შონ ჯონ კომბსი, უფრო მეტად ცნობილი ფსევდონიმით Diddy (დ. 4 ნოემბერი, 1969[2]) — ამერიკელი პროდიუსერი, რეპერი, მსახიობი, მამაკაცის ტანსაცმლის დიზაინერი და მოცეკვავე. მას მიღებული აქვს სამი გრემის და ორი MTV-ს მუსიკალური ვიდეოდაჯილდოვების პრიზი. მისმა შემუშავებულმა ჩაცმულობის დიზაინმა მიიღო პრიზი ამერიკის მოდის დიზაინერების ყრილობაზე.

შონ კომბსი
დაბადების თარიღი 4 ნოემბერი, 1969 (1969-11-04) (55 წლის)[1]
ჰარლემი, ნიუ-იორკი, აშშ
სხვა სახელები
  • Diddy
  • P. Diddy
  • Puff Daddy
საქმიანობა რეპერი, მსახიობი, პროდიუსერი
აქტიური 1990–დღემდე
შვილ(ებ)ი 5
ჟანრი ჰიპ-ჰოპი, რიტმ-ენდ-ბლუზი
ლეიბლი Bad Boy, Interscope
ასოციაციები Diddy – Dirty Money, მერი ჯეი ბლაიჯი, The Notorious B.I.G., ფეით ევანზი, ლილ კიმი, ჯეი-ზი, რიკ როსი

წინა წლებში იგი ცნობილი იყო Puff Daddy-სა და P. Diddy-ს სახელით. 2005 წლის აგვისტოში მისი ოფიციალური სასცენო სახელი გახდა Diddy. ამჟამად ახალ ზელანდიასა და გაერთიანებულ სამეფოში იგი კვლავ არის ცნობილი P. Diddy-ს სახელით, იმ მიზეზით, რომ ინგლისში მოცეკვავე რიჩარდ დირლავი გამოდის Diddy-ს სახელით.

შონის ბიზნესი მოიცავს შემდეგ სფეროებს: ხმისჩამწერ ფირმას Bad Boy Records, ჩაცმულობის ხაზს Sean John, კინოკომპანიას Sean by Sean Combs და ორ რესტორანს. იგი აგრეთვე იყო MTV-ს გადაცემა Making the Band-ის პროდიუსერი. პარალელურად, კომბსი აგრეთვე არის ბროდვეის თეატრის მსახიობი.

კომბსი არის ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ჰიპ-ჰოპის შემსრულებელი. მისი ქონება 2006 წლის მონაცემებით შეფასებულია 346 მილიონ აშშ დოლარად. ფილმში „Notorious“ (2009), რომელიც The Notorious B.I.G.-ის ცხოვრებაზეა, იგი განასახიერა მსახიობმა დერეკ ლუკმა.

დისკოგრაფია

რედაქტირება
სოლო ალბომები

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Traugh 2010, p. 13.
  2. 1999 Duty Captain's Report(January 17, 2001) CourtTV. Archived from the original on 2008-02-09. Accessed 2006-08-23.