიკოსმა ალბომზე იმუშავა Trackmasters-თან ერთად და ჩაწერა სიმღერები ისეთ მუსიკოსებთან ერთად, როგორიცაა ჯეი-ზი, Blackstreet, Method Man და Kid Capri. ნამუშევარმა მიიღო პლატინის სერტიფიკატი ამერიკის ხმისჩამწერი კომპანიების ასოციაციისგან (RIAA). ალბომიდან გამოვიდა ორი სინგლი „Get Me Home" და „I'll Be".

მალევე მუსიკოსმა ჩამოაყალიბა ჯგუფი „The Firm“ Nas-თან, AZ-სა და Cormega-სთან ერთად. ჯგუფის პირველი ალბომი ბილბორდ 200-ში პირველ ადგილზე გავიდა.[8] ამის შემდეგ ჯგუფი დაიშალა. ბრაუნის მეორე ალბომი „Chyna Doll“ გამოვიდა 1999 წლის იანვარში და ბილბორდ 200-ში პირველ ადგილზე გავიდა.[9] გამოსვლიდან პირველივე კვირაში მისი 173,000 ასლი გაიყიდა.[10] ალბომმა პლატინის სერტიფიკატი მიიღო ამერიკის ხმისჩამწერი კომპანიების ასოციაციისგან (RIAA).

2001 წელს ბრაუნმა გამოუშვა ალბომი Broken Silence და ბილბორდ 200-ში მეხუთე ადგილზე გავიდა. გამოსვლიდან პირველ კვირაში მისი 130 000 ასლი გაიყიდა ამერიკის შეერთებულ შტატებში და მიიღო ოქროს სერტიფიკატი ამერიკის ხმისჩამწერი კომპანიების ასოციაციისგან (RIAA). იმავე წელს ბრაუნმა ჩაწერა სიმღერა კომედიური ფილმისთვის „Rush Hour 2, Blow My Whistle“. ფილმის საუნდტრეკი მე-11 ადგილზე გავიდა ბილბორდ 200-ში.

2002 წელს მუსიკოსმა გამოუშვა სინგლი „Stylin“. ნამუშევარი უნდა ყოფილიყო პირველი სინგლი მომავალი ალბომიდან Ill Na Na 2: The Fever.[11] მიუხედავად ამისა, ლეიბლთან უთანხმოების გამო ალბომის გამოშვება გაუქმდა.[12] მალევე ბრაუნმა ახალ ლეიბლთან დადო კონტრაქტი.

2004 წლის ნოემბერში მუსიკოსმა დააანონსა თავისი ახალი ალბომი Black Roses.[13] 2005 წლის დეკემბერში ბრაუნმა სმენა დაკარგა.[14] მალევე მას ოპერაცია ჩაუტარდა და განაგრძო ალბომზე მუშაობა. მიუხედავად ამისა, ამ ალბომის გამოშვებაც გაუქმდა.[15] 2007 წლის მაისში ბრაუნმა ხელი მოაწერა კონტრაქტს Black Hand Entertainment-თან. მუსიკოსის ახალი ალბომი „Brooklyn's Don Diva" გამოვიდა 2008 წლის 13 მაისს.

2011 წლის იანვარში გამოვიდა ბრაუნის ახალი კომპოზიცია „Massacre".[16] 2018 წლის აგვისტოში გამოუშვა კოლაბორაციული ნამუშევარი ნიკი მინაჟთან ერთად.[17] 2019 წელს მან დააანონსა ვიზუალური ალბომი, თუმცა მისი გამოშვება გადაიდო. 2020 წლის აგვისტოში ჯგუფი The Firm კვლავ შეიკრა და გამოუშვა სიმღერა „Full Circle".[18]

დისკოგრაფია

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Hope, Clover (2021). The Motherlode: 100+ Women Who Made Hip-Hop. Harry N. Abrams. ISBN 978-1-4197-4296-5. 

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Winslow, Mike (March 2, 2017). „Rapper Foxy Brown Gives Birth to a Baby Girl“. AllHipHop. ციტირების თარიღი: August 20, 2017. ციტატა: „Foxy Brown is working on her latest album, King Soon Come.“
  2. Loop, The Black. „Wow! Foxy Brown Just Gave Birth to a Baby Girl! Shocks Everyone!“. დაარქივებულია ორიგინალიდან — August 22, 2017. ციტირების თარიღი: August 20, 2017. ციტატა: „Congrats to Foxy Brown! Foxy Brown is working on her latest album King Soon Come.“
  3. Madden, Sidney. „Happy Birthday, Foxy Brown!“. ციტირების თარიღი: September 30, 2017. ციტატა: „To date, Foxy is said to be working on her fourth studio album, King Soon Come.“
  4. Clark, Danielle Kwateng. „Foxy Brown Shares The First Photo Of Her Adorable Baby Girl“. ციტირების თარიღი: September 30, 2017. ციტატა: „Currently she's working on her fourth studio album.“
  5. Foxy Brown encyclopedia.com
  6. (December 7, 1996) Billboard (en). 
  7. Bush, John. (2008)Foxy Brown – Biography. ციტირების თარიღი: March 29, 2023
  8. „The Firm – Billboard Albums“. Billboard. ციტირების თარიღი: February 25, 2008.
  9. „Foxy Brown Delays Sophomore Album, Talks Diversity“. MTV News. December 7, 1998. დაარქივებულია ორიგინალიდან — April 24, 1999. ციტირების თარიღი: March 29, 2023.
  10. „Foxy Brown Delays Sophomore Album, Talks Diversity“. MTV News. December 7, 1998. დაარქივებულია ორიგინალიდან — April 24, 1999. ციტირების თარიღი: March 29, 2023.
  11. Reid, Shaheem (September 23, 2002). „Cam'ron, Foxy Brown, N.O.R.E. On Illest Tour“. MTV News. დაარქივებულია ორიგინალიდან — October 22, 2002. ციტირების თარიღი: March 29, 2023.
  12. „Foxy Brown's "Ill Na Na 2" Shelved Indefinitely“. Yahoo! Music. April 22, 2003. დაარქივებულია ორიგინალიდან — June 29, 2011. ციტირების თარიღი: February 29, 2008.
  13. Reid, Shaheem (November 5, 2004). „Foxy Brown Planning Comeback With Help From Jay-Z, Shyne“. MTV News. დაარქივებულია ორიგინალიდან — April 6, 2005. ციტირების თარიღი: March 29, 2023.
  14. Harris, Chris. (December 15, 2005) Foxy Brown Says She Hasn't Heard A Thing For Six Months. MTV. დაარქივებულია ორიგინალიდან — December 17, 2005. ციტირების თარიღი: March 29, 2023.
  15. Johnson, Dick (November 6, 2006). „Foxy Brown Served "Black Roses," Gets Axed From Label?“. SOHH. დაარქივებულია ორიგინალიდან — September 30, 2007.
  16. New Music: Foxy Brown – 'Massacre' (Lil' Kim Diss). ციტირების თარიღი: August 5, 2015
  17. Opie, David. Why Foxy Brown Will Always Be the Illest. ციტირების თარიღი: April 29, 2020
  18. AZ [quietAZmoney]. (August 18, 2020) Ever so often things come back full circle! It's a blessing to be apart of [sic] Greatness., Show love this Friday 8/21 KING DISEASE! Another classic.... ციტირების თარიღი: August 18, 2020