Clutching at Straws

(გადამისამართდა გვერდიდან Hotel Hobbies)

Clutching at Strawsბრიტანული ნეო-პროგრესული როკ-ჯგუფ Marillion-ის მეოთხე სტუდიური ალბომი. იგი გამოვიდა 1987 წლის 22 ივნისს. ალბომში შეტანილია ერთმანეთთან დაკავშირებული სიმღერები, რითაც იგი კონცეპტუალური ალბომის სახეს იძენს.[4] Clutching at Straws (რომლის სახელწოდება ითარგმნება, როგორც უკანასკნელ ჩალაზე ჩაბღაუჭება) არის Marillion-ის უკანასკნელი სტუდიური ალბომი, ჩაწერილი ფიშის მონაწილეობით, რომელმაც კოლექტივი 1988 წელს დატოვა. მიუხედავად იმისა, რომ კომერციულად მას ისეთივე წარმატება არ ჰქონია, როგორც წინამორბედ Misplaced Childhood-ს, Clutching at Straws ბრიტანეთის ალბომების ჩარტში 15 კვირის განმავლობაში იმყოფებოდა (ყველა მოკლე პერიოდის განმავლობაში Marillion-ის ოთხ ალბომს შორის) და ავიდა მეორე პოზიციამდე (Marillion-ის ალბომებს შორის რიგით მეორე ყველაზე მაღალი პოზიცია ჩარტში). კრიტიკოსებისა და მსმენელების, ისევე, როგორც ფიშის მიერ იგი ითვლება ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო ნაშრომად.[5]

Clutching at Straws
სტუდიური ალბომი
გამოცემის თარიღი 22 ივნისი, 1987 (1 დისკიანი გამოცემა); 22 მარტი, 1999 (2 დისკიანი გამოცემა)
სტუდია Westside, ლონდონი, 1987
ჟანრი ნეო-პროგრესული როკი
ხანგრძლივობა 52:19
ლეიბლი EMI
პროდიუსერი კრის კიმსი
Marillion — ქრონოლოგია
Brief Encounter
(1986)
Clutching at Straws
(1987)
B'Sides Themselves
(1988)
სინგლები ალბომიდან Clutching at Straws
  1. „Incommunicado“
    გამოცემის თარიღი: 11 მაისი 1987
  2. „Sugar Mice“
    გამოცემის თარიღი: 13 ივლისი 1987
  3. „Warm Wet Circles“
    გამოცემის თარიღი: 26 ოქტომბერი 1987
პროფესიონალური რეიტინგები
მიმოხილვების ქულები
წყარორეიტინგი
AllMusic4.5/5 stars[1]
Kerrang!5/5 stars[2]
Q3/5 stars[3]

1999 წელს გამოვიდა ალბომის რემასტერი, რომელსაც ახლავს მეორე დისკი, B-მხარეებით და დემო ვერსიებით, ისევე, როგორც ბუკლეტზე დაბეჭდილი ფიშის და ჯგუფის სხვა წევრების მოგონებებით.

კონცეფცია

რედაქტირება

პერსონაჟი ტორჩი (სავარაუდოდ, ადრეული ალბომების გარეკანების პერსონაჟ მასხარას შთამომავალი) არის 29 წლის უმუშევარი მამაკაცი, რომელიც უწესრიგოდ ცხოვრობს. იგი ძირითადად ალკოჰოლის მიღებით ირთობს თავს და ცდილობს წარუმატებელი ქორწინების, ცუდი მამობის და ჯგუფში წარუმატებლობის დავიწყებას, მაგრამ არაფერი გამოსდის. სიმთვრალისას წერს გარშემო არსებულ სიტუაციაზე და ზოგადად, ყველაფერს დასტირის. რადგან ვერავის უამბობს თავისი პრობლემების შესახებ, საბოლოოდ აღმოჩნდება ბარებში, სასტუმროს ნომრებში, ან გზაზე, მთვრალი. მისი გადარჩენის იმედი არ არსებობს.

ალბომის გარეკანი

რედაქტირება

ალბომის წინა და უკანა გარეკანებზე გამოტანილია იმ ადამიანთა სახეები, რომლებმაც გავლენა იქონიეს დისკში შეტანილ სიმღერებზე. ალბომის მსვლელობისას აქა-იქ მათი ალუზიები ჩნდება. მოქმედება ხდება ბრიტანულ პაბში, ხოლო პიროვნებათა სია ასეთია:

სიმღერების სია

რედაქტირება

ყველა სიმღერის ავტორები: ფიში, მარკ კელი, იენ მოსლი, სტივ როზერი და პიტ ტრევავასი.

  1. Hotel Hobbies — 3:35
  2. Warm Wet Circles — 4:25
  3. That Time Of The Night (The Short Straw) — 6:00
  4. Going Under — 2:47 (არ იყო შეტანილი ორიგინალურ გრამფირფიტაზე, იგი გამოიცა მხოლოდ ალბომის კომპაქტ-დისკის ვერსიაში.)
  5. Just For The Record — 3:09
  6. White Russian — 6:27
  1. Incommunicado — 5:16
  2. Torch Song — 4:05
  3. Slàinte Mhath — 4:44
  4. Sugar Mice — 5:46
  5. The Last Straw — 5:58
  6. Happy Ending — 0:00 (ნახსენებია ალბომის უკანა გარეკანზე, მაგრამ მხოლოდ ირონიული ტონით — სინამდვილეში ეს არის უბრალოდ ერთი ფრაზა „მიშველეთ“, რომელსაც გაჰყვირის უცნობი პიროვნება. ყვირილს მიჰყვება სიცილი, რომელიც სიჩუმეში გადადის)

რემასტერის დამატებითი დისკი

რედაქტირება
  1. Incommunicado (ალტერნატიული ვერსია) — 5:57
  2. Tux On — 5:13
  3. Going Under (ვრცელი ვერსია) — 2:48
  4. Beaujolais Day — 4:51
  5. Story From A Thin Wall — 6:47
  6. Shadows On The Barley — 2:07
  7. Sunset Hill — 4:21
  8. Tic-Tac-Toe — 2:59
  9. Voice In The Crowd — 3:29
  10. Exile On Princes Street — 5:29
  11. White Russians (დემო) — 6:15
  12. Sugar Mice In The Rain (დემო) — 5:54

პერსონალი

რედაქტირება
  • ფიში — ვოკალი
  • სტივ როზერი — გიტარები
  • მარკ კელი — კლავიშები
  • პიტ ტრევავასი — ბას გიტარა
  • იენ მოსლი — ინსტრუმენტები
  • ტესა ნაილზი — ვოკალი (That Time Of The Night და The Last Straw)
  • კრის კიმსი (ნახსენებია როგორც კრისტოფერ „რობინ“ კიმსი) — ვოკალი სიმღერაში Incommunicado
  • ჯონ კავანო — ექიმი ფინლის ხმა სიმღერაში Torch Song
  • დევიდ ჯეიკობი — ხმის მიქსი
  • ავრილ მაკინტოში — ხმის მიქსი (თანაშემწე)
  • იანუს ვან ჰელფტერენი — ფოტოგრაფია
  • კრის კიმსი — პროდიუსერი
ჩარტი (1987) უმაღლესი
პოზიცია
ავსტრიის ალბომები (Ö3 Austria)[7] 16
კანადა - საუკეთესო ალბომები/CD-ები (RPM)[8] 81
ჰოლანდიური ალბომები (ალბომების საუკეთესო ასეული)[9] 3
გერმანიის ალბომები (Media Control)[10] 3
ნორვეგიის ალბომები (VG-lista)[11] 4
შვედეთის ალბომები (Sverigetopplistan)[12] 9
შვეიცარიის ალბომები (Schweizer Hitparade)[13] 3
ბრიტანეთის ალბომები (OCC)[14] 2
აშშ Billboard 200[15] 103

სერტიფიცირებები

რედაქტირება
რეგიონი სერტიფიცირება გაყიდვები
გერმანია (BVMI)[16] ოქრო 250 000^
გაერთიანებული სამეფო (BPI)[17] ოქრო 100 000^

*გაყიდვების მონაცემები სერტიფიცირებაზე დაყრდნობით
^გაყიდვების მონაცემები მხოლოდ სერტიფიცირებაზე დაყრდნობით (გაყიდული პარტიები)

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Franck, John. Marillion: "Clutching at Straws" > Review AllMusic-ზე. ციტირების თარიღი: 24 ოქტომბერი 2016.
  2. Dickson, Dave (25 ივნისი 1987). „The Finest Straw“. Kerrang!. London: Spotlight Publications (149): 16. |access-date= საჭიროებს მიეთითოს აგრეთვე |url= (დახმარება)
  3. Hepworth, David (ივლისი 1987). „Marillion – Clutching at Straws“. Q. London: EMAP (10). |access-date= საჭიროებს მიეთითოს აგრეთვე |url= (დახმარება)
  4. Borthwick, Stuart (2004). Popular Music Genres: An Introduction. Edinburgh University Press. ISBN 978-0748617456. 
  5. Interview ივნისი 2002. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2010-11-28. ციტირების თარიღი: 2014-10-18.
  6. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-09-16. ციტირების თარიღი: 2011-06-22.
  7. "Marillion - Clutching at Straws" (გერმანულად). Austriancharts.at. Hung Medien. წაკითხვის თარიღი 18 ოქტომბერი 2016.
  8. "RPM-ის საუკეთესო ალბომები: გამოცემა 563." RPM. კანადის ბიბლიოთეკა და არქივები. წაკითხვის თარიღი 24 ოქტომბერი 2016.
  9. „Dutchcharts.nl – Marillion – Clutching at Straws“ (ჰოლანდიურად). Hung Medien. წაკითხვის თარიღი 18 ოქტომბერი 2016.
  10. "Longplay-Chartverfolgung at Musicline" (გერმანულად). Musicline.de. Media Control. წაკითხვის თარიღი 18 ოქტომბერი 2016.
  11. "Marillion – Clutching at Straws". Norwegiancharts.com. Hung Medien. წაკითხვის თარიღი 18 ოქტომბერი 2016.
  12. "Marillion – Clutching at Straws". Swedishcharts.com. Hung Medien. წაკითხვის თარიღი 18 ოქტომბერი 2016.
  13. "Marillion – Clutching at Straws". Swisscharts.com. Hung Medien. წაკითხვის თარიღი 18 ოქტომბერი 2016.
  14. "1987-07-04 საუკეთესო ბრიტანული ალბომების ოფიციალური არქივი | ოფიციალური ჩარტები". ბრიტანეთის ალბომების ჩარტი. ოფიციალური ჩარტების კომპანია. წაკითხვის თარიღი 18 ოქტომბერი 2016.
  15. Marillion – Chart History. Billboard. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-11-20. ციტირების თარიღი: 18 ოქტომბერი 2016
  16. ოქროს/პლატინის მონაცემთა ბაზა (Marillion; 'Clutching at Straws') გერმანულად. ფედერალური მუსიკალური ინდუსტრიის ასოციაცია.
  17. British album certifications – Marillion – Clutching at Straws. ბრიტანეთის ფონოგრამების მწარმოებლების ასოციაცია. შეიყვანეთ Clutching at Straws ველში Search. აირჩიეთ Title ველში Search by. შეიყვანეთ album ველში By Format. დააწკაპუნეთ ღილაკზე Go